სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას კვლავ არ ივიწყებს - რუსი გენერალ-ლეიტენანტი ამტკიცებს, რომ ღორის ჭირი, რომელიც რუსეთში ვრცელდება, თურმე საქართველოში გამოიყვანეს
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას კვლავ არ ივიწყებს - რუსი გენერალ-ლეიტენანტი ამტკიცებს, რომ ღორის ჭირი, რომელიც რუსეთში ვრცელდება, თურმე საქართველოში გამოიყვანეს

რუ­სე­თი კვლავ არ ეშ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას.

"ღო­რის აფ­რი­კუ­ლი ჭირი, რო­მე­ლიც 2007 წლი­დან აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია გა­მოყ­ვა­ნი­ლი", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რა­დი­ა­ცი­უ­ლი, ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა იგორ კი­რი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"გვჯე­რა, რომ 2007 წელს, ღო­რის აფ­რი­კუ­ლი ჭი­რის შტა­მი, გაზ­რდი­ლი გა­დამ­დე­ბო­ბით, გა­მო­იყ­ვა­ნეს პენ­ტა­გონს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. მის­მა გავ­რცე­ლე­ბამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა რიგ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნა­სა და პო­ლო­ნეთს და ისი­ნი გა­მო­რი­ცხა ღო­რის ხორ­ცის ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბი­დან“, - თქვა რუს­მა სამ­ხედ­რომ გა­სულ ორ­შა­ბათს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

  • "ინ­ტერ­ფაქ­სის“ ცნო­ბით, 2013 წელს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა სა­ხელ­მწი­ფო სა­ნი­ტა­რი­ულ­მა ექიმ­მა, გე­ნა­დი ონი­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ ღო­რის აფ­რი­კუ­ლი ჭირი, რო­მელ­მაც რუ­სე­თის რე­გი­ო­ნებ­ში მსხვილ­ფე­ხა რქო­სან პი­რუ­ტყვს მო­ე­დო, რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­ვი­და და გავ­რცელ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუსი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და მათი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია პე­რი­ო­დუ­ლად თბი­ლის­ში, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ვირუ­სებ­ზე სხვა­დას­ხვა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ.

2011 წლი­დან, იმ პე­რი­ო­დი­დან, რაც თბი­ლის­ში ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია გა­იხ­სნა, რუ­სულ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ჭო­რე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი, ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის, ან სა­ში­ში ვირუ­სუ­ლი შტა­მე­ბის გა­მოყ­ვა­ნის შე­სა­ხებ. იგი­ვე ბრალ­დე­ბებს აჟ­ღე­რე­ბენ რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი.

ცნო­ბის­თვის, 2018 წლის ბო­ლოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ას 17 ქვეყ­ნის ექ­სპერ­ტი ეწ­ვია. მათ დას­კვნა­ში კი აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ლა­ბო­რა­ტო­რია მუ­შა­ობს მხო­ლოდ "მშვი­დო­ბი­ა­ნი მიზ­ნე­ბის­თვის.“

წყა­რო: ekhokavkaza.com

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

იმედია, ყველანი ვხვდებით, რომ რუსეთს თუ დასჭირდა ნებისმიერი საბაბით გადაწყვიტავს საქართველოში შეჭრას. იქნება ეს ფაშისტი ქართველებისგან შევიწროვებული რუსეთის მოქალაქეები, თუ ლაბორატორია, რომელშიც რუსეთის ეკონომიკისთვის საშიში ვირუსები გამოყავთ...

1
2

გადაეკიდენ ლაბორატორიას არცააფეთქონ და ვერ უმიზნებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას კვლავ არ ივიწყებს - რუსი გენერალ-ლეიტენანტი ამტკიცებს, რომ ღორის ჭირი, რომელიც რუსეთში ვრცელდება, თურმე საქართველოში გამოიყვანეს

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას კვლავ არ ივიწყებს - რუსი გენერალ-ლეიტენანტი ამტკიცებს, რომ ღორის ჭირი, რომელიც რუსეთში ვრცელდება, თურმე საქართველოში გამოიყვანეს

რუსეთი კვლავ არ ეშვება საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიას.

"ღორის აფრიკული ჭირი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად ვრცელდება, საქართველოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი", - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა.

"გვჯერა, რომ 2007 წელს, ღორის აფრიკული ჭირის შტამი, გაზრდილი გადამდებობით, გამოიყვანეს პენტაგონს დაქვემდებარებულ საქართველოს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში. მისმა გავრცელებამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა რიგ სახელმწიფოებს, მათ შორის, უკრაინასა და პოლონეთს და ისინი გამორიცხა ღორის ხორცის ექსპორტიორებიდან“, - თქვა რუსმა სამხედრომ გასულ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

  • "ინტერფაქსის“ ცნობით, 2013 წელს რუსეთის ფედერაციის ყოფილმა მთავარმა სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ ღორის აფრიკული ჭირი, რომელმაც რუსეთის რეგიონებში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მოედო, რუსეთში საქართველოდან შევიდა და გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ რუსი ოფიციალური პირები და მათი პროპაგანდისტული მედია პერიოდულად თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში მომაკვდინებელ ვირუსებზე სხვადასხვა ექსპერიმენტების მიმდინარეობის შესახებ ხშირად ლაპარაკობენ.

2011 წლიდან, იმ პერიოდიდან, რაც თბილისში ლუგარის ლაბორატორია გაიხსნა, რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ჭორები ლაბორატორიაში ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღის, ან საშიში ვირუსული შტამების გამოყვანის შესახებ. იგივე ბრალდებებს აჟღერებენ რუსი პოლიტიკოსები, ოფიციალური პირები.

ცნობისთვის, 2018 წლის ბოლოს ლაბორატორიას 17 ქვეყნის ექსპერტი ეწვია. მათ დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ ლაბორატორია მუშაობს მხოლოდ "მშვიდობიანი მიზნებისთვის.“

წყარო: ekhokavkaza.com