სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მივმართო ზელენსკის ცოტა მამობრივად: ალბათ, ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი, მაგრამ გმირობა არის თავგანწირვაში, საკუთარ ამბიციებზე გამარჯვებაში ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად“ - ვიქტორ იანუკოვიჩი
"მინდა მივმართო ზელენსკის ცოტა მამობრივად: ალბათ, ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი, მაგრამ გმირობა არის თავგანწირვაში, საკუთარ ამბიციებზე გამარჯვებაში ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად“ - ვიქტორ იანუკოვიჩი

უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, შე­წყვი­ტოს სის­ხლისღვრა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად.

"მე კარ­გად მეს­მის, რომ ბევ­რი "მრჩე­ვე­ლი“ გყავს, მაგ­რამ პი­რა­დად თქვენ ვალ­დე­ბუ­ლი ხართ ნე­ბის­მი­ერ ფა­სად შე­ა­ჩე­როთ სის­ხლისღვრა და მი­აღ­წი­ოთ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას. ეს არის ის, რა­საც თქვენ­გან მო­ე­ლი­ან უკ­რა­ი­ნა­ში, დონ­ბას­სა და რუ­სეთ­ში“, - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც "რია ნო­ვოს­ტიმ“ გა­ავ­რცე­ლა.

ია­ნუ­კო­ვი­ჩის გან­ცხა­დე­ბით, ასე­თი ნა­ბი­ჯის­თვის უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი და კი­ე­ვის პარტნი­ო­რე­ბი და­სავ­ლეთ­ში მად­ლი­ე­რი იქ­ნე­ბი­ან.

"მინ­და მივ­მარ­თო ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ან თუნ­დაც ცოტა მა­მობ­რი­ვად. ვო­ლო­დი­მირ ალექ­სან­დრო­ვიჩ, თქვენ ალ­ბათ, ოც­ნე­ბობთ გახ­დეთ ნამ­დვი­ლი გმი­რი! მაგ­რამ გმი­რო­ბა არ არის თა­ვის გა­მო­სა­ჩე­ნი აქტი, ეს არ არის ბრძო­ლა უკა­ნას­კნელ უკ­რა­ი­ნე­ლამ­დე. ის სა­კუ­თარ თავ­შია - ის არის თავ­გან­წირ­ვა­ში, სა­კუ­თარ სი­ა­მა­ყე­სა და ამ­ბი­ცი­ებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა­ში ხალ­ხის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ის ტკი­ვი­ლით აღიქ­ვამს იმას, რაც ახლა ხდე­ბა მის სამ­შობ­ლო­ში და ღრმა თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს იმ ტან­ჯვას, რომ­ლის ატა­ნა­საც უკ­რა­ი­ნე­ლებს აი­ძუ­ლე­ბენ. ამას­თან, მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ "ნე­ბის­მი­ე­რი ტრა­გე­დი­ის დროს არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც მისი შე­ჩე­რე­ბა მა­ინც შე­იძ­ლე­ბა“.

"პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­პირ­დი მო­სახ­ლე­ო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში ომის შე­წყვე­ტას და ამი­ტომ მთე­ლი უკ­რა­ი­ნა გი­ჭერ­და მხარს. შე­გეძ­ლო გამ­ხდა­რი­ყა­ვი მშვი­დო­ბის პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და ია­ნუ­კო­ვიჩ­მა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამრიგად
9

ამ კაცს ისევ ცხენზე უნდა ჯდომა!!!??? მე მგონი არ გამოუვა!!! ისევ სახედარზე ჯდომა გააგრძელოს უფრო უსაფრთხოა!!!

ზელენსკი
0

მეც მინდა გითხრა "შვილობრივად" :"რუსკი კარაბლ, ...."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მინდა მივმართო ზელენსკის ცოტა მამობრივად: ალბათ, ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი, მაგრამ გმირობა არის თავგანწირვაში, საკუთარ ამბიციებზე გამარჯვებაში ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად“ - ვიქტორ იანუკოვიჩი

"მინდა მივმართო ზელენსკის ცოტა მამობრივად: ალბათ, ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი, მაგრამ გმირობა არის თავგანწირვაში, საკუთარ ამბიციებზე გამარჯვებაში ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად“ - ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად.

"მე კარგად მესმის, რომ ბევრი "მრჩეველი“ გყავს, მაგრამ პირადად თქვენ ვალდებული ხართ ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის ის, რასაც თქვენგან მოელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც "რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა.

იანუკოვიჩის განცხადებით, ასეთი ნაბიჯისთვის უკრაინელი ხალხი და კიევის პარტნიორები დასავლეთში მადლიერი იქნებიან.

"მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტმა ან თუნდაც ცოტა მამობრივად. ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, თქვენ ალბათ, ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი! მაგრამ გმირობა არ არის თავის გამოსაჩენი აქტი, ეს არ არის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე. ის საკუთარ თავშია - ის არის თავგანწირვაში, საკუთარ სიამაყესა და ამბიციებზე გამარჯვებაში ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ის ტკივილით აღიქვამს იმას, რაც ახლა ხდება მის სამშობლოში და ღრმა თანაგრძნობას უცხადებს იმ ტანჯვას, რომლის ატანასაც უკრაინელებს აიძულებენ. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ტრაგედიის დროს არის მომენტი, როდესაც მისი შეჩერება მაინც შეიძლება“.

"პირველივე დღიდან დაპირდი მოსახლეობას უკრაინაში ომის შეწყვეტას და ამიტომ მთელი უკრაინა გიჭერდა მხარს. შეგეძლო გამხდარიყავი მშვიდობის პრეზიდენტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.