საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტის ბოლოს ევროპაში მივდივარ… ახლა ყველა ფოტო არ დავდე, მერე დანდობა აღარ იქნება" - პეტრე კოლხი იმ ხალხს პასუხობს, ვინც კატარში დასვენების გამო გააკრიტიკა
"მარტის ბოლოს ევროპაში მივდივარ… ახლა ყველა ფოტო არ დავდე, მერე დანდობა აღარ იქნება" - პეტრე კოლხი იმ ხალხს პასუხობს, ვინც კატარში დასვენების გამო გააკრიტიკა

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა პეტ­რე კოლ­ხი კა­ტარ­ში ის­ვე­ნებს და მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ქვეყ­ნი­დან შთამ­ბეჭ­დავ ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მი­მართ უამ­რა­ვი კრი­ტი­კა გა­ის­მა.

ცოტა ხნის წინ პეტ­რე კოლ­ხმა კრი­ტი­კო­სებს "ფე­ის­ბუ­ქით" უპა­სუ­ხა და გან­მარ­ტა, რომ კა­ტარ­ში მე­გობ­რებ­მა და­ას­ვე­ნეს.

"სრუ­ლი­ად ერი შეძრწუნ­და, მამა პეტ­რე სა­დღაც ის­ვე­ნებს, არი­ქა, არ გა­ვა­ხა­როთ, ახლა ქო­ქო­ლა და­ვა­ყა­რო­თო…ზოგ­მა ისიც თქვა, აკი კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბიო, გა­და­სა­ხა­დე­ბიო… ამას ვერ იხ­დი­და, იქ რო­გორ წა­ვი­დაო… უჭუ,პუ­ჭუო… ღმერ­თო, ჩემს აქ ყოფ­ნა­ში ვინ­მეს გული არ გა­უს­კდეს… კარ­გი, სად აქვთ გული, ნუ, თვი­თონ გოგ­რა­სა­ვით არ გას­კდეს, მე­ში­ნია.

იმ­დე­ნიც ვერ გა­ი­გეს და ისიც ვერ და­ა­ფა­სეს, როცა კო­მუ­ნა­ლუ­რებ­ზე ვსა­უბ­რობ­დი, მარ­ტო ჩემი თავი არ მა­დარ­დებ­და, ვწუხ­დე­ბო­დი მათ­ზე, ვი­საც მარ­თლა ძა­ლი­ან უჭირს, პურს ვერ ყი­დუ­ლობს და მო­მა­ტე­ბუ­ლი გაზი და შუქი რო­გორ უნდა გა­და­ი­ხა­დოს, მეთ­ქი…სა­დაც შე­მეძ­ლო, ყველ­გან ვი­სა­უბ­რე და ყვე­ლას ხმა მი­ვაწ­ვდი­ნე… რო­გორც ჩანს, არა­ვინ არაფ­რის ღირ­სი არ ყო­ფი­ლა…

თურ­მე მხო­ლოდ თავს უნდა მი­ხე­დო და იყ­ვნენ მო­ნო­ბა­ში, იხა­დონ გაზ­რდი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი, უკ­რან ტაში ბე­ლა­დებს… უკვე ვიცი, რო­გორც უნდა მო­ვიქ­ცე…კი­დევ კარ­გი, თავი გა­მო­ავ­ლი­ნეთ, თო­რემ ისე­თი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი მიმ­ტე­ვე­ბე­ლი ვარ, ყვე­ლას ყვე­ლა­ფერს გპა­ტი­ობთ, მაგ­რამ ჩემი სივ­რცი­დან ძა­ლი­ან შორს გიშ­ვებთ… ახლა კი მად­ლო­ბა ჩემს მე­გობ­რებს, ვინც და­მა­ფი­ნან­სა და აქ მთე­ლი გუ­ლით მო­მემ­სა­ხუ­რა…

მად­ლო­ბა მათ, იცი­ან ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ, მთე­ლი სპარ­სე­თის ყურე მო­მა­ტა­რეს…მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ნებს, ვინც აქ არის და გა­ი­გო სტუმ­რად ვი­ყა­ვი, ძალ-ღონე არ და­ი­შუ­რეს, რომ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი კუ­თხით და­მე­ნა­ხა აქა­უ­რო­ბა…ემი­რის ექი­მის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და­მა­ტა­რებ­დნენ და თან გული წყდე­ბო­დათ, ეს რამ­ხე­ლა ბოღ­მა ინ­თხე­ვა, რა და­ე­მარ­თა ჩვენ ხალ­ხსო!..მად­ლო­ბა უფალს, ერ­თგუ­ლი, ღირ­სე­უ­ლი, უკარ­გე­სი მე­გობ­რე­ბის­თვის…

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი გა­ვა­ტა­რე და კი­დევ გრძელ­დე­ბა…ნე­გა­ტივს ვი­ვი­წყებ, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ, მხო­ლოდ თბილ და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ჯე­რე­ბულ მე­სი­ჯებს ვკი­თხუ­ლობ… ასე­თი ათა­სო­ბით მომ­დის. უბ­რა­ლოდ, იცო­დეთ - ზუს­ტად ისე­თი იქ­ნე­ბა სამ­ყა­რო თქვენ მი­მართ, რო­გო­რიც თქვენ ხართ სხვის მი­მართ…მე ისე­დაც ძა­ლინ ცოტა ადა­მი­ანს ვენ­დო­ბი და თქვენ სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­წმუ­ნეთ, რომ ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა…არა­ფე­რი გამ­კვირ­ვე­ბია, არც წარ­მოდ­გე­ნა შემ­ცვლია… ზუს­ტად ისეა ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც მე­გო­ნა, მე კი ყვე­ლა­ფე­რი ისე მომ­ცემს ღმერ­თმა, რა­საც თქვენ გი­სურ­ვებთ… და ვთქვა თქვენც ის გქონ­დეთ, რაც ჩემ­თვის გე­მე­ტე­ბათ მეთ­ქი?! (ყვე­ლას არ ეხე­ბა)და ბო­ლოს, ჩემ­ზე სა­უ­ბა­რი ხში­რად მო­გი­წევთ…

ჩემი მთა­ვა­რი ჰობი-მოგ­ზა­უ­რო­ბაა… მარ­ტის ბო­ლოს ევ­რო­პა­ში მივ­დი­ვარ…ახლა და­გინ­დეთ და ყვე­ლა ფოტო არ დავ­დე, მერე დან­დო­ბა აღარ იქ­ნე­ბა…უფალ­მა გიშ­ვე­ლოთ და სა­კუ­თა­რი შუ­რის­გან, ბოღ­მის­გან და სი­ძულ­ვი­ლის­გან და­გიც­ვათ…მე კი მიმ­რავ­ლოს ღმერ­თმა სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ პლა­ნე­ტას მო­მა­ტა­რე­ბენ… ნუ, ასეც იქ­ნე­ბა!" - წერს პეტ­რე კოლ­ხი.

მკითხველის კომენტარები / 104 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
1

ნეტა არ ტინგიცობდე ამხელა კაცი!!!

დეა
8

ᲮᲐᲚᲮᲝ,რა ბოროტები ხარᲗ..ᲒᲔᲨᲘᲜᲝᲓᲔᲗ ᲦᲕᲗᲘს!ასე რომ ᲭᲝრაობᲗ ᲓᲐ ᲒᲐᲜᲘᲙᲘᲗᲮᲐᲕᲗ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მარტის ბოლოს ევროპაში მივდივარ… ახლა ყველა ფოტო არ დავდე, მერე დანდობა აღარ იქნება" - პეტრე კოლხი იმ ხალხს პასუხობს, ვინც კატარში დასვენების გამო გააკრიტიკა

"მარტის ბოლოს ევროპაში მივდივარ… ახლა ყველა ფოტო არ დავდე, მერე დანდობა აღარ იქნება" - პეტრე კოლხი იმ ხალხს პასუხობს, ვინც კატარში დასვენების გამო გააკრიტიკა

უკვე რამდენიმე დღეა პეტრე კოლხი კატარში ისვენებს და მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნიდან შთამბეჭდავ ფოტოებსაც აქვეყნებს. აღნიშნულის შემდეგ საზოგადოების მხრიდან სასულიერო პირის მიმართ უამრავი კრიტიკა გაისმა.

ცოტა ხნის წინ პეტრე კოლხმა კრიტიკოსებს "ფეისბუქით" უპასუხა და განმარტა, რომ კატარში მეგობრებმა დაასვენეს.

"სრულიად ერი შეძრწუნდა, მამა პეტრე სადღაც ისვენებს, არიქა, არ გავახაროთ, ახლა ქოქოლა დავაყაროთო…ზოგმა ისიც თქვა, აკი კომუნალურებიო, გადასახადებიო… ამას ვერ იხდიდა, იქ როგორ წავიდაო… უჭუ,პუჭუო… ღმერთო, ჩემს აქ ყოფნაში ვინმეს გული არ გაუსკდეს… კარგი, სად აქვთ გული, ნუ, თვითონ გოგრასავით არ გასკდეს, მეშინია.

იმდენიც ვერ გაიგეს და ისიც ვერ დააფასეს, როცა კომუნალურებზე ვსაუბრობდი, მარტო ჩემი თავი არ მადარდებდა, ვწუხდებოდი მათზე, ვისაც მართლა ძალიან უჭირს, პურს ვერ ყიდულობს და მომატებული გაზი და შუქი როგორ უნდა გადაიხადოს, მეთქი…სადაც შემეძლო, ყველგან ვისაუბრე და ყველას ხმა მივაწვდინე… როგორც ჩანს, არავინ არაფრის ღირსი არ ყოფილა…

თურმე მხოლოდ თავს უნდა მიხედო და იყვნენ მონობაში, იხადონ გაზრდილი გადასახადები, უკრან ტაში ბელადებს… უკვე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე…კიდევ კარგი, თავი გამოავლინეთ, თორემ ისეთი გამოუსწორებელი მიმტევებელი ვარ, ყველას ყველაფერს გპატიობთ, მაგრამ ჩემი სივრციდან ძალიან შორს გიშვებთ… ახლა კი მადლობა ჩემს მეგობრებს, ვინც დამაფინანსა და აქ მთელი გულით მომემსახურა…

მადლობა მათ, იციან ჩემი დამოკიდებულება აღმოსავლური კულტურის და ღირებულებების მიმართ, მთელი სპარსეთის ყურე მომატარეს…მადლობა იმ ადამინებს, ვინც აქ არის და გაიგო სტუმრად ვიყავი, ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ ყველაზე ლამაზი კუთხით დამენახა აქაურობა…ემირის ექიმის ოჯახის წევრები, საოცარი ადამიანები დამატარებდნენ და თან გული წყდებოდათ, ეს რამხელა ბოღმა ინთხევა, რა დაემართა ჩვენ ხალხსო!..მადლობა უფალს, ერთგული, ღირსეული, უკარგესი მეგობრებისთვის…

ყველაფრის მიუხედავად, დაუვიწყარი დღეები გავატარე და კიდევ გრძელდება…ნეგატივს ვივიწყებ, ყურადღებას არ ვაქცევ, მხოლოდ თბილ და სიყვარულით გაჯერებულ მესიჯებს ვკითხულობ… ასეთი ათასობით მომდის. უბრალოდ, იცოდეთ - ზუსტად ისეთი იქნება სამყარო თქვენ მიმართ, როგორიც თქვენ ხართ სხვის მიმართ…მე ისედაც ძალინ ცოტა ადამიანს ვენდობი და თქვენ საბოლოოდ დამარწმუნეთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა…არაფერი გამკვირვებია, არც წარმოდგენა შემცვლია… ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც მეგონა, მე კი ყველაფერი ისე მომცემს ღმერთმა, რასაც თქვენ გისურვებთ… და ვთქვა თქვენც ის გქონდეთ, რაც ჩემთვის გემეტებათ მეთქი?! (ყველას არ ეხება)და ბოლოს, ჩემზე საუბარი ხშირად მოგიწევთ…

ჩემი მთავარი ჰობი-მოგზაურობაა… მარტის ბოლოს ევროპაში მივდივარ…ახლა დაგინდეთ და ყველა ფოტო არ დავდე, მერე დანდობა აღარ იქნება…უფალმა გიშველოთ და საკუთარი შურისგან, ბოღმისგან და სიძულვილისგან დაგიცვათ…მე კი მიმრავლოს ღმერთმა საუკეთესო მეგობრები, რომლებიც მთელ პლანეტას მომატარებენ… ნუ, ასეც იქნება!" - წერს პეტრე კოლხი.