საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა, შეწყვიტე შიმშილობა... როცა უკრაინას თავს დაესხნენ, საკუთარ თავზე ყურადღების გადატანის მცდელობა არასწორია" - გია ნოდია
"მიშა, შეწყვიტე შიმშილობა... როცა უკრაინას თავს დაესხნენ, საკუთარ თავზე ყურადღების გადატანის მცდელობა არასწორია" - გია ნოდია

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მი­მარ­თავს, შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტოს. რო­გორც ის წერს, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა არას­წო­რია.

"მიშა, შე­წყვი­ტე შიმ­ში­ლო­ბა, ახლა ამის დრო არაა. როცა უკ­რა­ი­ნას თავს და­ესხნენ, სა­კუ­თარ თავ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბა არც მო­რა­ლუ­რად და არც პო­ლი­ტი­კუ­რად არ არის სწო­რი" - წერს ნო­დია.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შიმ­ში­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­წყო. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­უმ­ძიმ­და და კი­ევ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ტრანსფე­რით გა­დაყ­ვა­ნა ითხო­ვა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდე­ბა, ის პი­რო­ბას დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა და ასე­ვე მის მომ­ხრე­ებს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დებს.

"თქვენ იცით, რომ ცი­ხე­ებ­ში გა­და­ტა­ნი­ლი ტრავ­მე­ბის შე­დე­გად გან­მი­ვი­თარ­და მძი­მე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მარ­თლა მე­ცო­დე­ბი­ან ცი­ხის ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში არი­ან, რომ ეს სიმპტო­მე­ბი და­ას­ტა­ბი­ლუ­რონ, რად­გან სიმპტო­მე­ბი სულ უფრო მძიმ­დე­ბა. ეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მკურ­ნა­ლო­ბას მო­ი­თხოვს. მოგ­მარ­თავთ, რომ და­თან­ხმდეთ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­და­დე­ბას და მო­ახ­დი­ნოთ ჩემი სა­მე­დი­ცი­ნო ტრანსფე­რი ქა­ლაქ კი­ევ­ში. გა­და­მი­ვა­დოთ გა­ნა­ჩე­ნი დრო­ე­ბით სა­ნამ სი­ტუ­ა­ცია არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა.

მე ვარ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, მე ვარ უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლურ რე­ფორ­მა­თა საბ­ჭოს მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე. ჩემი ოფი­სი გან­ლა­გე­ბუ­ლია პირ­და­პირ პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­კის ოფი­სის გვერ­დით და დღე­საც მუ­შა­ობს, სხვა­თა შო­რის, მათ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს. რო­გორც კი ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და ზო­გა­დად, სი­ტუ­ა­ცია ოდ­ნავ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, ამის შემ­დეგ პა­ტი­ო­სან სი­ტყვას გაძ­ლევთ და მე ჩემს სი­ტყვას არას­დროს ვარ­ღვევ, ვთქვი, რომ ჩა­მო­ვი­დო­დი და ჩა­მო­ვე­დი, ვი­ცო­დი, რითი დამ­თავ­რდე­ბო­და. თუ გა­და­წყვეტთ ამ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გაგ­რძე­ლე­ბას, რო­მელ­საც უსა­მარ­თლოდ მი­ვიჩ­ნევ, პირ­ვე­ლი­ვე გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვალ. თქვენ იცით, რომ ეს ასე იქ­ნე­ბა, თუ რა თქმა უნდა, ცო­ცხა­ლი დავ­რჩი იმ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რაც იქ ხდე­ბა. თუ კი­ევ­ში ჩემს ტრანსფერს და­თან­ხმდე­ბით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მე­სა­მე დიდი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რომ­ლის­გა­ნაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გაქვთ და იცით, რომ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არა­ერ­თგზის ყო­ფი­ლა. თუ თქვენ ამ წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდე­ბით, მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მომ­ხრეს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ტი­უ­რო­ბის შე­წყვე­ტის­კენ ამ პე­რი­ოდ­ში. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ტი­უ­რო­ბის შე­წყვე­ტის­კენ“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანზორი
2

არ დოუჯერო მიხოია, არ ქნა არ შეწყვიტო:)

hm
13

ბელგია ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი სახის ვიზის გაცემა შეწყვიტონ

აი ეს არის ეფექტური ზუსტდა! ასევე ფბ და მსგავსი სოც ქსელები დაბლოკონ! და რა ტქმა უნდა ბანკებში ყველა რუსებს გაუყინონ ანგარიშები!თავად რუსები გაანადგურებენ პუტინს!

თქვენ კი ქართველებო ძან წყნარად იყავით მსოლფიოს ეშიანი რუსეთის და თქვენ ხომ ერთი გა&ება ხართ მათთვის!ეგ მიწისზვრა რომ იყო ლამის 6 ბალიანი მიხვდით აბა რა იყო და რისტვის? ესენი ხულოვნურად იწვევენ და გაგაფრთხილეს რომ თქვენს ტყავში დაეტიოთ! (დაგუგლეთ აბა)სპიტაკის 7 ბალიანი მიწისზვრა ყველამ ვიცით რაც იყო და ხომ არ მოგენატრათ რუსეთის ბომბები! დეეტიეთ ტქვენს ტყავში ნუ აღიზიანებთ რუსებს! როცა ხარ 3 მილიონი და 1250 რუსს და გიჟ პუტინს წინ წითელ ნაჭერს უფრიალებ ბრიყვი ხომ არ ხარ ვერ მიხვდე შენი ბოლო რა იქნება?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მიშა, შეწყვიტე შიმშილობა... როცა უკრაინას თავს დაესხნენ, საკუთარ თავზე ყურადღების გადატანის მცდელობა არასწორია" - გია ნოდია

"მიშა, შეწყვიტე შიმშილობა... როცა უკრაინას თავს დაესხნენ, საკუთარ თავზე ყურადღების გადატანის მცდელობა არასწორია" - გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, შიმშილობა შეწყვიტოს. როგორც ის წერს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ექსპრეზიდენტის მხრიდან მის ჯანმრთელობაზე ყურადღების გადატანა არასწორია.

"მიშა, შეწყვიტე შიმშილობა, ახლა ამის დრო არაა. როცა უკრაინას თავს დაესხნენ, საკუთარ თავზე ყურადღების გადატანის მცდელობა არც მორალურად და არც პოლიტიკურად არ არის სწორი" - წერს ნოდია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და კიევში სამედიცინო ტრანსფერით გადაყვანა ითხოვა.

სააკაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება მის წინადადებას დათანხმდება, ის პირობას დებს, რომ საქართველოში დაბრუნდება და ასევე მის მომხრეებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"თქვენ იცით, რომ ციხეებში გადატანილი ტრავმების შედეგად განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. მართლა მეცოდებიან ციხის ექიმები, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში არიან, რომ ეს სიმპტომები დაასტაბილურონ, რადგან სიმპტომები სულ უფრო მძიმდება. ეს დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს. მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ განაჩენი დროებით სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.

მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენკის ოფისის გვერდით და დღესაც მუშაობს, სხვათა შორის, მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ პატიოსან სიტყვას გაძლევთ და მე ჩემს სიტყვას არასდროს ვარღვევ, ვთქვი, რომ ჩამოვიდოდი და ჩამოვედი, ვიცოდი, რითი დამთავრდებოდა. თუ გადაწყვეტთ ამ სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე თბილისში ჩამოვალ. თქვენ იცით, რომ ეს ასე იქნება, თუ რა თქმა უნდა, ცოცხალი დავრჩი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება. თუ კიევში ჩემს ტრანსფერს დათანხმდებით, განახორციელებს მესამე დიდი ევროპული ქვეყანა, რომლისგანაც შემოთავაზება გაქვთ და იცით, რომ ეს შემოთავაზება არაერთგზის ყოფილა. თუ თქვენ ამ წინადადებას დათანხმდებით, მოვუწოდებ ყველა მომხრეს, საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ ამ პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირებული ნებისმიერი საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ“,-განაცხადა სააკაშვილმა.