სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩანაწერი გამოძიებას ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა, ის სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები
"ჩანაწერი გამოძიებას ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა, ის სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები

ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტია, როცა სა­სა­მარ­თლოს მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, საქ­მის მა­სა­ლე­ბი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის "დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, მე­დი­ა­ში თა­ვი­სუფ­ლად ვრცელ­დე­ბა“.

ად­ვო­კა­ტე­ბი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თა­ვენ, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ. ისი­ნი ასე­ვე, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ას და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას მო­უ­წო­დე­ბენ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყონ მოკ­ვლე­ვა და გა­ა­ტა­რონ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა.

"2022 წლის 22 იან­ვარს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "TV პირ­ვე­ლი“-ს ეთე­რით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, იმ ფორ­მი­თა და ში­ნა­არ­სით, რო­მე­ლიც ვნა­ხეთ, მხო­ლოდ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის და მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­მო­ძი­ე­ბას თა­ვად ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა მი­ა­წო­და.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, ის სის­ტე­მა­ტუ­რად აკე­თებ­და მსგავს ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს სხვა­დას­ხვა მო­წყო­ბი­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ამ ეტა­პის­თვის, სა­სა­მარ­თლოს ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი არ გა­მო­უკვლე­ვია და ის და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტია, როცა სა­სა­მარ­თლოს მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, საქ­მის მა­სა­ლე­ბი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, თა­ვი­სუფ­ლად ვრცელ­დე­ბა მე­დი­ა­ში. ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის­თვის“ დაბ­რკო­ლე­ბა და უხერ­ხუ­ლო­ბა არ შე­უქ­მნია იმ ფაქტს, რომ ჩა­ნა­წე­რი შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას არას­რულ­წლო­ვა­ნის შე­სა­ხებ, რი­თაც, პირ­ველ რიგ­ში, ილა­ხე­ბა ლუ­კას ბა­სი­ლაშ­ვი­ლის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი.

არა­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­სა და მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფა­რუ­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი აუ­დიო მა­სა­ლე­ბი, დღემ­დე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ინ­ტერ­ნეტ­ში და ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ველს“ ამ დრომ­დე არ გა­უ­თი­შია ეს რე­პორ­ტა­ჟი ოფი­ცი­ა­ლუ­რი Facebook გვერ­დი­დან, მე­ტიც, ტე­ლე­ვი­ზი­ამ სი­უ­ჟე­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ას­პონსო­რა, რი­თაც ცდი­ლობს მეტი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­ხა­დოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა კი, ერთი ორად ზრდის საფრ­თხეს, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი ლუ­კას ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გახ­დეს შე­საძ­ლო ბუ­ლინ­გის, ან სხვაგ­ვა­რი ვიქ­ტი­მი­ზა­ცი­ის მსხვერ­პლი, და­ზი­ან­დეს მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და არას­რულ­წლოვ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას შე­ექ­მნას საფრ­თხე.

ჩვენ, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის იუ­რის­ტე­ბი, მივ­მარ­თავთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, მო­ახ­დი­ნონ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე, დად­გინ­დეს ხომ არ და­ზი­ან­და, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით, არას­რულ­წლო­ვა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, გა­ტარ­დეს ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა, ბავ­შვის აღ­მზრდე­ლებ­სა და მის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას მი­ე­წო­დოს სა­ჭი­რო ინ­სტრუქ­ცია. თა­ვად არას­რულ­წლო­ვანს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ე­წი­ოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა.

აქვე, ჩვენ მივ­მარ­თავთ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ას და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყონ მოკ­ვლე­ვა და გა­ა­ტა­რონ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
6

სოლომონ მეჯღანუაშვილივით იქცევა ეგ თქვენი ბასილა... 

მე ვინ მეკითხება , მ...
1

მე ვინ მეკითხება , მაგრამ ბავშვის ბედი მაღელვებს !

ორი ეგოისტი , ორი უპასუხისმგებლო .... , არცერთი რომ არ ფიქრობს ბავშვზე და მის მომავალზე და აქედანვე უნგრევენ ბავშვს ფსიქიკას ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ჩანაწერი გამოძიებას ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა, ის სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები

"ჩანაწერი გამოძიებას ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა, ის სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.

უფლებადამცველებისთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის "დისკრედიტაციის მიზნით, მედიაში თავისუფლად ვრცელდება“.

ადვოკატები ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინონ. ისინი ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება.

"2022 წლის 22 იანვარს, ტელეკომპანია "TV პირველი“-ს ეთერით გავრცელებული ნიკოლოზ ბასილაშვილის, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, აუდიოჩანაწერის გასაჯაროება, იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც ვნახეთ, მხოლოდ ნელი დოროყაშვილის და მისი უფლებადამცველების ინტერესებში შედიოდა. აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებას თავად ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქორწინების პერიოდში, ის სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით. ამ ეტაპისთვის, სასამართლოს ეს ჩანაწერები არ გამოუკვლევია და ის დალუქულ მდგომარეობაშია.

ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, თავისუფლად ვრცელდება მედიაში. ტელეკომპანია "პირველისთვის“ დაბრკოლება და უხერხულობა არ შეუქმნია იმ ფაქტს, რომ ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის შესახებ, რითაც, პირველ რიგში, ილახება ლუკას ბასილაშვილის კანონიერი ინტერესები.

არაერთი გამოხმაურებისა და მოწოდების მიუხედავად, ფარულად მოპოვებული აუდიო მასალები, დღემდე ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ტელეკომპანია "პირველს“ ამ დრომდე არ გაუთიშია ეს რეპორტაჟი ოფიციალური Facebook გვერდიდან, მეტიც, ტელევიზიამ სიუჟეტი სოციალურ ქსელში დაასპონსორა, რითაც ცდილობს მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.

აღნიშნული ქმედება კი, ერთი ორად ზრდის საფრთხეს, რომ არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის, ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე.

ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პირველ ეტაპზე, დადგინდეს ხომ არ დაზიანდა, ინფორმაციის გავრცელებით, არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის აღმზრდელებსა და მის უახლოეს გარემოცვას მიეწოდოს საჭირო ინსტრუქცია. თავად არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება.

აქვე, ჩვენ მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება“, - ნათქვამია ბასილაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.