სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს" - როგორია მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
"3 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს" - როგორია მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გუგა ქა­ში­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მინ­დე­ლის შახ­ტში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბულ­მა მე­შახ­ტე­ებ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღეს.

რო­გორც ქა­ში­ბა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას 8 პა­ცი­ენ­ტი გა­დის, რო­მელ­თა­გან სამი რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია.

"გამ­თე­ნი­ი­სას ჩვენს კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს 8 პა­ცი­ენ­ტი კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დის მიერ ტყი­ბუ­ლი­დან. სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. სამი მათ­გა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, აქე­დან ერთი მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია. და­ნარ­ჩე­ნი ხუთი პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სე­ბუ­ლია დამ­წვრო­ბის ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, გარ­და დამ­წვრო­ბი­სა, აღე­ნიშ­ნე­ბათ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი. ამ წუ­თებ­ში უტარ­დე­ბათ კვლე­ვე­ბი და გარ­კვე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვე­ბი. იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია, ერთ-ერთ მათ­განს 60%-ით და­ზი­ა­ნე­ბა და თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, ყვე­ლა მათ­გა­ნი არის კონ­ტაქ­ტუ­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი“, - აღ­ნიშ­ნა გუგა ქა­ში­ბა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის შახ­ტში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ცხრა კი და­შავ­და. შსს-მ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"3 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს" - როგორია მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

"3 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს" - როგორია მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულმა მეშახტეებმა დაზიანებები სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს.

როგორც ქაშიბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობას 8 პაციენტი გადის, რომელთაგან სამი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია.

"გამთენიისას ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს 8 პაციენტი კატასტროფის ბრიგადის მიერ ტყიბულიდან. სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. სამი მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან ერთი მათგანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. დანარჩენი ხუთი პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში, გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები. ამ წუთებში უტარდებათ კვლევები და გარკვეული სამედიცინო ჩარევები. იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, საკმაოდ სერიოზულია, ერთ-ერთ მათგანს 60%-ით დაზიანება და თერმული დაზიანება აღენიშნება, ყველა მათგანი არის კონტაქტური და ადეკვატური“, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.