მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თელმიკომ“ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი მოქალაქეები გაძარცვა" - ლევან ხაბეიშვილი
"თელმიკომ“ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი მოქალაქეები გაძარცვა" - ლევან ხაბეიშვილი

"კომ­პა­ნია "თელ­მი­კომ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, უჩა მა­მა­ცაშ­ვილ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თან და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრთან, ნა­თია თურ­ნა­ვას­თან ერ­თად ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­ძარ­ცვა" - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­წყოს.

"დე­კემ­ბრის თვე­ში, ვიდ­რე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ მე­უღ­ლეს ტყეს უმ­ტკი­ცებ­და, ვიდ­რე ნარ­მა­ნი­ამ მის მე­უღ­ლეს სა­ბა­დუ­რის ტყე გა­უ­ფორ­მა, ვიდ­რე ვე­ნე­სუ­ე­ლა, სო­მა­ლი, ერა­ყი - ამ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად ვართ ათე­ულ­ში, სა­ი­და­ნაც ადა­მი­ა­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში გარ­ბი­ან და ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად სა­კუ­თარ ოჯა­ხებს ტო­ვე­ბენ, ​ ამა­სო­ბა­ში, კომ­პა­ნია "თელ­მი­კო" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, უჩა მა­მა­ცაშ­ვილ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თან და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრთან, ნა­თია თურ­ნა­ვას­თან ერ­თად, რომ­ლის სა­მი­ნის­ტრო­შიც ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროც შე­დის, გა­ძარ­ცვეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. სა­უ­ბა­რია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის ზრდა­ზე და ზედ­მეტ და­რი­ცხვა­ზე, რის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ 2022 წლის 21 იან­ვარს მივ­მარ­თეთ სე­მეკს. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და სე­მე­კი, მო­ეწ­ვია სხდო­მა. მათ გან­ცხა­დე­ბა­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, 4-დან 6 მი­ლი­ო­ნამ­დე ზა­რა­ლი მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა იმ კო­რუფ­ცი­უ­ლი და­რი­ცხვე­ბით, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ და­ა­რი­ცხა, ვგუ­ლის­ხმობ "თელ­მი­კოს" და და­მა­ტე­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი ამო­ი­ღეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯი­ბი­დან.

რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგა­ნან კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­წყე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლის უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლით, რო­მე­ლიც ამ ბიზ­ნე­სით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, ნა­თია თურ­ნა­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე გახ­ლავთ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრიც, ერთ სა­მი­ნის­ტრო­შია ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს მი­სა­ღე­ბი, მათ შო­რის, პრო­კუ­რა­ტუ­რას, რო­მელ­მაც უნდა და­ი­წყოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა, თუ რო­გორ მოხ­და, რომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ზედ­მე­ტი და­ა­რი­ცხეს და გა­და­ახ­დე­ვი­ნეს იმ პი­რო­ბებ­ში, როცა უკი­დუ­რე­სად უჭირს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს," - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით თან­ხე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს და მან მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ქვით­რე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი სე­მეკ­ში წა­რად­გი­ნონ, ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სებ­ში მი­ი­ტა­ნონ და შემ­დეგ პრო­ცე­სებს ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ისი­ნი გა­უ­წე­ვენ.

"ასე­ვე, მე მინ­და მივ­მარ­თო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჯერ კი­დევ არ მი­უ­მარ­თავთ სე­მე­კის­თვის, ჯერ კი­დევ არ გად­მო­უ­ცი­ათ, მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თვის ქვით­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ ვა­სა­ჩივ­რებთ. მი­ი­ტა­ნეთ ​სე­მეკ­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი, ქვით­რე­ბი, ვი­საც გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ თქვენ ზედ­მე­ტი და­გა­რი­ცხეს, იმი­ტომ, რომ ამ თან­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა უნდა მოხ­დეს თქვენ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. თუ ვერ მი­ი­ტანთ სე­მეკ­ში შე­გიძ­ლი­ათ, კონ­კრე­ტუ­ლი ქვით­რე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სებ­ში მო­ი­ტა­ნოთ, რის შემ­დე­გაც, რა თქმა უნდა, ჩვენ უზ­რუნ­ველ­ყოფთ თქვენს ად­ვო­კა­ტი­რე­ბას, თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას და იმ ნა­ძარ­ცვის უკან ამო­ღე­ბას, რო­მელ­ზეც სე­მე­კიც სა­უბ­რობს. სხვა­თა შო­რის, გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თუ არ ვცდე­ბი, 25 თუ 75 ათა­სი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მე­ბენ კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ას, მაგ­რამ იმ პი­რო­ბებ­ში როცა სა­ვა­რა­უ­დოდ, 4-დან 6 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ამო­ი­ღეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან 25 თასი ლარი, თუნ­დაც 75 ათა­სი ლარი არის ზღვა­ში წვე­თი. ჯა­რი­მის გარ­და, რა თქმა უნდა, უნდა მოხ­დეს ჩვენ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე წარ­თმე­უ­ლი თან­ხე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა-სსსს
29

თქვენ გენაცვალეთ /სიჩუმეში/,არ გახვიდეთ,არ გააპროტესტოდ,თორემ ნაცები აგეკიდებიან,იჯექით და ითვალეთ გადასახადები.

ბიძო-ს-----ს
8

გაგებით მოეკიდეთ,საქართველოა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თელმიკომ“ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი მოქალაქეები გაძარცვა" - ლევან ხაბეიშვილი

"თელმიკომ“ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი მოქალაქეები გაძარცვა" - ლევან ხაბეიშვილი

"კომპანია "თელმიკომ" ხელისუფლებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, კახა კალაძესთან და ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად ჩვენი მოქალაქეები გაძარცვა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

"დეკემბრის თვეში, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ მეუღლეს ტყეს უმტკიცებდა, ვიდრე ნარმანიამ მის მეუღლეს საბადურის ტყე გაუფორმა, ვიდრე ვენესუელა, სომალი, ერაყი - ამ ქვეყნებთან ერთად ვართ ათეულში, საიდანაც ადამიანები ევროკავშირის ქვეყნებში გარბიან და ლუკმაპურის საშოვნელად საკუთარ ოჯახებს ტოვებენ, ​ ამასობაში, კომპანია "თელმიკო" ხელისუფლებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, კახა კალაძესთან და ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად, რომლის სამინისტროშიც ენერგეტიკის სამინისტროც შედის, გაძარცვეს ჩვენი მოქალაქეები. საუბარია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე და ზედმეტ დარიცხვაზე, რის შესახებაც ჩვენ 2022 წლის 21 იანვარს მივმართეთ სემეკს. იძულებული გახდა "ქართული ოცნება" და სემეკი, მოეწვია სხდომა. მათ განცხადებაში ადასტურებენ, რომ სავარაუდოდ, 4-დან 6 მილიონამდე ზარალი მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა იმ კორუფციული დარიცხვებით, რომელიც კონკრეტულმა კომპანიამ დაარიცხა, ვგულისხმობ "თელმიკოს" და დამატებით მილიონობით ლარი ამოიღეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები დაწყებული ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილით, რომელიც ამ ბიზნესით არის დაინტერესებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდოდ, ამ ყველაფერში ჩართული იქნებოდა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელიც ასევე გახლავთ ენერგეტიკის მინისტრიც, ერთ სამინისტროშია ეს ყველაფერი გაერთიანებული. ამიტომ, ძალიან მარტივი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, მათ შორის, პროკურატურას, რომელმაც უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება, თუ როგორ მოხდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ზედმეტი დაარიცხეს და გადაახდევინეს იმ პირობებში, როცა უკიდურესად უჭირს საქართველოს მოქალაქეებს," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით თანხების უკან დაბრუნება აუცილებლად უნდა მოხდეს და მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კონკრეტული ქვითრები და განცხადებები სემეკში წარადგინონ, ან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში მიიტანონ და შემდეგ პროცესებს ადვოკატირებას ისინი გაუწევენ.

"ასევე, მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუმართავთ სემეკისთვის, ჯერ კიდევ არ გადმოუციათ, მაგალითად, ჩვენთვის ქვითრები, რომლებსაც ჩვენ ვასაჩივრებთ. მიიტანეთ ​სემეკში განცხადებები, ქვითრები, ვისაც გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ ზედმეტი დაგარიცხეს, იმიტომ, რომ ამ თანხების დაბრუნება უნდა მოხდეს თქვენზე, მოქალაქეებზე. თუ ვერ მიიტანთ სემეკში შეგიძლიათ, კონკრეტული ქვითრები და განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში მოიტანოთ, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს ადვოკატირებას, თქვენი ინტერესების დაცვას და იმ ნაძარცვის უკან ამოღებას, რომელზეც სემეკიც საუბრობს. სხვათა შორის, განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ არ ვცდები, 25 თუ 75 ათასი ლარით დააჯარიმებენ კონკრეტულ კომპანიას, მაგრამ იმ პირობებში როცა სავარაუდოდ, 4-დან 6 მილიონ ლარამდე ამოიღეს ჩვენი მოქალაქეებიდან 25 თასი ლარი, თუნდაც 75 ათასი ლარი არის ზღვაში წვეთი. ჯარიმის გარდა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ჩვენ თანამოქალაქეებზე წართმეული თანხების უკან დაბრუნება," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.