საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით - საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს" - იან კელი
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით - საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს" - იან კელი

"მე ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბით - სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნას მხარს უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა უჭერ­დეს" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფილ­მა ელჩმა იან კე­ლიმ "ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც იან კე­ლიმ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნის­თვის ბევ­რად მეტი მხარ­და­ჭე­რი­სა და სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა შე­უძ­ლია.

"მე ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბით. არა მხო­ლოდ იმ ნა­ბი­ჯე­ბით, რომ­ლე­ბი­თაც ისი­ნი მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბას ახ­დე­ნენ და აუქ­მე­ბენ კი­დეც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის მსგავს, ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­მა­ბა­ლან­სე­ბელ სტრუქ­ტუ­რებს, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ჩვენ საკ­მა­რი­სად არ გაგ­ვი­გია სა­ქარ­თვე­ლოს ხმა. იქ­ნებ მე გა­მომ­რჩა, მაგ­რამ მგო­ნია, რომ არ გვი­ნა­ხავს მრა­ვალ­მხრი­ვი, აქ­ტი­უ­რი რი­ტო­რი­კა, მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის მი­მართ. რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის ზა­რე­ბი და თქმა, რომ ჩვენ იგი­ვე გა­ვი­ა­რეთ 2008 წელს, რით შეგ­ვიძ­ლია და­გეხ­მა­როთ, რო­გორ გა­გი­ზი­ა­როთ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. ისე ჩანს, რომ მთავ­რო­ბას ურ­ჩევ­ნია თავი ჩა­ხა­როს, ვიდ­რე გვერ­დით და­უდ­გეს პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ახლა იმა­ვეს გა­დის, რაც სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­ა­რა. ისი­ნი რჩე­ბი­ან ჩუ­მად და არ აკე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რად მეტი მხარ­და­ჭე­რი­სა და სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და იან კე­ლიმ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც უკან მი­დის.

"სა­ქარ­თვე­ლო წინ უნდა მი­უ­ძღო­დეს და მარ­თავ­დეს რე­ფორ­მე­ბის მთელ ტალ­ღას იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ ის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის წევ­რო­ბის ღირ­სია. მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ს ეს სურს და მა­ინც, ქვე­ყა­ნას ჰყავს მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც უკან მი­დის. მე არას­დროს მი­ნა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც აუქ­მებს ევ­რო­პას­თან/ევ­რო­კავ­შირ­თან მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბას და მათ ეს გა­ა­კე­თეს. არას­დროს მი­ნა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ამე­რი­კის ელჩს აკ­რი­ტი­კებს. სა­ქარ­თვე­ლო არ მი­ი­წევს და­სავ­ლე­თით და იმა­შიც არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, სა­ერ­თოდ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის, ალ­ბათ სა­კუ­თარ სიღ­რმე­ებ­ში­ვე. მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ცუდი დროა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მა­შინ, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ა­ლუ­რი დის­კუ­სია ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ. მე ეს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მაშ­ფო­თებს", - გა­ნა­ცხა­და იან კე­ლიმ.

გარ­და ამი­სა, რო­გორც "ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში კე­ლიმ ამე­რი­კა-რუ­სე­თის დი­ა­ლოგ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მკაც­რად უნდა და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ იმ სი­ყალ­ბეს, რის მტკი­ცე­ბა­საც მოს­კო­ვი ცდი­ლობს, რომ "თით­ქოს­და ვა­შინგტო­ნი აი­ძუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას, რომ ნა­ტოს შე­უ­ერ­თდნენ“.

"ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გზავ­ნი­ლე­ბის ხაზ­გას­მაა: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ შენ გე­სა­უბ­რე­ბით უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე, ესაა სა­უ­ბა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უფრო ფარ­თო თე­მებ­ზე ორ ბირ­თვულ ძა­ლას შო­რის. ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ სა­უ­ბარს კრემ­ლის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლავს. ისი­ნი ამას ახა­სი­ა­თე­ბენ რუ­სეთ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის კონ­ტექ­სტში. ასე რომ გზავ­ნი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ამ შეხ­ვედ­რებს მოჰ­ყვე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ მკაც­რად უნდა და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ იმ სი­ყალ­ბეს, რის მტკი­ცე­ბა­საც მოს­კო­ვი ცდი­ლობს, რომ თით­ქოს­და ვა­შინგტო­ნი აი­ძუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას, რომ ნა­ტოს შე­უ­ერ­თდნენ. ნატო არ მი­ი­წევს აღ­მო­სავ­ლე­თით. პი­რი­ქით, ამ ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც აღ­მო­სავ­ლეთ­ში არი­ან, სურთ და­სავ­ლე­თის­კენ მოძ­რა­ო­ბა და ესაა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რა­საც გა­მუდ­მე­ბით უნდა გა­ვუს­ვათ ხაზი არა მხო­ლოდ ვა­შინგტონ­მა, არა­მედ ნა­ტოს ყვე­ლა წევ­რმა და წევ­რო­ბის მსურ­ველ­მა ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ“,- გა­ნა­ცხა­და იან კე­ლიმ.

მკითხველის კომენტარები / 100 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

დარწმუნებული ვარ ამ კომენტარებს წაიკითხავენ ამერიკის სამსახურები, ხოდა იმათთვისუფრო ვწერ, ერთხელ თითქმის გადაგვჩეხეთ და ეხლა კიდევ ასეთ სისულელეს ქართველები აღარ ვიზამთ, უკრაინა თუ ჩვენი საპატრონოა და ჩვენი დასაცავი, მაში დაგვანებეთ თავი და მივხედავთ ჩვენ თავს, როგორც ბოლო 300 წელი ვნახულობდით საერთო ენას რუსეთთან. თუ რაიმე შნო გაქვთ გააკეთეთ, თუ არა და დრო ცოტა გაქვთ ბიჭებო, ყველა მიხვდა ისედაც მიშა ვისი პროექტი იყო და ასე მივალთ სხვა დასკვნებამდეც. 

სვანსკი
0

მეორე ფრონტი გსურს რუსეთისთვის? ნატოს ვითომ ღია კარი სრულიად არაა საკმარისი ჩვენთვის და თუ ასე არაა მაშინ ასწიეთ ერთი ადგილი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით - საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს" - იან კელი

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით - საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს" - იან კელი

"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით - საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს" - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ "ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, საქართველოს უკრაინისთვის ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია.

"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდენენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის“,- განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის.

"საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70%-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. მე არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც აუქმებს ევროპასთან/ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას და მათ ეს გააკეთეს. არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე. მაგრამ ეს ძალიან ცუდი დროა ამ ყველაფრისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რეალური დისკუსია ნატოს გაფართოების შესახებ. მე ეს ძალიან, ძალიან მაშფოთებს", - განაცხადა იან კელიმ.

გარდა ამისა, როგორც "ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კელიმ ამერიკა-რუსეთის დიალოგთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ "თითქოსდა ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ“.

"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ვლადიმირ პუტინისთვის შესაბამისი გზავნილების ხაზგასმაა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შენ გესაუბრებით უსაფრთხოების საკითხებზე, ესაა საუბარი უსაფრთხოების უფრო ფართო თემებზე ორ ბირთვულ ძალას შორის. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საუბარს კრემლისგან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში განიხილავს. ისინი ამას ახასიათებენ რუსეთთან რეგულარული სტრატეგიული დიალოგის კონტექსტში. ასე რომ გზავნილები, რომელიც ამ შეხვედრებს მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ თითქოსდა ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ. ნატო არ მიიწევს აღმოსავლეთით. პირიქით, ამ ქვეყნებს, რომლებიც აღმოსავლეთში არიან, სურთ დასავლეთისკენ მოძრაობა და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც გამუდმებით უნდა გავუსვათ ხაზი არა მხოლოდ ვაშინგტონმა, არამედ ნატოს ყველა წევრმა და წევრობის მსურველმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ“,- განაცხადა იან კელიმ.