პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო" - რას ჰყვება ანა ტყებუჩავა მეუღლეზე?
"ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო" - რას ჰყვება ანა ტყებუჩავა მეუღლეზე?

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ მსა­ხი­ობ­მა ანა ტყე­ბუ­ჩა­ვამ მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა "სთო­რი­ში“ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. მისი თქმით, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ბა­რა­მი­ძე მის ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ორი ახლო მე­გო­ბა­რი და­კარ­გა და მძი­მე პე­რი­ო­დი ჰქონ­და. ანა ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლეს მის­თვის სიმ­შვი­დე მო­აქვს და არ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც მას არ შე­უძ­ლია...

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა:

"ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან ნა­თე­ლი და მშვი­დი ღრუ­ბე­ლია, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და, ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი დავ­კარ­გე და ავი­რი­ეთ მეც და ჩემი სა­მე­გობ­რო წრეც. ძა­ლი­ან მინ­დო­და იმ რე­ა­ლო­ბი­დან გაქ­ცე­ვა. ამ დროს სე­რი­ა­ლი უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო. ლე­ვა­ნი რო­გორც რე­ჟი­სო­რი, მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო. ჩვენ ოჯახ­ში ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ხალ­ხი ვცხოვ­რობთ, დედა გუ­რუ­ლია და მამა - მეგ­რე­ლი. მეც ასე­თი ვარ... მაგ­რამ ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან წყნა­რია, არა­ვის აწუ­ხებს ისე აკე­თებს ყვე­ლა­ფერს. ამი­ტომ მისი გა­მო­ჩე­ნა ჩემ­თვის დიდი სიმ­შვი­დის მომ­ტა­ნი იყო, ისე მი­ვე­კა­რი, თა­ვად, მგო­ნი, არც გეგ­მავ­და სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას.

არ მომ­წონს, ძა­ლი­ან მო­ლა­პა­რა­კე და აქ­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცე­ბი. დინ­ჯი, სი­ტყვა­ძუნ­წი კა­ცე­ბი უფრო მომ­წონს და ჩემ­თვის ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. მე მიყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. შე­იძ­ლე­ბა მა­შინ მქონ­დეს დის­კომ­ფორ­ტი, როცა კარ­გად არ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, მაგ­რამ ესეც ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. მე არ ვარ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­კვლა­ვი, სი­ნათ­ლე და წყა­ლი რო­გორც სხვებ­თან, ისე ჩემ­თა­ნაც მი­დის და ამის გამო შე­იძ­ლე­ბა მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ჩა­ვი­დე მა­ღა­ზი­ა­ში. მა­კი­აჟს არ ვხმა­რობ ყო­ველ­დღი­უ­რად, მე­უღ­ლემ­დეც ასე იყო და შემ­დე­გაც.

კარ­გად მახ­სოვს ლე­ვან­თან შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კე ამ დროს, აკა მორ­ჩი­ლა­ძის წიგ­ნი მა­თხო­ვა და სახ­ლამ­დე შორი გზით მი­ვე­დით. მახ­სოვს, მა­შინ ვი­ფიქ­რე, ეს თუ ასე ექ­ცე­ვა ქა­ლებს, რო­გორც მე, სა­ო­ცა­რი მა­მა­კა­ცი ყო­ფი­ლა-მეთ­ქი,. სიყ­ვა­რუ­ლი რომ ამიხ­სნა, მი­თხრა, მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ კი­დევ ერთი ვინ­მე მიყ­ვარს და ეს ჩემი პრო­ფე­სი­ა­აო. ერ­თა­დერ­თი, რაც ზუს­ტად ვი­ცო­დი, სა­ინ­ტე­რე­სო მა­მა­კა­ცი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და არ უნდა ყვა­რე­ბო­და ფეხ­ბურ­თი. იმე­დე­ბი გა­მიც­რუა ქარ­თულ­მა ფეხ­ბურ­თმა. ბიძა ფეხ­ბურ­თე­ლია, ახლა უკვე მწვრთნე­ლი. ბა­ბუ­აც გიჟ­დე­ბო­და ფეხ­ბურთზე და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სულ ფეხ­ბურ­თი მეს­მო­და.

ზუს­ტად ვიცი, არ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა ან სა­კი­თხი, რო­მელ­საც ლე­ვა­ნი ვერ მო­ე­რე­ვა. ჩემი პარტნი­ო­რია ყვე­ლა­ფერ­ში. არა­ვის ეგო­ნოს, რომ ჩვენ არ ვკა­მა­თობთ, მაგ­რამ ორი­ვე ერ­თად ვთმობთ. მე ბავ­შვებ­თან ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ვარ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ დროს სახ­ლში მუ­შა­ობს და ით­მენს ჩემს ხმა­ურს.

ლე­ვა­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, იმ პე­რი­ოდ­ში ორი მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ავა­რი­ით და­ი­ღუპ­ნენ. ამ­ბო­ბენ, დრო მკურ­ნა­ლი­აო, მაგ­რამ იცით, რო­გო­რი წა­მე­ბი მქონ­და, რო­გორც კი თვალს ვა­ხელ­დი, მახ­სოვ­და, რომ ისი­ნი აღარ იყ­ვნენ და არ ვი­ცო­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა. ეს ჩემი მშობ­ლე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა იყო..."

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამ
2

იხარეთ და იბედნიერეთ <3

manana
19

ნაცი "მსახიობი"!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო" - რას ჰყვება ანა ტყებუჩავა მეუღლეზე?

"ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო" - რას ჰყვება ანა ტყებუჩავა მეუღლეზე?

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა ანა ტყებუჩავამ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ გადაცემა "სთორიში“ გულახდილად ისაუბრა. მისი თქმით, რეჟისორი ლევან ბარამიძე მის ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ორი ახლო მეგობარი დაკარგა და მძიმე პერიოდი ჰქონდა. ანა ამბობს, რომ მეუღლეს მისთვის სიმშვიდე მოაქვს და არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას არ შეუძლია...

ანა ტყებუჩავა:

"ლევანი ძალიან ნათელი და მშვიდი ღრუბელია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. რთული პერიოდი მქონდა, ძვირფასი ადამიანები დავკარგე და ავირიეთ მეც და ჩემი სამეგობრო წრეც. ძალიან მინდოდა იმ რეალობიდან გაქცევა. ამ დროს სერიალი უკვე დაწყებული იყო. ლევანი როგორც რეჟისორი, მეგობარმა გამაცნო. ჩვენ ოჯახში ძალიან ხმაურიანი ხალხი ვცხოვრობთ, დედა გურულია და მამა - მეგრელი. მეც ასეთი ვარ... მაგრამ ლევანი ძალიან წყნარია, არავის აწუხებს ისე აკეთებს ყველაფერს. ამიტომ მისი გამოჩენა ჩემთვის დიდი სიმშვიდის მომტანი იყო, ისე მივეკარი, თავად, მგონი, არც გეგმავდა სერიოზულ ურთიერთობას.

არ მომწონს, ძალიან მოლაპარაკე და აქტიური მამაკაცები. დინჯი, სიტყვაძუნწი კაცები უფრო მომწონს და ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა. მე მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეიძლება მაშინ მქონდეს დისკომფორტი, როცა კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ ესეც ცხოვრების ნაწილია. მე არ ვარ ჰოლივუდის ვარკვლავი, სინათლე და წყალი როგორც სხვებთან, ისე ჩემთანაც მიდის და ამის გამო შეიძლება მოუწესრიგებელი ჩავიდე მაღაზიაში. მაკიაჟს არ ვხმარობ ყოველდღიურად, მეუღლემდეც ასე იყო და შემდეგაც.

კარგად მახსოვს ლევანთან შეხვედრის პირველი ემოციები. ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამ დროს, აკა მორჩილაძის წიგნი მათხოვა და სახლამდე შორი გზით მივედით. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, ეს თუ ასე ექცევა ქალებს, როგორც მე, საოცარი მამაკაცი ყოფილა-მეთქი,. სიყვარული რომ ამიხსნა, მითხრა, მიყვარხარ, მაგრამ კიდევ ერთი ვინმე მიყვარს და ეს ჩემი პროფესიააო. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, საინტერესო მამაკაცი უნდა ყოფილიყო და არ უნდა ყვარებოდა ფეხბურთი. იმედები გამიცრუა ქართულმა ფეხბურთმა. ბიძა ფეხბურთელია, ახლა უკვე მწვრთნელი. ბაბუაც გიჟდებოდა ფეხბურთზე და მთელი ცხოვრება სულ ფეხბურთი მესმოდა.

ზუსტად ვიცი, არ არსებობს პრობლემა ან საკითხი, რომელსაც ლევანი ვერ მოერევა. ჩემი პარტნიორია ყველაფერში. არავის ეგონოს, რომ ჩვენ არ ვკამათობთ, მაგრამ ორივე ერთად ვთმობთ. მე ბავშვებთან ძალიან ხმაურიანი ვარ. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამ დროს სახლში მუშაობს და ითმენს ჩემს ხმაურს.

ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო, ავარიით დაიღუპნენ. ამბობენ, დრო მკურნალიაო, მაგრამ იცით, როგორი წამები მქონდა, როგორც კი თვალს ვახელდი, მახსოვდა, რომ ისინი აღარ იყვნენ და არ ვიცოდი, როგორ შეიძლება გამეგრძელებინა ცხოვრება. ეს ჩემი მშობლებისთვისაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო..."