კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი გული არის უკრაინაში, იქ რომ ვიყო, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე, იარაღით ხელში ვიდგებოდი" - მიხეილ სააკაშვილი
"ჩემი გული არის უკრაინაში, იქ რომ ვიყო, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე, იარაღით ხელში ვიდგებოდი" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი გული არის უკ­რა­ი­ნა­ში. იქ რომ ვიყო ახლა, რა თქმა უნდა, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რა სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და, ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე ია­რა­ღით ხელ­ში ვიდ­გე­ბო­დი, იმი­ტომ, რომ ახლა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ბედი კი­ევ­ში წყდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მისი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა 7 ნო­ემ­ბრის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით მა­შინ ხალ­ხმა მას ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნა.

"რაც არ უნდა შთა­გა­გო­ნონ, უი­მე­დო­ბა, ეს მო­გო­ნი­ლი პრო­ცე­სე­ბი, კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ამ სა­კი­თხზე ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნა. რო­გორ შე­უძ­ლია მო­სა­მარ­თლეს, პრო­კუ­რორს და სხვას, გა­მო­ი­ტა­ნოს ვერ­დიქ­ტი იმა­ზე, რო­მელ­ზეც მა­შინ, ჯერ კი­დევ 4,5 - მი­ლი­ო­ნი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლომ ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნა. ეს ვერ­დიქ­ტი იყო ის, რომ ხალ­ხმა ხე­ლახ­ლა ამირ­ჩია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად და შემ­დეგ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო და­ვი­ცა­ვით რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან.

მე, ამ შუ­შის უკან ვდგა­ვარ იმი­ტომ, რომ ჩვენ არ ჩა­ვა­ბა­რეთ თბი­ლი­სი, იმი­ტომ, რომ რო­დე­საც გზა ხსნი­ლი იყო და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ოჯახს ხელი მო­კი­დე და გა­ი­ქე­ცი შენს არარ­სე­ბულ ან­გა­რი­შებ­თან შვე­ი­ცა­რი­ის ბან­კში, ჩვენ ვთქვით, რომ ვრჩე­ბით და ამ ჰიბ­რი­დულ და ნამ­დვილ ომში არ ვიქ­ნე­ბით და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი. დღეს, ყვე­ლა ახ­სე­ნებს უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლითს. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ცხვი­რი წა­ი­ტე­ხა. ის, ახლა, სა­ბო­ლო­ოდ და­სა­მარ­დე­ბა ჩვე­ნი, ჩემი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემი გული არის იქ. იქ რომ ვიყო ახლა და თქვენ იცით, ისი­ნი ჩემს გა­და­ცე­მას ითხო­ვენ, რა თქმა უნდა, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რა სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და, ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე ია­რა­ღით ხელ­ში მე თვი­თონ ვიდ­გე­ბო­დი, იმი­ტომ, რომ ახლა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ბედი კი­ევ­ში წყდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი გა­ი­ფან­ტე­ბა, რო­გორც გუ­შინ­დე­ლი ნის­ლი და სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, გვიყ­ვარს ეს სი­ტყვა - აუ­ცი­ლებ­ლად გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებთ ჩვე­ნი ყვე­ლა სი­ღა­ტა­კის, უბე­დუ­რე­ბის გა­და­ლახ­ვას, რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად ავა­შე­ნებთ ლა­ზი­კას, ჩვენ ანაკ­ლი­ას. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს მი­მარ­თა. სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­ა­ქო ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი და აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვის გა­მოს­ვლი­სას თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ყვე­ლას შე­ახ­სე­ნა.

"მივ­მარ­თავ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, მე პუ­ტი­ნის პა­ტი­მა­რი ვარ. ჩემო საყ­ვარ­ლე­ბო, ჩემი სახ­ლი კი­ე­ვია, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბით და ვდარ­დობ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პუ­ტი­ნი თქვენ­თან შე­მოს­ვლას ვერ გა­ბე­დავს, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს გა­ნა­ცხა­და. პუ­ტინს საკ­მა­რი­სად კარ­გად ვიც­ნობ და ვხვდე­ბი, რა თა­მაშს თა­მა­შობს. ის ვერც კი­ევ­სა და უკ­რა­ი­ნის ვერც სხვა დიდ ქა­ლაქ­ში შეს­ვლას გა­ბე­დავს. ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და არ შე­გე­შინ­დეთ, ვიცი, რომ არ გე­ში­ნი­ათ და ყო­ჩაღ თქვენ. მეც ვი­სურ­ვებ­დი, რომ ჩემს სახ­ლს თქვენ­თან ერ­თად ვი­ცავ­დე, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დიდ ომს არ და­ვუშ­ვებთ. თუკი ის მა­ინც შე­მო­ვა, ეს იქ­ნე­ბა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის და­სას­რუ­ლი. 2014 წელს, რო­დე­საც უკვე ახა­ლი ექს-პრე­ზი­დენ­ტი ვი­ყა­ვი, კი­ევ­ში, მა­ი­დან­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ვთქვი, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რია დას­რულ­დე­ბა აქ, კი­ევ­ში და ის დას­რულ­დე­ბა კი­დეც უკ­რა­ი­ნა­ში. ჩვენ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ვართ და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ფორტპოს­ტი. ქარ­თვე­ლი და მოლ­დო­ვე­ლი ხალ­ხი, პო­ლო­ნე­ლე­ბი, ბალ­ტი­ის­პი­რე­ლე­ბი, ყვე­ლა თქვენ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ. ეს უკ­რა­ი­ნის დრო­შა, რომ­ლის ტა­რე­ბა­საც ცი­ხე­ში მიკ­რძა­ლა­ვენ, მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე შე­მიძ­ლია და­ვი­ჭი­რო. ყვე­ლას მინ­და ვუ­თხრა - დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას. ჩვენ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ. ჩვენ ეს უკვე გა­ვი­ა­რეთ, და­მი­ჯე­რეთ, მე უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. ის (პუ­ტი­ნი) ახლა მა­ი­მუ­ნობს და 2008 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მოვ­ლე­ნებს აკო­პი­რებს. თუ სწო­რად მო­ვიქ­ცე­ვით, დიდი ომი არ შედ­გე­ბა.

ყო­ჩაღ პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის. 2007 წელს, პუ­ტი­ნი ყვე­ლა და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, ხოლო პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკიმ თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას შე­ახ­სე­ნა. მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლას - უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, გმირ უკ­რა­ი­ნულ არ­მი­ას, რო­მელ­შიც, სხვა­თა შო­რის, უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლია. მი­ვე­სალ­მე­ბი ოდე­სის 27-ე ბრი­გა­დის მებ­რძო­ლებს, ვის­თან ერ­თა­დაც ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე არა­ერ­თხელ ვი­ყა­ვი. მი­ვე­სალ­მე­ბი მა­რი­უ­პო­ლის მცვე­ლებს - სულ ცოტა ხნის წინ ვი­ყა­ვი თქვენ­თან ერ­თად. ვიცი, რომ მტე­რი თქვენ ვერ გაგ­ცდე­ბათ და ზო­გა­დად მტე­რი ვერ გაგ­ვცდე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბა ჩვენ დაგ­ვრჩე­ბა, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან დარ­ბაზ­ში მყო­ფებს, ვინც მხარ­და­სა­ჭე­რად მი­ვიდ­ნენ, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მე დღეს არა­ვის­თან ვა­პი­რებ ჩხუბს, სენ­სა­ცი­ებს, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი დღი­დან ვიმ­ყო­ფე­ბი სრულ შიმ­ში­ლო­ბის რე­ჟიმ­ში. ეს არის ჩემი სი­ცო­ცხლით შე­ნა­ტა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თეს მო­მა­ვალ დღე­ში“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შას აკო­ცა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Anzori
0

2008 wels halstuxs naxado jamdi da imalebodi exla iarags aigebdi ukrainashiroiyo

Leo
0

რაგაც საეჭვოთ ჩამოვიდა ეს კაცი 

ავტორი:

"ჩემი გული არის უკრაინაში, იქ რომ ვიყო, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე, იარაღით ხელში ვიდგებოდი" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი გული არის უკრაინაში, იქ რომ ვიყო, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე, იარაღით ხელში ვიდგებოდი" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი გული არის უკრაინაში. იქ რომ ვიყო ახლა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში ვიდგებოდი, იმიტომ, რომ ახლა, ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან მიმართებით მაშინ ხალხმა მას ვერდიქტი გამოუტანა.

"რაც არ უნდა შთაგაგონონ, უიმედობა, ეს მოგონილი პროცესები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საკითხზე ქართველმა ხალხმა ვერდიქტი გამოიტანა. როგორ შეუძლია მოსამართლეს, პროკურორს და სხვას, გამოიტანოს ვერდიქტი იმაზე, რომელზეც მაშინ, ჯერ კიდევ 4,5 - მილიონიანმა საქართველომ ვერდიქტი გამოიტანა. ეს ვერდიქტი იყო ის, რომ ხალხმა ხელახლა ამირჩია საქართველოს პრეზიდენტად და შემდეგ ჩვენ საქართველო დავიცავით რუსეთის აგრესიისგან.

მე, ამ შუშის უკან ვდგავარ იმიტომ, რომ ჩვენ არ ჩავაბარეთ თბილისი, იმიტომ, რომ როდესაც გზა ხსნილი იყო და გვეუბნებოდნენ, ოჯახს ხელი მოკიდე და გაიქეცი შენს არარსებულ ანგარიშებთან შვეიცარიის ბანკში, ჩვენ ვთქვით, რომ ვრჩებით და ამ ჰიბრიდულ და ნამდვილ ომში არ ვიქნებით დამარცხებულები. დღეს, ყველა ახსენებს უკრაინა-საქართველოს მაგალითს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის იმპერიამ ცხვირი წაიტეხა. ის, ახლა, საბოლოოდ დასამარდება ჩვენი, ჩემი უკრაინის ტერიტორიაზე. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩემი გული არის იქ. იქ რომ ვიყო ახლა და თქვენ იცით, ისინი ჩემს გადაცემას ითხოვენ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში მე თვითონ ვიდგებოდი, იმიტომ, რომ ახლა, ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება. ყველაფერი დანარჩენი გაიფანტება, როგორც გუშინდელი ნისლი და საქართველო აუცილებლად იქნება გამარჯვებული, გვიყვარს ეს სიტყვა - აუცილებლად გაბრწყინებული და აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ყველა სიღატაკის, უბედურების გადალახვას, რა თქმა უნდა, აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას, ჩვენ ანაკლიას. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს მიმართა. სააკაშვილმა შეაქო ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას თავისი ღირებულებები ყველას შეახსენა.

"მივმართავ უკრაინელ ხალხს, მე პუტინის პატიმარი ვარ. ჩემო საყვარლებო, ჩემი სახლი კიევია, ძალიან მენატრებით და ვდარდობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი თქვენთან შემოსვლას ვერ გაბედავს, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დროს განაცხადა. პუტინს საკმარისად კარგად ვიცნობ და ვხვდები, რა თამაშს თამაშობს. ის ვერც კიევსა და უკრაინის ვერც სხვა დიდ ქალაქში შესვლას გაბედავს. ამაში დარწმუნებული ვარ და არ შეგეშინდეთ, ვიცი, რომ არ გეშინიათ და ყოჩაღ თქვენ. მეც ვისურვებდი, რომ ჩემს სახლს თქვენთან ერთად ვიცავდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ომს არ დავუშვებთ. თუკი ის მაინც შემოვა, ეს იქნება რუსეთის იმპერიის დასასრული. 2014 წელს, როდესაც უკვე ახალი ექს-პრეზიდენტი ვიყავი, კიევში, მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას ვთქვი, რომ რუსეთის იმპერია დასრულდება აქ, კიევში და ის დასრულდება კიდეც უკრაინაში. ჩვენ, უკრაინელები ვართ დასავლური ცივილიზაციის ფორტპოსტი. ქართველი და მოლდოველი ხალხი, პოლონელები, ბალტიისპირელები, ყველა თქვენზე არის დამოკიდებული. ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს უკრაინის დროშა, რომლის ტარებასაც ციხეში მიკრძალავენ, მხოლოდ სასამართლო პროცესზე შემიძლია დავიჭირო. ყველას მინდა ვუთხრა - დიდება უკრაინას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, დამიჯერეთ, მე უდიდესი გამოცდილება მაქვს. ის (პუტინი) ახლა მაიმუნობს და 2008 წლის საქართველოს მოვლენებს აკოპირებს. თუ სწორად მოვიქცევით, დიდი ომი არ შედგება.

ყოჩაღ პრეზიდენტ ზელენსკის. 2007 წელს, პუტინი ყველა დასავლური ღირებულების წინააღმდეგ წავიდა, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკიმ თავისი ღირებულებების შესახებ ყველას შეახსენა. მივესალმები ყველას - უკრაინელ ხალხს, გმირ უკრაინულ არმიას, რომელშიც, სხვათა შორის, უამრავი ქართველია. მივესალმები ოდესის 27-ე ბრიგადის მებრძოლებს, ვისთან ერთადაც ბრძოლის წინა ხაზზე არაერთხელ ვიყავი. მივესალმები მარიუპოლის მცველებს - სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი თქვენთან ერთად. ვიცი, რომ მტერი თქვენ ვერ გაგცდებათ და ზოგადად მტერი ვერ გაგვცდება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, დიდება უკრაინას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მან დარბაზში მყოფებს, ვინც მხარდასაჭერად მივიდნენ, მადლობა გადაუხადა.

"მე დღეს არავისთან ვაპირებ ჩხუბს, სენსაციებს, მაგრამ დღევანდელი დღიდან ვიმყოფები სრულ შიმშილობის რეჟიმში. ეს არის ჩემი სიცოცხლით შენატანი საქართველოს უკეთეს მომავალ დღეში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნული განცხადების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო დროშას აკოცა.