საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპერატორი, რომელმაც ქართული კინოს უნიკალური კადრები გადაიღო - ლომერ ახვლედიანის გზა მეცნიერებათა აკადემიიდან დიდ კინომდე
ოპერატორი, რომელმაც ქართული კინოს უნიკალური კადრები გადაიღო - ლომერ ახვლედიანის გზა მეცნიერებათა აკადემიიდან დიდ კინომდე

11 თე­ბერ­ვალს ქარ­თუ­ლი კი­ნოს გა­მორ­ჩე­უ­ლი ოპე­რა­ტო­რი, ლო­მერ ახვლე­დი­ა­ნი, 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა რე­ჟი­სორს უხა­რო­და და მას­ზე მუდ­მი­ვად დიდი მო­თხოვ­ნა იყო. ლო­მერ ახვლე­დი­ა­ნის კა­მე­რამ შექ­მნა და­უ­ვი­წყა­რი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი - "ქვევ­რი“, "სამ­კა­უ­ლი სატ­რფო­სათ­ვის“, "აურ­ზა­უ­რი სალ­ხი­ნეთ­ში“, "მზე შე­მოდ­გო­მი­სა“, "მშობ­ლი­უ­რო ჩემო მი­წავ!“, "ნატ­ვრის ხე“, "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი“, "დონ-კი­ხო­ტი“, "ბე­სა­მე“, "ექ­სპრეს-ინ­ფორ­მა­ცია“.

კი­ნო­ში მა­შინ მო­ვი­და, როცა უკვე სხვა პორო­ფე­სი­ა­ში, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, შემ­დგა­რი იყო, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ა­ში მუ­შა­ობ­და და მეც­ნი­ე­რუ­ლი კა­რი­ე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და. რა­ღაც ეტაპ­ზე კი, რა­ტომ­ღაც მი­იჩ­ნია, რომ გე­ო­ლო­გი­ა­ში არას­წო­რად აღ­მოჩ­ნდა და კი­ნო­ში წას­ვლა მო­ინ­დო­მა. არა­და, მა­შინ მეც­ნი­ერ-მუ­შა­კის სამ­სა­ხუ­რი პრეს­ტი­ჟუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. ყვე­ლა­ფერს თავი და­ა­ნე­ბა და კი­ნო­ში თა­ვი­დან დამ­ხმა­რედ წა­ვი­და.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­მა არ მო­უ­წო­ნეს, ვი­ღა­ცებს ისიც ეგო­ნათ, ცოტა "აუ­რი­აო“...

"მა­შინ მხო­ლოდ ჩემი მე­უღ­ლე აღ­მოჩ­ნდა ჩემს "ბა­ნაკ­ში“. ის იყო, ვინც მხა­რი და­მი­ჭირ­და და გვერ­დით და­მიდ­გა. სკო­ლა­ში ფრი­ა­დო­სა­ნი ვი­ყა­ვი და სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე, ამი­ტომ, - გზა ყველ­გან ხსნი­ლი მქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში რად­გა­ნაც გე­ო­ლო­გია პო­პუ­ლა­რუ­ლი სფე­რო იყო, მე კი­დევ მე­ტად ჰუ­მა­ნი­ტა­რი ვი­ყა­ვი, მე­გო­ნა, ეს დარ­გი ჩემ­თვის რო­მან­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, პა­ლე­ონტლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში, ცხო­ვე­ლე­ბის ნა­მარ­ხე­ბის მი­ხედ­ვით მი­წის ვა­დებს და ასაკს ვად­გენ­დით. საქ­მე­ში კარ­გად ჩა­ვერ­თე, ჩემი დი­რექ­ტო­რიც სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ყუ­რებ­და. ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად იყო, მაგ­რამ მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად მე კი­ნო­ში წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე.. ამას წინ ის უძღვო­და, რომ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე, რა­საც შევ­ყე­ვი, შევ­ყე­ვი, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მი­მიყ­ვა­ნა.

ლო­მერ ახვლე­დი­ანს "ნატ­ვრის ხე“ თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან მე­ტად უყ­ვარ­და

იმ პე­რი­ოდ­ში გე­ო­ლო­გი­უ­რის გარ­და, სხვა გა­ნათ­ლე­ბა არ მქონ­და. თა­ვი­დან ოპე­რა­ტო­რე­ბის ჯგუფ­ში, ასის­ტენ­ტა­დაც კი არა, დამ­ხმა­რედ მოვ­ხვდი. ოპე­რა­ტო­რის ასის­ტენ­ტად ხუთი წელი ვი­მუ­შა­ვე, მე­ო­რე - ოპე­რა­ტო­რად“, - ასე პა­სუ­ხობ­და ლო­მერ ახვლე­დი­ა­ნი მათ, ვინც კი­თხვას კი­ნო­ში გა­დად­გმულ პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ზე უს­ვამ­და.

მისი პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ფილ­მი "ქვევ­რი“ იყო. რე­ჟი­სორ ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძეს­თან მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­აჩ­ნდა. "ქვევ­რის“ ამ­ბა­ვი კი ასე იყო: ერთხელ, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­გო­ბა­რი, რეზო გაბ­რი­ა­ძე ეს­ტუმ­რა და სა­ჩუქ­რად სცე­ნა­რი გა­დას­ცა. იმ პე­რი­ოდ­ში კი უკვე "ვგიკ“-ს, სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუტს მოს­კოვ­ში ამ­თავ­რებ­და.

"მოკ­ლედ, და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და რე­ზოს სცე­ნა­რის­თვის ვე­ღარ მო­ვი­ცა­ლე. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე მეს­ტუმ­რა და მი­თხრა, - რე­ზომ სცე­ნა­რი მა­ჩუ­ქაო. მოკ­ლედ, ორი­ვეს "ქვევ­რის" სცე­ნა­რი გვა­ჩუ­ქა და ახალ­გაზ­რდებ­მა, სხვე­ბის და­უხ­მა­რებ­ლად გა­და­ვი­ღეთ ეს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი, რო­მელ­მაც დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა“ - იხ­სე­ნებ­და ის. ამის შემ­დეგ, კი­ნო­ში გზა ფარ­თოდ გა­ეხ­სნა.

თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მჭიდ­რო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც გე­ნი­ა­ლურ რე­ჟი­სორ თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს­თან ჰქონ­და. ამი­ტო­მაც, ნანა ჯა­ნე­ლი­ძი­სა და ნინო ნატ­როშ­ვი­ლის წიგნ­ში "თენ­გიზ აბუ­ლა­ძე - ანა­რეკ­ლი,“ რო­მე­ლიც მან თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს მი­უ­ძღვნა, ლო­მერ ახვლე­დი­ანს გა­მორ­ჩე­უ­ლი თავი აქვს, სა­დაც თა­ვად ბა­ტო­ნი ლო­მე­რი სა­უბ­რობს:

"თა­ვი­დან ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის გა­და­ღე­ბა­ზე მოვ­ხვდი და სა­ერ­თოდ შე­ვი­შა­ლე, ისე მო­მე­წო­ნა. მერე ტიტო კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­თან მი­მიყ­ვა­ნეს - "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ონს“ იღებ­და. თენ­გი­ზი მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე. მო­დი­ო­და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მოკ­ლე ნა­ბი­ჯე­ბით. ერთი კვი­რა, ყო­ველ დღე ობი­ექ­ტზე დი­ლის 9:00 სა­ათ­ზე გავ­დი­ო­დით და სა­ღა­მოს 6:00-ზე შე­მოვ­დი­ო­დით. ლა­მაზ ღრუ­ბელს ვუც­დი­დით. თურ­მე, ერთხელ ნახა იმ მთა­ზე ღრუ­ბე­ლი და იმას ვე­ლო­დით.

სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი ჯა­ჯღა­ნებ­და, სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც, გრი­გოლ ტყაბ­ლა­ძეც, მაგ­რამ ის მა­ინც იც­დი­და. ხში­რად იმე­ო­რებ­და ერთ ფრა­ზას, მგო­ნი, ეი­ზენშტე­ი­ნის ნათ­ქვამს: "ღი­ლაკს თითი არ უნდა და­ა­ჭი­რო, ვიდ­რე ის კად­რი ქა­ლი­ვით არ მო­გინ­დე­ბა." ჯგუფ­ში მას ღმერ­თკა­ცი­ვით არ ვუ­ყუ­რებ­დით: თენ­გი­ზი იღებ­და კი­ნოს, ჩვენ კი მას ვეხ­მა­რე­ბო­დით.

1964 წელს მთა­ში წა­ვე­დით. "ვედ­რე­ბა­ზე“ მე­ო­რე ოპე­რა­ტო­რი ვი­ყა­ვი. 11 წლით უფ­რო­სი იყო, იქ ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით, თუმ­ცა მქონ­და ფრთხი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ბო­ლომ­დე ასე დავ­რჩი. მუ­დამ თქვე­ნო­ბით ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, მაგ­რამ ახ­ლობ­ლო­ბას ეს არ გვიშ­ლი­და. "ქვევ­რი“ უკვე გა­და­ღე­ბუ­ლი მქონ­და და რე­ჟი­სო­რო­ბას ვა­პი­რებ­დი, ამი­ტომ თენ­გიზს შე­ვუ­თან­ხმდი, რომ ახალ ფილმზე, "სამ­კა­ულ­ზე“, რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტად ვი­მუ­შა­ვებ­დი.

და­ღეს­ტან­ში წა­სას­ვლე­ლად მო­ვემ­ზა­დეთ. მაგ­რამ ავად გავ­ხდი, ვერ მივ­დი­ო­დი. თენ­გიზ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა: - ჩა­მოხ­ვალ და ფილ­მს შენ გა­და­ი­ღე­ბო. შეც­ბუ­ნე­ბულ­მა ვკი­თხე: - გავ­წევ? - გა­წევ, გა­წე­ვო! - მი­პა­სუ­ხა. გა­რის­კა და ახალ­გაზ­რდა, გა­მო­უც­დელ კაცს ფე­რა­დი სუ­რა­თი მან­დო. და­ვი­წყეთ "სამ­კა­უ­ლის“ გა­და­ღე­ბა. მი­თხრა, - სინ­ჯე­ბი გა­ა­კე­თე, რამ­დე­ნიც გინ­და. მეც და­ვი­წყე გა­და­ღე­ბა, მო­ვათ­რიე რამ­დე­ნი­მე "დიგი,“ რო­გორც იყო მა­შინ მი­ღე­ბუ­ლი და და­ვი­წყე გა­და­ღე­ბა. მაგ­რამ ვნა­ხე, რომ ბუ­ნებ­რივ გა­ნა­თე­ბა­ზე უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გა­მო­დი­ო­და.

ვაჩ­ვე­ნე თენ­გიზს, - მიდი, იმუ­შა­ვეო, - მი­თხრა. და­ვი­წყეთ და მთე­ლი ფილ­მი, სა­ღა­მო­სა და ღა­მის ეპი­ზო­დე­ბიც კი, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბის გა­რე­შე გა­და­ვი­ღეთ. ამის­თვის ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ გვქონ­და გათ­ვლი­ლი, რო­დის სად იყო მზე.

"მა­რი­ტას დას­ჯა“ - ამ ეპი­ზო­დის გა­და­სა­ღე­ბად გამ­თე­ნი­ის სამ, ოთხ სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დით... ეკ­რან­ზე ძი­რი­თა­დად ნამ­დვი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი ნის­ლია"

არ მქო­ნია წუთი, რომ კი­ნო­ზე წინ და­მე­ყე­ნე­ბი­ნა ან ოჯა­ხი, ან ცოლი, ან შვი­ლი. ეს თენ­გი­ზის­გან გად­მო­მე­დო, მის­გან ვის­წავ­ლე. მე­გო­ბა­რიც იყო და მას­წავ­ლე­ბე­ლიც. რა­საც მო­ვინ­დო­მებ­დი, მუ­დამ მხარ­ში მედ­გა და ნე­ბას მაძ­ლევ­და, მა­ხა­ლი­სებ­და. კარ­გად მახ­სოვს, "ნატ­ვრის ხეში“ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, გე­დი­ას დე­დის ლოც­ვა ეკ­ლე­სი­ა­ში უნდა გა­დაგ­ვე­ღო, რთუ­ლი იყო გა­და­სა­ღე­ბად, - სი­ნათ­ლე არ გვყოფ­ნი­და. ჯერ მთე­ლი ეკ­ლე­სია სან­თლე­ბით გა­ვა­ნა­თეთ, მერე კი ფი­რის კო­ლო­ფი­დან არეკ­ლი­ლი მზის სხი­ვი მსა­ხი­ობს სა­ხე­ზე მი­ვუშ­ვით. ვნა­ხეთ მა­სა­ლა, თენ­გიზს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და გია მა­ტა­რა­ძეს უთხრა: ჩვენ თუ რამე კარ­გი არ მო­ვი­ფიქ­რეთ, ლო­მე­რი მოგ­ვი­გებს ამ ფილ­მსო.

"მა­რი­ტას დას­ჯა“ - ამ ეპი­ზო­დის გა­და­სა­ღე­ბად გამ­თე­ნი­ის სამ, ოთხ სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დით. ეკ­რან­ზე ძი­რი­თა­დად ნამ­დვი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი ნის­ლია, სულ ოდ­ნავ ვუ­მა­ტებ­დით ბოლს... "ნატ­ვრის ხეში“ ცი­გით რომ მოჰ­ყავთ მკვდა­რი ელი­ო­ზი, იმ სცე­ნას ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ღებ­დით. წინა დღეს წა­ვე­დით ფე­ხით, ვე­ძე­ბეთ, ვე­ძე­ბეთ და ად­გი­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ. მე­ო­რე დღეს მო­ე­მა­ტა თოვ­ლი, გავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ძლივს ავე­დით, ავიყ­ვა­ნეთ ხალ­ხი, ცხე­ნე­ბი. გა­ვამ­ზა­დეთ აპა­რა­ტი, და­ვა­ყე­ნეთ კად­რი, ჩა­ი­ხე­და და მკი­თხა: - მოგ­წონს? - რა ვიცი, დღეს ისე­თი არ არის, გუ­შინ რომ იყო-მეთ­ქი. უწ­მა­წუ­რი სი­ტყვა თქვა. შე­ვახ­სე­ნე: - მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი ერთი დღით არის ჩა­მო­სუ­ლი-მეთ­ქი. - მე არ მომ­წონს, შენ თუ მოგ­წონს, გა­და­ი­ღე­თო.

ეს ამ­დე­ნი ხალ­ხი დავ­ტო­ვეთ და უკე­თე­სი ად­გი­ლის მო­სა­ძებ­ნად წა­ვე­დით. ფე­ხით ვი­ა­რეთ იმ თოვლში, ვი­ა­რეთ, ვი­ა­რეთ და ვნა­ხეთ სხვა ად­გი­ლი. ამო­ვიყ­ვა­ნეთ ყვე­ლა და მსხვი­ლი ხე­დე­ბის გარ­და, ყვე­ლა­ფე­რი სამ სა­ათ­ში გა­და­ვი­ღეთ. მას­თან რომ გე­მუ­შა­ვა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან ერ­თად, სუ­ლი­ე­რი ნა­თე­სა­ო­ბა უნდა გქო­ნო­და. ოპე­რა­ტო­რის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა ის არის, რო­დე­საც შენს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე, გე­მოვ­ნე­ბა­ზე გა­და­ბი­ჯე­ბა გიხ­დე­ბა. მე და თენ­გიზს, სამ­ყა­როს ერ­თნა­ი­რი აღ­ქმა გვქონ­და, ამი­ტომ თა­ნა­მო­აზ­რე­ნი ვი­ყა­ვით. ხში­რად ერ­თმა­ნეთს ვას­წრებ­დით იდენ­ტუ­რი აზ­რის, გან­წყო­ბი­ლე­ბი­სა და იდე­ის გა­მოთ­ქმას.

ერ­თნა­ი­რი რამ მოგ­ვწონ­და ან არ მოგ­ვწონ­და, ერ­თნა­ი­რად გვი­ხა­რო­და და გვწყინ­და. ეს არის თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბა. ასე­თი ახ­ლობ­ლო­ბა სხვას­თან არ მიგ­რძვნია“, - იხ­სე­ნებ­და ის.

ლო­მერ ახვლე­დი­ა­ნი ყვე­ლა რე­ჟი­სო­რის­თვის სა­სურ­ვე­ლი ოპე­რა­ტო­რი იყო და ამას კი­ნო­ში მის­ვლის შემ­დეგ მა­ლე­ვე მი­აღ­წია, რა­საც თენ­გის აბუ­ლა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­იჩ­ნევ­და.

"თვი­თო­ნაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოპე­რა­ტო­რი იყო და უც­ნო­ბი­ლე­სი სუ­რა­თე­ბის ავ­ტო­რი მსოფ­ლი­ო­ში. "ნატ­ვრის ხეს“ რომ ვი­ღებ­დით ელ­დარ შენ­გე­ლა­ია მო­ვი­და. სა­თხო­ვა­რი მაქვს, ჩემს სუ­რათ­ზე უნდა წა­მოხ­ვი­დეო. "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვალს“ იღებ­და და ოპე­რა­ტო­რი ავად გახ­და. ელ­დარ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია და გა­და­ღე­ბე­ბიც ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ხომ სა­ერ­თოდ სა­ო­ცა­რი", - ამ­ბობ­და ლო­მერ ახვლე­დი­ა­ნი.

ბა­ტონ ლო­მერს "ნატ­ვრის ხე“ თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან მე­ტად უყ­ვარ­და და ეს მის ამ ნა­ამ­ბო­ბო­შიც ჩანს:

"ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია და ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ამას წი­ნათ, კი­ნო­კავ­შირ­ში "ნატ­ვრის ხე" უჩ­ვე­ნეს და რომ დამ­თავ­რდა, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­მა თქვა, რამ­დე­ნი ხა­ნია, არ მი­ნა­ხავს და ამ სუ­რათ­მა შემძრაო. მეც ვუ­ყუ­რე და მთე­ლი ემო­ცი­ე­ბი გა­მი­ცო­ცხლდა, რაც პირ­ვე­ლად ნახ­ვის დროს მქონ­და. თან ვფიქ­რობ­დი, ნუთუ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მე გა­ვა­კე­თე-მეთ­ქი. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ფილ­მი უფრო მე­ტად მო­მე­წო­ნა. იქვე გული დამ­წყდა, რად­გან მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კა­ცი­ღაა ცო­ცხა­ლი..

უდი­დეს პი­როვ­ნე­ბებ­თან მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი ხდე­ბო­და. მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სხვა­ნა­ი­რე­ბი იყ­ვნენ. რა­საც ეკ­რან­ზე ხე­დავთ, თუნ­დაც მოკ­ლე ეპი­ზოდს, მის გა­და­ღე­ბას რამ­დე­ნი­მე სა­ათს ვან­დო­მებ­დით. ამი­ტომ მსა­ხი­ო­ბებ­თან ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვი­წევ­და."

თე­მურ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის "მზე შე­მოდ­გო­მი­საც“ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ამა­ყობ­და, რომ მას­ში ძვე­ლი თბი­ლი­სის სა­ო­ცა­რი ად­გი­ლე­ბი, ქუ­ჩე­ბი, აივ­ნე­ბი ასა­ხა, რაც მერე წლებ­მა ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა და გა­და­ას­ხვა­ფე­რა. ის ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და უცხო­ელ რე­ჟი­სო­რებ­თა­ნაც მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბა ერ­ჩივ­ნა

  • "უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად და ში­ნა­უ­რუ­ლად ვარ და მე­ო­რე, კარ­გად იცი მა­სა­ლა, რა­საც იღებ. ზოგ­ჯერ მინ­და, რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ უცხო­ე­ლებს სხვა ხედ­ვა აქვთ, ჩვენ - სხვა. ამი­ტომ მი­ხა­რია, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბას მთა­ვა­ზო­ბენ. ყო­ველ­თვის გუ­ლი­ა­ნად ვმუ­შა­ობ და ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, რად­გან ეს ჩემი საქ­მეა."

სა­ერ­თოდ კი - სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა კაცი დიდ რე­ჟი­სო­რებ­თან მუ­შა­ო­ბას მის წარ­მა­ტე­ბად მი­იჩ­ნევ­და, რა­მაც, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გა­ზარ­და და, რაც მთა­ვა­რია, მას დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!!! უდიდესი პროფესიონალი იყო!!!

მკითხველი
0

დიდ კინოში დიდი ადამიანი მივიდა და დიდი ნამუშევრები შექმნა! გაანათლოს ღმერთმა იმ ქვეყნად მისი სული...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ოპერატორი, რომელმაც ქართული კინოს უნიკალური კადრები გადაიღო - ლომერ ახვლედიანის გზა მეცნიერებათა აკადემიიდან დიდ კინომდე

ოპერატორი, რომელმაც ქართული კინოს უნიკალური კადრები გადაიღო - ლომერ ახვლედიანის გზა მეცნიერებათა აკადემიიდან დიდ კინომდე

11 თებერვალს ქართული კინოს გამორჩეული ოპერატორი, ლომერ ახვლედიანი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მასთან მუშაობა ყველა რეჟისორს უხაროდა და მასზე მუდმივად დიდი მოთხოვნა იყო. ლომერ ახვლედიანის კამერამ შექმნა დაუვიწყარი ქართული ფილმები - "ქვევრი“, "სამკაული სატრფოსათვის“, "აურზაური სალხინეთში“, "მზე შემოდგომისა“, "მშობლიურო ჩემო მიწავ!“, "ნატვრის ხე“, "სამანიშვილის დედინაცვალი“, "დონ-კიხოტი“, "ბესამე“, "ექსპრეს-ინფორმაცია“.

კინოში მაშინ მოვიდა, როცა უკვე სხვა პოროფესიაში, როგორც პროფესიონალი, შემდგარი იყო, მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა და მეცნიერული კარიერის მიმართულებით მიდიოდა. რაღაც ეტაპზე კი, რატომღაც მიიჩნია, რომ გეოლოგიაში არასწორად აღმოჩნდა და კინოში წასვლა მოინდომა. არადა, მაშინ მეცნიერ-მუშაკის სამსახური პრესტიჟულად მიიჩნეოდა. ყველაფერს თავი დაანება და კინოში თავიდან დამხმარედ წავიდა.

გადაწყვეტილება ახლობლებმა არ მოუწონეს, ვიღაცებს ისიც ეგონათ, ცოტა "აურიაო“...

"მაშინ მხოლოდ ჩემი მეუღლე აღმოჩნდა ჩემს "ბანაკში“. ის იყო, ვინც მხარი დამიჭირდა და გვერდით დამიდგა. სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი და სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ამიტომ, - გზა ყველგან ხსნილი მქონდა. იმ პერიოდში რადგანაც გეოლოგია პოპულარული სფერო იყო, მე კიდევ მეტად ჰუმანიტარი ვიყავი, მეგონა, ეს დარგი ჩემთვის რომანტიკული იქნებოდა.

პოლიტექნიკურის დამთავრების შემდეგ, მეცნიერებათა აკადემიაში ვმუშაობდი, პალეონტლოგიის ინსტიტუტში, ცხოველების ნამარხების მიხედვით მიწის ვადებს და ასაკს ვადგენდით. საქმეში კარგად ჩავერთე, ჩემი დირექტორიც სერიოზულად მიყურებდა. ყველაფერი მშვენივრად იყო, მაგრამ მათთვის მოულოდნელად მე კინოში წასვლა გადავწყვიტე.. ამას წინ ის უძღვოდა, რომ ფოტოების გადაღება დავიწყე, რასაც შევყევი, შევყევი, რამაც საბოლოოდ კინოსტუდიაში მიმიყვანა.

ლომერ ახვლედიანს "ნატვრის ხე“ თავისი ნამუშევრებიდან მეტად უყვარდა

იმ პერიოდში გეოლოგიურის გარდა, სხვა განათლება არ მქონდა. თავიდან ოპერატორების ჯგუფში, ასისტენტადაც კი არა, დამხმარედ მოვხვდი. ოპერატორის ასისტენტად ხუთი წელი ვიმუშავე, მეორე - ოპერატორად“, - ასე პასუხობდა ლომერ ახვლედიანი მათ, ვინც კითხვას კინოში გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე უსვამდა.

მისი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი ფილმი "ქვევრი“ იყო. რეჟისორ ირაკლი კვირიკაძესთან მუშაობა საინტერესოდ მიაჩნდა. "ქვევრის“ ამბავი კი ასე იყო: ერთხელ, დაბადების დღეზე მეგობარი, რეზო გაბრიაძე ესტუმრა და საჩუქრად სცენარი გადასცა. იმ პერიოდში კი უკვე "ვგიკ“-ს, საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტს მოსკოვში ამთავრებდა.

"მოკლედ, დაკავებული ვიყავი და რეზოს სცენარისთვის ვეღარ მოვიცალე. გარკვეული დროის შემდეგ, ირაკლი კვირიკაძე მესტუმრა და მითხრა, - რეზომ სცენარი მაჩუქაო. მოკლედ, ორივეს "ქვევრის" სცენარი გვაჩუქა და ახალგაზრდებმა, სხვების დაუხმარებლად გადავიღეთ ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა“ - იხსენებდა ის. ამის შემდეგ, კინოში გზა ფართოდ გაეხსნა.

თუმცა ყველაზე მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა მაინც გენიალურ რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ჰქონდა. ამიტომაც, ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის წიგნში "თენგიზ აბულაძე - ანარეკლი,“ რომელიც მან თენგიზ აბულაძეს მიუძღვნა, ლომერ ახვლედიანს გამორჩეული თავი აქვს, სადაც თავად ბატონი ლომერი საუბრობს:

"თავიდან ლანა ღოღობერიძის გადაღებაზე მოვხვდი და საერთოდ შევიშალე, ისე მომეწონა. მერე ტიტო კალატოზიშვილთან მიმიყვანეს - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“ იღებდა. თენგიზი მაშინ პირველად ვნახე. მოდიოდა ძალიან ლამაზი და მოკლე ნაბიჯებით. ერთი კვირა, ყოველ დღე ობიექტზე დილის 9:00 საათზე გავდიოდით და საღამოს 6:00-ზე შემოვდიოდით. ლამაზ ღრუბელს ვუცდიდით. თურმე, ერთხელ ნახა იმ მთაზე ღრუბელი და იმას ველოდით.

სესილია თაყაიშვილი ჯაჯღანებდა, სანდრო ჟორჟოლიანიც, გრიგოლ ტყაბლაძეც, მაგრამ ის მაინც იცდიდა. ხშირად იმეორებდა ერთ ფრაზას, მგონი, ეიზენშტეინის ნათქვამს: "ღილაკს თითი არ უნდა დააჭირო, ვიდრე ის კადრი ქალივით არ მოგინდება." ჯგუფში მას ღმერთკაცივით არ ვუყურებდით: თენგიზი იღებდა კინოს, ჩვენ კი მას ვეხმარებოდით.

1964 წელს მთაში წავედით. "ვედრებაზე“ მეორე ოპერატორი ვიყავი. 11 წლით უფროსი იყო, იქ ძალიან დავახლოვდით, თუმცა მქონდა ფრთხილი დამოკიდებულება და ბოლომდე ასე დავრჩი. მუდამ თქვენობით ველაპარაკებოდი, მაგრამ ახლობლობას ეს არ გვიშლიდა. "ქვევრი“ უკვე გადაღებული მქონდა და რეჟისორობას ვაპირებდი, ამიტომ თენგიზს შევუთანხმდი, რომ ახალ ფილმზე, "სამკაულზე“, რეჟისორის ასისტენტად ვიმუშავებდი.

დაღესტანში წასასვლელად მოვემზადეთ. მაგრამ ავად გავხდი, ვერ მივდიოდი. თენგიზმა დამირეკა და მითხრა: - ჩამოხვალ და ფილმს შენ გადაიღებო. შეცბუნებულმა ვკითხე: - გავწევ? - გაწევ, გაწევო! - მიპასუხა. გარისკა და ახალგაზრდა, გამოუცდელ კაცს ფერადი სურათი მანდო. დავიწყეთ "სამკაულის“ გადაღება. მითხრა, - სინჯები გააკეთე, რამდენიც გინდა. მეც დავიწყე გადაღება, მოვათრიე რამდენიმე "დიგი,“ როგორც იყო მაშინ მიღებული და დავიწყე გადაღება. მაგრამ ვნახე, რომ ბუნებრივ განათებაზე უფრო საინტერესო გამოსახულება გამოდიოდა.

ვაჩვენე თენგიზს, - მიდი, იმუშავეო, - მითხრა. დავიწყეთ და მთელი ფილმი, საღამოსა და ღამის ეპიზოდებიც კი, ხელოვნური განათების გარეშე გადავიღეთ. ამისთვის ბევრი ვიმუშავე, ყველაფერი წინასწარ გვქონდა გათვლილი, როდის სად იყო მზე.

"მარიტას დასჯა“ - ამ ეპიზოდის გადასაღებად გამთენიის სამ, ოთხ საათზე ვდგებოდით... ეკრანზე ძირითადად ნამდვილი, ბუნებრივი ნისლია"

არ მქონია წუთი, რომ კინოზე წინ დამეყენებინა ან ოჯახი, ან ცოლი, ან შვილი. ეს თენგიზისგან გადმომედო, მისგან ვისწავლე. მეგობარიც იყო და მასწავლებელიც. რასაც მოვინდომებდი, მუდამ მხარში მედგა და ნებას მაძლევდა, მახალისებდა. კარგად მახსოვს, "ნატვრის ხეში“ ერთ-ერთი პირველი, გედიას დედის ლოცვა ეკლესიაში უნდა გადაგვეღო, რთული იყო გადასაღებად, - სინათლე არ გვყოფნიდა. ჯერ მთელი ეკლესია სანთლებით გავანათეთ, მერე კი ფირის კოლოფიდან არეკლილი მზის სხივი მსახიობს სახეზე მივუშვით. ვნახეთ მასალა, თენგიზს ძალიან მოეწონა და გია მატარაძეს უთხრა: ჩვენ თუ რამე კარგი არ მოვიფიქრეთ, ლომერი მოგვიგებს ამ ფილმსო.

"მარიტას დასჯა“ - ამ ეპიზოდის გადასაღებად გამთენიის სამ, ოთხ საათზე ვდგებოდით. ეკრანზე ძირითადად ნამდვილი, ბუნებრივი ნისლია, სულ ოდნავ ვუმატებდით ბოლს... "ნატვრის ხეში“ ციგით რომ მოჰყავთ მკვდარი ელიოზი, იმ სცენას ბაკურიანში ვიღებდით. წინა დღეს წავედით ფეხით, ვეძებეთ, ვეძებეთ და ადგილი შევარჩიეთ. მეორე დღეს მოემატა თოვლი, გავლა შეუძლებელი გახდა. ძლივს ავედით, ავიყვანეთ ხალხი, ცხენები. გავამზადეთ აპარატი, დავაყენეთ კადრი, ჩაიხედა და მკითხა: - მოგწონს? - რა ვიცი, დღეს ისეთი არ არის, გუშინ რომ იყო-მეთქი. უწმაწური სიტყვა თქვა. შევახსენე: - მეღვინეთუხუცესი ერთი დღით არის ჩამოსული-მეთქი. - მე არ მომწონს, შენ თუ მოგწონს, გადაიღეთო.

ეს ამდენი ხალხი დავტოვეთ და უკეთესი ადგილის მოსაძებნად წავედით. ფეხით ვიარეთ იმ თოვლში, ვიარეთ, ვიარეთ და ვნახეთ სხვა ადგილი. ამოვიყვანეთ ყველა და მსხვილი ხედების გარდა, ყველაფერი სამ საათში გადავიღეთ. მასთან რომ გემუშავა, პროფესიონალიზმთან ერთად, სულიერი ნათესაობა უნდა გქონოდა. ოპერატორისთვის ყველაზე დიდი უბედურება ის არის, როდესაც შენს მსოფლმხედველობაზე, გემოვნებაზე გადაბიჯება გიხდება. მე და თენგიზს, სამყაროს ერთნაირი აღქმა გვქონდა, ამიტომ თანამოაზრენი ვიყავით. ხშირად ერთმანეთს ვასწრებდით იდენტური აზრის, განწყობილებისა და იდეის გამოთქმას.

ერთნაირი რამ მოგვწონდა ან არ მოგვწონდა, ერთნაირად გვიხაროდა და გვწყინდა. ეს არის თანამოაზრეობა. ასეთი ახლობლობა სხვასთან არ მიგრძვნია“, - იხსენებდა ის.

ლომერ ახვლედიანი ყველა რეჟისორისთვის სასურველი ოპერატორი იყო და ამას კინოში მისვლის შემდეგ მალევე მიაღწია, რასაც თენგის აბულაძის დამსახურებად მიიჩნევდა.

"თვითონაც შესანიშნავი ოპერატორი იყო და უცნობილესი სურათების ავტორი მსოფლიოში. "ნატვრის ხეს“ რომ ვიღებდით ელდარ შენგელაია მოვიდა. სათხოვარი მაქვს, ჩემს სურათზე უნდა წამოხვიდეო. "სამანიშვილის დედინაცვალს“ იღებდა და ოპერატორი ავად გახდა. ელდართან მუშაობა ძალიან ადვილია და გადაღებებიც ძალიან ხალისიანი. მისი შემოქმედება ხომ საერთოდ საოცარი", - ამბობდა ლომერ ახვლედიანი.

ბატონ ლომერს "ნატვრის ხე“ თავისი ნამუშევრებიდან მეტად უყვარდა და ეს მის ამ ნაამბობოშიც ჩანს:

"ჩემი საყვარელი ფილმია და ჩემი ნამუშევრებიდან გამორჩეულად მიყვარს. ამას წინათ, კინოკავშირში "ნატვრის ხე" უჩვენეს და რომ დამთავრდა, მერაბ კოკოჩაშვილმა თქვა, რამდენი ხანია, არ მინახავს და ამ სურათმა შემძრაო. მეც ვუყურე და მთელი ემოციები გამიცოცხლდა, რაც პირველად ნახვის დროს მქონდა. თან ვფიქრობდი, ნუთუ, ეს ყველაფერი მე გავაკეთე-მეთქი. დღევანდელი გადასახედიდან, ფილმი უფრო მეტად მომეწონა. იქვე გული დამწყდა, რადგან მსახიობებიდან რამდენიმე კაციღაა ცოცხალი..

უდიდეს პიროვნებებთან მიწევდა ურთიერთობა, გადასაღებ მოედანზე ბევრი საინტერესო ამბავი ხდებოდა. მსახიობები ჩვეულებრივ ურთიერთობებში სხვანაირები იყვნენ. რასაც ეკრანზე ხედავთ, თუნდაც მოკლე ეპიზოდს, მის გადაღებას რამდენიმე საათს ვანდომებდით. ამიტომ მსახიობებთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვიწევდა."

თემურ ფალავანდიშვილის "მზე შემოდგომისაც“ ძალიან უყვარდა, ამაყობდა, რომ მასში ძველი თბილისის საოცარი ადგილები, ქუჩები, აივნები ასახა, რაც მერე წლებმა ძალიან შეცვალა და გადაასხვაფერა. ის ქართველების გარდა უცხოელ რეჟისორებთანაც მუშაობდა, თუმცა საკუთარ ქვეყანაში მუშაობა ერჩივნა

  • "უფრო კომფორტულად და შინაურულად ვარ და მეორე, კარგად იცი მასალა, რასაც იღებ. ზოგჯერ მინდა, რაღაც სხვანაირად გავაკეთო, მაგრამ უცხოელებს სხვა ხედვა აქვთ, ჩვენ - სხვა. ამიტომ მიხარია, როცა საქართველოში ფილმის გადაღებას მთავაზობენ. ყოველთვის გულიანად ვმუშაობ და ბოლომდე ვიხარჯები, რადგან ეს ჩემი საქმეა."

საერთოდ კი - სრულიად ახალგაზრდა კაცი დიდ რეჟისორებთან მუშაობას მის წარმატებად მიიჩნევდა, რამაც, როგორც პროფესიონალი გაზარდა და, რაც მთავარია, მას დიდი ბედნიერება მოუტანა.