სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვრთნელს, რომელიც ფეხბურთელ გოგონებს სექსუალურად ავიწროებდა, რამდენიმე ათასის გადახდა მოუწევს" - უპრეცედენტო საქმე მოსარჩელეების სასარგებლოდ დასრულდა
"მწვრთნელს, რომელიც ფეხბურთელ გოგონებს სექსუალურად ავიწროებდა, რამდენიმე ათასის გადახდა მოუწევს" - უპრეცედენტო საქმე მოსარჩელეების სასარგებლოდ დასრულდა

დღეს დას­რულ­და პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტა­ნა. დავა ეხე­ბო­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ვიწ­რო­ე­ბას, რა­საც გო­გო­ნა­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ნი­კეს" მა­მა­კა­ცი მწვრთნე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის მი­მართ ახორ­ცი­ე­ლებ­და.

გო­გო­ნა­თა ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" იცავ­და.

AMBEBI.GE ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს ანა აბა­ში­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

"საქ­მე ეხე­ბა გო­გო­ნა­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის მწვრთნელ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც სპორ­ტსმენ გო­გო­ნა­თა თქმით, მათ სექ­სუ­ა­ლუ­რად ავიწ­რო­ვებ­და. სა­უ­ბა­რია არას­რულ­წლო­ვან ათ­ლეტ გო­გო­ნებ­ზე. ჩვენ მოგ­ვმარ­თეს ამ ბავ­შვებ­მა, დავ­რწმუნ­დით, რომ მარ­თლაც იყო პრობ­ლე­მა და მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს. მო­თხოვ­ნა იყო შემ­დე­გი: გო­გო­ნა­თა მი­მართ მწვრთნე­ლის მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ვიწ­რო­ე­ბა, რო­გორც დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ერთ-ერთი ფორ­მა, სა­სა­მარ­თლოს ეღი­ა­რე­ბი­ნა, ანუ ფაქ­ტი და­ედ­გი­ნა და თუ ეს მოხ­დე­ბო­და, ამის სა­ფუძ­ველ­ზე მწვრთნელს მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი აე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნა. გა­მოკ­ვლე­ულ იქნა არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მი­მო­წე­რე­ბი, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, აუ­დიო და ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი...

ეს პრო­ცე­სი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მი­დი­ო­და, ბევ­რი ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი ჩა­ტარ­და და საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი საქ­მე იყო ამ თვალ­საზ­რი­სით. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ მო­სა­მარ­თლეს მო­უ­წია ემ­სჯე­ლა პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სპორ­ტში გო­გო­ნა­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის სა­კი­თხზე, ამავდრო­უ­ლად, ეს გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, სა­სა­მარ­თლო მი­ვი­და იმ დას­კვნამ­დე, რომ მწვრთნელ­მა ნამ­დვი­ლად შე­ა­ვიწ­რო­ვა სექ­სუ­ა­ლუ­რად არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბი - იყო სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, გი­ნე­ბა, ყვი­რი­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ვარ­ჯი­შე­ბის მო­თხოვ­ნა, დამ­ცი­რე­ბა, ფი­ზი­კუ­რო­ბა­ზე და­ცინ­ვა, შუ­ა­ღა­მით და­რეკ­ვე­ბი და ა.შ.

ასე­ვე გა­მო­ი­კი­თხნენ გუნ­დის არა­მო­სარ­ჩე­ლე წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კლუბ­ში სხვა­დას­ხვა დროს თა­მა­შობ­დნენ. ერთი სი­ტყვით, არა ერთი ფაქ­ტი იყო ასე­თი, რაც მი­ა­ნიშ­ნებ­და იმა­ზე, რომ ეს იყო სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ვიწ­რო­ე­ბა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია. ამის სა­ფუძ­ველ­ზე, რა თქმა უნდა, მო­ვი­თხო­ვეთ მწვრთნე­ლის­თვის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის და­კის­რე­ბა, რაც სრუ­ლად დაკ­მა­ყო­ფილ­და.

ანა აბა­ში­ძე

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, კლუ­ბის მწვრთნელს რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს. ეს ადა­მი­ა­ნი დღემ­დე აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას და ჩვე­ნი შემ­დგო­მი ღო­ნის­ძი­ე­ბა ის იქ­ნე­ბა, რომ ამ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ასე­ვე გან­ვი­ხი­ლავთ სა­კითხს, რო­გო­რი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სან­ქცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რად შე­მა­ვიწ­რო­ვე­ბე­ლი მწვრთნე­ლის მი­მართ. რა თქმა უნდა, ამ კუ­თხი­თაც და­ვი­წყებთ და­ვას, თუ კი მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს. დის­ციპ­ლი­ნურ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ალ­ბათ მას მერე ვიმ­სჯე­ლებთ, რაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შევა.

მწვრთნე­ლი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­და ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე და ამ­ბობ­და, რომ ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლო და არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო. რა თქმა უნდა, მო­სა­მარ­თლემ მისი პა­სუ­ხე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე ასე­თი ეპი­ზო­დი, რო­გო­რი­ცაა აგ­რე­სი­უ­ლი მი­მარ­თვა, გი­ნე­ბა და ა.შ. თა­ვად მხა­რემ აღი­ა­რა პრო­ცეს­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს არის სა­ფეხ­ბურ­თო ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი".

ჩვე­ნი მი­ზა­ნი ზუს­ტად ის არის, ყვე­ლამ ვა­ღი­ა­როთ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი უნდა იყოს და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სპორ­ტია. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი ზუს­ტად იმის წი­ნა­პი­რო­ბაა, რომ და­ი­წყე­ბა ამ სფე­როს გა­ჯან­სა­ღე­ბა და ათ­ლე­ტი ქა­ლე­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მო შე­იქ­მნე­ბა" - აღ­ნიშ­ნა ანა აბა­ში­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურას
0

ზურა, შე, "ჭკვიანო", შენი ღრმა ლოგიკით, მკვლელობის შემთხვევაშიც მკვლელი არ დავიჭიროთ, ხომ? გარდაცვლილი მაინც ვერ გაცოცხლდება..

ზურას
4

მიზანი ისაა, რომ ყველას ეცოდინება და მისი რეპუტაცია შეილახა სამართლიანად, ასევე სხვა დაზარლებულსაც არ შეეშინდება თქვას და მოძალადეები იფრთხილებენ, რომ არ გახმაურდეს და წესიერად მოიქცევიან! გაიგე ახლა? 

ავტორი:

"მწვრთნელს, რომელიც ფეხბურთელ გოგონებს სექსუალურად ავიწროებდა, რამდენიმე ათასის გადახდა მოუწევს" - უპრეცედენტო საქმე მოსარჩელეების სასარგებლოდ დასრულდა

"მწვრთნელს, რომელიც ფეხბურთელ გოგონებს სექსუალურად ავიწროებდა, რამდენიმე ათასის გადახდა მოუწევს" - უპრეცედენტო საქმე მოსარჩელეების სასარგებლოდ დასრულდა

დღეს დასრულდა პროცესი, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლომ გადაწყვეტილება მოსარჩელეების სასარგებლოდ გამოიტანა. დავა ეხებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროებას, რასაც გოგონათა საფეხბურთო კლუბ "ნიკეს" მამაკაცი მწვრთნელი არასრულწლოვანი სპორტსმენების მიმართ ახორციელებდა.

გოგონათა ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იცავდა.

AMBEBI.GE ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანა აბაშიძეს დაუკავშირდა:

"საქმე ეხება გოგონათა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელ მამაკაცს, რომელიც სპორტსმენ გოგონათა თქმით, მათ სექსუალურად ავიწროვებდა. საუბარია არასრულწლოვან ათლეტ გოგონებზე. ჩვენ მოგვმართეს ამ ბავშვებმა, დავრწმუნდით, რომ მართლაც იყო პრობლემა და მივმართეთ სასამართლოს. მოთხოვნა იყო შემდეგი: გოგონათა მიმართ მწვრთნელის მხრიდან ჩადენილი სექსუალური ხასიათის შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, სასამართლოს ეღიარებინა, ანუ ფაქტი დაედგინა და თუ ეს მოხდებოდა, ამის საფუძველზე მწვრთნელს მორალური ზიანი აენაზღაურებინა. გამოკვლეულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მიმოწერები, მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები...

ეს პროცესი წელიწადნახევარი მიდიოდა, ბევრი ხანგრძლივი პროცესი ჩატარდა და საკმაოდ ინტენსიური საქმე იყო ამ თვალსაზრისით. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მოსამართლეს მოუწია ემსჯელა პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, სპორტში გოგონათა მიმართ სექსუალური შევიწროების საკითხზე, ამავდროულად, ეს გოგონები იყვნენ არასრულწლოვნები. მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მწვრთნელმა ნამდვილად შეავიწროვა სექსუალურად არასრულწლოვანი გოგონები - იყო სექსუალური სახის შეურაცხყოფები, გინება, ყვირილი, სექსუალური შინაარსის ვარჯიშების მოთხოვნა, დამცირება, ფიზიკურობაზე დაცინვა, შუაღამით დარეკვები და ა.შ.

ასევე გამოიკითხნენ გუნდის არამოსარჩელე წევრები, რომლებიც კლუბში სხვადასხვა დროს თამაშობდნენ. ერთი სიტყვით, არა ერთი ფაქტი იყო ასეთი, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს იყო სექსუალური ხასიათის შევიწროება, რაც დაუშვებელია. ამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ მწვრთნელისთვის მორალური ზიანის დაკისრება, რაც სრულად დაკმაყოფილდა.

ანა აბაშიძე

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კლუბის მწვრთნელს რამდენიმე ათასი ლარის გადახდა მოუწევს. ეს ადამიანი დღემდე აგრძელებს მუშაობას და ჩვენი შემდგომი ღონისძიება ის იქნება, რომ ამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ასევე განვიხილავთ საკითხს, როგორი დისციპლინური სანქციები შეიძლება იყოს გამოყენებული სექსუალურად შემავიწროვებელი მწვრთნელის მიმართ. რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც დავიწყებთ დავას, თუ კი მოსარჩელეების სურვილი იქნება. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, რომ დიდი ალბათობით, მოწინააღმდეგე ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დისციპლინურ თემასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ მას მერე ვიმსჯელებთ, რაც ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.

მწვრთნელი წელიწადნახევრის განმავლობაში საუბრობდა ამ და სხვა საკითხებზე და ამბობდა, რომ ბრალდება უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული იყო. რა თქმა უნდა, მოსამართლემ მისი პასუხები არ გაითვალისწინა. სხვათა შორის, რამდენიმე ასეთი ეპიზოდი, როგორიცაა აგრესიული მიმართვა, გინება და ა.შ. თავად მხარემ აღიარა პროცესზე და აღნიშნა, რომ "ეს არის საფეხბურთო ცხოვრების ნაწილი".

ჩვენი მიზანი ზუსტად ის არის, ყველამ ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს და გამონაკლისი არც სპორტია. ეს გადაწყვეტილება და დაკმაყოფილებული საქმეები ზუსტად იმის წინაპირობაა, რომ დაიწყება ამ სფეროს გაჯანსაღება და ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნება" - აღნიშნა ანა აბაშიძემ.