კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს
სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი დღე­ვან­დელ სხდო­მას არ ეს­წრე­ბა. რო­გორც ად­ვო­კატ­მა დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სხდო­მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ ეს­წრე­ბა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­გეგ­მი­ლია ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვა. რო­გორც ად­ვო­კა­ტი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს წარ­დგე­ნი­ლი აქვს ბრალ­დე­ბა 7 ნო­ემ­ბერ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ვინც მო­ა­წყო 20 ივ­ნი­სის სის­ხლი­ა­ნი ღამე. გახ­სოვთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი 7 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო. მას მი­აჩ­ნდა, რომ ეს იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მა, რა­ზეც აიღო კი­დეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ხოლო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც არა­თუ სა­მარ­თლებ­რი­ვი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც კი არ აუ­ღია და პი­რი­ქით, გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბიც არ შე­უს­რუ­ლე­ბია 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ, ცხა­დია, არც მო­რა­ლუ­რი და არც სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს იმი­სა, რომ დევ­ნი­დეს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს“, - აცხა­დებს დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში“ შეჭ­რა­სა და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ედა­ვე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი, ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ან სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და გიგი უგუ­ლა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
0

გამოდის,მე დამირბევია მოშიმშილეებიც,აქციებიც და ტელეიმედიც.რა ვიცი,ყველა ნაცი უარყოფს და...იმ დღეების ტელეეთერები დაატრიალეთ და გაიხსენეთ რა ხდებოდა,თუ ვინმეს დაავიწყდა

ალექს
0

გადადგა არა კვატი, კაბინეტიდან არ გამოსულა და ბურდჟანეძე საკუთარ ქუხნაში ასრულებდა მის , ანუ პრეზიდენტის მოვალეობას , ეგერთი და მეორე , მაგ გადადგომის დროს ვირო წრეში დაგეგმა მიშამ იანვრის არჩევნების გაყალბება და ზაფხულის ავანტურა, წრე კი მისთვისაა , რომ გაირღვეს, დეკემბრის ბოლოს მთავრობასთან დაახლოებულ წრეებში ეს ამბავი მასიურად მუსირებდა, დაკითხეთ მთავრობასთან ახლო მდგომი ცეკა ტეკას შთამომავლობა !

ავტორი:

სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა. როგორც ადვოკატი საძაგლიშვილი აცხადებს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

"მიხეილ სააკაშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება 7 ნოემბერთან დაკავშირებით იმ ხელისუფლების მხრიდან, ვინც მოაწყო 20 ივნისის სისხლიანი ღამე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 7 ნოემბრის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. მას მიაჩნდა, რომ ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რაზეც აიღო კიდეც პასუხისმგებლობა. ხოლო, ხელისუფლება, რომელსაც არათუ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი არ აუღია და პირიქით, გაცემული დაპირებებიც არ შეუსრულებია 20 ივნისის შემდეგ, ცხადია, არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არსებობს იმისა, რომ დევნიდეს პრეზიდენტ სააკაშვილს“, - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.