სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება შეცდომა იყო... ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს" - ექსპერტი
"რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება შეცდომა იყო... ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს" - ექსპერტი

რუ­სეთს ბლიცკ­რი­გი არ გა­მო­უ­ვი­და, უკ­რა­ი­ნა თავ­გან­წირ­ვით იბ­რძვის და მი­წის თი­თო­ე­ულ გოჯს გა­აფ­თრე­ბით იცავს. ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბის ცნო­ბით, ომს უკვე შე­ე­წი­რა 11 000 რუსი ჯა­რის­კა­ცი. მსხვერ­პლია უკ­რა­ი­ნის არ­მი­ა­სა და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 28 ბავ­შვი. რუ­სეთს მსოფ­ლი­ომ მარ­თლაც არ­ნა­ხუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. უდი­დეს­მა უცხო­ურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, მათ შო­რის - ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა, უკვე შე­წყვი­ტეს რუ­სეთ­ში მუ­შა­ო­ბა. სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ბიზ­ნე­სე­ლი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ბან­კებს, ენერ­გე­ტი­კულ კომ­პა­ნი­ებს. რუ­სუ­ლი რუბ­ლი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად უფა­სურ­დე­ბა. კრემ­ლი სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვას ცდი­ლობს. მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში „ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის” გავ­რცე­ლე­ბის­თვის ჟურ­ნა­ლის­ტებს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ. ამის შემ­დეგ მა­უ­წყებ­ლო­ბა შე­ა­ჩე­რა თით­ქმის ყვე­ლა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. უკ­რა­ი­ნამ ევ­რო­კავ­შირ­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი გა­წევ­რე­ბის­თვის გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნა. მას მიჰ­ბა­ძეს სა­ქარ­თვე­ლომ და მოლ­დო­ვამ. რო­გორ დას­რულ­დე­ბა პრო­ცე­სი, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომსა და მის თან­მდევ მოვ­ლე­ნებ­ზე ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ნება მო­მე­ცით, უპირ­ვე­ლე­სად ვთქვა, რომ აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი ის აგ­რე­სია, რა­საც რუ­სე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იჩენს. 10 დღე­ზე მეტი გა­ვი­და ომის და­წყე­ბი­დან და ბევ­რი რა­მის შე­ფა­სე­ბა უკვე შეგ­ვიძ­ლია.

აშ­კა­რაა, რომ პუ­ტინს თა­ვი­სი "გე­ნი­ა­ლუ­რი" სტრა­ტე­გე­ბის ექ­სპერ­ტი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ეგო­ნა, ად­ვი­ლად გა­ი­სე­ირ­ნებ­და უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ მის­თვის სა­უ­ბე­დუ­როდ და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­სი­ხა­რუ­ლოდ, უკ­რა­ი­ნამ გა­მო­ავ­ლი­ნა გა­უ­გო­ნა­რი გმი­რო­ბა და ამა­ში უზარ­მა­ზა­რია ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის როლი, რო­მე­ლიც სამ დღე­ში სუს­ტი პრე­ზი­დენ­ტი­დან მსოფ­ლიო დო­ნის ლი­დე­რად და გმი­რად გა­და­იქ­ცა. ერი შეკ­რუ­ლია, უკან და­ხე­ვა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს, ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად პირ­და­პირ ეთერ­ში ვხე­დავთ გმი­რო­ბის სა­ო­ცარ მა­გა­ლი­თებს, რო­დე­საც ხალ­ხი შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით უკან ახე­ვი­ნებს ოკუ­პან­ტებს. ოდე­სა­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად ბრი­გა­და შე­იქ­მნა. ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი საბ­რძოლ­ვე­ლად სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბი­ან.

ასე­ვე ვხე­დავთ რუ­სე­თის უუ­ნა­რო­ბას სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით. მათ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ა­ზე თით­ქმის ხუთ­ჯერ მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჰქონ­დათ, მაგ­რამ ეს უპი­რა­ტე­სო­ბა გამ­ქრა­ლია... მათი სტრა­ტე­გია არის ერ­თფე­რო­ვა­ნი, რი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს ვე­რა­ფერს აკე­თე­ბენ. აშ­კა­რად ჩანს, რომ ელე­ვათ ზუს­ტი და­მიზ­ნე­ბის რა­კე­ტე­ბი, საკ­ვე­ბი, საწ­ვა­ვი და ეს სულ 11 დღე­ში! უნდა მო­ეს­მი­ნათ გენშტა­ბის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის­თვის, როცა ის ამ­ბობ­და, რომ რუ­სე­თი ამ ძა­ლე­ბით უკ­რა­ი­ნას ვერ მო­ე­რე­ო­და. უკვე იმა­საც კი ამ­ბო­ბენ, რომ პუ­ტი­ნი სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას გა­მო­ა­ცხა­დებს. პუ­ტი­ნის პა­ნი­კა იმი­თაც მჟღავ­ნდე­ბა, რომ რუ­სეთ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და­კე­ტეს. შე­ჩე­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნა. შიგ­ნი­დან კე­ტავს ქვე­ყა­ნას, რომ ხალ­ხი არ გა­იქ­ცეს. სრუ­ლი უუ­ნა­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვამ, არ გა­მარ­თლდა პროგ­ნო­ზი, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­სე­თის არ­მი­ას სი­ხა­რუ­ლით შე­ე­გე­ბე­ბოდ­ნენ... რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის ქმე­დე­ბა­ში სტრა­ტე­გია არ ჩანს, მე­ტიც, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ მათ ომი­სა არა­ფე­რი გა­ე­გე­ბათ. მათი სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ფა­სე­ბაც, რა მოხ­დე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდა­რი გა­მოდ­გა. არა­ვინ ელო­და ასეთ სან­ქცი­ებს, რაც ლავ­როვ­მაც აღი­ა­რა. არც სე­ჩი­ნი, არც ტიმ­ჩენ­კო, არც უს­მა­ნო­ვი თა­ვი­ანთ იახ­ტებს ევ­რო­პა­ში არ და­ტო­ვებ­დნენ, ასე­თი სან­ქცი­ე­ბის მო­ლო­დი­ნი რომ ჰქო­ნო­დათ. მარ­ტო ამ სამ ოლი­გარ­ქს 2 მი­ლი­არ­დის ქო­ნე­ბა წა­არ­თვეს.

ასევე დაგაინტერესებთ
23:37 / 06-03-2022

"ჩვენი წევრები არ აპირებენ რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას... ეს რომ ყოფილიყო სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში, ცხადია, ყველას უნდა, თავისი პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს" - ასოციაციის ხელმძღვანელი

10:26 / 07-03-2022

"თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელი იქნება" - სერგეი გავრილოვი

13:08 / 07-03-2022

რამდენი ადამიანი შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში ბოლო დღეებში? - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

13:30 / 07-03-2022

"ორზე ცოტა მეტი სიტყვა რუსების შემოშვება - არშემოშვებაზე" - რას წერს გია ხუხაშვილი?

სა­ინ­ტე­რე­სოდ იქ­ცე­ვა აბ­რა­მო­ვი­ჩი - ის ყი­დის "ჩელ­სის" და ამ­ბობს, რომ მთელ ფულს უკ­რა­ი­ნას გა­და­უ­რი­ცხავს. ერთ-ერ­თმა გავ­ლე­ნი­ან­მა რუს­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ოლეგ დე­რი­პას­კამ, რო­მე­ლიც კა-გე-ბეს გე­ნე­რა­ლი და პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლია ევ­რო­პას­თან ფი­ნან­სუ­რი კავ­ში­რის თვალ­საზ­რი­სით, თქვა, ომი დამ­ღუპ­ვე­ლია და მალე რუ­სეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი მას­შტა­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და­ი­წყე­ბა, 1998 წლის კრი­ზი­სი სამ­ზე რომ გა­ვამ­რავ­ლო­თო.

ჩი­პებს ვერ ყი­დუ­ლო­ბენ, არა­და, საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, რა­კე­ტე­ბი ტა­ი­ლან­დურ ჩი­პებ­ზე იგე­ბა, ამი­ტო­მაც მო­უ­წევთ მათი წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტა. თვითმფრი­ნა­ვებს, რომ­ლე­ბიც რუ­სებს ლი­ზინ­გით აქვთ, უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი უკან ითხო­ვენ. რა თქმა უნდა, არ და­აბ­რუ­ნე­ბენ, ამი­ტო­მაც მათი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი შე­წყვე­ტი­ლია და რო­გორც კი რო­მე­ლი­მე ასე­თი თვითმფრი­ნა­ვი უცხო­ეთ­ში დაჯ­დე­ბა, მას და­ა­ყა­და­ღე­ბენ. ორი­ო­დე თვე­ში რუ­სეთ­ში თვითმფრი­ნა­ვი ვე­ღარ აფ­რინ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მათ მუდ­მი­ვი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა, "ბო­ინ­გმა" და "აერ­ბუს­მა" კი რუ­სეთ­ში პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ოფი­სე­ბი და­კე­ტეს. ეგ კი არა, მალე "ჟი­გუ­ლი­საც" ვე­ღარ აწარ­მო­ე­ბენ, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­წი­ლი უცხო­ე­თი­დან შეჰ­ქონ­დათ. მოკ­ლედ, მო­უ­წევთ ურ­მებ­ზე გა­დას­ხდო­მა. რუსი ექ­სპერ­ტე­ბის­ვე თქმით, უცხო­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე ცოტა ხან­ში მტვერ­სას­რუტ­საც კი ვერ აა­წყო­ბენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტიტე
1

სასაცილო ხომ არაა დღევანდელი პრობლემები წინა ხელისუფლებას ვაბრალოთ,რომელიც 10 წლის წინ შეიცვალა. მთავრობა არ გვყავს, თუ პასტა და ფურცელი არ გაგვაჩნია. შემოიღონ სავიზო რეჟიმი. 

რატი
5

თბილისთან რუსის ტანკის ღრენა იმას არ ნიშნავს, რომ რუსი საქმეს არ გაიადვილებს (მითუმეტეს ახლანდელი დანაკარგების ფონზე). კიევში 6000 დივერსანტი გააუვნებლეს, რომლებიც იქ 1 წლის წინ ჩავიდნენ და სამოქალაქო ცხოვპებას ეწეოდნენ. არადა კიევის აღებას პუტლერი ერთ დღეში აპირებდა, მაგრამ დივერსანტები მაინც გააგზავნა (საქმის გაადვილებაზე უარს არავინ ამბობს). ამიტომ დივერსანტების ამბავი საყურადღებოა. და აქ გამორბიან კიარა თავიანთი მანიაკი პრეზიდენტი შეაჩერონ! ამათ პირადი კეთილდღეობის დათმობა არ უნდათ და ამის გამო ჩვენ მუდმივ საფრთხეში უნდა ვიყოთ, თორემ პუტლერი ურდოს რომ მოგვიქსევს, აქედანაც ისევე გაიქცევიან, როგორც აქ ჩამორბიან. შეცვალონ თავიანთი ქვეყანა! ადვილი არც ჩვენთვის ყოფილა, ტყვიები, რეზინის ტყვიები და არაადამიანური მოპყრობა ვის უყვარს? მაგრამ გავაკეთეთ ის, რაც გვევალებოდა. მათაც გააკეთონ ის, რაც ევალებათ, რადგან სხვა ამას არ გააკეთებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება შეცდომა იყო... ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს" - ექსპერტი

"რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება შეცდომა იყო... ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს" - ექსპერტი

რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, უკრაინა თავგანწირვით იბრძვის და მიწის თითოეულ გოჯს გააფთრებით იცავს. ქვეყნის ოფიციალური უწყებების ცნობით, ომს უკვე შეეწირა 11 000 რუსი ჯარისკაცი. მსხვერპლია უკრაინის არმიასა და მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 28 ბავშვი. რუსეთს მსოფლიომ მართლაც არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესა. უდიდესმა უცხოურმა კომპანიებმა, მათ შორის - ტექნოლოგიურმა, უკვე შეწყვიტეს რუსეთში მუშაობა. სანქციები დაუწესდათ ქვეყნის პოლიტიკური თუ ბიზნესელიტის წარმომადგენლებს, ბანკებს, ენერგეტიკულ კომპანიებს. რუსული რუბლი კატასტროფულად უფასურდება. კრემლი საკუთარი მოსახლეობის სრულ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს. მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, რუსეთში „ცრუ ინფორმაციის” გავრცელებისთვის ჟურნალისტებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამის შემდეგ მაუწყებლობა შეაჩერა თითქმის ყველა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო მედიაორგანიზაციამ. უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრებისთვის განაცხადი შეიტანა. მას მიჰბაძეს საქართველომ და მოლდოვამ. როგორ დასრულდება პროცესი, რთული სათქმელია. რუსეთ-უკრაინის ომსა და მის თანმდევ მოვლენებზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- ნება მომეცით, უპირველესად ვთქვა, რომ აღმაშფოთებელია და თანამედროვე მსოფლიოსთვის სრულიად მიუღებელი ის აგრესია, რასაც რუსეთი დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ იჩენს. 10 დღეზე მეტი გავიდა ომის დაწყებიდან და ბევრი რამის შეფასება უკვე შეგვიძლია.

აშკარაა, რომ პუტინს თავისი "გენიალური" სტრატეგების ექსპერტიზის საფუძველზე ეგონა, ადვილად გაისეირნებდა უკრაინაში, მაგრამ მისთვის საუბედუროდ და მთელი მსოფლიოს სასიხარულოდ, უკრაინამ გამოავლინა გაუგონარი გმირობა და ამაში უზარმაზარია ვოლოდიმირ ზელენსკის როლი, რომელიც სამ დღეში სუსტი პრეზიდენტიდან მსოფლიო დონის ლიდერად და გმირად გადაიქცა. ერი შეკრულია, უკან დახევაზე არავინ ფიქრობს, ჩვენ ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში ვხედავთ გმირობის საოცარ მაგალითებს, როდესაც ხალხი შიშველი ხელებით უკან ახევინებს ოკუპანტებს. ოდესაში მოხალისეებისგან ქალაქის დასაცავად ბრიგადა შეიქმნა. ქვეყნიდან წასული უკრაინელები საბრძოლველად სამშობლოში ბრუნდებიან.

ასევე ვხედავთ რუსეთის უუნარობას სამხედრო თვალსაზრისით. მათ უკრაინის არმიაზე თითქმის ხუთჯერ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგრამ ეს უპირატესობა გამქრალია... მათი სტრატეგია არის ერთფეროვანი, რითაც მნიშვნელოვანს ვერაფერს აკეთებენ. აშკარად ჩანს, რომ ელევათ ზუსტი დამიზნების რაკეტები, საკვები, საწვავი და ეს სულ 11 დღეში! უნდა მოესმინათ გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილისთვის, როცა ის ამბობდა, რომ რუსეთი ამ ძალებით უკრაინას ვერ მოერეოდა. უკვე იმასაც კი ამბობენ, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს. პუტინის პანიკა იმითაც მჟღავნდება, რომ რუსეთში საინფორმაციო წყაროები, სოციალური ქსელები დაკეტეს. შეჩერებულია საერთაშორისო ფრენა. შიგნიდან კეტავს ქვეყანას, რომ ხალხი არ გაიქცეს. სრული უუნარობა გამოიჩინა სამხედრო დაზვერვამ, არ გამართლდა პროგნოზი, რომ უკრაინელები რუსეთის არმიას სიხარულით შეეგებებოდნენ... რუსი ჯარისკაცების ქმედებაში სტრატეგია არ ჩანს, მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ომისა არაფერი გაეგებათ. მათი სტრატეგიული შეფასებაც, რა მოხდებოდა მსოფლიოში ომის დაწყების შემთხვევაში, აბსოლუტურად მცდარი გამოდგა. არავინ ელოდა ასეთ სანქციებს, რაც ლავროვმაც აღიარა. არც სეჩინი, არც ტიმჩენკო, არც უსმანოვი თავიანთ იახტებს ევროპაში არ დატოვებდნენ, ასეთი სანქციების მოლოდინი რომ ჰქონოდათ. მარტო ამ სამ ოლიგარქს 2 მილიარდის ქონება წაართვეს.

საინტერესოდ იქცევა აბრამოვიჩი - ის ყიდის "ჩელსის" და ამბობს, რომ მთელ ფულს უკრაინას გადაურიცხავს. ერთ-ერთმა გავლენიანმა რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ დერიპასკამ, რომელიც კა-გე-ბეს გენერალი და პუტინის მარჯვენა ხელია ევროპასთან ფინანსური კავშირის თვალსაზრისით, თქვა, ომი დამღუპველია და მალე რუსეთში დაახლოებით ისეთი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, 1998 წლის კრიზისი სამზე რომ გავამრავლოთო.

ჩიპებს ვერ ყიდულობენ, არადა, საფრენი აპარატები, რაკეტები ტაილანდურ ჩიპებზე იგება, ამიტომაც მოუწევთ მათი წარმოების შეწყვეტა. თვითმფრინავებს, რომლებიც რუსებს ლიზინგით აქვთ, უცხოური კომპანიები უკან ითხოვენ. რა თქმა უნდა, არ დააბრუნებენ, ამიტომაც მათი საერთაშორისო ფრენები შეწყვეტილია და როგორც კი რომელიმე ასეთი თვითმფრინავი უცხოეთში დაჯდება, მას დააყადაღებენ. ორიოდე თვეში რუსეთში თვითმფრინავი ვეღარ აფრინდება. მოგეხსენებათ, მათ მუდმივი მოვლა სჭირდება, "ბოინგმა" და "აერბუსმა" კი რუსეთში პროფილაქტიკური ოფისები დაკეტეს. ეგ კი არა, მალე "ჟიგულისაც" ვეღარ აწარმოებენ, რადგან ძალიან ბევრი ნაწილი უცხოეთიდან შეჰქონდათ. მოკლედ, მოუწევთ ურმებზე გადასხდომა. რუსი ექსპერტებისვე თქმით, უცხოური ტექნოლოგიების გარეშე ცოტა ხანში მტვერსასრუტსაც კი ვერ ააწყობენ. გააგრძელეთ კითხვა