პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იზოლაციის ვადა შესაძლოა, კიდევ შემცირდეს - რაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე?
იზოლაციის ვადა შესაძლოა, კიდევ შემცირდეს - რაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე?

მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი იზო­ლა­ცი­ის ვა­დის შემ­ცი­რე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ, - შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა უწყე­ბებს უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მის­ცა, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თა.

საბ­ჭოს წევ­რებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

აღი­ნიშ­ნა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის 95% „ომიკ­რო­ნის“ შტამ­ზე მო­დის, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ იზ­რდე­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მკურ­ნა­ლობს ბი­ნა­ზე და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინგს ოჯა­ხის ექი­მე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე კი­დევ ერთხელ გა­ეს­ვა ხაზი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა და ე.წ ბუს­ტერ დო­ზით აც­რის მნიშ­ვნე­ლო­ბას ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის­თვის და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს, ატა­რონ პირ­ბა­დე, და­იც­ვან მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და თავი აა­რი­დონ ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებს, ხოლო ვირუ­სის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, დარ­ჩნენ სახ­ლში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 1 350 454 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 1 124 442 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 15 300 ადა­მი­ა­ნი.

ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში იმ­ყო­ფე­ბა 1 897 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 6 082 პირი.პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

???
0

ღარიბაშვილისთვის არ შემცირდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

იზოლაციის ვადა შესაძლოა, კიდევ შემცირდეს - რაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე?

იზოლაციის ვადა შესაძლოა, კიდევ შემცირდეს - რაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე?

მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ, - შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი მიმდინარეობისთვის და ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან მოქმედი რეგულაციები და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 350 454 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 124 442 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 300 ადამიანი.

ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 1 897 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 082 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.