პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში როგორც ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - კარლ ჰარცელი
"საქართველოში როგორც ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - კარლ ჰარცელი

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­მე­ო­რე­ბა, არა­მედ ასე­ვე გა­მო­ხა­ტო მზა­ო­ბა მოქ­მე­დე­ბის­თვის" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ევ­რო­პის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია

"თქვენ იცით, რომ ახლა არის უკ­რა­ი­ნის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი - გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი ევ­რო­პის­თვის, ევ­რო­კავ­ში­რის­თვის. ამ გა­რე­მო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­მე­ო­რე­ბა, არა­მედ ასე­ვე გა­მო­ხა­ტო მზა­ო­ბა მოქ­მე­დე­ბის­თვის. თქვენ ნა­ხეთ, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა გა­აგ­ზავ­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი, რომ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ შემ­დგო­მი აგ­რე­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი და მკაც­რი სა­ფა­სუ­რი მოჰ­ყვე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან მკა­ფიო გზავ­ნი­ლი და ევ­რო­კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას სხვა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ასე­ვე ცალ­კე­ულ­მა პი­რებ­მა უკ­რა­ი­ნის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ხა­ტეს და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,

"ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა. მე ეს აქ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვნა­ხე, სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის მიერ.

რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე გან­ხილ­ვებს, მი­ვე­სალ­მე­ბი პარ­ლა­მენ­ტში რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკ­რა­ი­ნის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა. ის თუ რო­გორ უნდა იყოს ეს ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის საქ­მეა და ამა­ზე მე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
0

ყველა კმაყოფილია ოპოზიციის გარდა

bidzo
0

თქვენ შეგჭამათ მგელმა . გვაქეზებენ რო რუსეთმა უკრაინასთან ერთად მიგვიერთოს და მერე დადგებიან შორიდან და აღშფოთებას გამთქვამენ . უნამოსოები ხართ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოში როგორც ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - კარლ ჰარცელი

"საქართველოში როგორც ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - კარლ ჰარცელი

"მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია

"თქვენ იცით, რომ ახლა არის უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. თქვენ ნახეთ, რომ ევროკავშირმა გააგზავნა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის განხორციელებას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველოში როგორც ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,

"ამის პარალელურად მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მე ეს აქ საქართველოშიც ვნახე, სოლიდარობის გამოხატვა როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული პირების მიერ.

რაც შეეხება მიმდინარე განხილვებს, მივესალმები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს. მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. ის თუ როგორ უნდა იყოს ეს ფორმულირებული პარლამენტის საქმეა და ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ელჩმა.