სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ უხაროდა, ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია" - მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა
"როგორ უხაროდა, ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია" - მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა

მო­სა­მარ­თლე დალი მეტ­რე­ვე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, იგი ბოლო წლებ­ში მძი­მე სენს ებ­რძო­და. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სამ­ძიმ­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლა:

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლის დალი მეტ­რე­ვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს გან­სვე­ნე­ბუ­ლის ოჯახს.ქალ­ბა­ტო­ნი დალი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ღირ­სე­უ­ლად ემ­სა­ხუ­რა ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­მარ­თლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი და­ნაკ­ლი­სია კო­ლე­გე­ბის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის, პრო­ფე­სი­უ­ლი წრე­ე­ბი­სა და სრუ­ლი­ად იუ­რი­დი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ გარ­დაც­ვლილ მო­სა­მარ­თლეს კო­ლე­გე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ:

ლონ­და თო­ლო­რა­ია: 2007 წელს, სტა­ჟი­ორ-პრო­კუ­რო­რი რომ ვი­ყა­ვი და ფე­ხაკ­რე­ბით დავ­დი­ო­დი სა­სა­მარ­თლო­ში, შე­ში­ნე­ბუ­ლი - რამე არ შემ­შლო­და, მო­სა­მარ­თლე დალი მეტ­რე­ველ­მა და­მი­ძა­ხა, მას­თან ახ­ლოს მის­ვლა მთხო­ვა და მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის. განა რა კვა­ლი­ფი­კა­ცია და­ი­ნა­ხა ახალ­ბე­და სტა­ჟი­ორ­ში, მაგ­რამ მან ზუს­ტად იცო­და რო­გო­რი ჯა­დოს­ნუ­რი სი­ტყვე­ბი უთხრა პა­ტა­რა გო­გოს, რო­მელ­საც თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის­თვის და მარ­თლაც კვა­ლი­ფი­ცი­ურ პრო­კუ­რო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის, ეს რო­გორ ჭირ­დე­ბო­და.

ამის შემ­დეგ იყო ბევ­რი პრო­ცე­სი, ბევ­რი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა, ბევ­რი სა­მო­ტი­ვა­ციო შე­მო­ძა­ხე­ბა (სა­სა­მარ­თლო­ში და მის გა­რეთ) და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც მის­გან ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი. პრინ­ციპ­ში რა დიდი ნიჭი უნ­დო­და ამის შეგ­რძნე­ბას, ადა­მი­ა­ნი ღიად გა­მო­ხა­ტავ­და და სა­ხე­ზე ეწე­რა ყვე­ლა ემო­ცია - სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო, თა­ნად­გო­მა.ყო­ველ­თვის მე­მახ­სოვ­რე­ბით. ჩემ­თვის დარ­ჩე­ბით სა­მა­გა­ლი­თო მო­სა­მარ­თლედ და ადა­მი­ა­ნად

მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი: ერთ - ერთ ბოლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე კი­დევ ერთხელ გა­მა­ო­ცა. სდხო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ პირს. გა­ამ­ხნე­ვა, მო­ტი­ვა­ცია მის­ცა და ისე და­ა­რი­გა, მხო­ლოდ დედა რომ შეძ­ლებ­და და გა­ბე­დავ­და.

პი­რო­ბა ჩა­მო­არ­თვა, რომ იცხოვ­რებს სა­ნი­მუ­შოდ, ასეც იქ­ნე­ბა.ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და მტკი­ვა მო­სა­მარ­თლე - დალი მეტ­რე­ვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი. ვუ­თა­ნაგ­რძნობ ოჯახს, მთელ სა­სა­მარ­თლო გუნდს, ჩემ კო­ლე­გებს და ყვე­ლა იუ­რისტს, რო­მელ­თაც ამ ადა­მი­ა­ნის მეშ­ვე­ო­ბით ერთხელ მა­ინც აღუს­რუ­ლე­ბი­ათ სა­მარ­თა­ლი და ეს ჩემ მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ იყო…

ნო­დარ მე­ლა­ძე: უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და.. და ამ დროს ფიქ­რობ, განა რა არის ეს ცხოვ­რე­ბა, არა­ფე­რი, წამ­ში მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი­პა­ტა­რა ვი­ყა­ვი რომ გა­ვი­ცა­ნი, 18 წელი ცოტა დრო არ არის, არ არ­სე­ბობ­და რამე გა­მორ­ჩე­ნო­და, არ მო­ე­კი­თხე, არ ეფიქ­რა შენ­ზე, არ ერ­ჩია რამე.

რო­გორ უხა­რო­და, ამ ავ სენ­თან ბრძო­ლა­ში ყვე­ლა რა­უნ­დის და­მარ­ცხე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სძლია. მაგ­რა მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რა მო­მე­ნატ­რე­ბი შევ­ხვდე­ბით იქ

ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი: ოჰ, თქვე­ნო ღირ­სე­ბავ, Dali Metreveli რო­გორ ძა­ლი­ან ჩამ­წყვი­ტეთ გული. დე­დო­ფა­ლოთ­ქო ვი­ტყო­დი, მაგ­რამ ვერ გკად­რებთ, ჩემ­თვის, სულ „თქვე­ნო ღირ­სე­ბა“-დ დარ­ჩე­ბით.გავ­ბე­დავ და სა­ჯა­როდ ვი­ტყვი: დღემ­დე, თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში გა­სუ­ლი ატი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე ამ­ხე­ლა და ამ­დე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლის მო­პო­ვე­ბას თქვენ თუ შეძ­ლებ­დით.

ცნო­ბის­თვის, დალი მეტ­რე­ვე­ლი 2000-2003 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შსს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში, გა­მომ­ძი­ებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. 2003-2006 წლებ­ში გაგ­რის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე იყო.

2006-2016 წლებ­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე იყო.

2017 წლის მა­ი­სი­დან კი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე იყო, ხოლო 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გამ­წე­სე­ბუ­ლია უვა­დოდ, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ასა­კის მიღ­წე­ვამ­დე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

ის არავის არ გავდა❤️❤️❤️

მელქისედეკი
0

მართლაც რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა , ვერ წამომიდგენია ბელა დალის გარეშე , არ ვიცი . უფალმა გამძლეობა და ჯანმრთელობა მოგცეთ ქალბატონო ბელა , გითანაგრძნობთ , თქვენი ტკივილის და დარდის გამზიარებელი ვარ . უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"როგორ უხაროდა, ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია" - მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა

"როგორ უხაროდა, ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია" - მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა

მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, იგი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამძიმრის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა:

"თბილისის საქალაქო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დალი მეტრეველის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.ქალბატონი დალი წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქართულ მართლმსაჯულებას და უდიდესი წვლილი შეიტანა სამართლის განვითარებაში.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის, პროფესიული წრეებისა და სრულიად იურიდიული საზოგადოებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარის შემდეგ გარდაცვლილ მოსამართლეს კოლეგები, მეგობრები და ახლობლები იხსენებენ:

ლონდა თოლორაია: 2007 წელს, სტაჟიორ-პროკურორი რომ ვიყავი და ფეხაკრებით დავდიოდი სასამართლოში, შეშინებული - რამე არ შემშლოდა, მოსამართლე დალი მეტრეველმა დამიძახა, მასთან ახლოს მისვლა მთხოვა და მადლობა გადამიხადა სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციური მხარდაჭერისთვის. განა რა კვალიფიკაცია დაინახა ახალბედა სტაჟიორში, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როგორი ჯადოსნური სიტყვები უთხრა პატარა გოგოს, რომელსაც თავდაჯერებულობისთვის და მართლაც კვალიფიციურ პროკურორად ჩამოყალიბებისთვის, ეს როგორ ჭირდებოდა.

ამის შემდეგ იყო ბევრი პროცესი, ბევრი პირადი ურთიერთობა, ბევრი სამოტივაციო შემოძახება (სასამართლოში და მის გარეთ) და განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელსაც მისგან ყოველთვის ვგრძნობდი. პრინციპში რა დიდი ნიჭი უნდოდა ამის შეგრძნებას, ადამიანი ღიად გამოხატავდა და სახეზე ეწერა ყველა ემოცია - სიყვარული, სითბო, თანადგომა.ყოველთვის მემახსოვრებით. ჩემთვის დარჩებით სამაგალითო მოსამართლედ და ადამიანად

მარიამ კუბლაშვილი: ერთ - ერთ ბოლო სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამაოცა. სდხომის დასრულების შემდგომ, საოცარი სიტყვებით მიმართა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს. გაამხნევა, მოტივაცია მისცა და ისე დაარიგა, მხოლოდ დედა რომ შეძლებდა და გაბედავდა.

პირობა ჩამოართვა, რომ იცხოვრებს სანიმუშოდ, ასეც იქნება.ძალიან ვწუხვარ და მტკივა მოსამართლე - დალი მეტრეველის გარდაცვალების ამბავი. ვუთანაგრძნობ ოჯახს, მთელ სასამართლო გუნდს, ჩემ კოლეგებს და ყველა იურისტს, რომელთაც ამ ადამიანის მეშვეობით ერთხელ მაინც აღუსრულებიათ სამართალი და ეს ჩემ მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ იყო…

ნოდარ მელაძე: უმაგრესი ადამიანი წავიდა.. და ამ დროს ფიქრობ, განა რა არის ეს ცხოვრება, არაფერი, წამში მთავრდება ყველაფერიპატარა ვიყავი რომ გავიცანი, 18 წელი ცოტა დრო არ არის, არ არსებობდა რამე გამორჩენოდა, არ მოეკითხე, არ ეფიქრა შენზე, არ ერჩია რამე.

როგორ უხაროდა, ამ ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია. მაგრა მიყვარხარ, მაგრა მომენატრები შევხვდებით იქ

ნათია მეზვრიშვილი: ოჰ, თქვენო ღირსებავ, Dali Metreveli როგორ ძალიან ჩამწყვიტეთ გული. დედოფალოთქო ვიტყოდი, მაგრამ ვერ გკადრებთ, ჩემთვის, სულ „თქვენო ღირსება“-დ დარჩებით.გავბედავ და საჯაროდ ვიტყვი: დღემდე, თვალებიდან არ ამომდის სათათბირო ოთახში გასული ატირებული მოსამართლე ამხელა და ამდენი განსხვავებული ადამიანის სიყვარულის მოპოვებას თქვენ თუ შეძლებდით.

ცნობისთვის, დალი მეტრეველი 2000-2003 წლებში საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში, გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2003-2006 წლებში გაგრის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.

2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო.

2017 წლის მაისიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე იყო, ხოლო 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.