კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს ხელისუფლებას მცდელობა რომ ჰქონოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დოკუმენტში შეიძლებოდა გაჩენილიყო ფრაზა - "დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“- თინა ხიდაშელი
"ჩვენს ხელისუფლებას მცდელობა რომ ჰქონოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დოკუმენტში შეიძლებოდა გაჩენილიყო ფრაზა - "დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“- თინა ხიდაშელი

"როცა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტის პრე­ამ­ბუ­ლა­ში სა­უ­ბა­რია, რომ არ შეს­რულ­და მინ­სკის შე­თან­ხმე­ბა და ა.შ. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ ოდ­ნავ მცდე­ლო­ბა ჰქო­ნო­და, შე­იძ­ლე­ბო­და იქვე გა­ჩე­ნი­ლი­ყო ფრა­ზაც - "დარ­ღვე­უ­ლია 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ­თე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით დი­დად შე­დე­გის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს, თუმ­ცა, შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის რე­ა­ლუ­რი ამოქ­მე­დე­ბა.

„ჩემ­თვის ორი ას­პექ­ტია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ნო­ემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რომ ამ დო­კუ­მენ­ტებ­ში, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით იქ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხე­ბაც გა­ჩე­ნი­ლი­ყო ამ­ბა­ვი. როცა სან­ქცი­ე­ბის დო­კუ­მენტს პრე­ამ­ბუ­ლა­ში ერ­თვის ჩა­ნა­წე­რი, რომ ეს სან­ქცი­ე­ბი წეს­დე­ბა, რად­გან არ შეს­რულ­და მინ­სკის შე­თან­ხმე­ბა, დარ­ღვე­უ­ლია მშვი­დო­ბის პი­რო­ბე­ბი და ა.შ. აქვე აუ­ცი­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და გა­ჩე­ნი­ლი­ყო ფრა­ზა სა­ქარ­თვე­ლო­ზე - დარ­ღვე­უ­ლია 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ეს იყო სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ ოდ­ნავ ადეკ­ვა­ტუ­რი მცდე­ლო­ბა ჰქო­ნო­და, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ მოხ­და. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა ახლა უნდა იყოს 2008 წლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ და­სავ­ლე­თის მუდ­მი­ვი ბომ­ბარ­დი­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოც მოხ­ვდეს მათი დაც­ვის ქვეშ. რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­ებს, ჩვენ მას შე­ვუ­ერ­თდე­ბით თუ არა, პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ეს ბევ­რს არა­ფერს არ ნიშ­ნავს. თუმ­ცა, პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გი მოგ­ვი­ტა­ნოს, ეს არის ჩვე­ნი ოკუ­პა­ცი­ის კა­ნო­ნის რე­ა­ლუ­რად ამოქ­მე­დე­ბა და მა­გა­ლი­თად ის, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს „ბი­ლა­ინ­თან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა არ უნდა უდ­გე­ბო­დეს და ამით პირ­და­პირ არ უნდა ჯდე­ბო­დეს კგბ-ს არ­ხებ­ზე. ოკუ­პა­ცი­ის კა­ნო­ნი გვაქვს დიდი ხა­ნია, ის გა­უმ­ჯო­ბეს­და ბოლო წლებ­ში და ეს არ უნდა და­ვუ­კარ­გოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ ახლა უნდა შე­ვას­რუ­ლოთ ეს კა­ნო­ნი, რაც ერ­თგვა­რი სან­ქცი­აც იქ­ნე­ბა, რად­გან ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ბიზ­ნე­სი დიდს ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს,"- გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ მოქ­მე­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფრო აქ­ტი­უ­რად უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის წა­მო­წე­ვის თვალ­სა­ზი­რით, ხი­და­შე­ლი ამ­ბობს, რომ ამა­ზე პა­სუ­ხი კო­ბა­ხი­ძემ უკვე გას­ცა.

"მე არას­დროს ვსპე­კუ­ლი­რებ ამ თე­მა­ზე, მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პა­სუ­ხი უკვე გაგ­ცათ, ის ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კობს. ვფიქ­რობ ეს ჩემი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, მაგ­რამ ის ღიად სა­უბ­რობს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. რომ გვე­ში­ნია, მერე რა მოხ­დაო - ეს რომ თქვა, ამ გან­ცხა­დე­ბას ვგუ­ლის­ხმობ,"- გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
0

რამდენად დეგრადირდა ეს ქალი

=
0

ეხლა შენ და შენნაირები თუ სადმე დაიმალებით და საერთოდ გაჩუმდებით, მაგაზე დიდ სიკეთეს ამ ქვეყანას ვერაფრით მოუტანთ.

ავტორი:

"ჩვენს ხელისუფლებას მცდელობა რომ ჰქონოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დოკუმენტში შეიძლებოდა გაჩენილიყო ფრაზა - "დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“- თინა ხიდაშელი

"ჩვენს ხელისუფლებას მცდელობა რომ ჰქონოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დოკუმენტში შეიძლებოდა გაჩენილიყო ფრაზა - "დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“- თინა ხიდაშელი

"როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დოკუმენტის პრეამბულაში საუბარია, რომ არ შესრულდა მინსკის შეთანხმება და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებას რომ ოდნავ მცდელობა ჰქონოდა, შეიძლებოდა იქვე გაჩენილიყო ფრაზაც - "დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საქართველოს მიერთება პრაქტიკული თვალსაზრისით დიდად შედეგის მომტანი შეიძლება არ იყოს, თუმცა, შედეგის მომტანი იქნება ოკუპაციის შესახებ კანონის რეალური ამოქმედება.

„ჩემთვის ორი ასპექტია მნიშვნელოვანი, ნოემბრიდან მოყოლებული, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ ამ დოკუმენტებში, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნებოდა მიღებული, საქართველოს შესახებაც გაჩენილიყო ამბავი. როცა სანქციების დოკუმენტს პრეამბულაში ერთვის ჩანაწერი, რომ ეს სანქციები წესდება, რადგან არ შესრულდა მინსკის შეთანხმება, დარღვეულია მშვიდობის პირობები და ა.შ. აქვე აუცილებლად შეიძლებოდა გაჩენილიყო ფრაზა საქართველოზე - დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ეს იყო სრულიად შესაძლებელი, საქართველოს ხელისუფლებას რომ ოდნავ ადეკვატური მცდელობა ჰქონოდა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევის შესახებ დასავლეთის მუდმივი ბომბარდირება, რომ საქართველოც მოხვდეს მათი დაცვის ქვეშ. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ მას შევუერთდებით თუ არა, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, რამაც შეიძლება შედეგი მოგვიტანოს, ეს არის ჩვენი ოკუპაციის კანონის რეალურად ამოქმედება და მაგალითად ის, რომ თავდაცვის სამინისტროს „ბილაინთან“ ხელშეკრულების გაფორმების ალბათობა არ უნდა უდგებოდეს და ამით პირდაპირ არ უნდა ჯდებოდეს კგბ-ს არხებზე. ოკუპაციის კანონი გვაქვს დიდი ხანია, ის გაუმჯობესდა ბოლო წლებში და ეს არ უნდა დავუკარგოთ ხელისუფლებას, მაგრამ ახლა უნდა შევასრულოთ ეს კანონი, რაც ერთგვარი სანქციაც იქნება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესი დიდს ვერაფერს გააკეთებს,"- განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოქმედებს ხელისუფლება უფრო აქტიურად უკრაინის მხარდაჭერის და საქართველოს საკითხის წამოწევის თვალსაზირით, ხიდაშელი ამბობს, რომ ამაზე პასუხი კობახიძემ უკვე გასცა.

"მე არასდროს ვსპეკულირებ ამ თემაზე, მარტივი მიზეზის გამო, რადგან ამ ყველაფერზე ირაკლი კობახიძემ პასუხი უკვე გაგცათ, ის ყველაფერზე ლაპარაკობს. ვფიქრობ ეს ჩემი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ის ღიად საუბრობს ამ ყველაფერზე. რომ გვეშინია, მერე რა მოხდაო - ეს რომ თქვა, ამ განცხადებას ვგულისხმობ,"- განაცხადა ხიდაშელმა.