კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინის ან საქართველოს, არამედ მსოფლიო წესრიგის ბედი" - ანჯეი დუდას უბრალოდ სატრანზიტო ვიზიტი თუ მნიშვნელოვანი კონსულტაციების დასაწყისი
"დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინის ან საქართველოს, არამედ მსოფლიო წესრიგის ბედი" - ანჯეი დუდას უბრალოდ სატრანზიტო ვიზიტი თუ მნიშვნელოვანი კონსულტაციების დასაწყისი

გა­სულ კვი­რას პე­კი­ნის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე და­სას­წრე­ბად ჩი­ნეთ­ში მი­მა­ვა­ლი პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ან­ჯეი დუდა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში შე­ჩერ­და და შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, რის შემ­დე­გაც ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტებ­მა აე­რო­პორ­ტში­ვე გა­ა­კე­თეს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ. რომ არა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბა, ეს შეხ­ვედ­რა მა­ინ­ცდა­მა­ინც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იქ­ნებ არც მიგ­ვეჩ­ნია, მაგ­რამ დღეს პრო­ცე­სე­ბი სხვაგ­ვა­რად აღიქ­მე­ბა და ფას­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა ან­ჯეი დუდა ამ­გვა­რი ტრან­ზი­ტუ­ლი ბლიც­ვი­ზი­ტით ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში. ის 2018 წლის 27 მარტსაც გავ­ლით ეს­ტუმ­რა სა­ქარ­თვე­ლოს. მა­შინ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იყო. ანა­ლი­ტი­კო­სი და მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი მრჩე­ვე­ლი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე იხ­სე­ნებს, რომ აე­რო­პორ­ტში მა­ში­ნაც შეხ­ვდნენ პრე­ზი­დენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა ეს არც გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა, მით უფრო - არ გა­კე­თე­ბუ­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ან­ჯეი დუდა მა­შინ ავ­ღა­ნე­თი­დან ბრუნ­დე­ბო­და, მისი თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლის­ში საწ­ვა­ვის შე­სავ­სე­ბად დაფ­რინ­და და ეს ქარ­თულ­მა მხა­რემ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იცო­და. მიმ­დი­ნა­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბა სწო­რედ ბა­ტონ თენ­გიზ ფხა­ლა­ძეს ვთხო­ვეთ.

- შექ­მნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს ვი­ზი­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. რა თქმა უნდა, ვგუ­ლის­ხმობ რუ­სე­თის იმ აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს, რო­მელ­თა შე­ჩე­რე­ბას მთე­ლი მსოფ­ლიო ცდი­ლობს. პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს არის კი­დევ ერთხელ შეხ­სე­ნე­ბა, რომ მა­შინ, როცა მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა უკ­რა­ი­ნის­კენ არის მი­პყრო­ბი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოც ახ­სოვთ და მის მი­ტო­ვე­ბას არა­ვინ აპი­რებს. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მოს­კოვ­ში არა­ვის გა­უჩ­ნდე­ბა ილუ­ზია, რომ უკ­რა­ი­ნა თუ არა, სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მათი ლუკ­მა.

გარ­და ამი­სა, ასეთ დროს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რებს შო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამ კონ­ტექ­სტშიც ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ეს შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა...

- მინ­და ან­ჯეი დუ­დას გან­ცხა­დე­ბე­ბის ნა­წი­ლი გა­ვიხ­სე­ნო. მან ბრძა­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და ბრი­უ­სელ­სა და ბერ­ლინ­ში და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რე­ბის წინ და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბა... რო­გორ ფიქ­რობთ, რას გუ­ლის­ხმობ­და პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი?

- ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რებს შო­რის ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლი­დე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჩი­ნეთ­ში იყო ჩა­სუ­ლი და ბა­ტო­ნი დუ­დაც იქ მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. ვფიქ­რობ, შეხ­ვედ­რა­ზე ამ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის თა­ო­ბა­ზეც იქ­ნე­ბო­და ლა­პა­რა­კი. ჩვენ­თვის ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა იმ ახა­ლი ალი­ან­სის მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან შე­იქ­მნა - ვგუ­ლის­ხმობ დიდი ბრი­ტა­ნე­თის, პო­ლო­ნე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ახალ კავ­შირს. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბის მომსწრე ვართ - ერთი მხრივ, რუ­სე­თი ცდი­ლობს, შან­ტა­ჟით მო­ა­ხერ­ხოს თა­ვი­სი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია, მე­ო­რე მხრივ კი, საფრ­თხე­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და­სავ­ლე­თი. ცალ­კე თე­მაა ნა­ტოს ახა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­მაც უნდა გან­სა­ზღვროს შავი ზღვის რე­გი­ო­ნის მო­მა­ვა­ლი. მოკ­ლედ, ბევ­რი თე­მაა, რომ­ლე­ბიც ინ­ტენ­სი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და ჩვენს აქ­ტი­უ­რო­ბას მო­ი­თხოვს...

- ახა­ლი ფორ­მა­ტი ახ­სე­ნეთ... რე­ა­ლუ­რია, რომ ამ ალი­ან­სში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს? აქვე გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­უ­ერ­თდე­ბო­და ამ სამ­თა კავ­შირს...

- სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბას ვერ და­ვი­წყებ, თუმ­ცა ვი­ტყვი, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით ჩვენ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უნდა ვე­ძე­ბოთ. ეს ფორ­მა­ტი აჩ­ვე­ნებს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ის­მის კი­თხვა: რა­ტომ არის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნატო არის ის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს კონ­სენ­სუ­სით, რის მიღ­წე­ვაც ზოგ­ჯერ რთუ­ლია და ძა­ლი­ან ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ამ დროს ასე­თი ტი­პის ალი­ან­სე­ბით ერ­თგვა­რად ბა­ლანსდე­ბა ვი­თა­რე­ბა, ანუ ხერ­ხდე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა თუ ლო­ბი­რე­ბა. ეს ფორ­მა­ტე­ბი ალი­ან­სის მიერ არის წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი და მხარ­და­ჭე­რი­ლი. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს "ბუ­ქა­რეს­ტის ცხრი­ა­ნი", რო­მე­ლიც 2015 წელს რუ­მი­ნე­თი­სა და პო­ლო­ნე­თის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა და მას­ში, ამ ორი ქვეყ­ნის გარ­და, შე­დი­ან ლატ­ვია, ლი­ე­ტუ­ვა, ეს­ტო­ნე­თი, უნ­გრე­თი, ჩე­ხე­თი, სლო­ვა­კე­თი და ბულ­გა­რე­თი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ­გვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ძი­ე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნა­ტოს სა­პირ­წო­ნე, მაგ­რამ ქვეყ­ნებს ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ამ ფონ­ზე ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ორ­მხრი­ვი ან სამმხრი­ვი ფორ­მა­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მით უფრო, რომ ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ პო­ლო­ნეთ­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მხარ­და­ჭე­რით, რაც მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბე­ბით არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია და თუ ვინ­მე ხე­დავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში, ეს სწო­რედ პო­ლო­ნე­თი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ამ თე­მის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ეწე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთს, ამ რე­გი­ონ­ში მისი ინ­ტე­რე­სე­ბი არა­ვის­თვის სა­ი­დუმ­ლო არ არის. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გვაქვს სა­ერ­თო, შე­სა­ბა­მი­სად, უნდა შევ­ძლოთ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ამ კონ­კრე­ტულ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სხვა ფორ­მა­ტე­ბის ინი­ცი­რე­ბა ან უკვე მოქ­მედ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, თუ რამე სხვა. ჩვენ ამ­გვარ ალი­ან­სებ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გვჭირ­დე­ბა..." გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
1

Exla ki ar wydeba, aramed didi xania gadawyvetilia da exla agsrulebis procesi mimdinareobs!!!

ვერ გაიგებ
12

ნაცები ზეიმობენ დუდამ ივანიშვილი წაიყვანაო

ავტორი:

"დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინის ან საქართველოს, არამედ მსოფლიო წესრიგის ბედი" - ანჯეი დუდას უბრალოდ სატრანზიტო ვიზიტი თუ მნიშვნელოვანი კონსულტაციების დასაწყისი

"დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინის ან საქართველოს, არამედ მსოფლიო წესრიგის ბედი" - ანჯეი დუდას უბრალოდ სატრანზიტო ვიზიტი თუ მნიშვნელოვანი კონსულტაციების დასაწყისი

გასულ კვირას პეკინის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად ჩინეთში მიმავალი პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა რამდენიმე საათით თბილისის აეროპორტში შეჩერდა და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა აეროპორტშივე გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები, ძირითადად, უკრაინის შესახებ. რომ არა რუსეთის აგრესიით გამოწვეული დიდი დაძაბულობა, ეს შეხვედრა მაინცდამაინც მნიშვნელოვნად იქნებ არც მიგვეჩნია, მაგრამ დღეს პროცესები სხვაგვარად აღიქმება და ფასდება. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ანჯეი დუდა ამგვარი ტრანზიტული ბლიცვიზიტით ჩამოვიდა თბილისში. ის 2018 წლის 27 მარტსაც გავლით ესტუმრა საქართველოს. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო. ანალიტიკოსი და მეოთხე პრეზიდენტის იმჟამინდელი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე იხსენებს, რომ აეროპორტში მაშინაც შეხვდნენ პრეზიდენტები ერთმანეთს, თუმცა ეს არც გახმაურებულა, მით უფრო - არ გაკეთებულა პოლიტიკური განცხადებები. ანჯეი დუდა მაშინ ავღანეთიდან ბრუნდებოდა, მისი თვითმფრინავი თბილისში საწვავის შესავსებად დაფრინდა და ეს ქართულმა მხარემ რამდენიმე დღით ადრე იცოდა. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასება სწორედ ბატონ თენგიზ ფხალაძეს ვთხოვეთ.

- შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ რუსეთის იმ აგრესიულ ქმედებებს, რომელთა შეჩერებას მთელი მსოფლიო ცდილობს. პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ მაშინ, როცა მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი, საქართველოც ახსოვთ და მის მიტოვებას არავინ აპირებს. ასეთ ვითარებაში მოსკოვში არავის გაუჩნდება ილუზია, რომ უკრაინა თუ არა, საქართველო მაინც შეიძლება გახდეს მათი ლუკმა.

გარდა ამისა, ასეთ დროს სახელმწიფოს მეთაურებს შორის ინფორმაციის გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კონტექსტშიც ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა გაიმართა...

- მინდა ანჯეი დუდას განცხადებების ნაწილი გავიხსენო. მან ბრძანა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ბრიუსელსა და ბერლინში დაგეგმილი შეხვედრების წინ და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოსთვის ახალი ინფორმაცია ექნება... როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა პოლონეთის პრეზიდენტი?

- ამჟამად მსოფლიოს ლიდერებს შორის ინტენსიური კონსულტაციები იმართება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ლიდერების უმეტესობა ჩინეთში იყო ჩასული და ბატონი დუდაც იქ მიემგზავრებოდა. ვფიქრობ, შეხვედრაზე ამ კონსულტაციების თაობაზეც იქნებოდა ლაპარაკი. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება იმ ახალი ალიანსის მომავალი, რომელიც ახლახან შეიქმნა - ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ახალ კავშირს. მოკლედ, ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრე ვართ - ერთი მხრივ, რუსეთი ცდილობს, შანტაჟით მოახერხოს თავისი უკანონო ქმედებების ლეგიტიმაცია, მეორე მხრივ კი, საფრთხეების პრევენციაზე ძალიან აქტიურად მუშაობს დასავლეთი. ცალკე თემაა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელმაც უნდა განსაზღვროს შავი ზღვის რეგიონის მომავალი. მოკლედ, ბევრი თემაა, რომლებიც ინტენსიურ კომუნიკაციას და ჩვენს აქტიურობას მოითხოვს...

- ახალი ფორმატი ახსენეთ... რეალურია, რომ ამ ალიანსში საქართველოს მონაწილეობაც განიხილებოდეს? აქვე გავიხსენოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ის აუცილებლად შეუერთდებოდა ამ სამთა კავშირს...

- სააკაშვილის განცხადებების კომენტირებას ვერ დავიწყებ, თუმცა ვიტყვი, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ახალი შესაძლებლობები უნდა ვეძებოთ. ეს ფორმატი აჩვენებს, რომ შესაძლებელია ახალი ინიციატივების განხორციელება. ისმის კითხვა: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მოგეხსენებათ, ნატო არის ის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით, რის მიღწევაც ზოგჯერ რთულია და ძალიან ჭიანურდება. ამ დროს ასეთი ტიპის ალიანსებით ერთგვარად ბალანსდება ვითარება, ანუ ხერხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკება თუ ლობირება. ეს ფორმატები ალიანსის მიერ არის წახალისებული და მხარდაჭერილი. მაგალითად, ძალიან აქტიურად მუშაობს "ბუქარესტის ცხრიანი", რომელიც 2015 წელს რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა და მასში, ამ ორი ქვეყნის გარდა, შედიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი შესაძლებლობის ძიება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნატოს საპირწონე, მაგრამ ქვეყნებს ნატოში ინტეგრაციაში ეხმარება. თავისთავად ცხადია, ამ ფონზე ძლიერი სახელმწიფოების მონაწილეობით ორმხრივი ან სამმხრივი ფორმატების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლონეთზე, რომელიც გამოირჩევა საქართველოსადმი მხარდაჭერით, რაც მხოლოდ განცხადებებით არ გამოიხატება. ის ძალიან აქტიურია და თუ ვინმე ხედავს საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს სწორედ პოლონეთი გახლავთ, რომელიც ამ თემის ადვოკატირებას ეწევა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ამ რეგიონში მისი ინტერესები არავისთვის საიდუმლო არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო, შესაბამისად, უნდა შევძლოთ ყველაფრის გამოყენება, იქნება ეს ამ კონკრეტულ ფორმატში მონაწილეობა, სხვა ფორმატების ინიცირება ან უკვე მოქმედთან თანამშრომლობა, თუ რამე სხვა. ჩვენ ამგვარ ალიანსებში აქტიური მონაწილეობა გვჭირდება..." გააგრძელეთ კითხვა