პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიპლომატიის დედები და მამები სტანდარტს გვიწუნებენ - ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის და ვერც "ნაცმოძრაობის” მოსაზრებები" - ალუდა ღუდუშაური
"დიპლომატიის დედები და მამები სტანდარტს გვიწუნებენ - ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის და ვერც "ნაცმოძრაობის” მოსაზრებები" - ალუდა ღუდუშაური

"კარ­გად გვახ­სოვს მათი დიპ­ლო­მა­ტია - ბა­ტო­ნე­ბი და ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­ის დე­დე­ბი და მა­მე­ბი, დღეს დიპ­ლო­მა­ტი­ის სტან­დარტს გვი­წუ­ნე­ბენ, - ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ რა­დი­კა­ლურ­მა ოპი­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ვიწ­რო­პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებს გას­ცდე­ნოდ­ნენ" - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სა­მარ­ცხვი­ნოა, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია სა­უბ­რობს, “თით­ქოს შე­უ­თან­ხმე­ბელ ისეთ პი­რო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც არის არა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის მხარ­და­ჭე­რა, არა­მედ მათი პარ­ტი­უ­ლი ამო­ცა­ნა".

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ძი­რი­თა­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­დი­კა­ლიზ­მით და ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ჩემ­თვის, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ რა­დი­კა­ლურ­მა ოპი­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ვიწ­რო­პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებს გას­ცდე­ნოდ­ნენ. სა­მარ­ცხვი­ნოა, რო­დე­საც სა­უბ­რო­ბენ, თით­ქოს შე­უ­თან­ხმე­ბელ ისეთ პი­რო­ბებ­ზე, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცია აყე­ნებს და სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს გახ­ლავთ არამც და არამც არც უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის მხარ­და­ჭე­რა, არა­მედ მათი პარ­ტი­უ­ლი ამო­ცა­ნა.

არ­სად, არ­ცერ­თი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ იქ­ცე­ვა იმ­დაგ­ვა­რად, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” და მას­თან მი­კედ­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს უნ­დათ. კარ­გად გვახ­სოვს მათი დიპ­ლო­მა­ტია - ბა­ტო­ნე­ბი და ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­ის დე­დე­ბი და მა­მე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­ის სტან­დარტს გვი­წუ­ნე­ბენ. მათ მიერ ნა­მარ­თი ქვე­ყა­ნაც გვახ­სოვს, მათ მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბიც, სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლი. ამი­ტომ, თავი შე­ი­კა­ვონ. ჩვენს გვაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ქვე­ყა­ნა მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, მშვი­დო­ბი­ა­ნად ვმარ­თოთ. მათ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი თვი­თონ­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რე­ზო­ლუ­ცი­ის არსს. დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მოხ­ვდე­ბა ვერც სა­ა­კაშ­ვი­ლის, ვერც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” და ვერც მათი ძმა­ნი და და­ნის დღის წეს­რი­გი და მო­საზ­რე­ბე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენტს :ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხე­ლით წა­რედ­გი­ნე­ბა და მას ამ დრომ­დე მმარ­თვე­ლი გუნ­დის გარ­და, არც ერთი სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფი ხელს არ აწერს. რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა “უკ­რა­ი­ნა­ში შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო ეს­კა­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ“

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
1

ცუნდრუკები ხართ, ცუნდრუკები, ჟიმჟიმი აქვს ერთს, რომელმაც ერთი ზარით გითხრათ რუსეთი არ ახსენოთო... ეტყობა რუსეთის იმპერიის პოლიტიკას არ იცნიბთ, რამდენსაც მისცემთ უფრო მეტს მოგთხოვთ... ასეთია დღეს პუტინის რუსეთი... 

suliko
33

სწორია ბატონი ალუდა. მათ ისეთი რეზოლუცია დაწერეს არამარტო უკრაინისთვის რუსეთისთვისაც მისაღებია და რაც მთავარია დაქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს გამოხატავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დიპლომატიის დედები და მამები სტანდარტს გვიწუნებენ - ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის და ვერც "ნაცმოძრაობის” მოსაზრებები" - ალუდა ღუდუშაური

"დიპლომატიის დედები და მამები სტანდარტს გვიწუნებენ - ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის და ვერც "ნაცმოძრაობის” მოსაზრებები" - ალუდა ღუდუშაური

"კარგად გვახსოვს მათი დიპლომატია - ბატონები და ქალბატონები, დიპლომატიის დედები და მამები, დღეს დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ, - ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალურმა ოპიზიციურმა ძალებმა ვერ მოახერხეს, ვიწროპარტიულ ინტერესებს გასცდენოდნენ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, “თითქოს შეუთანხმებელ ისეთ პირობებზე, რომელიც არის არა უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა, არამედ მათი პარტიული ამოცანა".

"ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს ჰყავს ძირითადი ოპოზიციური ძალები, რომლებიც რადიკალიზმით და ვიწროპარტიული ინტერესით გამოირჩევიან. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რადიკალურმა ოპიზიციურმა ძალებმა ვერ მოახერხეს, ვიწროპარტიულ ინტერესებს გასცდენოდნენ. სამარცხვინოა, როდესაც საუბრობენ, თითქოს შეუთანხმებელ ისეთ პირობებზე, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და სინამდვილეში ეს გახლავთ არამც და არამც არც უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა, არამედ მათი პარტიული ამოცანა.

არსად, არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ იქცევა იმდაგვარად, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან მიკედლებულ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ. კარგად გვახსოვს მათი დიპლომატია - ბატონები და ქალბატონები, დიპლომატიის დედები და მამები, დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ. მათ მიერ ნამართი ქვეყანაც გვახსოვს, მათ მიერ ხელმოწერილი რეზოლუციებიც, სამარცხვინო საქციელი. ამიტომ, თავი შეიკავონ. ჩვენს გვაქვს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა მაღალი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად ვმართოთ. მათ მიერ შემოთავაზებული ვერსიები თვითონვე ეწინააღმდეგება რეზოლუციის არსს. დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერანაირად ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის, ვერც “ნაციონალური მოძრაობის” და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს :ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“