კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ ქვეყანას... ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ"- მეუფე იაკობი
"სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ ქვეყანას... ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ"- მეუფე იაკობი

"ნუ ვი­ტი­რებთ თუ დაგ­ვი­ჭე­რენ! რო­გორ გგო­ნი­ათ, რომ და­მი­ჭი­რონ ტი­რილს და­ვი­წყებ, ან ხალ­ხი რომ გა­მო­დი­ო­და გა­მიშ­ვი­თო, იმას ვი­კად­რებ და ვი­ტყვი რომ გა­მიშ­ვი­თო?! ხომ გე­ტყვით, რომ მი­ხე­დეთ თქვენს საქ­მეს, ქვე­ყა­ნას მი­ხე­დეთ" - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მო­უ­წო­და "ჭკვი­ა­ნად იყონ“ და ზედ­მე­ტად ნუ­რა­ვის და­ი­ცა­ვენ, თო­რემ პა­სუ­ხი ყვე­ლას მო­ე­თხო­ვე­ბა.

"ჩვენ­თან ძა­ლით ვაჟ­კა­ცო­ბა არა­ვინ არ უნდა და­ი­წყოს. კარ­გად გა­იხ­სე­ნეთ, რო­დე­საც ვი­ღა­ცე­ბი ვაჟ­კა­ცობ­დნენ, რო­გორ გარ­ბოდ­ნენ მერე ქვეყ­ნი­დან. ქარ­თვე­ლებ­მა უნდა ვის­წავ­ლოთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ფიქ­რი. პატ­რი­არ­ქს რამ­დე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს ერის წი­ნა­შე, პატ­რი­არ­ქის და­სა­ცა­ვად ქარ­თვე­ლი ერი არას­დროს არ გა­მო­სუ­ლა. ღმერ­თი იცავს პატ­რი­არ­ქს, ვინც არ უნდა და­ე­სი­ოს - ყვავ-ყორ­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან თუ ჩვე­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან, თუ გა­რე­დან იქ­ნე­ბა ვინ­მე, ვინ ვის რა უნდა და­აკ­ლოს?!

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­საც მო­ვუ­წო­დებ და ერის ხალ­ხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გა­ა­ყო­ლე­ბენ ქვე­ყა­ნას. ვი­ღა­ცას და­ი­ჭე­რენ. რამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი გვყავს, 300 ათას­ზე მეტი მის­ჯი­ლი გვყავ­და, 24 ათას­ზე მეტი ცი­ხე­ში იჯდა, 400 ათა­სამ­დე კაცი იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, მა­შინ კარ­გი სა­სა­მარ­თლო იყო და დღეს არის ცუდი? თუ მა­შინ არ ვარ­გო­და სა­სა­მარ­თლო, აბა, რა ქვე­ყა­ნა გვქონ­და მა­შინ აშე­ნე­ბუ­ლი? უვარ­გი­სი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფოა? ამი­ტომ გო­ნი­ე­რე­ბა მო­ვიკ­რი­ბოთ, ნუ ვი­ტი­რებთ თუ დაგ­ვი­ჭე­რენ. რო­გორ გგო­ნი­ათ, რომ და­მი­ჭი­რონ ტი­რილს და­ვი­წყებ ან ხალ­ხი რომ გა­მო­დი­ო­და გა­მიშ­ვი­თო, იმას ვი­კად­რებ რომ გა­მიშ­ვი­თო?! ხომ გე­ტყვით, რომ მი­ხე­დეთ თქვენს საქ­მეს, ქვე­ყა­ნას მი­ხე­დეთ.

უკ­რა­ი­ნა­ზე რომ ფიქ­რობთ, მა­შინ და­გი­ჯე­რებთ, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ზე მა­ნამ­დე იფიქ­რებ­დით. თო­რემ მათი ტკი­ვი­ლი ჩვე­ნი ტკი­ვი­ლია. მა­ინ­ცდა­მა­ინც 9 აპ­რი­ლი უნდა მოხ­დეს, რომ ერ­თო­ბა გვქონ­დეს?! გა­ვერ­თი­ან­დეთ მერე მა­შინ და­ვი­ჯე­რებ ვი­ღა­ცა­ზე ზრუ­ნავ, თუნ­დაც ერთ ადა­მი­ან­ზე. ამ­დე­ნი ქა­ლია ცი­ხე­ში, იმათ კი არ რცხვე­ნი­ათ გა­რეთ რომ დარ­ბი­ან გა­მო­ვუშ­ვათ, გა­მო­ვუშ­ვა­თო?! იმ­დე­ნი ქა­ლია, ჯერ ქა­ლებ­ზე იზ­რუ­ნეთ გა­მო­უშ­ვით, მერე და­გი­ჯე­რებთ! სხვე­ბიც გა­მო­ვუშ­ვით! მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას გა­ვუშ­ვებ­დი ცი­ხი­დან. ჩვე­ნებ­საც მო­ვუ­წო­დებ, ჭკვი­ა­ნად ვი­ყოთ და ზედ­მე­ტად ნუ­რა­ვის ნუ და­ვი­ცავთ, თო­რემ რა­ღაც პე­რი­ო­დი მო­ვით­მენთ, არა­ვის არა­ფერს ვე­ტყვით, მაგ­რამ მერე პა­სუხს შიგ­ნით ჩვენც მოვ­თხოვთ ყვე­ლას“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მან ქა­და­გე­ბი­სას ასე­ვე ისა­უბ­რა სა­ყო­ველ­თაო შე­რი­გე­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ "შე­რი­გე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა და ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი არა­ვინ დარ­ჩე­ბა“.

"შე­რი­გე­ბა პატ­რი­არ­ქმაც იცის და მეც ვიცი. სხვე­ბი რომ ლა­პა­რა­კო­ბენ თქვენ გგო­ნი­ათ იცი­ან რა არის შე­რი­გე­ბა?! არ იცი­ან რა არის შე­რი­გე­ბა, შე­რი­გე­ბა ხდე­ბა სხვა­ნა­ი­რად.

მჯე­რა, აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა შე­რი­გე­ბა ისე, რომ ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი არა­ვინ დარ­ჩე­ბა. დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლად თვლის თავს, ეს უნდა ვი­ცო­დეთ. თუ შენ­დო­ბაა, სა­თხო­ვა­რი ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს უნდა ვთხო­ვოთ, ალ­ბათ, ყვე­ლა ვართ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ვი­ღა­ცებს რა­ღა­ცის უფ­ლე­ბა მი­ვე­ცით, დრო­ზე არ გა­ვა­ჩე­რეთ, აკე­თეს ისე­თი რამე, რისი გა­კე­თე­ბაც ადა­მი­ა­ნის­გან, ქარ­თვე­ლი კა­ცის­გან არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. სულ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ქარ­თვე­ლე­ბი, ჯერ ჩვენს თავ­ზე გაგ­ვე­მარ­ჯვოს. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი არ ყო­ფი­ლა ეკო­ნო­მი­კა წინა წლებ­ში, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მალე შეგ­ვიძ­ლია გა­მოს­ვლა სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. სი­ღა­რი­ბე რომ არის და ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი რომ შიმ­ში­ლობს და შე­იძ­ლე­ბა კვდე­ბო­დეს, ამას მივ­ხე­დოთ და არა იმას, ვინ ჭამს და ვინ არ ჭამს. ხალ­ხს საჭ­მე­ლი არ აქვს, არა­თუ რა­ღა­ცის გამო არ ჭამს. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ გო­ნი­ე­რე­ბა მო­ვიკ­რი­ბოთ! ერ­თად უნდა ვი­ცხოვ­როთ, ერთი ქვე­ყა­ნა გვაქვს.

ვხე­დავთ მსოფ­ლი­ო­ში რა ხდე­ბა. ჩვენც ხომ არ უნდა გავ­ხდეთ ისე, წახ­ვი­დე ვი­ღა­ცას ომი და­უ­წყო, შე­მო­ვიდ­ნენ და კი­დევ დავ­კარ­გოთ 20-30%? ცოტა გო­ნივ­რუ­ლად უნდა მო­ვიქ­ცეთ! დღეს ხალ­ხი შე­ში­ნე­ბუ­ლია. ჩვე­ნი ერი შე­ში­ნე­ბუ­ლია. პან­დე­მი­ის მერე კი ისე შე­ა­ში­ნეს, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლებ­ლად გა­მოს­ვლა არ უნ­დო­დათ ვი­ღა­ცებს. მერე რო­გორ უნდა იმუ­შა­ონ პან­დე­მია რომ მორ­ჩე­ბა, რო­გორ უნდა იცხოვ­რონ? ნუ ვიქ­ნე­ბით ქარ­თვე­ლე­ბი მშიშ­რე­ბი! უნდა გავფრ­თხილ­დეთ, მაგ­რამ შიში ჩვენ­თან, ქი­ზიყ­ში არ ყო­ფი­ლა! მტერ­ზე პირ­და­პირ მივ­დი­ო­დით ყო­ველ­თვის. გო­ნივ­რუ­ლი სიფრ­თხი­ლე ყო­ველ­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ ზედ­მეტ­მა ში­შებ­მა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გა­ა­ჩე­რა თუ რა ქნა?!“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
13

არასწორი არაფერი უთქვამს მეუფეს,ეს კომენტარებში ნაცების უკმაყოფილება იკვეთება აშკარად ..

კოტე შავშიშვილი
11

ნახიშტარი ე.წ. მღვდელი

ავტორი:

"სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ ქვეყანას... ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ"- მეუფე იაკობი

"სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ ქვეყანას... ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ"- მეუფე იაკობი

"ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ! როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ, ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ და ვიტყვი რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ" - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მან სასულიერო პირებს მოუწოდა "ჭკვიანად იყონ“ და ზედმეტად ნურავის დაიცავენ, თორემ პასუხი ყველას მოეთხოვება.

"ჩვენთან ძალით ვაჟკაცობა არავინ არ უნდა დაიწყოს. კარგად გაიხსენეთ, როდესაც ვიღაცები ვაჟკაცობდნენ, როგორ გარბოდნენ მერე ქვეყნიდან. ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საქართველოზე ფიქრი. პატრიარქს რამდენი დამსახურება აქვს ერის წინაშე, პატრიარქის დასაცავად ქართველი ერი არასდროს არ გამოსულა. ღმერთი იცავს პატრიარქს, ვინც არ უნდა დაესიოს - ყვავ-ყორნები იქნებიან თუ ჩვენები იქნებიან, თუ გარედან იქნება ვინმე, ვინ ვის რა უნდა დააკლოს?!

სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ ქვეყანას. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი? თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო, აბა, რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული? უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა? ამიტომ გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ. როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ.

უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებთ, თუ საქართველოზე მანამდე იფიქრებდით. თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია. მაინცდამაინც 9 აპრილი უნდა მოხდეს, რომ ერთობა გვქონდეს?! გავერთიანდეთ მერე მაშინ დავიჯერებ ვიღაცაზე ზრუნავ, თუნდაც ერთ ადამიანზე. ამდენი ქალია ციხეში, იმათ კი არ რცხვენიათ გარეთ რომ დარბიან გამოვუშვათ, გამოვუშვათო?! იმდენი ქალია, ჯერ ქალებზე იზრუნეთ გამოუშვით, მერე დაგიჯერებთ! სხვებიც გამოვუშვით! მე აბსოლუტურად ყველას გავუშვებდი ციხიდან. ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად ვიყოთ და ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ, თორემ რაღაც პერიოდი მოვითმენთ, არავის არაფერს ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან ქადაგებისას ასევე ისაუბრა საყოველთაო შერიგების პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "შერიგება აუცილებლად მოხდება და ღირსებაშელახული არავინ დარჩება“.

"შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც ვიცი. სხვები რომ ლაპარაკობენ თქვენ გგონიათ იციან რა არის შერიგება?! არ იციან რა არის შერიგება, შერიგება ხდება სხვანაირად.

მჯერა, აუცილებლად მოხდება შერიგება ისე, რომ ღირსებაშელახული არავინ დარჩება. დღეს ძალიან ბევრი ღირსებაშელახულად თვლის თავს, ეს უნდა ვიცოდეთ. თუ შენდობაა, სათხოვარი ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ, ალბათ, ყველა ვართ დამნაშავეები, ვიღაცებს რაღაცის უფლება მივეცით, დროზე არ გავაჩერეთ, აკეთეს ისეთი რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან, ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი. სულ გამარჯვებულები ვყოფილიყავით ქართველები, ჯერ ჩვენს თავზე გაგვემარჯვოს. პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან ძლიერი არ ყოფილა ეკონომიკა წინა წლებში, თუმცა, ძალიან მალე შეგვიძლია გამოსვლა სხვებისგან განსხვავებით. სიღარიბე რომ არის და ზოგიერთი ადამიანი რომ შიმშილობს და შეიძლება კვდებოდეს, ამას მივხედოთ და არა იმას, ვინ ჭამს და ვინ არ ჭამს. ხალხს საჭმელი არ აქვს, არათუ რაღაცის გამო არ ჭამს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გონიერება მოვიკრიბოთ! ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთი ქვეყანა გვაქვს.

ვხედავთ მსოფლიოში რა ხდება. ჩვენც ხომ არ უნდა გავხდეთ ისე, წახვიდე ვიღაცას ომი დაუწყო, შემოვიდნენ და კიდევ დავკარგოთ 20-30%? ცოტა გონივრულად უნდა მოვიქცეთ! დღეს ხალხი შეშინებულია. ჩვენი ერი შეშინებულია. პანდემიის მერე კი ისე შეაშინეს, რომ უნივერსიტეტში სასწავლებლად გამოსვლა არ უნდოდათ ვიღაცებს. მერე როგორ უნდა იმუშაონ პანდემია რომ მორჩება, როგორ უნდა იცხოვრონ? ნუ ვიქნებით ქართველები მშიშრები! უნდა გავფრთხილდეთ, მაგრამ შიში ჩვენთან, ქიზიყში არ ყოფილა! მტერზე პირდაპირ მივდიოდით ყოველთვის. გონივრული სიფრთხილე ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ზედმეტმა შიშებმა სიკვდილიანობა გააჩერა თუ რა ქნა?!“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.