საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაბუა თითოეულ გატანილ გოლში 25 თეთრს მაძლევდა, რაც მოტივაციას მაძლევდა, ბუცები ჩემით მეყიდა" - გურამ კაშია  ეროვნულ ნაკრებზე, ბავშვობაზე, ოჯახსა და კარიერის "შავ ლაქაზე"
"ბაბუა თითოეულ გატანილ გოლში 25 თეთრს მაძლევდა, რაც მოტივაციას მაძლევდა, ბუცები ჩემით მეყიდა" - გურამ კაშია  ეროვნულ ნაკრებზე, ბავშვობაზე, ოჯახსა და კარიერის "შავ ლაქაზე"

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვიცე კა­პი­ტა­ნი, გუ­რამ კა­შია ამ­ჟა­მად ბრა­ტის­ლა­ვას "სლო­ვა­ნის" ღირ­სე­ბას იცავს. კლუბ­მა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მან ბავ­შვო­ბა გა­იხ­სე­ნა, ისა­უბ­რა ოჯახ­ზე, კა­რი­ე­რა­ზე და ისიც გა­ამ­ხი­ლა თუ რა მი­აჩ­ნია კა­რი­ე­რის "შავ ლა­ქად."

- თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ თბი­ლის­ში გა­ი­ზარ­დეთ, სა­დაც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გუნ­დი "დი­ნა­მოა". რო­გორ და რო­დის გა­დად­გით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ფეხ­ბურთში?

- მყავს ძმა და ბა­ბუა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" დიდი ქო­მა­გია. მა­მა­ჩე­მი რაგ­ბის თა­მა­შობ­და. რო­დე­საც ჩემს ძმას 9 წელი შე­უს­რულ­და, მა­მას სთხო­ვა, რომ ფეხ­ბურ­თის სინ­ჯებ­ზე მი­ეყ­ვა­ნა. პა­ტა­რა­ო­ბა­ში ვერ ვხვდე­ბო­დი, თუ რა­ტომ გა­დი­ო­და ის ხში­რად სახ­ლი­დან, მე ჯერ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ჩემი მშო­ბე­ლი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ მეც შევ­ძლებ­დი თა­მაშს, თუმ­ცა ვი­პო­ვეთ გუნ­დი, სა­დაც მხო­ლოდ ჯინ­სი­თა და სას­კო­ლო მა­ი­სუ­რით ვი­თა­მა­შე. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა, ჩემი ინ­სპი­რა­ცია კი ძმა იყო, მისი ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვარ.

- რო­დის მოჰ­კი­დეთ სე­რი­ო­ზუ­ლად ხელი ფეხ­ბურთს?

- თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც ამირ­ჩი­ეს, მახ­სოვს, ასო­ბით ქარ­თვე­ლი ბავ­შვი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მი­მიწ­ვი­ეს ერ­თკვი­რი­ან სინ­ჯებ­ზე, შემ­დეგ კი პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტი შე­მომ­თა­ვა­ზეს. თავ­და­პირ­ვე­ლად 16-წლამ­დელ­თა გუნდში გა­მოვ­დი­ო­დი, 16 წლის ასაკ­ში კი უკვე სა­რეზ­ვერ­ვო გუნდში აღ­მოვ­ჩნდი, რაც კა­რი­ე­რუ­ლად დიდი ნახ­ტო­მი იყო. ჩემ გვერ­დით იყო ჩემი ძმაც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და. 19 წლის ასაკ­ში კი უკვე პირ­ველ გუნდთან ერ­თად სა­დე­ბი­უ­ტო შეხ­ვედ­რა ჩა­ვა­ტა­რე. ნელ-ნელა მო­ვი­პო­ვე ად­გი­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც.

- შე­ერ­კი­ნეთ თუ არა არ­ჩე­ვანს ფეხ­ბურ­თსა და გა­ნათ­ლე­ბას შო­რის, თუ თა­ვი­დან­ვე ნა­თე­ლი იყო, რომ სპორ­ტის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბა გა­ი­მარ­ჯვებ­და?

- სკო­ლა­ში კარ­გად არ ვსწავ­ლობ­დი. მა­შინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა საბ­ჭო­ურ პრინ­ცი­პებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მე­ზი­ზღე­ბო­და სკო­ლა­ში მის­ვლა. ამი­ტომ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ში მე და ჩემი მე­უღ­ლე დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვდებთ. არ­ჩე­ვა­ნიც არ მქონ­და, რად­გან კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, სპორ­ტი უპ­რობ­ლე­მოდ ავირ­ჩიე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა მრცხვე­ნია, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს, თუმ­ცა ახლა სპორ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტის სწავ­ლა და­ვი­წყე და ნელ-ნელა ვცდი­ლობ, სა­კუ­თა­რი თავი ყო­ველ­მხრივ გან­ვა­ვი­თა­რო. ეს იქ­ნე­ბა ჩემი გზა კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

- თა­ვი­დან­ვე დაც­ვის ცენ­ტრში თა­მა­შობ­დით?

- ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ხში­რად მარ­ჯვე­ნა მცვე­ლად ვთა­მა­შობ­დი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე კარ­გად თავს შუა მცვე­ლად ვგრძნობ. შე­მიძ­ლია თა­მა­შის წა­კი­თხვა, ვგრძნობ შეხ­ვედ­რას, გუნდს ვა­ორ­გა­ნი­ზებ. ჩემი სის­წრა­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა პო­ზი­ცი­ა­ზე ერ­თნა­ი­რად კარ­გად ვერ ვი­თა­მა­შებ­დი (იცი­ნის). რაც ჩა­მოვ­თვა­ლე, ჩემი თვი­სე­ბე­ბია. ბავ­შვო­ბა­ში შემ­ტე­ვად თა­მა­ში მი­ზი­დავ­და. ჩემი ბა­ბუა თი­თო­ე­ულ გა­ტა­ნილ გოლ­ში 25 თეთ­რს მაძ­ლევ­და, რაც იმის მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და, რომ ახა­ლი ბუ­ცე­ბი უკვე ჩე­მით მე­ყი­და. მი­თა­მა­შია ლი­ბე­როდ, რად­გან ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ნე­ლიც. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
0

სათაურად იდიოტობა რომ გაქცთ გამოტანილი,ვერ ამჩნევთ?სტატიას არ კითხულობთ,ან შინაარსი ვერ გამოგაქვთ.კაცი ამბობს-25 ცენტის ექვივაკენტს მჩუქნიდა ბაბუაო და თქვენ ეს 25 თეთრად დაახურდავეთ?რაში უნდა გენდოთ ამის მერე?

ლიმონა!
1

მაგარი წუწურაქი ყოფილა, მე ერთ ხუთიანის მიღებაში 5 ლარს ვიხდიდი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბაბუა თითოეულ გატანილ გოლში 25 თეთრს მაძლევდა, რაც მოტივაციას მაძლევდა, ბუცები ჩემით მეყიდა" - გურამ კაშია  ეროვნულ ნაკრებზე, ბავშვობაზე, ოჯახსა და კარიერის "შავ ლაქაზე"

"ბაბუა თითოეულ გატანილ გოლში 25 თეთრს მაძლევდა, რაც მოტივაციას მაძლევდა, ბუცები ჩემით მეყიდა" - გურამ კაშია  ეროვნულ ნაკრებზე, ბავშვობაზე, ოჯახსა და კარიერის "შავ ლაქაზე"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე კაპიტანი, გურამ კაშია ამჟამად ბრატისლავას "სლოვანის" ღირსებას იცავს. კლუბმა ქართველ ფეხბურთელთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან ბავშვობა გაიხსენა, ისაუბრა ოჯახზე, კარიერაზე და ისიც გაამხილა თუ რა მიაჩნია კარიერის "შავ ლაქად."

- თქვენ საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიზარდეთ, სადაც ყველაზე ძლიერი გუნდი "დინამოა". როგორ და როდის გადადგით პირველი ნაბიჯი ფეხბურთში?

- მყავს ძმა და ბაბუა, რომელიც თბილისის "დინამოს" დიდი ქომაგია. მამაჩემი რაგბის თამაშობდა. როდესაც ჩემს ძმას 9 წელი შეუსრულდა, მამას სთხოვა, რომ ფეხბურთის სინჯებზე მიეყვანა. პატარაობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ გადიოდა ის ხშირად სახლიდან, მე ჯერ პატარა ვიყავი და ჩემი მშობელი არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ მეც შევძლებდი თამაშს, თუმცა ვიპოვეთ გუნდი, სადაც მხოლოდ ჯინსითა და სასკოლო მაისურით ვითამაშე. მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა, ჩემი ინსპირაცია კი ძმა იყო, მისი ყოველთვის მადლიერი ვარ.

- როდის მოჰკიდეთ სერიოზულად ხელი ფეხბურთს?

- თბილისის "დინამოს" აკადემიაში, სადაც ამირჩიეს, მახსოვს, ასობით ქართველი ბავშვი იღებდა მონაწილეობას. მიმიწვიეს ერთკვირიან სინჯებზე, შემდეგ კი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი შემომთავაზეს. თავდაპირველად 16-წლამდელთა გუნდში გამოვდიოდი, 16 წლის ასაკში კი უკვე სარეზვერვო გუნდში აღმოვჩნდი, რაც კარიერულად დიდი ნახტომი იყო. ჩემ გვერდით იყო ჩემი ძმაც, რომელიც ძალიან მეხმარებოდა. 19 წლის ასაკში კი უკვე პირველ გუნდთან ერთად სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე. ნელ-ნელა მოვიპოვე ადგილი ძირითად შემადგენლობაშიც.

- შეერკინეთ თუ არა არჩევანს ფეხბურთსა და განათლებას შორის, თუ თავიდანვე ნათელი იყო, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გაიმარჯვებდა?

- სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. მაშინდელი განათლების სისტემა საბჭოურ პრინციპებს ითვალისწინებდა, მეზიზღებოდა სკოლაში მისვლა. ამიტომ ჩემი ქალიშვილის განათლებაში მე და ჩემი მეუღლე დიდ ინვესტიციას ვდებთ. არჩევანიც არ მქონდა, რადგან კარგი აკადემიური მოსწრებით არ გამოვირჩეოდი, სპორტი უპრობლემოდ ავირჩიე. სიმართლე გითხრათ, ცოტა მრცხვენია, რომ უმაღლესი განათლება არ მაქვს, თუმცა ახლა სპორტის მენეჯმენტის სწავლა დავიწყე და ნელ-ნელა ვცდილობ, საკუთარი თავი ყოველმხრივ განვავითარო. ეს იქნება ჩემი გზა კარიერის დასრულების შემდეგ.

- თავიდანვე დაცვის ცენტრში თამაშობდით?

- ეროვნულ ნაკრებში ხშირად მარჯვენა მცველად ვთამაშობდი, თუმცა ყველაზე კარგად თავს შუა მცველად ვგრძნობ. შემიძლია თამაშის წაკითხვა, ვგრძნობ შეხვედრას, გუნდს ვაორგანიზებ. ჩემი სისწრაფიდან გამომდინარე, ყველა პოზიციაზე ერთნაირად კარგად ვერ ვითამაშებდი (იცინის). რაც ჩამოვთვალე, ჩემი თვისებებია. ბავშვობაში შემტევად თამაში მიზიდავდა. ჩემი ბაბუა თითოეულ გატანილ გოლში 25 თეთრს მაძლევდა, რაც იმის მოტივაციას მაძლევდა, რომ ახალი ბუცები უკვე ჩემით მეყიდა. მითამაშია ლიბეროდ, რადგან ყველაზე ჭკვიანი ვიყავი, თუმცა ყველაზე ნელიც. განაგრძეთ კითხვა