სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი გაკვეთილი არის ახალი თავგადასავალი, ახალი შესაძლებლობა, შექმნა, განავითარო და დაინახო შენი შრომის შედეგი!“ - შიდა ქართლის რეგიონის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი
"ახალი გაკვეთილი არის ახალი თავგადასავალი, ახალი შესაძლებლობა, შექმნა, განავითარო და დაინახო შენი შრომის შედეგი!“ - შიდა ქართლის რეგიონის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი

დალი პა­პუ­აშ­ვი­ლი, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­და­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნის და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მა­თე­მა­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლია. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნულ­მა კონ­კურ­სმა მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის გან­ცდა მო­უ­ტა­ნა. მისი ეს გა­მარ­ჯვე­ბა სტი­მუ­ლი გახ­და კო­ლე­გე­ბის­თვი­საც. USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ეგი­დით, გა­სულ წელს, წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით „მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სი“ ჩა­ტარ­და. პირ­ვე­ლი სამი რე­გი­ო­ნის – კა­ხე­თის, შიდა ქარ­თლი­სა და იმე­რე­თის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად პროგ­რა­მას ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონდმა გა­უ­წია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მე­ბის

მხარ­და­ჭე­რა და და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტა მას­წავ­ლებ­ლო­ბა, რას ნიშ­ნავს პე­და­გო­გე­ბის­თვის ასე­თი ტი­პის კონ­კურ­სე­ბი და რას ურ­ჩევს შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი დამ­წყებ პე­და­გო­გებს, კო­ლე­გებს? - ინ­ტერ­ვიუ დალი პა­პუ­აშ­ვილ­თან.

- თქვენ ხართ მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ამ ტი­ტუ­ლის ტა­რე­ბა?

- ჩემ­თვის მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნულ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა არის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი. ამ ტი­ტუ­ლის ტა­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­კის­რებს სა­კუ­თა­რი თა­ვის, ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის, კო­ლე­გე­ბი­სა და ამ კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მი­მართ, რათა გა­ვა­მარ­თლო მათი ნდო­ბა. ეს ტი­ტუ­ლი არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას მოვ­დუნ­დე და დავ­კმა­ყო­ფილ­დე ჩემი მიღ­წე­ვით. ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ვიყო აქ­ტი­უ­რი, ფეხ­და­ფეხ მივ­ყვე ყვე­ლა სი­ახ­ლეს და მუდ­მი­ვად ვიზ­რუ­ნო პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ხელი შე­ვუ­წყო მათი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და რე­ა­ლი­ზე­ბას. მო­ვი­პო­ვო მათი ნდო­ბა და ვიზ­რუ­ნო მათ აკა­დე­მი­ურ, შე­მოქ­მე­დე­ბით და პი­როვ­ნულ ზრდა- გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

- რა მო­გი­ტა­ნათ კონ­კურ­სმა და რა შე­იც­ვა­ლა თქვენ­თვის, რო­გორც პე­და­გო­გის­თვის?

- კონ­კურ­სმა მო­მი­ტა­ნა სა­ო­ცა­რი გან­ცდა: სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მა­ყე, რად­გან და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და ვარ ამ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი; ასე­ვე სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, რომ ჩემი პრო­ფე­სია არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო, რომ რა­საც ვა­კე­თებ არის სწო­რი. კონ­კურ­ში გა­მარ­ჯვე­ბა ჩემ­თვის არის მო­ტი­ვა­ცია, რომ გავ­ხდე კი­დევ უფრო უკე­თე­სი და რჩე­უ­ლი. ჩემი წარ­მა­ტე­ბა არის ასე­ვე სტი­მუ­ლი ჩემი კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის.კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღე კი­დევ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან, მშობ­ლე­ბის­გან, კო­ლე­გე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან.ამ სი­ხა­რუ­ლი­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდის­თვის დიდ მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და ჟი­უ­რის წევ­რებს, რად­გან მათ ერთხელ კი­დევ და­მა­ნა­ხეს მას­წავ­ლებ­ლო­ბა არის პრო­ფე­სია, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია წინსვლა და წარ­მა­ტე­ბა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა აფა­სებს.

- რა იყო მთა­ვა­რი მო­ტი­ვი, რის გა­მოც მი­ი­ღეთ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ერთ-ერთი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა, რო­მე­ლიც დიდ ენერ­გი­ა­სა და ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. მას­წავ­ლე­ბელს არ უნდა აში­ნებ­დეს სი­ახ­ლე­ე­ბი და ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც მისი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბაა. ვცდი­ლობ თა­მა­მად შევ­ხვდე ამ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ინო­ვა­ცი­ებს, ვზრუ­ნავ ჩემს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ვის­მენ სხვა­დას­ხვა ტრე­ნინ­გებს, ახალ მიდ­გო­მებ­სა და მე­თო­დებს ვნერ­გავ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. რო­დე­საც ახალს ნერ­გავ პრაქ­ტი­კა­ში, გინ­და ვი­ღა­ცას გა­უ­ზი­ა­რო, რათა შე­გი­ფა­სოს რამ­დე­ნად სწო­რად გა­მო­გი­ვი­და. ეს კონ­კურ­სი ჩემ­თვის იყო სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და პრაქ­ტი­კის შე­ფა­სე­ბის. კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა კონ­კურ­სში, რათა მო­მე­სინ­ჯა და გა­მო­მე­ცა­და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

- რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ პე­და­გო­გო­ბა?

- ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს მსურ­და, რომ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პე­და­გო­გის პრო­ფე­სია ამერ­ჩია. ეს სურ­ვი­ლი გა­მიძ­ლი­ე­რა ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რულ­მა და მათ­მა ამო­უც­ნობ­მა სუფ­თა სამ­ყა­რომ. გა­დავ­წყვი­ტე ამო­მეც­ნო ეს სამ­ყა­რო და ჩემი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა მათი პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში. ჩემი სურ­ვი­ლი მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო და გა­დავ­წყვი­ტე რე­ა­ლო­ბად მექ­ცია. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, ვი­ნა­ი­დან იმა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ვფიქ­რობ­დი ჩემი სას­წა­უ­ლი, უნი­კა­ლუ­რი და საყ­ვა­რე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის წყა­ლო­ბით.

- რას ურ­ჩევ­დით დამ­წყებ პე­და­გო­გებს?

- დამ­წყებ პე­და­გო­გებს მინ­და ვურ­ჩიო, რომ უყ­ვარ­დეთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია და სა­კუ­თა­რი სა­გა­ნი. მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­დნენ ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. იყ­ვნენ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ნი, ინო­ვა­ტო­რე­ბი და არ შე­უ­შინ­დნენ სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვას პრაქ­ტი­კა­ში. ჰქონ­დეთ რწმე­ნა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა. იყ­ვნენ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი, სწამ­დეთ რომ რა­საც აკე­თე­ბენ არის სა­უ­კე­თე­სო. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, უან­გა­როდ უყ­ვარ­დეთ ბავ­შვე­ბი- მოს­წავ­ლე­ე­ბი სწო­რედ ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი, ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბით. მო­ი­პო­ვონ მათი ნდო­ბა და აგ­რძნო­ბი­ნონ მხარ­და­ჭე­რა. იყ­ვნენ მათ­თვის მო­დე­ლე­ბი და მი­სა­ბა­ძე­ბი, მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­დნენ მათი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე.ყო­ვე­ლი­ვე ეს კი მო­უ­ტანს მათ სი­ხა­რულს, წარ­მა­ტე­ბას და წინსვლას პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გზა­ზე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ახალი გაკვეთილი არის ახალი თავგადასავალი, ახალი შესაძლებლობა, შექმნა, განავითარო და დაინახო შენი შრომის შედეგი!“ - შიდა ქართლის რეგიონის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი

"ახალი გაკვეთილი არის ახალი თავგადასავალი, ახალი შესაძლებლობა, შექმნა, განავითარო და დაინახო შენი შრომის შედეგი!“ - შიდა ქართლის რეგიონის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი

დალი პაპუაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელი, შიდა ქართლის რეგიონის დაწყებითი განათლების მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს, მასწავლებელთა აღიარების რეგიონულმა კონკურსმა მას განსაკუთრებული სიხარულის განცდა მოუტანა. მისი ეს გამარჯვება სტიმული გახდა კოლეგებისთვისაც. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ეგიდით, გასულ წელს, წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით „მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი“ ჩატარდა. პირველი სამი რეგიონის – კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად პროგრამას ფინანსური მხარდაჭერა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გაუწია. საქართველოში მოქმედი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მთავარი მიზანი სწორედ საგანმანათლებლო რეფორმების

მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

რატომ გადაწყვიტა მასწავლებლობა, რას ნიშნავს პედაგოგებისთვის ასეთი ტიპის კონკურსები და რას ურჩევს შიდა ქართლის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი დამწყებ პედაგოგებს, კოლეგებს? - ინტერვიუ დალი პაპუაშვილთან.

- თქვენ ხართ მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებული, რას ნიშნავს თქვენთვის ამ ტიტულის ტარება?

- ჩემთვის მასწავლებელთა აღიარების რეგიონულ კონკურსში გამარჯვება არის ძალიან დიდი პატივი. ამ ტიტულის ტარება პასუხისმგებლობას მაკისრებს საკუთარი თავის, ჩემი მოსწავლეების, კოლეგებისა და ამ კონკურსის ორგანიზატორების მიმართ, რათა გავამართლო მათი ნდობა. ეს ტიტული არ მაძლევს უფლებას მოვდუნდე და დავკმაყოფილდე ჩემი მიღწევით. ეს არის პასუხისმგებლობა, რომ ვიყო აქტიური, ფეხდაფეხ მივყვე ყველა სიახლეს და მუდმივად ვიზრუნო პროფესიულ განვითარებაზე, ასევე მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე

სასწავლო პროცესში. ხელი შევუწყო მათი უნარების გამოვლენას და რეალიზებას. მოვიპოვო მათი ნდობა და ვიზრუნო მათ აკადემიურ, შემოქმედებით და პიროვნულ ზრდა- განვითარებაზე.

- რა მოგიტანათ კონკურსმა და რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის?

- კონკურსმა მომიტანა საოცარი განცდა: სიხარული და სიამაყე, რადგან დადებითად შეაფასეს ჩემი საქმიანობა და ვარ ამ კონკურსის გამარჯვებული; ასევე საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა, რომ ჩემი პროფესია არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ რასაც ვაკეთებ არის სწორი. კონკურში გამარჯვება ჩემთვის არის მოტივაცია, რომ გავხდე კიდევ უფრო უკეთესი და რჩეული. ჩემი წარმატება არის ასევე სტიმული ჩემი კოლეგებისათვის.კონკურსში გამარჯვების შემდეგ მივიღე კიდევ უფრო მეტი ყურადღება და პატივისცემა ჩემი მოსწავლეებისგან, მშობლებისგან, კოლეგებისა და საზოგადოებისგან.ამ სიხარულისა და სასიამოვნო განცდისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს, რადგან მათ ერთხელ კიდევ დამანახეს მასწავლებლობა არის პროფესია, სადაც შესაძლებელია წინსვლა და წარმატება, რომელსაც საზოგადოება აფასებს.

- რა იყო მთავარი მოტივი, რის გამოც მიიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება?

- მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი საპასუხისმგებლო და რთული პროფესიაა, რომელიც დიდ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. მასწავლებელს არ უნდა აშინებდეს სიახლეები და ის გამოწვევები, რომელიც მისი განვითარებისა და წინსვლის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ვცდილობ თამამად შევხვდე ამ გამოწვევებსა და ინოვაციებს, ვზრუნავ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე, ვისმენ სხვადასხვა ტრენინგებს, ახალ მიდგომებსა და მეთოდებს ვნერგავ სასწავლო პროცესში. როდესაც ახალს ნერგავ პრაქტიკაში, გინდა ვიღაცას გაუზიარო, რათა შეგიფასოს რამდენად სწორად გამოგივიდა. ეს კონკურსი ჩემთვის იყო საუკეთესო საშუალება საკუთარი საქმიანობის და პრაქტიკის შეფასების. კონკურსის გამოცხადების შემდეგ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება კონკურსში, რათა მომესინჯა და გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები.

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა?

- ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მსურდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ პედაგოგის პროფესია ამერჩია. ეს სურვილი გამიძლიერა ბავშვების სიყვარულმა და მათმა ამოუცნობმა სუფთა სამყარომ. გადავწყვიტე ამომეცნო ეს სამყარო და ჩემი წვლილი შემეტანა მათი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. ჩემი სურვილი მიზანდასახული იყო და გადავწყვიტე რეალობად მექცია. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილების, ვინაიდან იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი ჩემი სასწაული, უნიკალური და საყვარელი მოსწავლეების წყალობით.

- რას ურჩევდით დამწყებ პედაგოგებს?

- დამწყებ პედაგოგებს მინდა ვურჩიო, რომ უყვარდეთ მასწავლებლის პროფესია და საკუთარი საგანი. მუდმივად ზრუნავდნენ ცოდნის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე. იყვნენ შრომისმოყვარენი, ინოვატორები და არ შეუშინდნენ სიახლეების დანერგვას პრაქტიკაში. ჰქონდეთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა. იყვნენ თავდაჯერებულები, სწამდეთ რომ რასაც აკეთებენ არის საუკეთესო. რაც ყველაზე მთავარია, უანგაროდ უყვარდეთ ბავშვები- მოსწავლეები სწორედ ისეთები, როგორებიც არიან: დადებითი და უარყოფითი, ძლიერი და სუსტი მხარეებით. მოიპოვონ მათი ნდობა და აგრძნობინონ მხარდაჭერა. იყვნენ მათთვის მოდელები და მისაბაძები, მუდმივად ზრუნავდნენ მათი მოტივაციის ამაღლებაზე.ყოველივე ეს კი მოუტანს მათ სიხარულს, წარმატებას და წინსვლას პროფესიული განვითარების საპასუხისმგებლო გზაზე.

NS