საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის“ თა­ნამ­შრომ­ლებს აღ­კვე­თის ღონ­სი­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მათ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შერ­ჩე­ვი­სას სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე არ­სე­ბობს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი, ისე ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი.

"2022 წლის 4 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, ქრთა­მის აღე­ბის და თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის“ თა­ნამ­შრომ­ლებს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით - შე­ე­ფარ­დათ პა­ტიმ­რო­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლებს: გ.მ.-ს, დ.შ.-ს და ბ.ზ.-ს ბრა­ლად ედე­ბათ, ქრთა­მის აღე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბის გა­რან­ტი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, სხვა სა­მუ­შაო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მფარ­ვე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ ახ­დენ­დნენ მათი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი მძღო­ლე­ბის­გან, ასე­ვე, კომ­პა­ნი­ა­ში მძღო­ლად და­საქ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან სის­ტე­მა­ტუ­რად ქრთა­მის სა­ხით ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­სა და აღე­ბას.

ბრალ­დე­ბულ - გ.ს.-ს ბრა­ლად ედე­ბა, თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბა, რა­საც შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­ეწ­ვია.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით გ.ს. მო­ქა­ლა­ქეს ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ დაჰ­პირ­და თით­ქოს მისი ნაც­ნო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ა­საქ­მებ­და სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შერ­ჩე­ვი­სას სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე არ­სე­ბობს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი, ისე ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი. ამას­თან ერ­თად, სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ სა­ხე­ზეა მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე­ე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი ამ საფრ­თხის ინ­ტენ­სი­ვო­ბი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ არა­სა­პა­ტიმ­რო ხა­სი­ა­თის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას.

მო­ცე­მულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 2022 წლის 23 მარტს, 12 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა“, - ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს აღკვეთის ღონსიძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევისას სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.

"2022 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ბრალდების საქმეზე, დააკმაყოფილა, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით - შეეფარდათ პატიმრობა.

ბრალდებულებს: გ.მ.-ს, დ.შ.-ს და ბ.ზ.-ს ბრალად ედებათ, ქრთამის აღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

საქმის მასალების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სატრანსპორტო კომპანიაში სხვადასხვა ადგილებზე მუშაობის გარანტიის უზრუნველყოფის, სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ახდენდნენ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მძღოლებისგან, ასევე, კომპანიაში მძღოლად დასაქმების სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ქრთამის სახით ფულადი თანხების შეგროვებასა და აღებას.

ბრალდებულ - გ.ს.-ს ბრალად ედება, თაღლითობის მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

საქმის მასალების მიხედვით გ.ს. მოქალაქეს ფულადი თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა თითქოს მისი ნაცნობების მეშვეობით დაასაქმებდა სატრანსპორტო კომპანიაში.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევისას სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. ამასთან ერთად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მივიდა დასკვნამდე, რომ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილებას.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 23 მარტს, 12 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.