პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ დაგიმალავთ და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხმა მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება" - სერგეენკო ფინანსთა მინისტრს
"არ დაგიმალავთ და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხმა მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება" - სერგეენკო ფინანსთა მინისტრს

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე - სპი­კე­რის, და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მიერ “მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში წარ­დგე­ნილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მამ და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა გა­უ­ჩი­ნა.

რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კო გან­მარ­ტავს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მამ კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.

"ერთ-ერთი სა­კი­თხი, რო­მელ­საც თქვენ შე­ე­ხეთ, ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რი და­საქ­მე­ბა. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ამან ყვე­ლა­ზე მეტი კი­თხვა და კო­მენ­ტა­რი გა­მო­იწ­ვია ამ ან­გა­რი­შის დროს და არ მიკ­ვირს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა სა­კითხს შე­ე­ხეთ, ეს პოს­ტუ­ლა­ტე­ბის სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. არ და­გი­მა­ლავთ და მეც გა­მი­ჩი­ნა და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა. ეს თემა ბევ­რად უფრო მას­შტა­ბუ­რი და ტე­ვა­დია. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის არ­სე­ბულ სის­ტე­მას ორი მთავ­რი პრობ­ლე­მა აქვს.

ერთი, რომ ის ცო­ტაა და მე­ო­რე, ის არის აქ­ტი­უ­რი და­საქ­მე­ბის დე­მო­ტი­ვა­ტო­რი. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი 2019 წელს გა­და­იდ­გა, რო­დე­საც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ა­ნი და­ი­წყებ­და მუ­შა­ო­ბას აღარ მო­ეხ­სნე­ბო­და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ეს გრძელ­დე­ბო­და 1+1. 1 წელი მო­ნე­ტა­რუ­ლიც და არა­მო­ნე­ტა­რუ­ლი უნარ­ჩუნ­დე­ბო­და, მე­ო­რე წელს მო­ნე­ტა­რუ­ლი ეხ­სნე­ბო­და და არა­მო­ნე­ტა­რუ­ლი უნარ­ჩუნ­დე­ბო­და. დღემ­დე ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით 3400-მა ადა­მი­ან­მა ისარ­გებ­ლა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ცო­ტაა.

რა ძი­რი­თად სა­კი­თხებ­საც გა­უს­ვით ხაზი, ამ­ბობს ასეთ რა­მეს, რომ რო­გორც აქამ­დე იყო, 1+1 არ იქ­ნე­ბა, არა­მედ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. თუ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას და გა­უჩ­ნდე­ბა შე­მო­სა­ვა­ლი 4 წელი არ მო­ეხ­სნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. უფრო მე­ტიც, მთავ­რო­ბა ამ­ბობს, რომ ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, ჩვენ გა­და­გიხ­დით ამა­ში ფულს. გაჩ­ნდა კი­თხვა, ეს რა დახ­მა­რე­ბაა, სჯობ­და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვე­ზარ­და“, - აღ­ნიშ­ნავს სერ­გე­ენ­კო.

რო­გორც სერ­გე­ენ­კო გან­მარ­ტავს, პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გა­სა­გე­ბი უნდა იყოს.

„მო­გი­წო­დებთ თქვენ გუნდს და სხვა უწყე­ბებ­საც, ძა­ლი­ან ხში­რად, გა­სა­გე­ბად, აღ­ქმა­დად გა­ა­კე­თოთ გან­მარ­ტე­ბე­ბი. მჯე­რა, რომ გუნ­დი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს ამ პროგ­რა­მის იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე. პირ­და­პირ ეთერ­ში უნდა მუ­შა­ობ­დეს გუნ­დი, რომ ყვე­ლა ნა­ბიჯს უხ­სნი­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას“,- აღ­ნიშ­ნავს სერ­გე­ენ­კო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტი
0

გადაიღეთ გერმანული მოდელი.

ჯილდა
9

ძალიან უჭირს რამის თქმა,რებუსებით ლაპარაკიდს დრო აღარ არის , თქვი რა გამოადგება ხალხს, რა გეშინია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"არ დაგიმალავთ და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხმა მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება" - სერგეენკო ფინანსთა მინისტრს

"არ დაგიმალავთ და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხმა მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება" - სერგეენკო ფინანსთა მინისტრს

პარლამენტის ვიცე - სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ფინანსთა მინისტრის მიერ “მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენილმა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაუჩინა.

როგორც დავით სერგეენკო განმარტავს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამამ კითხვები გააჩინა.

"ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქტიური დასაქმება. ჩემი შეხედულებით, ამან ყველაზე მეტი კითხვა და კომენტარი გამოიწვია ამ ანგარიშის დროს და არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ეს პოსტულატების სახით ჩამოყალიბდა და საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. არ დაგიმალავთ და მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ეს თემა ბევრად უფრო მასშტაბური და ტევადია. სოციალური დახმარების არსებულ სისტემას ორი მთავრი პრობლემა აქვს.

ერთი, რომ ის ცოტაა და მეორე, ის არის აქტიური დასაქმების დემოტივატორი. პირველი ნაბიჯი 2019 წელს გადაიდგა, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიწყებდა მუშაობას აღარ მოეხსნებოდა სოციალური დახმარება, თუმცა ეს გრძელდებოდა 1+1. 1 წელი მონეტარულიც და არამონეტარული უნარჩუნდებოდა, მეორე წელს მონეტარული ეხსნებოდა და არამონეტარული უნარჩუნდებოდა. დღემდე ამ შესაძლებლობით 3400-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ცოტაა.

რა ძირითად საკითხებსაც გაუსვით ხაზი, ამბობს ასეთ რამეს, რომ როგორც აქამდე იყო, 1+1 არ იქნება, არამედ 4 წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნება. თუ სოციალურად დაუცველი დაიწყებს მუშაობას და გაუჩნდება შემოსავალი 4 წელი არ მოეხსნება სოციალური დახმარება. უფრო მეტიც, მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ დაგეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში, ჩვენ გადაგიხდით ამაში ფულს. გაჩნდა კითხვა, ეს რა დახმარებაა, სჯობდა სოციალური დახმარება გაგვეზარდა“, - აღნიშნავს სერგეენკო.

როგორც სერგეენკო განმარტავს, პროგრამასთან დაკავშირებული დეტალები მოსახლეობისთვის გასაგები უნდა იყოს.

„მოგიწოდებთ თქვენ გუნდს და სხვა უწყებებსაც, ძალიან ხშირად, გასაგებად, აღქმადად გააკეთოთ განმარტებები. მჯერა, რომ გუნდი ინტენსიურად მუშაობს ამ პროგრამის იმპლემენტაციაზე. პირდაპირ ეთერში უნდა მუშაობდეს გუნდი, რომ ყველა ნაბიჯს უხსნიდეს საზოგადოებას“,- აღნიშნავს სერგეენკო.