პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყირიმის აღიარება, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ურანის საბადოების გაკონტროლება - კიდევ რა შეიძლება მოსთხოვოს კრემლმა თოყაევს დახმარების სანაცვლოდ?
ყირიმის აღიარება, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ურანის საბადოების გაკონტროლება - კიდევ რა შეიძლება მოსთხოვოს კრემლმა თოყაევს დახმარების სანაცვლოდ?

უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა 2 იან­ვარს ყა­ზა­ხეთ­ში, კერ­ძოდ, ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ­ში, მან­გის­ტა­უს ოლ­ქი­დან და­წყე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბას, რო­მე­ლიც სხვა რე­გი­ო­ნებ­საც მო­ე­დო. პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი ქვე­ყა­ნა­ში თხე­ვა­დი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ორ­ჯერ გაძ­ვი­რე­ბა გახ­და. 4 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით, გა­დად­გა ყა­ზა­ხე­თის მთავ­რო­ბა, თუმ­ცა 5 იან­ვარს პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­და და მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ეპი­ცენ­ტრად იქცა ქა­ლა­ქი ალ­მა­თი, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა და­ი­კა­ვეს მე­რი­ი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის შე­ნო­ბე­ბი და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით - ქა­ლა­ქის აე­რო­პორ­ტიც.

5 იან­ვარს ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ-ჟო­მარტ თო­ყა­ევ­მა ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. მან­ვე დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა პრო­რუ­სულ კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ОДКБ), რო­მელ­მაც დას­ტუ­რი მა­ლე­ვე მის­ცა და ქვე­ყა­ნა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის შე­ნა­ერ­თე­ბი გა­იგ­ზავ­ნა. დღემ­დე ის­მის კი­თხვა: რა­ტომ დას­ჭირ­და რე­გი­ო­ნის ერთ-ერთ ძლი­ერ ქვე­ყა­ნას რუ­სე­თი­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის წევ­რი სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა, ან რა­ტომ დას­თან­ხმდა ორ­გა­ნი­ზა­ცია ასე სწრა­ფად დახ­მა­რე­ბას, როცა აქამ­დე მისი ეგი­დით სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი არ­სად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ?

7 იან­ვარს პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ-ჟო­მარტ თო­ყა­ევ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას აც­ნო­ბა, რომ ვი­თა­რე­ბას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და, თუმ­ცა იქვე გა­ნა­ცხა­და: "ტე­რო­რის­ტე­ბი ისევ იყე­ნე­ბენ ია­რაღს და ზი­ანს აყე­ნე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­თა ქო­ნე­ბას... კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი უნდა გაგ­რძელ­დეს ბო­ე­ვი­კე­ბის სრულ გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე".

ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ ალ­მათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ი­დე­ბის დროს პო­ლი­ცი­ამ 4 000-ზე მეტი დე­მონ­სტრან­ტი და­ა­კა­ვა. და­ღუ­პუ­ლია სულ ცოტა164 ადა­მი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რეს­პუბ­ლი­კის ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით, ავ­რცე­ლებს.

ყა­ზა­ხეთ­ში შეყ­ვა­ნი­ლი ОДКБ-ის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლებ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი დო­მი­ნი­რე­ბად როლს ას­რუ­ლე­ბენ. იყო თუ არა რუ­სე­თი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა უან­გა­რო თუ მოს­კო­ვი ყა­ზა­ხეთს რა­ი­მე სამ­სა­ხუ­რის გა­წე­ვას ან დათ­მო­ბებს მოს­თხოვს? - ამ შე­კი­თხვას ჩვე­ნე­ბუ­რი და უცხო­ე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბიც ბოლო დღე­ებ­ში ხში­რად სვა­მენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მას მერე, რაც ყა­ზა­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ОДКБ) ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა, რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო ტე­ლე­კომ­პა­ნია "რაშა თუ­დე­ის” და სამ­თავ­რო­ბო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, "როს­სია სე­გოდ­ნია” და "სპუტ­ნი­კის” მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა ცი­ნი­კუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"რა თქმა უნდა, უნდა და­ვეხ­მა­როთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვეხ­მა­როთ. მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბიც უნდა წა­ვუ­ყე­ნოთ.

1. ყი­რი­მი - აღი­ა­რონ;

2. კი­რი­ლი­ცა - და­აბ­რუ­ნონ.

3. რუ­სუ­ლი - მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფო ენად, ისე­ვე, რო­გორც ყირ­გი­ზეთ­შია;

4. შე­ეშ­ვან რუ­სულ სკო­ლებს და არ იც­რუ­ონ უფ­როს­თან, რომ ეს ასეა..."

ამ სა­კითხს გერ­მა­ნუ­ლი "დო­ი­ჩე ვე­ლეც“ (Deutsche Welle) ეხ­მა­უ­რე­ბა და აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "რას გა­და­უხ­დის თო­ყა­ე­ვი კრემლს დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ?“

  • ყი­რი­მის აღი­ა­რე­ბა - ყვე­ლაფ­რის თავი და თავი

"რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი თემა - ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბის შე­წყვე­ტის ულ­ტი­მა­ტუ­მამ­დე - ყი­რი­მის ანექ­სი­ის აღი­ა­რე­ბა იყო უცხო­ე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ. ჯერ­ჯე­რო­ბით ყი­რიმს რუ­სე­თის ნა­წი­ლად აღი­ა­რე­ბენ ნი­კა­რა­გუა, ბე­ლა­რუ­სი და სა­ვა­რა­უ­დოდ, სი­რია. ფაქ­ტია, რომ სა­მი­ვე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სი­რია და ბე­ლა­რუ­სი რუ­სეთ­ზე ძა­ლი­ან არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი. ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს რომ ყი­რი­მი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ად ეღი­ა­რე­ბი­ნა, ამის­თვის სა­ჭი­რო გახ­და, რომ ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი რუ­სეთ­ზე პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კუ­რად სრუ­ლად ყო­ფი­ლი­ყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მინ­სკის მიერ ყი­რი­მის კუთ­ვნი­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა­ში არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა იმ ფაქ­ტორ­მაც, რომ მოს­კო­ვი, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ბე­ლა­რუ­სის კა­ნო­ნი­ერ პრე­ზი­დენ­ტად თვლის.

რო­გორც ჩანს, ასე მო­იქ­ცე­ვა ყა­სიმ-ჟო­მართ თო­ყა­ე­ვიც. მარ­თა­ლია, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბას არა­ვინ სა­და­ოდ არ ხდის, მაგ­რამ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად და­ი­კა­ვა მან უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი - რად­გა­ნაც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის თა­ნახ­მად, სა­მუ­და­მოდ ეკუთ­ვნო­და ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ევს, ისე გა­მო­დის, რომ ყა­სიმ - ჟო­მართ თო­ყა­ევ­მა კა­ნო­ნი და­არ­ღვია.

თურ­ქულ მა­ს­მე­დი­ა­ში გა­ჟო­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ვიდ­რე ყა­ზა­ხე­თის ლი­დე­რის თხოვ­ნას და­თან­ხმდე­ბო­და, კრემ­ლმა მას რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბა წა­უ­ყე­ნა: ყი­რი­მის რუ­სე­თის ნა­წი­ლად აღი­ა­რე­ბა, რუ­სუ­ლი ენის გა­მო­ცხა­დე­ბა ქვეყ­ნის მე­ო­რე ოფი­ცი­ა­ლურ ენად, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ჩრდ. ყა­ზა­ხეთ­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სე­ბი­სათ­ვის და ბო­ლოს, და­მა­ტე­ბი­თი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის შექ­მნა (ყა­ზა­ხეთ­ში უკვე არის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი, მაგ­რამ კლა­სი­კუ­რი სამ­ხედ­რო ბაზა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს).

ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მა­გა­ლი­თი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ყი­რი­მის აღი­ა­რე­ბას თვი­თონ ყა­სიმ - ჟო­მართ თო­ყო­ე­ვიც კარ­გად მიხ­ვდე­ბა, რუ­სე­თის მი­ნიშ­ნე­ბის გა­რე­შე. რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტის შექ­მნას, ბა­ზის სა­ხით, ამა­ზე რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უკვე ლა­პა­რა­კო­ბენ, მა­გა­ლი­თად, პარ­ტია "სა­მარ­თლი­ა­ნი რუს­თის ლი­დე­რი სერ­გეი მი­რო­ნო­ვი, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყა­ზა­ხეთ­ში შეყ­ვა­ნი­ლი რუ­სუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი იქ მუდ­მი­ვად უნდა დარ­ჩნენ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ყა­ზა­ხე­თის რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა ჩრდი­ლო­ეთ­მა ნა­წილ­მა (კოს­ტა­ნა­ის, პეტ­რო­პავ­ლოვ­სკის, პავ­ლო­და­რის და ჩრდ.ყა­ზა­ხე­თის ოლ­ქებ­მა) მარ­თლაც ავ­ტო­ნო­მია მი­ი­ღოს", - წერს "დო­ი­ჩე ველე".

ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა ამ ეტაპ­ზე ყი­რი­მის აღი­ა­რე­ბა­ზე მე­ტად რუ­სეთს ყა­ზა­ხეთ­ში სამ­ხედ­რო ბა­ზის შექ­მნა სურ­დეს.

"თუ კრემლს არ­ჩე­ვა­ნი ექ­ნე­ბა ყი­რი­მის აღი­ა­რე­ბა­სა და ყა­ზა­ხეთ­ში პა­ტა­რა სამ­ხედ­რო ბა­ზის შექ­მნის მო­თხოვ­ნას შო­რის, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უკა­ნას­კნელს აირ­ჩევს. შე­იძ­ლე­ბა ყა­ზა­ხუ­რი ენის პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სუ­ლი ენის სა­ხელ­მწი­ფო ენად გა­მო­ცხა­დე­ბაც მო­ი­თხო­ვონ. ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუ­სე­თის­თვის..." - აცხა­დებს ეს­პერ­ტი. (წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად)

  • კი­დევ რა შე­იძ­ლე­ბა "სთხო­ვოს“ რუ­სეთ­მა ყა­ხა­ზეთს

რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, თე­ო­რი­უ­ლად მა­ინც, რომ რუ­სეთ­მა კი­დევ რა­ი­მე მოს­თხო­ვოს ყა­ზა­ხეთს? გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყა­სიმ­ჟო­მართ თო­ყა­ე­ვი რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბულ პრე­ზი­დენ­ტად დარ­ჩე­ბა? ვა­რი­ან­ტე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. "დო­ი­ჩე ვე­ლეს" ვერ­სი­ე­ბი ასე­თია:

პირ­ვე­ლი - ავ­ღა­ნეთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ყა­ზა­ხე­თის სამ­ხრე­თის სა­ზღვრე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გა­კონ­ტრო­ლე­ბა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ რუ­სეთს ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და იმავდრო­უ­ლად ყვე­ლა­ზე ცუ­დად და­ცუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი სწო­რედ ყა­ზა­ხეთ­თან აქვს, მა­შინ ასე­თი "თხოვ­ნა“ სრუ­ლი­ად მო­სა­ლოდ­ნე­ლია: უმ­ჯო­ბე­სია ის­ლა­მის­ტე­ბი­სა და სხვა არა­სა­სურ­ვე­ლი ელე­მენ­ტე­ბის ОДКБ-ის (ჩათ­ვა­ლე - რუ­სე­თის) სივ­რცე­ში შეღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შო­რი­დან­ვე აღ­კვე­თო;

მე­ო­რე - ყა­ხა­ზე­თის ურა­ნის სა­ბა­დო­ე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, რომ­ლებ­ზეც მსოფ­ლიო მა­რა­გის 14% და მო­პო­ვე­ბის 42% მო­დის. ამ სა­ბა­დო­ებ­ზე კონ­ტრო­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც რუ­სე­თის ატო­მუ­რი ენერ­გე­ტი­კი­სათ­ვის, ასე­ვე ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­ნახ­ლე­ბის­თვის, და­სავ­ლეთ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში. ჩუ-სა­რი­სუს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მდი­და­რი სა­ბა­დო­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა გემ­რი­ე­ლი ლუკ­მა იქ­ნე­ბა "რო­სა­ტო­მი­სათ­ვის".

მე­სა­მე - ნავ­თობ­გა­ზის ერ­თობ­ლი­ვი მო­პო­ვე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. ყა­ზა­ხეთ­ში რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი - "ლუ­კო­ი­ლი“ და "გა­ზპ­რო­მი“ უკვე მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ "თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა“ მომ­გე­ბი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით, ალ­ბათ, სხვა რუს მო­თა­მა­შე­ებ­საც სურთ, მა­გა­ლი­თად, იგორ სე­ჩინს "როს­ნეფ­ტი­დან".

მე­ო­თხე - ჩი­ნეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ­ლის "აბ­რე­შუ­მის გზე­ბის“ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ყა­ხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის, რუ­სე­თის გვერ­დაქ­ცე­ვით. კრემ­ლი მათ ან ხელ­ში ჩა­იგ­დებს და გა­ა­კონ­ტრო­ლებს ან სუ­ლაც აკ­რძა­ლავს. კრემ­ლის­თვის ორი­ვე მი­სა­ღე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახლა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დახ­მა­რე­ბის ფა­სად ყა­ზა­ხე­თი­სათ­ვის ამ ვა­რი­ან­ტის "შე­თა­ვა­ზე­ბა“ საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რია.

ამ­რი­გად, ყა­ხა­ზეთს რუ­სეთ­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ელო­დე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის არ იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თმომ­გე­ბი­ა­ნი. იმ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა, რო­მელ­საც ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი "აგურ-აგურ აშე­ნებ­და“ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა. უფრო სწო­რი იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ ყა­ხა­ზე­თის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლო­ბი­სა­გან უკვე ყა­სიმ - ჟო­მართ თო­ყა­ე­ვის მემ­კვიდ­რე­ებს მო­უ­წევთ (წყა­რო).

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
archil
0

რუსეთი არავის არაფერს არ თხოვს. თუ ჭირდება უკითხავადაც ღებულობს.

კ ო მ ბ ლ ე
0

მიშას გამოშვებაზე ჩალიჩს არ მოთხოვს?

დაჩკის გაგზავნას მაინცა სთხოვს, დაჩკა და ორი სამი წყვილი თბილი საცვალი...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ყირიმის აღიარება, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ურანის საბადოების გაკონტროლება - კიდევ რა შეიძლება მოსთხოვოს კრემლმა თოყაევს დახმარების სანაცვლოდ?

ყირიმის აღიარება, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ურანის საბადოების გაკონტროლება - კიდევ რა შეიძლება მოსთხოვოს კრემლმა თოყაევს დახმარების სანაცვლოდ?

უმძიმესი შედეგები მოჰყვა 2 იანვარს ყაზახეთში, კერძოდ, ქვეყნის დასავლეთში, მანგისტაუს ოლქიდან დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი ქვეყანაში თხევადი ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება გახდა. 4 იანვარს, გვიან ღამით, გადადგა ყაზახეთის მთავრობა, თუმცა 5 იანვარს პროტესტი გაგრძელდა და მასობრივი არეულობის ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიისა და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით - ქალაქის აეროპორტიც.

5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანვე დახმარება სთხოვა პრორუსულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), რომელმაც დასტური მალევე მისცა და ქვეყანაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შენაერთები გაიგზავნა. დღემდე ისმის კითხვა: რატომ დასჭირდა რეგიონის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების წევრი სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნა, ან რატომ დასთანხმდა ორგანიზაცია ასე სწრაფად დახმარებას, როცა აქამდე მისი ეგიდით სამხედრო ძალები არსად გამოუყენებიათ?

7 იანვარს პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა მოსახლეობას აცნობა, რომ ვითარებას სრულად აკონტროლებდა, თუმცა იქვე განაცხადა: "ტერორისტები ისევ იყენებენ იარაღს და ზიანს აყენებენ მოქალაქეთა ქონებას... კონტრტერორისტული აქციები უნდა გაგრძელდეს ბოევიკების სრულ განადგურებამდე".

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდების დროს პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. დაღუპულია სულ ცოტა164 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს.

ყაზახეთში შეყვანილი ОДКБ-ის სამშვიდობო ძალებში რუსეთის სამხედრო ნაწილები დომინირებად როლს ასრულებენ. იყო თუ არა რუსეთისა და მისი მოკავშირეების დახმარება უანგარო თუ მოსკოვი ყაზახეთს რაიმე სამსახურის გაწევას ან დათმობებს მოსთხოვს? - ამ შეკითხვას ჩვენებური და უცხოელი ანალიტიკოსებიც ბოლო დღეებში ხშირად სვამენ.

საინტერესოა, რომ მას მერე, რაც ყაზახეთის ხელისუფლებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შეყვანა მოითხოვა, რუსეთის სამთავრობო ტელეკომპანია "რაშა თუდეის” და სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოების, "როსსია სეგოდნია” და "სპუტნიკის” მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ცინიკური პოსტი გამოაქვეყნა:

"რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. მაგრამ გარკვეული პირობებიც უნდა წავუყენოთ.

1. ყირიმი - აღიარონ;

2. კირილიცა - დააბრუნონ.

3. რუსული - მეორე სახელმწიფო ენად, ისევე, როგორც ყირგიზეთშია;

4. შეეშვან რუსულ სკოლებს და არ იცრუონ უფროსთან, რომ ეს ასეა..."

ამ საკითხს გერმანული "დოიჩე ველეც“ (Deutsche Welle) ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "რას გადაუხდის თოყაევი კრემლს დახმარების სანაცვლოდ?“

  • ყირიმის აღიარება - ყველაფრის თავი და თავი

"რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი თემა - ნატოს გაფართოების შეწყვეტის ულტიმატუმამდე - ყირიმის ანექსიის აღიარება იყო უცხოეთის სახელმწიფოების მიერ. ჯერჯერობით ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებენ ნიკარაგუა, ბელარუსი და სავარაუდოდ, სირია. ფაქტია, რომ სამივე ქვეყნის ხელისუფლება, განსაკუთრებით კი სირია და ბელარუსი რუსეთზე ძალიან არიან დამოკიდებულნი. ალექსანდრე ლუკაშენკოს რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად ეღიარებინა, ამისთვის საჭირო გახდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთზე პოლიტიკურ და ეკონომიკურად სრულად ყოფილიყო დამოკიდებული. მინსკის მიერ ყირიმის კუთვნილების აღიარებაში არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ ფაქტორმაც, რომ მოსკოვი, დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის კანონიერ პრეზიდენტად თვლის.

როგორც ჩანს, ასე მოიქცევა ყასიმ-ჟომართ თოყაევიც. მართალია, მისი პრეზიდენტობას არავინ სადაოდ არ ხდის, მაგრამ გაურკვეველია, რამდენად კანონიერად დაიკავა მან უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი - რადგანაც ეს თანამდებობა, სამართლებრივი სტატუსის თანახმად, სამუდამოდ ეკუთვნოდა ნურსულთან ნაზარბაევს, ისე გამოდის, რომ ყასიმ - ჟომართ თოყაევმა კანონი დაარღვია.

თურქულ მასმედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ვიდრე ყაზახეთის ლიდერის თხოვნას დათანხმდებოდა, კრემლმა მას რამდენიმე პირობა წაუყენა: ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, რუსული ენის გამოცხადება ქვეყნის მეორე ოფიციალურ ენად, ავტონომიური უფლებების უზრუნველყოფა ჩრდ. ყაზახეთში მცხოვრები რუსებისათვის და ბოლოს, დამატებითი რუსული სამხედრო ბაზის შექმნა (ყაზახეთში უკვე არის რუსული სამხედრო ობიექტები, მაგრამ კლასიკური სამხედრო ბაზა ჯერჯერობით არ არსებობს).

ალექსანდრე ლუკაშენკოს მაგალითი გვაფიქრებინებს, რომ ყირიმის აღიარებას თვითონ ყასიმ - ჟომართ თოყოევიც კარგად მიხვდება, რუსეთის მინიშნების გარეშე. რაც შეეხება დამატებით სამხედრო ობიექტის შექმნას, ბაზის სახით, ამაზე რუსი პოლიტიკოსები უკვე ლაპარაკობენ, მაგალითად, პარტია "სამართლიანი რუსთის ლიდერი სერგეი მირონოვი, რომლის განცხადებით, ყაზახეთში შეყვანილი რუსული ქვედანაყოფები იქ მუდმივად უნდა დარჩნენ. არ არის გამორიცხული, რომ ყაზახეთის რუსულენოვანმა ჩრდილოეთმა ნაწილმა (კოსტანაის, პეტროპავლოვსკის, პავლოდარის და ჩრდ.ყაზახეთის ოლქებმა) მართლაც ავტონომია მიიღოს", - წერს "დოიჩე ველე".

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ შესაძლოა ამ ეტაპზე ყირიმის აღიარებაზე მეტად რუსეთს ყაზახეთში სამხედრო ბაზის შექმნა სურდეს.

"თუ კრემლს არჩევანი ექნება ყირიმის აღიარებასა და ყაზახეთში პატარა სამხედრო ბაზის შექმნის მოთხოვნას შორის, დარწმუნებული ვარ, უკანასკნელს აირჩევს. შეიძლება ყაზახური ენის პარალელურად, რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებაც მოითხოვონ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის..." - აცხადებს ესპერტი. (წაიკითხეთ სტატია სრულად)

  • კიდევ რა შეიძლება "სთხოვოს“ რუსეთმა ყახაზეთს

რამდენად შესაძლებელია, თეორიულად მაინც, რომ რუსეთმა კიდევ რაიმე მოსთხოვოს ყაზახეთს? განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ყასიმჟომართ თოყაევი რუსეთზე დამოკიდებულ პრეზიდენტად დარჩება? ვარიანტები ამ შემთხვევაში საკმაოდ ბევრი შეიძლება არსებობდეს. "დოიჩე ველეს" ვერსიები ასეთია:

პირველი - ავღანეთთან ახლოს მდებარე ყაზახეთის სამხრეთის საზღვრების ერთობლივად გაკონტროლება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს ყველაზე გრძელი და იმავდროულად ყველაზე ცუდად დაცული სახელმწიფო საზღვარი სწორედ ყაზახეთთან აქვს, მაშინ ასეთი "თხოვნა“ სრულიად მოსალოდნელია: უმჯობესია ისლამისტებისა და სხვა არასასურველი ელემენტების ОДКБ-ის (ჩათვალე - რუსეთის) სივრცეში შეღწევის შესაძლებლობა შორიდანვე აღკვეთო;

მეორე - ყახაზეთის ურანის საბადოების გაკონტროლება, რომლებზეც მსოფლიო მარაგის 14% და მოპოვების 42% მოდის. ამ საბადოებზე კონტროლი მნიშვნელოვანია როგორც რუსეთის ატომური ენერგეტიკისათვის, ასევე ბირთვული იარაღის განახლებისთვის, დასავლეთთან კონკურენციაში. ჩუ-სარისუს რეგიონში არსებული მდიდარი საბადოების ხელში ჩაგდება გემრიელი ლუკმა იქნება "როსატომისათვის".

მესამე - ნავთობგაზის ერთობლივი მოპოვების გაფართოება. ყაზახეთში რუსული კომპანიები - "ლუკოილი“ და "გაზპრომი“ უკვე მუშაობენ, მაგრამ "თანამშრომლობის გაფართოება“ მომგებიანი პირობებით, ალბათ, სხვა რუს მოთამაშეებსაც სურთ, მაგალითად, იგორ სეჩინს "როსნეფტიდან".

მეოთხე - ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, რომლის "აბრეშუმის გზების“ მიმართულებები ყახაზეთის ტერიტორიაზე გადის, რუსეთის გვერდაქცევით. კრემლი მათ ან ხელში ჩაიგდებს და გააკონტროლებს ან სულაც აკრძალავს. კრემლისთვის ორივე მისაღებია, განსაკუთრებით კი ახლა. შეიძლება ითქვას, რომ დახმარების ფასად ყაზახეთისათვის ამ ვარიანტის "შეთავაზება“ საკმაოდ რეალურია.

ამრიგად, ყახაზეთს რუსეთთან ისეთი ურთიერთობა ელოდება, რომელიც ყოველთვის არ იქნება ურთიერთმომგებიანი. იმ დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელსაც ნურსულთან ნაზარბაევი "აგურ-აგურ აშენებდა“ 30 წლის განმავლობაში, ადვილი არ იქნება. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ყახაზეთის გათავისუფლება რუსეთზე დამოკიდებულობისაგან უკვე ყასიმ - ჟომართ თოყაევის მემკვიდრეებს მოუწევთ (წყარო).

მოამზადა სიმონ კილაძემ