Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს მეუღლეს ბებია და ბაბუა ეზოში დაუხვრიტეს... სოხუმში სახლი და აგარაკი დატოვა" - რა პირობა მისცა დათო ევგენიძემ მეუღლეს და როგორია მოგონებები აფხაზეთზე?
"ჩემს მეუღლეს ბებია და ბაბუა ეზოში დაუხვრიტეს... სოხუმში სახლი და აგარაკი დატოვა" - რა პირობა მისცა დათო ევგენიძემ მეუღლეს და როგორია მოგონებები აფხაზეთზე?

"გთხოვთ, ჩვენს რუ­კას გუ­ლით თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ - აქ რას ხე­დავთ - აფხა­ზეთს და სა­მა­ჩაბ­ლოს", "წმინ­და ნი­ნოს ვა­ზის ჯვა­რით გვფა­რავს ღმერ­თი, დაბ­რუნ­დე­ბა სა­მა­ჩაბ­ლო აფხა­ზე­თი", "რაც დრო გა­დის, შეგ­რძნე­ბა მაქვს, მკვეთრზე მკვეთ­რი - დაბ­რუნ­დე­ბა სა­მა­ჩაბ­ლო აფხა­ზე­თი", "ათა­სო­ბით ტკი­ვი­ლი­დან, გულ­თან მი­მაქვს მხო­ლოდ ერთი - დაბ­რუნ­დე­ბა სა­მა­ჩაბ­ლო აფხა­ზე­თი" - ეს მუ­სი­კოს და­ვით ევ­გე­ნი­ძის სტა­ტუ­სე­ბია.

5 თვეა, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­მა­ჩაბ­ლო-აფხა­ზე­თის თე­მა­ზე ასეთ ოპ­ტი­მის­ტურ სტრი­ქო­ნებს ყო­ველ­დღე წერს. რას ემ­სა­ხუ­რე­ბა მისი ეს გა­რით­მუ­ლი ფრა­ზე­ბი, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მუ­სი­კოსს ამ თე­მის მი­მართ, რა აძ­ლევს ასე­თი ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს და რას დაჰ­პირ­და მე­უღ­ლეს, ამა­ზე დათო ევ­გე­ნი­ძე გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა.

თუმ­ცა მა­ნამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მან 4 დღის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა და სა­უ­ბა­რიც სწო­რედ პან­დე­მი­ის თე­მით და­ვი­წყეთ.

- მსოფ­ლიო ამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა - კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. რა უნდა ქნას მუ­სი­კამ და მუ­სი­კოს­მა - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზაა ამ დროს სა­ჭი­რო, თუ რო­გო­რი უნდა იყოს მისი სათ­ქმე­ლი?

- მუ­სი­კა არის ერ­თგვა­რი თე­რა­პია და არ არ­სე­ბობს დრო, რო­დე­საც ის აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ არის... ადა­მი­ა­ნის­თვის არის სამი უმ­თავ­რე­სი კონ­ტაქ­ტი - კონ­ტაქ­ტი უფალ­თან, კონ­ტაქ­ტი ბუ­ნე­ბას­თან და კონ­ტაქ­ტი ადა­მი­ან­თან... პან­დე­მი­ამ­დე ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს ჩა­ნაც­ვლე­ბით ხდე­ბო­და (ვირ­ტუ­ა­ლურ­მა სამ­ყა­რომ სამ­წუ­ხა­როდ, სა­მი­ვე ჩა­ა­ნაც­ვლა). ცხოვ­რე­ბა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ში გა­და­ვი­და. პან­დე­მი­ამ ეს კი­დევ გა­ამ­ძაფ­რა, ადა­მი­ა­ნებს შო­რის კონ­ტაქ­ტი გარ­თულ­და, ამი­ტომ მგო­ნია, რომ ამ პე­რი­ო­დის პლუ­სიც ის არის, - დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე დიდი რამ არ არ­სე­ბობს. ასე რომ, კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი ყვე­ლაფ­რის­გან უნდა აიღო.

- თქვენს მუ­სი­კა­ში აი­სა­ხა ეს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მა?

- რა თქმა უნდა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სამ­ყა­რო­სე­უ­ლი მოვ­ლე­ნა არ შე­ე­ხოს მუ­სი­კას?!

- თვალ-ყურს ვა­დევ­ნებ თქვენს "ფე­ის­ბუქ" სტა­ტუ­სებს, ყო­ველ­დღი­უ­რად წერთ სტრი­ქო­ნებს, რო­მელ­შიც მუდ­მი­ვად არის ფრა­ზა - "დაბ­რუნ­დე­ბა აფხა­ზე­თი-სა­მა­ჩაბ­ლო"...

- ქვე­ყა­ნა­ში ნო­მერ პირ­ველ ად­გი­ლას უნდა იდ­გეს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. სა­ნამ ის თა­ო­ბე­ბი ცო­ცხლე­ბი ვართ, ვინც იქ ნამ­ყო­ფი ვართ და ის სიმ­ძაფ­რე, სიყ­ვა­რუ­ლი, იმ ად­გი­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბა გვაქვს, ტე­რი­ტო­რია ამ დროს უნდა დაბ­რუნ­დეს. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, ვინც იქ ნამ­ყო­ფი არ არის, არ აქვთ ეს სიმ­ძაფ­რე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცი­ან, ჩვენც ვუყ­ვე­ბით, მა­ინც ძნე­ლია, ამის ისე­ვე გან­ცდა, რო­გორც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია. რო­დე­საც წლე­ბის წინ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, აფხა­ზეთ­ში ჩავ­დი­ო­დით ე.წ. „სო­ჩა­ში,“ რო­მე­ლიც ერთ დროს სა­ქარ­თვე­ლო იყო, ჩვენც არ გვქონ­და ისე­თი სიმ­ძაფ­რე და ტკი­ვი­ლი, რად­გა­ნაც ქარ­თულ სოჭ­ში არ ვი­ყა­ვით ნამ­ყო­ფი. არ მინ­და, რომ იგი­ვე მოხ­დეს. ამი­ტომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბით, აქ­ცენ­ტე­ბის გა­და­ლა­გე­ბით, მთა­ვა­რი ქვეყ­ნის სა­კი­თხი - ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა - მი­ვი­წყე­ბუ­ლია, რაც ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

- თქვე­ნი სტა­ტუ­სის ოპ­ტი­მიზმს შე­ი­ცავს, ის მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით არის მუდ­მი­ვად მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა...

- გჯე­რო­დეს და აგის­რულ­დე­ბა!

- რო­დის?

- რაც მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა ამ საქ­მე­ში, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა ფორ­მით, რაც უფრო სა­ერ­თო სატ­კი­ვა­რი გახ­დე­ბა ეს, მით მალე დაბ­რუნ­დე­ბა!

- თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში რო­გორ არის აღ­ბეჭ­დი­ლი აფხა­ზე­თი და იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი... რო­გორ ცო­ცხლდე­ბა ის ეპი­ზო­დე­ბად?

- ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში აფხა­ზე­თი არის სა­მო­თხე, რო­მელ­საც ჩემი ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო მჩუქ­ნი­და და შე­მეძ­ლო, სა­მო­თხე­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... ბიჭ­ვინ­თა, ლი­ძა­ვა, გაგ­რა, სო­ხუ­მი, გულ­რიფ­ში - ყველ­გან დავ­დი­ო­დი და ყველ­გან სა­მო­თხე იყო...

- მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბი ხში­რად სიზ­მარ­ში სტუმ­რობს ადა­მი­ანს - სიზ­მარ­ში თუ ყო­ფილ­ხართ აფხა­ზეთ­ში?

- კონ­კრე­ტუ­ლი სიზ­მრის რა გი­თხრათ? სიზ­მა­რი ისე­თია, შე­იძ­ლე­ბა, გახ­სოვ­დეს და შე­იძ­ლე­ბა - არა. მთა­ვა­რია, რომ ჩემს ქვეც­ნო­ბი­ერ­ში და ცნო­ბი­ერ­ში სულ ცო­ცხლობს და არას­დროს მა­ვი­წყდე­ბა. ჯერ ერთი, აფხა­ზე­თის­თვის ბრძო­ლას ჩემი ბევ­რი მე­გობ­რის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. როცა ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა, ეს და­ი­ვი­წყო. არ შე­იძ­ლე­ბა ისე მოხ­დეს, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ძა­ლის­ხმე­ვა, თავ­გან­წირ­ვა ფუჭი აღ­მოჩ­ნდეს...

- ბოლო დღე­ებ­ში აფხა­ზე­თი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა ცხოვ­რე­ბა­ში დრა­მა­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი გან­ვი­თარ­და. ემო­ცი­უ­რად რას გა­ნიც­დით, რო­დე­საც ამ­ბე­ბი ასეთ დრა­მა­ტულ ფორ­მას იძენს?

- მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ხალ­ხი ვართ, არ ვართ ასო­ბით და ათო­ბით მი­ლი­ო­ნი. ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­მე­ბა... ასე­ვე მტკი­ვა მი­ლი­ო­ნი აქე­დან წა­სუ­ლი ემიგ­რან­ტის ბედი. არ გვაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ქვეყ­ნი­დან ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­დეს. ისი­ნი ჩა­ნაც­ვლდე­ბი­ან უცხო­ე­ლე­ბით და შე­მო­სუ­ლი ხალ­ხით, ეს არ იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ჯა­რით ექ­სპან­სია, მაგ­რამ იქ­ნე­ბა ბიზ­ნე­სით და თან­ხით. ჩვენ თვი­თონ უნდა მივ­ხე­დოთ ჩვენს მი­წას. უფ­ლის ნე­ბით და ღვთის­მშობ­ლის შე­წევ­ნით, მისი ხვედ­რი ქვე­ყა­ნა ვართ, ეს უნდა შევ­ძლოთ. ისე­თი მი­წაა, სა­დაც ყვე­ლა ქარ­თველ­მა ბედ­ნი­ე­რად უნდა იცხოვ­როს. უპირ­ვე­ლე­სად ეს ყვე­ლა ქარ­თვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა და არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის.

- უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბა, ემიგ­რა­ცია ახ­სე­ნეთ... იმ რან­გის მუ­სი­კო­სი, ხე­ლო­ვა­ნი ხართ, რომ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში შეძ­ლებ­დით კი­დევ მეტი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას, მაგ­რამ აქ ხართ...

- მე გა­ვა­უქ­მე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რაც მქონ­და საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კა­ში, რუ­სეთ­ში. თუკი რამე პრი­ზი არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი აღე­ბუ­ლი მაქვს... 8 აგ­ვის­ტოს მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი, ჩემ­თვის ჩემი ქვე­ყა­ნა დე­და­სა­ვი­თაა, რო­გორც მას ვე­რა­ვინ შე­გიც­ვლის, ასე­ვე სამ­შობ­ლოს.

- რუ­სე­თი გა­სა­გე­ბია, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ზე რა­ტომ თქვით უარი?

- მგო­ნია, რომ დღეს ჩემს ქვე­ყა­ნას უფრო ვჭირ­დე­ბი, ვიდ­რე ვთქვათ, ჩემს კა­რი­ე­რას სჭირ­დე­ბა ჩემი იქ ყოფ­ნა. კა­რი­ე­რა არის წარ­მა­ვა­ლი რამ. უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბა სხვა რამ არის.

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი მე­უღ­ლე აფხა­ზე­თი­და­ნაა...

- სო­ხუ­მი­დან არის... რო­დე­საც ცო­ლად მომ­ყავ­და, დავ­პირ­დი, რომ აფხა­ზეთ­ში და­ვაბ­რუ­ნებ... მან იქ ბევ­რი რამ და­ტო­ვა, სახ­ლი, აგა­რა­კი, სა­ო­ცა­რი მო­გო­ნე­ბე­ბი, ბე­ბია და ბა­ბუა ეზო­ში და­უხვრი­ტეს, რომ­ლე­ბიც იქ და­იკ­რძალ­ნენ. დღეს მისი კლა­სე­ლე­ბი, ვინც იქ ცხოვ­რო­ბენ, ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან, მაგ­რამ იქ ჩას­ვლა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ურ­თუ­ლე­სი რამ არის... მეც მაქვს კონ­ტაქ­ტე­ბი ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­ბი არი­ან. ერ­თად ვსწავ­ლობ­დით მოს­კოვ­ში, ისი­ნი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მე - კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. ეს „ხი­დე­ბი“ სულ უნდა გა­და­ი­გოს, ხე­ლის ჩაქ­ნე­ვა დამ­ღუპ­ვე­ლია!

- თქვენს სტა­ტუ­სებს რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს მე­გობ­რებ­ში და თუნ­დაც უც­ნო­ბებ­ში?

- მე­ხუ­თე თვეა, რაც და­ვი­წყე და დღე არ გა­დის, რომ ამ თე­მა­ზე სტა­ტუ­სი არ დავ­წე­რო. თა­ვი­დან რო­მან­ტი­კუ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი იყო, ახლა ვა­ტყობ, მე რომ გა­მომ­რჩეს, სხვე­ბი მახ­სე­ნე­ბენ. აუ­ცი­ლებ­ლო­ბად გა­და­იქ­ცა... ამ თე­მა­ზე ლექ­სიც ხში­რად მე­წე­რე­ბა, პო­ე­ზია ხომ იმის სარ­კეა, რაც შიგ­ნით გაქვს...

- ე.ი. აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო დაბ­რუნ­დე­ბა და მე­უღ­ლეს და­აბ­რუ­ნებთ აფხა­ზეთ­ში?

- აუ­ცი­ლებ­ლად. რო­დე­საც კაცი თა­ვის საყ­ვა­რელ ქალს სი­ტყვას აძ­ლევს, ის უნდა შე­ას­რუ­ლოს. სა­მა­ჩაბ­ლო და აფხა­ზე­თი და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, ორი­ვე სა­ქარ­თვე­ლოა. სა­მა­ჩაბ­ლო ქარ­თლია, შუ­ა­გუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სი. ორი­ვე მიყ­ვარს, ეს არის ქარ­თლის მიწა. გო­რის გზა­ზე რომ მი­დი­ხარ, მავ­თულხლარ­თე­ბი ცხვირ­წინ გაქვს და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამას გულ­გრი­ლად შე­ხე­დო?! დიდი ტკი­ვი­ლია... მინ­და, ჩემს ქვე­ყა­ნას ვუ­სურ­ვო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აღარ იყ­ვნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი, საქ­მე აკე­თონ და ვარ­სკვლა­ვე­ბი ისევ შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა დას­რულ­დეს. ყვე­ლა­ნი ვემ­სა­ხუ­როთ სა­ქარ­თვე­ლოს!

- ისე, პო­ლი­ტი­კო­სად ვე­რას­დროს, ვერც ერთ ეტაპ­ზე ვერ წარ­მო­გიდ­გენთ...

- ჩემი პო­ლი­ტი­კაა ჩემი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი... პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას. ღმერ­თმა გვიმ­რავ­ლოს ქვეყ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. მგო­ნია, ყო­ვე­ლი შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია, ვინც თა­ვის ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით და­დის თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

არ მეგონა ასეთი თუ იყავით. დღიდან ძალიან მეყვარებით.

რუსუდანი
0

დათოსავით ჩვენი პოლიტიკოსები რომ განიცდიდნენ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას და ეკონომიკირ კრიზისს რაღაცის იმედი გვექნებოდა მაგრამ ვაი რომ რეალობა სხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ჩემს მეუღლეს ბებია და ბაბუა ეზოში დაუხვრიტეს... სოხუმში სახლი და აგარაკი დატოვა" - რა პირობა მისცა დათო ევგენიძემ მეუღლეს და როგორია მოგონებები აფხაზეთზე?

"ჩემს მეუღლეს ბებია და ბაბუა ეზოში დაუხვრიტეს... სოხუმში სახლი და აგარაკი დატოვა" - რა პირობა მისცა დათო ევგენიძემ მეუღლეს და როგორია მოგონებები აფხაზეთზე?

"გთხოვთ, ჩვენს რუკას გულით თვალი გადავავლოთ - აქ რას ხედავთ - აფხაზეთს და სამაჩაბლოს", "წმინდა ნინოს ვაზის ჯვარით გვფარავს ღმერთი, დაბრუნდება სამაჩაბლო აფხაზეთი", "რაც დრო გადის, შეგრძნება მაქვს, მკვეთრზე მკვეთრი - დაბრუნდება სამაჩაბლო აფხაზეთი", "ათასობით ტკივილიდან, გულთან მიმაქვს მხოლოდ ერთი - დაბრუნდება სამაჩაბლო აფხაზეთი" - ეს მუსიკოს დავით ევგენიძის სტატუსებია.

5 თვეა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე სამაჩაბლო-აფხაზეთის თემაზე ასეთ ოპტიმისტურ სტრიქონებს ყოველდღე წერს. რას ემსახურება მისი ეს გარითმული ფრაზები, რა დამოკიდებულება აქვს მუსიკოსს ამ თემის მიმართ, რა აძლევს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს და რას დაჰპირდა მეუღლეს, ამაზე დათო ევგენიძე გულახდილად გვესაუბრა.

თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია, რომ მან 4 დღის წინ კორონავირუსი დაამარცხა და საუბარიც სწორედ პანდემიის თემით დავიწყეთ.

- მსოფლიო ამხელა გამოწვევის წინაშეა - კორონავირუსს ებრძვის. რა უნდა ქნას მუსიკამ და მუსიკოსმა - შემოქმედებითი პაუზაა ამ დროს საჭირო, თუ როგორი უნდა იყოს მისი სათქმელი?

- მუსიკა არის ერთგვარი თერაპია და არ არსებობს დრო, როდესაც ის აქტუალური არ არის... ადამიანისთვის არის სამი უმთავრესი კონტაქტი - კონტაქტი უფალთან, კონტაქტი ბუნებასთან და კონტაქტი ადამიანთან... პანდემიამდე ადამიანებს შორის ურთიერთობა ვირტუალური სამყაროს ჩანაცვლებით ხდებოდა (ვირტუალურმა სამყარომ სამწუხაროდ, სამივე ჩაანაცვლა). ცხოვრება მობილურ ტელეფონებში გადავიდა. პანდემიამ ეს კიდევ გაამძაფრა, ადამიანებს შორის კონტაქტი გართულდა, ამიტომ მგონია, რომ ამ პერიოდის პლუსიც ის არის, - დაგვანახა, რომ ადამიანურ ურთიერთობაზე დიდი რამ არ არსებობს. ასე რომ, კარგი გაკვეთილი ყველაფრისგან უნდა აიღო.

- თქვენს მუსიკაში აისახა ეს გლობალური პრობლემა?

- რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება სამყაროსეული მოვლენა არ შეეხოს მუსიკას?!

- თვალ-ყურს ვადევნებ თქვენს "ფეისბუქ" სტატუსებს, ყოველდღიურად წერთ სტრიქონებს, რომელშიც მუდმივად არის ფრაზა - "დაბრუნდება აფხაზეთი-სამაჩაბლო"...

- ქვეყანაში ნომერ პირველ ადგილას უნდა იდგეს საქართველოს ერთიანობის აღდგენა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. სანამ ის თაობები ცოცხლები ვართ, ვინც იქ ნამყოფი ვართ და ის სიმძაფრე, სიყვარული, იმ ადგილების მონატრება გვაქვს, ტერიტორია ამ დროს უნდა დაბრუნდეს. ჩვენი შვილები, ვინც იქ ნამყოფი არ არის, არ აქვთ ეს სიმძაფრე, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ჩვენც ვუყვებით, მაინც ძნელია, ამის ისევე განცდა, როგორც ჩვენ შეგვიძლია. როდესაც წლების წინ, საბჭოთა კავშირის დროს, აფხაზეთში ჩავდიოდით ე.წ. „სოჩაში,“ რომელიც ერთ დროს საქართველო იყო, ჩვენც არ გვქონდა ისეთი სიმძაფრე და ტკივილი, რადგანაც ქართულ სოჭში არ ვიყავით ნამყოფი. არ მინდა, რომ იგივე მოხდეს. ამიტომ ამ პოლიტიკური დაპირისპირებით, აქცენტების გადალაგებით, მთავარი ქვეყნის საკითხი - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - მივიწყებულია, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

- თქვენი სტატუსის ოპტიმიზმს შეიცავს, ის მტკიცებითი ფორმით არის მუდმივად მოწოდებული, რომ დაკარგული ტერიტორიები აუცილებლად დაბრუნდება...

- გჯეროდეს და აგისრულდება!

- როდის?

- რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ საქმეში, მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით, რაც უფრო საერთო სატკივარი გახდება ეს, მით მალე დაბრუნდება!

- თქვენს მეხსიერებაში როგორ არის აღბეჭდილი აფხაზეთი და იქ გატარებული პერიოდი... როგორ ცოცხლდება ის ეპიზოდებად?

- ჩემს მეხსიერებაში აფხაზეთი არის სამოთხე, რომელსაც ჩემი ქვეყანა, საქართველო მჩუქნიდა და შემეძლო, სამოთხეში ვყოფილიყავი... ბიჭვინთა, ლიძავა, გაგრა, სოხუმი, გულრიფში - ყველგან დავდიოდი და ყველგან სამოთხე იყო...

- მძაფრი ემოციები ხშირად სიზმარში სტუმრობს ადამიანს - სიზმარში თუ ყოფილხართ აფხაზეთში?

- კონკრეტული სიზმრის რა გითხრათ? სიზმარი ისეთია, შეიძლება, გახსოვდეს და შეიძლება - არა. მთავარია, რომ ჩემს ქვეცნობიერში და ცნობიერში სულ ცოცხლობს და არასდროს მავიწყდება. ჯერ ერთი, აფხაზეთისთვის ბრძოლას ჩემი ბევრი მეგობრის სიცოცხლე შეეწირა. როცა ბევრი ადამიანია დაღუპული, არ შეიძლება, ეს დაივიწყო. არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამდენი ადამიანის ძალისხმევა, თავგანწირვა ფუჭი აღმოჩნდეს...

- ბოლო დღეებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებაში დრამატული სიტუაციები განვითარდა. ემოციურად რას განიცდით, როდესაც ამბები ასეთ დრამატულ ფორმას იძენს?

- მცირერიცხოვანი ხალხი ვართ, არ ვართ ასობით და ათობით მილიონი. ამიტომ თითოეული ადამიანის მდგომარეობა მტკივნეულად აღიქმება... ასევე მტკივა მილიონი აქედან წასული ემიგრანტის ბედი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყნიდან ამდენი ადამიანი წავიდეს. ისინი ჩანაცვლდებიან უცხოელებით და შემოსული ხალხით, ეს არ იქნება ქვეყნის ჯარით ექსპანსია, მაგრამ იქნება ბიზნესით და თანხით. ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ ჩვენს მიწას. უფლის ნებით და ღვთისმშობლის შეწევნით, მისი ხვედრი ქვეყანა ვართ, ეს უნდა შევძლოთ. ისეთი მიწაა, სადაც ყველა ქართველმა ბედნიერად უნდა იცხოვროს. უპირველესად ეს ყველა ქართველის მოვალეობაა და არა მხოლოდ პოლიტიკოსების.

- უცხოეთში ცხოვრება, ემიგრაცია ახსენეთ... იმ რანგის მუსიკოსი, ხელოვანი ხართ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებდით კიდევ მეტი წარმატების მიღწევას, მაგრამ აქ ხართ...

- მე გავაუქმე ხელშეკრულებები, ყველაფერი, რაც მქონდა საფრანგეთში, ამერიკაში, რუსეთში. თუკი რამე პრიზი არსებობს, ყველაფერი აღებული მაქვს... 8 აგვისტოს მერე საქართველოში ჩამოვედი, ჩემთვის ჩემი ქვეყანა დედასავითაა, როგორც მას ვერავინ შეგიცვლის, ასევე სამშობლოს.

- რუსეთი გასაგებია, ევროპასა და ამერიკაზე რატომ თქვით უარი?

- მგონია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას უფრო ვჭირდები, ვიდრე ვთქვათ, ჩემს კარიერას სჭირდება ჩემი იქ ყოფნა. კარიერა არის წარმავალი რამ. უცხოეთში ცხოვრება სხვა რამ არის.

- როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე აფხაზეთიდანაა...

- სოხუმიდან არის... როდესაც ცოლად მომყავდა, დავპირდი, რომ აფხაზეთში დავაბრუნებ... მან იქ ბევრი რამ დატოვა, სახლი, აგარაკი, საოცარი მოგონებები, ბებია და ბაბუა ეზოში დაუხვრიტეს, რომლებიც იქ დაიკრძალნენ. დღეს მისი კლასელები, ვინც იქ ცხოვრობენ, ეკონტაქტებიან, მაგრამ იქ ჩასვლა მოგეხსენებათ, ურთულესი რამ არის... მეც მაქვს კონტაქტები ჩემი ბავშვობის მეგობრებთან, რომლებიც აფხაზები არიან. ერთად ვსწავლობდით მოსკოვში, ისინი უნივერსიტეტში, მე - კონსერვატორიაში. ეს „ხიდები“ სულ უნდა გადაიგოს, ხელის ჩაქნევა დამღუპველია!

- თქვენს სტატუსებს რა გამოხმაურება აქვს მეგობრებში და თუნდაც უცნობებში?

- მეხუთე თვეა, რაც დავიწყე და დღე არ გადის, რომ ამ თემაზე სტატუსი არ დავწერო. თავიდან რომანტიკული შეგრძნებები იყო, ახლა ვატყობ, მე რომ გამომრჩეს, სხვები მახსენებენ. აუცილებლობად გადაიქცა... ამ თემაზე ლექსიც ხშირად მეწერება, პოეზია ხომ იმის სარკეა, რაც შიგნით გაქვს...

- ე.ი. აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდება და მეუღლეს დააბრუნებთ აფხაზეთში?

- აუცილებლად. როდესაც კაცი თავის საყვარელ ქალს სიტყვას აძლევს, ის უნდა შეასრულოს. სამაჩაბლო და აფხაზეთი დაკარგული ტერიტორიაა, ორივე საქართველოა. სამაჩაბლო ქართლია, შუაგულია საქართველოსი. ორივე მიყვარს, ეს არის ქართლის მიწა. გორის გზაზე რომ მიდიხარ, მავთულხლართები ცხვირწინ გაქვს და როგორ შეიძლება ამას გულგრილად შეხედო?! დიდი ტკივილია... მინდა, ჩემს ქვეყანას ვუსურვო, რომ საქართველოში პოლიტიკოსები აღარ იყვნენ ვარსკვლავები, საქმე აკეთონ და ვარსკვლავები ისევ შემოქმედი ადამიანები იყვნენ. დაპირისპირება დასრულდეს. ყველანი ვემსახუროთ საქართველოს!

- ისე, პოლიტიკოსად ვერასდროს, ვერც ერთ ეტაპზე ვერ წარმოგიდგენთ...

- ჩემი პოლიტიკაა ჩემი ქვეყნის სიყვარული... პოლიტიკოსები მნიშვნელოვან ხალხია, რომლებიც ქმნიან საქართველოს ისტორიას. ღმერთმა გვიმრავლოს ქვეყნის მოყვარული პოლიტიკოსები. მგონია, ყოველი შემოქმედი ადამიანი პოლიტიკის ნაწილია, ვინც თავის ქვეყნის სიყვარულით დადის თავის ქვეყანაში.