სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწის ნაკვეთები, საბანკო სესხები და სტრასბურგში ბინის გაყიდვიდან შემოსული თანხა ანაბარაზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე
მიწის ნაკვეთები, საბანკო სესხები და სტრასბურგში ბინის გაყიდვიდან შემოსული თანხა ანაბარაზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის პერ­სო­ნა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას დღემ­დე არ კარ­გავს. ის იყო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში, ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვად. წუ­ლუ­კი­ა­ნი ამ პოსტს 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 2020 წლის 29 სექ­ტემ­ბრამ­დე იკა­ვებ­და.

ის ამ­ჯე­რად კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა.

თეა წუ­ლუ­კი­ანს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ხში­რად აკ­რი­ტი­კებს ოპო­ზი­ცია. ის არ ერი­დე­ბა ხმა­უ­რი­ან კა­მათს ოპო­ნენ­ტებ­თან და გაბ­რა­ზე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლისტს მიკრო­ფო­ნიც წა­არ­თვას და როცა თა­ვად მო­ი­სურ­ვებს, მა­შინ და­უბ­რუ­ნოს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი მე­უღ­ლეა ნუგ­ზარ (ნუგო) კა­კუ­ლია, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ან­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია. წყვილს ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, მერი, რო­მე­ლიც 2017 წელს და­ი­ბა­და.

  • თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2022 წლის 31 იან­ვარს შე­ავ­სო.

მი­ნის­ტრის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას 2021 წლის მარ­ტში ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა 36.07 კვ.მ. ბინა, თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ძე. ის ასე­ვე ფლობს 50009 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვეთს ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ონ სო­ფელ დი­ლის­კა­ში, რო­მელ­შიც 2016 წელს 7 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

პა­ტა­რა მე­რის­თვის კი 2020 წელს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ონ სო­ფელ ტო­ლებ­ში 1182 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი უჩუ­ქე­ბი­ათ.

2005 წელს თეა წუ­ლუ­კი­ანს სო­ფელ დი­ღომ­ში ასე­ვე სა­ჩუქ­რად მი­უ­ღია 1900 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი. მის სა­ხელ­ზეა ასე­ვე 2017 წელს ნა­ჩუ­ქა­რი 6 ათა­სი კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი მეს­ტი­ა­ში, სო­ფელ ზემო ლუ­ჰა­ში.

2020 წელს ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ამ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა BMW Sedan 535 l შე­ი­ძი­ნა და მას­ში 10 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს თეა წუ­ლუ­კი­ანს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 3305,62 ლარი, სა­ბავ­შვო ანა­ბარ­ზე კი 12 348,41ლარი.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 2497,68 ლარი.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას სსიპ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სკო­ლა-პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­გში კონ­სულ­ტან­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 35 167 ლარი მი­უ­ღია.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრის პოსტზე 2021 წლის 22 მარ­ტი­დან - 31 დე­კემ­ბრამ­დე ხელ­ფა­სის სა­ხით 46 904,76 ლარი აიღო.

პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­სა და კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რის პოსტზე ყოფ­ნის დროს 2021 წლის იან­ვრი­დან-მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში 11 607,62 ლარი მი­ი­ღო.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი აქვს სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი 62 400 დო­ლა­რი, რო­მელ­შიც 2017-2027 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. მი­ნისტრს გა­დახ­დი­ლი აქვს 8261,89 დო­ლა­რი.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სეს­ხი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და 2020 წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ 56 140 ლარი მი­ი­ღო, რომ­ლის გა­დახ­დის ბოლო ვა­დაც 2030 წე­ლია. ამ დრო­ის­თვის მი­ნისტრს გა­დახ­დი­ლი აქვს 3886,71 ლარი.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სტრას­ბურ­გში ბი­ნის გა­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, 220 480 ევრო ანაბ­რის სა­ხით შე­ი­ტა­ნა ბან­კში, სა­ი­და­ნაც ჯერ­ჯე­რო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბულა.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას 34 000 ლარი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის აქვს, რომ­ლის გა­დახ­დის ბოლო ვა­დაც 2031 წე­ლია. მი­ნის­ტრის ქმარს და­ფა­რუ­ლი აქვს 9200 ლარი.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას სა­ჩუქ­რის სა­ხით მშობ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბინა, რომ­ლის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 30 ათა­სი დო­ლა­რია.

წუ­ლუ­კი­ანს ნა­თე­სა­ვის მიერ მის სა­სარ­გებ­ლოდ აღე­ბულ სეს­ხის გა­და­ფარ­ვა­ში გა­დახ­დი­ლი აქვს 8261,89 დო­ლა­რი.

მი­ნის­ტრმა წუ­ლუ­კი­ან­მა სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში 11 724 ლარი და­ხარ­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
3

უბოროტესი არსება, უკანონოდ სამსახურიდან რომ გაათავისუფლა ათობით ადამიანი, დროებითია ყველაფერი არ შერჩება ამდენი ადამიქნის დქ ოჯახის გაუბედურება

კიკი
12

მე რატომ არ " მჩუქნის" არავინ არაფერს? :((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მიწის ნაკვეთები, საბანკო სესხები და სტრასბურგში ბინის გაყიდვიდან შემოსული თანხა ანაბარაზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე

მიწის ნაკვეთები, საბანკო სესხები და სტრასბურგში ბინის გაყიდვიდან შემოსული თანხა ანაბარაზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე

ხელისუფლებაში "ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, თეა წულუკიანის პერსონა აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. ის იყო იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივად. წულუკიანი ამ პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე იკავებდა.

ის ამჯერად კულტურის მინისტრის თანამდებობაზეა.

თეა წულუკიანს "ქართული ოცნების“ პოლიტიკოსი ქალებიდან ყველაზე ხშირად აკრიტიკებს ოპოზიცია. ის არ ერიდება ხმაურიან კამათს ოპონენტებთან და გაბრაზებულმა შეიძლება ჟურნალისტს მიკროფონიც წაართვას და როცა თავად მოისურვებს, მაშინ დაუბრუნოს.

როგორც ცნობილია, მისი მეუღლეა ნუგზარ (ნუგო) კაკულია, რომელიც თეა წულუკიანზე 9 წლით უმცროსია. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, მერი, რომელიც 2017 წელს დაიბადა.

  • თეა წულუკიანმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის 31 იანვარს შეავსო.

მინისტრის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ნუგზარ კაკულიას 2021 წლის მარტში ჩუქებით გადაეცა 36.07 კვ.მ. ბინა, თბილისში, დოლიძის ქუჩაძე. ის ასევე ფლობს 50009 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ახალქალაქის რაიონ სოფელ დილისკაში, რომელშიც 2016 წელს 7 ათასი ლარი გადაიხადა.

პატარა მერისთვის კი 2020 წელს, სამტრედიის რაიონ სოფელ ტოლებში 1182 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უჩუქებიათ.

2005 წელს თეა წულუკიანს სოფელ დიღომში ასევე საჩუქრად მიუღია 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მის სახელზეა ასევე 2017 წელს ნაჩუქარი 6 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში.

2020 წელს ნუგზარ კაკულიამ მსუბუქი ავტომანქანა BMW Sedan 535 l შეიძინა და მასში 10 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების დროს თეა წულუკიანს "საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ჰქონდა 3305,62 ლარი, საბავშვო ანაბარზე კი 12 348,41ლარი.

ნუგზარ კაკულიას "საქართველოს ბანკის“ საბარათე ანგარიშზე ჰქონდა 2497,68 ლარი.

ნუგზარ კაკულიას სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა-პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 35 167 ლარი მიუღია.

თეა წულუკიანმა კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრის პოსტზე 2021 წლის 22 მარტიდან - 31 დეკემბრამდე ხელფასის სახით 46 904,76 ლარი აიღო.

პოლიტიკოსმა საქართველოს პარლამენტის აპარატში პარლამენტის წევრობისა და კომიტეტის თავჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს 2021 წლის იანვრიდან-მარტამდე პერიოდში 11 607,62 ლარი მიიღო.

თეა წულუკიანი აქვს სამომხმარებლო სესხი 62 400 დოლარი, რომელშიც 2017-2027 წლამდე პერიოდს მოიცავს. მინისტრს გადახდილი აქვს 8261,89 დოლარი.

თეა წულუკიანმა ასევე რამდენიმე სესხი გააერთიანა და 2020 წელს "საქართველოს ბანკში“ 56 140 ლარი მიიღო, რომლის გადახდის ბოლო ვადაც 2030 წელია. ამ დროისთვის მინისტრს გადახდილი აქვს 3886,71 ლარი.

თეა წულუკიანმა სტრასბურგში ბინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, 220 480 ევრო ანაბრის სახით შეიტანა ბანკში, საიდანაც ჯერჯერობით შემოსავალი არ დაფიქსირებულა.

ნუგზარ კაკულიას 34 000 ლარი სამომხმარებლო სესხის აქვს, რომლის გადახდის ბოლო ვადაც 2031 წელია. მინისტრის ქმარს დაფარული აქვს 9200 ლარი.

ნუგზარ კაკულიას საჩუქრის სახით მშობლისგან მიღებული აქვს ბინა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 30 ათასი დოლარია.

წულუკიანს ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებულ სესხის გადაფარვაში გადახდილი აქვს 8261,89 დოლარი.

მინისტრმა წულუკიანმა სწავლის გადასახადში 11 724 ლარი დახარჯა.