სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა მამაცმა მეთაურობამ" - რა წერილი გაუგზავნეს კახა კალაძემ და ტატიანა ბაიდანმა კიევის მერს?
"ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა მამაცმა მეთაურობამ" - რა წერილი გაუგზავნეს კახა კალაძემ და ტატიანა ბაიდანმა კიევის მერს?

ევ­რო­პის საბ­ჭოს კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, თბი­ლი­სის მერ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (NALAG) პრე­ზი­დენ­ტმა, კახა კა­ლა­ძემ და მოლ­დო­ვას ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა კონ­გრე­სის (CALM) პრე­ზი­დენ­ტმა, სელ­მე­ტის მერ­მა ტა­ტი­ა­ნა ბა­დან­მა, კი­ე­ვის მერს, უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქთა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს მი­მარ­თვა გა­უგ­ზავ­ნეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია ავ­რცე­ლებს.

რო­გორც წე­რილ­ში ვკი­თხუ­ლობთ, მათ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა კი­ე­ვის მე­რის მა­მაც­მა მე­თა­უ­რო­ბამ და ასე­ვე, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გმი­რო­ბამ.

მა­თი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­დან და მოლ­დო­ვი­დან ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

"ბა­ტო­ნო მერო, ჩვენ, მე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან და მოლ­დო­ვი­დან, თქვენს გვერ­დით ვდგა­ვართ, უკ­რა­ი­ნი­სა და მთე­ლი ევ­რო­პის­თვის ამ რთულ ჟამს. თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი და დამ­წუხ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქის, კი­ე­ვის და უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქე­ბის მძი­მე და­ბომბვის კად­რე­ბის ნახ­ვით.

ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე წუხს თქვე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის თავს და­ტე­ხი­ლი უბე­დუ­რე­ბის გამო და გა­მო­ხა­ტავს თა­ნაგ­რძნო­ბას ამ სა­ში­ნე­ლი ომის მსხვერ­პლთა მი­მართ.

ასე­თი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ქმე­დე­ბე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნის ევ­რო­პა­ში.

ბა­ტო­ნო მერო, ჩვენ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა თქვენ­მა მა­მაც­მა მე­თა­უ­რო­ბამ და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გმი­რო­ბამ. ჩვენ გვჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა მტკი­ცედ იდ­გე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში. ჩვენ, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან და მოლ­დო­ვი­დან მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ, უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის­კენ, არა ომის, არა­მედ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­კენ.

ჩვე­ნი ფიქ­რე­ბით, გუ­ლით და ლოც­ვე­ბით თქვენ­თან და უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებ­თან ვართ”,- ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში, რო­მელ­საც კახა კა­ლა­ძე და ტა­ტი­ა­ნა ბა­და­ნი აწე­რენ ხელს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამრიგად
4

მრჩეველებმა გირჩიეს ალბათ თორემ ცოტა ადრე დაუჭერდი მხარს უკრაინელებს!!! მაგრამ არაუშავს!!! მთავარია ხომ გაჟღერდა!!!

ნოდარი
1

ფრთხილად კახი, რუსებმა არ დაგვცხონ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა მამაცმა მეთაურობამ" - რა წერილი გაუგზავნეს კახა კალაძემ და ტატიანა ბაიდანმა კიევის მერს?

"ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა მამაცმა მეთაურობამ" - რა წერილი გაუგზავნეს კახა კალაძემ და ტატიანა ბაიდანმა კიევის მერს?

ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თბილისის მერმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა, კახა კალაძემ და მოლდოვას ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის (CALM) პრეზიდენტმა, სელმეტის მერმა ტატიანა ბადანმა, კიევის მერს, უკრაინის ქალაქთა ასოციაციის პრეზიდენტს, ვიტალი კლიჩკოს მიმართვა გაუგზავნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ავრცელებს.

როგორც წერილში ვკითხულობთ, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კიევის მერის მამაცმა მეთაურობამ და ასევე, უკრაინელი ხალხის გმირობამ.

მათივე თქმით, საქართველოდან და მოლდოვიდან ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები, რუსეთის ფედერაციას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

"ბატონო მერო, ჩვენ, მერები საქართველოდან და მოლდოვიდან, თქვენს გვერდით ვდგავართ, უკრაინისა და მთელი ევროპისთვის ამ რთულ ჟამს. თავზარდაცემულები და დამწუხრებულები ვართ ჩვენი საყვარელი ქალაქის, კიევის და უკრაინის სხვა ქალაქების მძიმე დაბომბვის კადრების ნახვით.

ჩვენი ქვეყნების ყველა მოქალაქე წუხს თქვენი უდანაშაულო მოქალაქეებისთვის თავს დატეხილი უბედურების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას ამ საშინელი ომის მსხვერპლთა მიმართ.

ასეთი არაადამიანური ქმედებები დაუშვებელია 21-ე საუკუნის ევროპაში.

ბატონო მერო, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა მამაცმა მეთაურობამ და უკრაინელი ხალხის გმირობამ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა მტკიცედ იდგება თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. ჩვენ, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები საქართველოდან და მოლდოვიდან მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას ცეცხლის შეწყვეტისკენ, უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ, არა ომის, არამედ მოლაპარაკებების გზით, პრობლემების მოგვარებისკენ.

ჩვენი ფიქრებით, გულით და ლოცვებით თქვენთან და უკრაინელ კოლეგებთან ვართ”,- ნათქვამია წერილში, რომელსაც კახა კალაძე და ტატიანა ბადანი აწერენ ხელს.