სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმაში შევიდა 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინირების საკითხი - თამარ გაბუნია დეტალებზე
კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმაში შევიდა 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინირების საკითხი - თამარ გაბუნია დეტალებზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ 19-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა გა­ნი­ხი­ლეს.

რო­გორც მან სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ გეგ­მის მი­ხედ­ვით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 12 წლამ­დე ბავ­შვე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცია, ე.წ ბუს­ტერ დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა და სრუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ის აცრა.

"გეგ­მის ვერ­სია, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის საბ­ჭო­ზე გან­ვი­ხი­ლეთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ებს მიყ­ვე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მიზ­ნე არის სა­ერ­თო მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ის აცრა ივ­ლი­სის თვემ­დე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­თვი­საც სა­სურ­ვე­ლი მი­ზა­ნი არის ის, რომ მივ­ყვეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ას და ზო­გა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ამო­ცა­ნებს, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, ის ფონი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც "ომიკ­რო­ნის" შემ­დეგ იქ­მნე­ბა, ამან შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გორც სა­მიზ­ნეს­თან, ასე­ვე დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიზ­ნე­ბის­თვის მო­მა­ვალ წელ­საც იგი­ვეა, ეს არის მა­ღა­ლი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, სხვა ჯგუ­ფე­ბი, ვი­საც აქვს მა­ღა­ლი რის­კი თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ჯგუ­ფე­ბის მოც­ვა. ასე­ვე ვა­კე­თებთ აქ­ცენტს "ბუს­ტერ“ დო­ზის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რად­გან "ომიკ­რო­ნის“ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ "ბუს­ტერ“ დოზა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გეგ­მა­ში ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დღეს შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში მყო­ფი ვაქ­ცი­ნე­ბის ბა­ზარ­ზე გა­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­თაც ექ­ნე­ბათ კი­დევ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, იქ­ნე­ბი­ან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ახალ შტა­მებ­თან მი­მარ­თე­ბით და გეგ­მამ ესეც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს შეს­ყიდ­ვის პრო­ცეს­ში“, -გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მისი თქმით, გეგ­მის მი­ხედ­ვით, 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში ვაქ­ცი­ნე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია.

"ბავ­შვთა ასა­კის ვაქ­ცი­ნე­ბი გეგ­მით ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, 12 წლის ზე­მოთ უკვე ისე­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, 12 წლამ­დე ბავ­შვებს სჭირ­დე­ბათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დო­ზის ვაქ­ცი­ნა, ეს ვაქ­ცი­ნაც შე­სუ­ლია გეგ­მის ნა­წილ­ში და ჩვენ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მწარ­მო­ებ­ლებ­თან წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კვლავ მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
0

ნახეს დორბლიანს და მის სექტას არ შეუძლია და ამ გზით იჩალიჩებენ რევოლუციას პრემია-დანამატიანი ხე-ტყის პატრონი ქოც-იმპოტენტები

ალეკო
0

შენი შვილკების აცრით დაიწყე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმაში შევიდა 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინირების საკითხი - თამარ გაბუნია დეტალებზე

კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმაში შევიდა 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინირების საკითხი - თამარ გაბუნია დეტალებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის განხორციელების ეროვნული გეგმა განიხილეს.

როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინაცია, ე.წ ბუსტერ დოზით ვაქცინაციის გაგრძელება და სრული მოსახლეობის 70%-ის აცრა.

"გეგმის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ ვაქცინაციის საბჭოზე განვიხილეთ, საერთაშორისო რეკომენდაციებს მიყვება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე არის საერთო მოსახლეობის 70%-ის აცრა ივლისის თვემდე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც სასურველი მიზანი არის ის, რომ მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და ზოგადად, საერთაშორისო ამოცანებს, თუმცა გასათვალისწინებელია არსებული სიტუაცია, ის ფონი და საჭიროებები, რომელიც "ომიკრონის" შემდეგ იქმნება, ამან შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, როგორც სამიზნესთან, ასევე დეტალებთან დაკავშირებით. სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნებისთვის მომავალ წელსაც იგივეა, ეს არის მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ჯგუფები, ვისაც აქვს მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა. ასევე ვაკეთებთ აქცენტს "ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობაზე, რადგან "ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ "ბუსტერ“ დოზა ძალიან მნიშვნელოვანია. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ კიდევ განსხვავებული მახასიათებლები, იქნებიან ადაპტირებული ახალ შტამებთან მიმართებით და გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში“, -განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, გეგმის მიხედვით, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინები გათვალისწინებულია.

"ბავშვთა ასაკის ვაქცინები გეგმით ასევე გათვალისწინებულია, 12 წლის ზემოთ უკვე ისედაც მიმდინარეობს, 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა, ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მწარმოებლებთან წინასწარი მოლაპარაკება გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, წამახალისებელი ღონისძიებები კვლავ მიმართული იქნება ასაკოვანი ადამიანებისთვის.