კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს ჰყავს ისეთი ბრმა ამომრჩეველი, რომელსაც, დღეს რომ ამბობს ალთას და მეორე დღეს ბალთას, ორივე სწორად მიაჩნია" - აკაკი ბობოხიძე
"სააკაშვილს ჰყავს ისეთი ბრმა ამომრჩეველი, რომელსაც, დღეს რომ ამბობს ალთას და მეორე დღეს ბალთას, ორივე სწორად მიაჩნია" - აკაკი ბობოხიძე

სამ­წუ­ხა­როდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჰყავს ისე­თი ბრმა ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მელ­საც, დღეს რომ ამ­ბობს ალ­თას და მე­ო­რე დღეს ბალ­თას, ორი­ვე სწო­რად მი­აჩ­ნია, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოს­ვლამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ­ჩევ­ნებ­ზე ე.წ. 43%-იანი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა გა­უ­ად­ვი­ლა.

„მე არა მაქვს იმ­ხე­ლა ავ­ტო­რი­ტე­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით, რომ დი­ლით სხვა ვთქვა, სა­ღა­მოს სხვა და ორი­ვე მი­ი­ღოს ერ­თმა და იმა­ვე ამომ­რჩე­ველ­მა ტა­შით. მიშა სა­ა­კაშ­ვილს შე­უძ­ლია, მას ჰყავს სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ბრმა ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მელ­საც დღეს რომ ამ­ბობს ალ­თას და მე­ო­რე დღეს ბალ­თას ორი­ვე სწო­რად მი­აჩ­ნია. მე არ მყავს და იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ფაქ­ტე­ბით ვი­ლა­პა­რა­კო და არა დას­კვნე­ბით პირ­და­პირ.

"არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­შას ჩა­მოს­ვლამ და მერე გან­სა­კუთ­რე­ბით მის­მა და­კა­ვე­ბამ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ხელი შე­უ­წყო 43%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა­ში, ამას არ უარ­ყოფს თა­ვად „ნაც­მოძ­რა­ო­ბაც“. ოღონდ, ამას ამ ტექ­სტით კი არ ამ­ბობს, არა­მედ პო­ლა­რი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა და ხმე­ბი მოგ­ვი­მა­ტაო. ოპო­ზი­ცი­ის ხმე­ბი ერთ ჯი­ბე­ში, ერთი პარ­ტი­ის უკან მო­ბი­ლიზ­დე­ბო­და თუ პარ­ტი­ებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და, ეს ოპო­ზი­ცი­ის ხმე­ბი იქ­ნე­ბო­და, მთა­ვა­რი იყო რა მოხ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხმე­ბის­კენ. მოხ­და ის, რომ „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა“ და­კარ­გა ხმე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ 1-2% და­კარ­გა გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ამ და და­უბ­რუნ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ანუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხა­რე­საც მოხ­და ხმე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი იმის მა­გივ­რად, რომ პარ­ლა­მენ­ტში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის­კენ მო­უ­წო­დებ­დეს სა­კუ­თარ პარ­ტი­ას, ეს არის ერ­თა­დერ­თი შან­სი, რომ და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ვი­პყროთ, რას ეუბ­ნე­ბა იცით? პი­რი­ქით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­უგ­დო მაშ­ვე­ლი რგო­ლი პარ­ლა­მენ­ტში დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სებს და უთხრა, რომ ჩემი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შექ­მე­ნით. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იქ­ნე­ბა სრულ კომ­ფორ­ტში. მას თუ ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ ემუქ­რე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მაა“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ გა­და­ცე­მა­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სას ბრი­ფინგზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც შე­ა­ფა­სა და გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მთე­ლი პა­თო­სი გა­ა­ფუ­ჭა იმით, რომ რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას ურ­თი­ერ­თკომ­პრო­მი­სის­კენ მო­უ­წო­და.

„სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას წუნს ვერ და­უ­დებ­დი, პრობ­ლე­მუ­რი არა­ფე­რი არ იქ­ნე­ბო­და, რომ არა ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ. ზოგ­ჯერ ნა­ხევ­რად სი­მარ­თლით დიდი ტყუ­ი­ლი იმა­ლე­ბა და იფა­რე­ბა ხოლ­მე. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მთე­ლი პა­თო­სი გა­ა­ფუ­ჭა იმით, რომ ორი­ვე მხა­რეს მო­უ­წო­და ურ­თი­ერ­თკომ­პრო­მი­სის­კენ. მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მეს­მის, როცა მსხვერ­პლსა და დამ­ნა­შა­ვეს რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თნა­ირ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებ, ამით უკვე დამ­ნა­შა­ვე გა­მარ­თლე­ბუ­ლია. ორი­ვე მხა­რემ უნდა დათ­მოს, ეს არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი გზავ­ნი­ლი. რა უნდა დათ­მოს უკ­რა­ი­ნამ, უკ­რა­ი­ნას რამე პრე­ტენ­ზია აქვს რუ­სეთ­თან?“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინიკო მჟავანაძე
0

თქვენ ხომ დიდი ამომრჩეველი გყავთ ან ვინ მოგცემთ ხმას.ბრტყელბრტყელი ლაპარაკით ვერაფერს აღწევთ

5555
1

თქვენ არც ბრმა გყავთ და არც ყრუ, თქვენ საერთოდ არ გყავთ ამომრჩეველი ... სამაგიერიდ თქვენ გყავთ თამარა ..... 🌹🌺 🌹

ავტორი:

"სააკაშვილს ჰყავს ისეთი ბრმა ამომრჩეველი, რომელსაც, დღეს რომ ამბობს ალთას და მეორე დღეს ბალთას, ორივე სწორად მიაჩნია" - აკაკი ბობოხიძე

"სააკაშვილს ჰყავს ისეთი ბრმა ამომრჩეველი, რომელსაც, დღეს რომ ამბობს ალთას და მეორე დღეს ბალთას, ორივე სწორად მიაჩნია" - აკაკი ბობოხიძე

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ისეთი ბრმა ამომრჩეველი, რომელსაც, დღეს რომ ამბობს ალთას და მეორე დღეს ბალთას, ორივე სწორად მიაჩნია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლამ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებზე ე.წ. 43%-იანი პრობლემის მოგვარება გაუადვილა.

„მე არა მაქვს იმხელა ავტორიტეტი მიხეილ სააკაშვილივით, რომ დილით სხვა ვთქვა, საღამოს სხვა და ორივე მიიღოს ერთმა და იმავე ამომრჩეველმა ტაშით. მიშა სააკაშვილს შეუძლია, მას ჰყავს სამწუხაროდ, ასეთი ბრმა ამომრჩეველი, რომელსაც დღეს რომ ამბობს ალთას და მეორე დღეს ბალთას ორივე სწორად მიაჩნია. მე არ მყავს და იძულებული ვარ, ფაქტებით ვილაპარაკო და არა დასკვნებით პირდაპირ.

"არჩევნებამდე მიშას ჩამოსვლამ და მერე განსაკუთრებით მისმა დაკავებამ, ბიძინა ივანიშვილს ხელი შეუწყო 43%-იანი ბარიერის გადალახვაში, ამას არ უარყოფს თავად „ნაცმოძრაობაც“. ოღონდ, ამას ამ ტექსტით კი არ ამბობს, არამედ პოლარიზაცია მოახდინა და ხმები მოგვიმატაო. ოპოზიციის ხმები ერთ ჯიბეში, ერთი პარტიის უკან მობილიზდებოდა თუ პარტიებზე გადანაწილდებოდა, ეს ოპოზიციის ხმები იქნებოდა, მთავარი იყო რა მოხდა ბიძინა ივანიშვილის ხმებისკენ. მოხდა ის, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაკარგა ხმები, სავარაუდოდ 1-2% დაკარგა გახარიას პარტიამ და დაუბრუნდა ბიძინა ივანიშვილს ანუ ბიძინა ივანიშვილის მხარესაც მოხდა ხმების მობილიზება.

მიშა სააკაშვილი იმის მაგივრად, რომ პარლამენტში პოლიტიკური კრიზისისკენ მოუწოდებდეს საკუთარ პარტიას, ეს არის ერთადერთი შანსი, რომ დანარჩენი მსოფლიოს ყურადღება მივიპყროთ, რას ეუბნება იცით? პირიქით, მიხეილ სააკაშვილმა გადაუგდო მაშველი რგოლი პარლამენტში დარჩენის სურვილის მქონე პოლიტიკოსებს და უთხრა, რომ ჩემი საგამოძიებო კომისია შექმენით. „ქართული ოცნება“ იქნება სრულ კომფორტში. მას თუ ლეგიტიმაციის პრობლემა არ ემუქრება, ყველაფერზე თანახმაა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძემ გადაცემაში სალომე ზურაბიშვილის პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მთელი პათოსი გააფუჭა იმით, რომ რუსეთსა და უკრაინას ურთიერთკომპრომისისკენ მოუწოდა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადებას წუნს ვერ დაუდებდი, პრობლემური არაფერი არ იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი რამ. ზოგჯერ ნახევრად სიმართლით დიდი ტყუილი იმალება და იფარება ხოლმე. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა მთელი პათოსი გააფუჭა იმით, რომ ორივე მხარეს მოუწოდა ურთიერთკომპრომისისკენ. მე აბსოლუტურად არ მესმის, როცა მსხვერპლსა და დამნაშავეს რაღაცნაირად ერთნაირ მდგომარეობაში აყენებ, ამით უკვე დამნაშავე გამართლებულია. ორივე მხარემ უნდა დათმოს, ეს არის კატასტროფული გზავნილი. რა უნდა დათმოს უკრაინამ, უკრაინას რამე პრეტენზია აქვს რუსეთთან?“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.