სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროებაზე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა - როგორ ხსნიან ამას თბილისის საქალაქო სასამართლოში?
სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროებაზე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა - როგორ ხსნიან ამას თბილისის საქალაქო სასამართლოში?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო მი­იჩ­ნევს, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა და სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­სა და აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის ლე­გი­ტი­მურ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის 2022 წლის 11 იან­ვა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დაკ­მა­ყო­ფილ­და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ჩი­ვა­რი და გა­უქ­მდა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე.

"საქ­მის გან­ხილ­ვის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა და სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­სა და აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის ლე­გი­ტი­მურ მი­ზანს, შე­სა­ბა­მი­სად",პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა არ დად­გინ­და.

სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, უსა­ფუძ­ვლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბით, კერ­ძოდ: მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე, სხვა საქ­მე­ე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შემ­ჭიდ­რო­ე­ბუ­ლი ვა­დაა გან­სა­ზღვრუ­ლი - ერთი თვე; სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნილ იქნა 2021 წლის 17 დე­კემ­ბერს, ხოლო საქ­მე­ზე შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია 2022 წლის 11 იან­ვარს; ამ­დე­ნად, საქ­მე გან­ხი­ლულ იქნა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ვა­დის ფარ­გლებ­ში.

ვი­ნა­ი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მე­ბი შედ­გე­ნი­ლი იყო ორი სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, რამ­დე­ნი­მე, ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით, სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ საქ­მე­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­ა­ფერ­ხებ­და სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო მო­უ­წო­დებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს - გა­ავ­რცე­ლონ რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სწო­რი გან­მარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია/მო­საზ­რე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანტონინ მარტო
0

კი მაგრამ,გასაკოჭი ქამრიანი საკაცე, არ იშოვება ქვეყანაში?

MARI XUANA
2

პლისეცკაიას ნამდვილად არ გავს, მაგრამ თვითონ უნდა ყოველთვის მთავარი პარტიის შესრულება. ჰოდა, ამიტომაც რჩება ყოველთვის გაბითურებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროებაზე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა - როგორ ხსნიან ამას თბილისის საქალაქო სასამართლოში?

სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროებაზე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა - როგორ ხსნიან ამას თბილისის საქალაქო სასამართლოში?

თბილისის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა. ამის შესახებ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვარის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.

"საქმის განხილვის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, შესაბამისად, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა.

სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული - ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში.

ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს - გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები“, - ნათქვამია განცხადებაში.