კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონელების გამანადგურებლები უკრაინელებს, ამერიკელების პოლონელებს - რა გამოვა?
პოლონელების გამანადგურებლები უკრაინელებს, ამერიკელების პოლონელებს - რა გამოვა?
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის არა­ერ­თი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნა-მო­თხოვ­ნის შემ­დეგ, რომ ნატო რა­მე­ნა­ი­რად სას­წრა­ფოდ და­ეხ­მა­როს უკ­რა­ი­ნას ცის ჩა­კეტ­ვა­ში, რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო და­ბომბვე­ბის შე­სა­წყვე­ტად, აშშ-მა თით­ქოს რა­ღაც გა­მო­სა­ვალს მი­აგ­ნო.

იმის ფონ­ზე, რო­დე­საც არც ამე­რი­კე­ლებს და არც ნა­ტოს წევრ ქვეყ­ნებს არ სურთ უკ­რა­ი­ნის ცის და­სა­ცა­ვად თა­ვი­სი სამ­ხედ­რო­ე­ბი მი­ავ­ლი­ნონ, ასე­თი ვა­რი­ან­ტი შე­ირ­ჩა - ალი­ან­სის წევ­რი პო­ლო­ნე­თი უკ­რა­ი­ნას უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცემს "მიგ-29“ ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებს, სა­მა­გი­ე­როდ კი - აშშ პო­ლო­ნეთს "ფ-16“ ტი­პის ანა­ლო­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვებს გა­უგ­ზავ­ნის.

ამ შე­საძ­ლე­ბე­ლი "ჩე­ინ­ჯის“ პლუ­სი ისაა, რომ პო­ლო­ნე­თი­დან მი­ღე­ბულ საბ­ჭო­თად­რო­ინ­დელ "მიგ-29“-ებზე უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვებს გა­დამ­ზა­დე­ბა და ასე სა­სი­ცო­ცხლო დრო­ის და­კარ­გვა აღარ დას­ჭირ­დე­ბათ, რად­გან თა­ვად უკ­რა­ი­ნა­საც ჰყავ­და ორ­მო­ცამ­დე ასე­თი ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი და, საბ­რძო­ლო და­ნა­კარ­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კი­დევ დარ­ჩა.

თა­ვად პო­ლო­ნე­თის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის შე­ი­რა­ღე­ბა­ში "მიგ-29“ გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის 22 ერ­თე­უ­ლი ერ­თად­გი­ლი­ა­ნი საბ­რძო­ლო და - 6 ორად­გი­ლი­ა­ნი სას­წავ­ლო-საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვია, რო­მელ­თა სას­წრა­ფო გა­და­ცე­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რებ­და ომში მყო­ფი უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს - და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის აე­როდ­რო­მე­ბი­დან აფ­რე­ნი­ლი ეს "მი­გე­ბი“ სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლე­ბით შე­ბო­ჭავ­დნენ (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი, ოღონდ - მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი "მიგ-29მ2“-ები და "სუ-35“-ები უფრო მა­ღა­ლი საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ვიდ­რე პო­ლო­ნე­ლე­ბის საბ­ჭო­თად­რო­ინ­დე­ლი "მიგ-29“-ები) მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ავი­ა­ცი­ას და მას უკ­რა­ი­ნის ცაში სრუ­ლი გა­ბა­ტო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემ­დნენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
4

არ აძლევენ არა. პენტაგონმა უარი განაცხადა

თომა
1

ალადაშვილი საკითხში კი ერკვევა, მაგრამ იმას აღარ ამბობს, რომ პოლონელების მიგ-29 რუსების ავიაციის წინააღმდეგ უუნაროა და ჰაერში ასვლისთანავე გაანადგურებენ. მათი გამოყენება მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც რუსეთი ცას არ აკონტროლებს. 

ავტორი:

პოლონელების გამანადგურებლები უკრაინელებს, ამერიკელების პოლონელებს - რა გამოვა?

პოლონელების გამანადგურებლები უკრაინელებს, ამერიკელების პოლონელებს - რა გამოვა?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

უკრაინის პრეზიდენტის არაერთი დაჟინებული თხოვნა-მოთხოვნის შემდეგ, რომ ნატო რამენაირად სასწრაფოდ დაეხმაროს უკრაინას ცის ჩაკეტვაში, რუსული საჰაერო დაბომბვების შესაწყვეტად, აშშ-მა თითქოს რაღაც გამოსავალს მიაგნო.

იმის ფონზე, როდესაც არც ამერიკელებს და არც ნატოს წევრ ქვეყნებს არ სურთ უკრაინის ცის დასაცავად თავისი სამხედროები მიავლინონ, ასეთი ვარიანტი შეირჩა - ალიანსის წევრი პოლონეთი უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემს "მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლებს, სამაგიეროდ კი - აშშ პოლონეთს "ფ-16“ ტიპის ანალოგიური დანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის.

ამ შესაძლებელი "ჩეინჯის“ პლუსი ისაა, რომ პოლონეთიდან მიღებულ საბჭოთადროინდელ "მიგ-29“-ებზე უკრაინელ სამხედრო მფრინავებს გადამზადება და ასე სასიცოცხლო დროის დაკარგვა აღარ დასჭირდებათ, რადგან თავად უკრაინასაც ჰყავდა ორმოცამდე ასეთი ტიპის გამანადგურებელი და, საბრძოლო დანაკარგების მიუხედავად, კიდევ დარჩა.

თავად პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეირაღებაში "მიგ-29“ გამანადგურებლის 22 ერთეული ერთადგილიანი საბრძოლო და - 6 ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავია, რომელთა სასწრაფო გადაცემა მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ომში მყოფი უკრაინის საჰაერო შესაძლებლობებს - დასავლეთ უკრაინის აეროდრომებიდან აფრენილი ეს "მიგები“ საჰაერო ბრძოლებით შებოჭავდნენ (მიუხედავად იმისა, რომ რუსების ანალოგიური, ოღონდ - მოდერნიზებული "მიგ-29მ2“-ები და "სუ-35“-ები უფრო მაღალი საბრძოლო შესაძლებლობებით გამოირჩევიან, ვიდრე პოლონელების საბჭოთადროინდელი "მიგ-29“-ები) მოწინააღმდეგის ავიაციას და მას უკრაინის ცაში სრული გაბატონების საშუალებას არ მისცემდნენ. გააგრძელეთ კითხვა