კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ არ ვიცოდე როგორი გამყიდველი ხარ, შეიძლება დამეჯერებინა, რომ სამშობლოსათვის იხრჩობი!" - თინა კანდელაკს ყოფილი მეგობრები დაუპირისპირდნენ
"რომ არ ვიცოდე როგორი გამყიდველი ხარ, შეიძლება დამეჯერებინა, რომ სამშობლოსათვის იხრჩობი!" - თინა კანდელაკს ყოფილი მეგობრები დაუპირისპირდნენ

რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ჟურ­ნა­ლისტს და კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბულ პირს თინა კან­დე­ლაკს, სა­ჯა­როდ უკვე ყო­ფი­ლი მე­გობ­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ქსე­ნია სობ­ჩა­კი და ნა­თე­ლა კრა­პი­ვი­ნა, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან არის და უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რი და რე­ჟი­სო­რია, კან­დე­ლა­კის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ სი­ტყვებ­საც არ იშუ­რე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 24 თე­ბერ­ვალს ომის და­წყე­ბის დღეს თინა კან­დე­ლაკ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი პა­თო­სით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტი წერ­და:

"რო­დე­საც ხე­დავთ პოსტს სოცქსე­ლებ­ში სი­ტყვე­ბით: "სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­გორ მრცხვე­ნია რუ­სე­თის გამო და მე­ცო­დე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი", იქვე მო­ძებ­ნე ამ სი­მარ­თლის მოყ­ვა­რუ­ლებ­თან, თუ წე­რენ დონ­ბას­ში, ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებ­ზე, თუ იქ არას­წო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ?"... - ეს მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტი გახ­ლავთ კან­დე­ლა­კის პუ­ტი­ნის­ტუ­რი სტა­ტუ­სი­დან.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კან­დე­ლა­კი ეცა­და, რომ თა­ვი­სი პო­ზი­ცია სხვა მხრივ და­ე­ნა­ხე­ბი­ნა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ მე­ო­რედ და­წე­რილ პოსტზე, ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, ყო­ფილ­მა მე­გობ­რებ­მაც გა­აკ­რი­ტი­კეს.

ნა­თე­ლა კრა­პი­ვი­ნამ კან­დე­ლაკს მის­წე­რა: "რომ არ ვი­ცო­დე რო­გო­რი გამ­ყიდ­ვე­ლი ხარ, შე­იძ­ლე­ბა და­მე­ჯე­რე­ბი­ნა რომ სამ­შობ­ლო­სათ­ვის იხ­რჩო­ბი! მაგ­რამ შენ არც სამ­შობ­ლო გაქვს, არც ოჯა­ხი, არც სიყ­ვა­რუ­ლი! დაე, შენ­მა შვი­ლებ­მა არა­სო­დეს ნა­ხონ თავს ზე­მოთ აფეთ­ქე­ბუ­ლი ჭურ­ვე­ბი! გული მე­რე­ვა შენ­ზე!“

ნა­თე­ლა კრა­პი­ვი­ნას მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და ქსე­ნია სობ­ჩაკ­მაც და თინა კან­დე­ლა­კის მი­სა­მარ­თით და­წე­რა: "უბ­რა­ლოდ, და­ი­მახ­სოვ­რეთ, რო­გორ იხ­დის სა­ფა­სურს კან­დე­ლა­კი ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის...“

თინა კან­დე­ლა­კი ახ­ლა­ხან “Газпром-медиа”-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. ის ასე­ვე კომ­პა­ნია "აპოს­ტო­ლის“ პარტნი­ო­რი და თა­ნამ­ფლო­ბე­ლია. 2010 წლი­დან ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსელ "თი­ნა­თი­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ის სხვა­დას­ხვა ბრენ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. აქვს სა­კუ­თა­რი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ბრენ­დი. სხვა­თა შო­რის, თინა კან­დე­ლაკს სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქვს ბიზ­ნე­სი, მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია მა­ღა­ზია "დი­ო­რი...“

ნა­თე­ლა კრა­პი­ვი­ნამ თა­ვის მი­მარ­თვა­ში დაგ­მო არა მარ­ტო თინა კან­დე­ლა­კი, მან ასე­ვე ინ­სტაგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თა ნი­კო­ლაი ბას­კოვს, რო­მე­ლიც ლატ­ვი­ამ შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

"კო­ლია, მა­გა­რი ბიჭი ხარ! კე­თი­ლი, გუ­ლუხ­ვი, ადა­მი­ა­ნუ­რი! რა­ტომ ხარ ომში?..“

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალომე
0

თინა, ოცნების ოთხეულის დაქალი

ირინკა
111

თინა მაგარი გოგო ხარ.სამართლიანი და პირდაპირი. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"რომ არ ვიცოდე როგორი გამყიდველი ხარ, შეიძლება დამეჯერებინა, რომ სამშობლოსათვის იხრჩობი!" - თინა კანდელაკს ყოფილი მეგობრები დაუპირისპირდნენ

"რომ არ ვიცოდე როგორი გამყიდველი ხარ, შეიძლება დამეჯერებინა, რომ სამშობლოსათვის იხრჩობი!" - თინა კანდელაკს ყოფილი მეგობრები დაუპირისპირდნენ

რუსეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის ჟურნალისტს და კრემლთან დაახლოებულ პირს თინა კანდელაკს, საჯაროდ უკვე ყოფილი მეგობრები დაუპირისპირდნენ. ქსენია სობჩაკი და ნათელა კრაპივინა, რომელიც აზერბაიჯანიდან არის და უკრაინაში ცნობილი პროდიუსერი და რეჟისორია, კანდელაკის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც არ იშურებენ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ომის დაწყების დღეს თინა კანდელაკმა სოციალურ ქსელში პუტინის მხარდამჭერი პათოსით გაჯერებული პოსტი გამოაქვეყნა. ჟურნალისტი წერდა:

"როდესაც ხედავთ პოსტს სოცქსელებში სიტყვებით: "საშინელებაა, როგორ მრცხვენია რუსეთის გამო და მეცოდებიან უკრაინელები", იქვე მოძებნე ამ სიმართლის მოყვარულებთან, თუ წერენ დონბასში, ბოლო 8 წლის განმავლობაში გარდაცვლილ ადამიანებზე, თუ იქ არასწორი ადამიანები დაიღუპნენ?"... - ეს მხოლოდ ფრაგმენტი გახლავთ კანდელაკის პუტინისტური სტატუსიდან.

მოგვიანებით, კანდელაკი ეცადა, რომ თავისი პოზიცია სხვა მხრივ დაენახებინა მომხმარებლებისთვის, მაგრამ მეორედ დაწერილ პოსტზე, ქართველების გარდა, ყოფილმა მეგობრებმაც გააკრიტიკეს.

ნათელა კრაპივინამ კანდელაკს მისწერა: "რომ არ ვიცოდე როგორი გამყიდველი ხარ, შეიძლება დამეჯერებინა რომ სამშობლოსათვის იხრჩობი! მაგრამ შენ არც სამშობლო გაქვს, არც ოჯახი, არც სიყვარული! დაე, შენმა შვილებმა არასოდეს ნახონ თავს ზემოთ აფეთქებული ჭურვები! გული მერევა შენზე!“

ნათელა კრაპივინას მხარდაჭერა გამოუცხადა ქსენია სობჩაკმაც და თინა კანდელაკის მისამართით დაწერა: "უბრალოდ, დაიმახსოვრეთ, როგორ იხდის საფასურს კანდელაკი ახალი სამსახურისთვის...“

თინა კანდელაკი ახლახან “Газпром-медиа”-ს გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ის ასევე კომპანია "აპოსტოლის“ პარტნიორი და თანამფლობელია. 2010 წლიდან ქართული რესტორნების ქსელ "თინათინის" დამფუძნებელი. ის სხვადასხვა ბრენდებთან თანამშრომლობით მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს. აქვს საკუთარი პარფიუმერული ბრენდი. სხვათა შორის, თინა კანდელაკს საქართველოშიც აქვს ბიზნესი, მის მფლობელობაშია მაღაზია "დიორი...“

ნათელა კრაპივინამ თავის მიმართვაში დაგმო არა მარტო თინა კანდელაკი, მან ასევე ინსტაგრამის საშუალებით მიმართა ნიკოლაი ბასკოვს, რომელიც ლატვიამ შავ სიაში შეიყვანა უკრაინაში სპეცოპერაციის მხარდაჭერისთვის.

"კოლია, მაგარი ბიჭი ხარ! კეთილი, გულუხვი, ადამიანური! რატომ ხარ ომში?..“