რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბის გამოყენებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.
ფსაკის განცხადებით, რუსეთის მიერ წარსულში განხორციელებული ქმედებები აჩვენებს, როგორია მათი ტაქტიკა და რისი გაკეთების უნარი აქვთ.
„მაგალითად, რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყალბი განცხადება - მან შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, აშშ-ის მიზანია, რუსეთს არ მისცეს შესაძლებლობა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად ცრუ საბაბი გამოიყენოს.
„ჩვენი მიზანია, არ მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა, სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს. ვნახეთ, რომ ისინი წარსულში ბევრჯერ იყენებდნენ ცრუ საბაბს ოპერაციების განსახორციელებლად და დაბნეულობას - სამხედრო მოქმედებების დასაწყებად,“- აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.
ეს ქალბატონი არის მართალი ადამიანი, ეხლა რაც შეეხება იმ ხალხს ეგრეთწოდებულ რუსეთუმეებს. ვინ ხართ რა ხართ ამისთანა ელემენტარულს რომ ვერ ხედავთ. ისე რამ დაგაბრმავათ და დაგაყრუათ, მტერ მოყვარეს ვერ ხედავთ. რუსეთმა დაგხოცა, ტერიტორია წაგართვა, ეთნოწმენდა ჩაატარა, 400000ადამიანი ლტოლვილებად აქცია, უდიდესი ზარალი მოგაყენა მატერიალურად ქართული სოფლები შიდა ქართლში ბულდოზერებით გაასწორეს მიწასთან, ლეკიანობა აღადგინეს ყველანაირად ცდილობენ ყველაფერი ქართული დაამცირონ, უყრეთ მათ ტელევიზიას. და ამას ყველაფერს ვერ ხედავთ??? რა ქვიათ თქვენ, თქვენ თავს თქვენ თვითონ დაარქვით სახელი. მე არ ვიცი რა გიწოდოთ.
ეს ქალი დეზინფორმაციას ავრცელებს და იძახეთ ეხლა რუსეთუმე