კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენმა დაქირავებულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ დასკვნა დაგვიმალა... ეს ბადებს ეჭვს, რომ "დასკვნა" შეთხზეს" - რას წერს ვატო წერეთელი ლაშქაარავას საქმეზე?
"ჩვენმა დაქირავებულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ დასკვნა დაგვიმალა... ეს ბადებს ეჭვს, რომ "დასკვნა" შეთხზეს" - რას წერს ვატო წერეთელი ლაშქაარავას საქმეზე?

"ტვ პირ­ვე­ლის“ დი­რექ­ტო­რი ვატო წე­რე­თე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მათ მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ მათ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა და­უ­მა­ლა.

მისი თქმით, ეს ბა­დებს ეჭვს, რომ დას­კვნა შე­თხზეს მას შემ­დეგ, რაც "იუ­ნეს­კომ" ლექ­სო მოკ­ლუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

"ლექ­სოს საქ­მე­ში ექ­სპერ­ტი გე­ჯა­ძე და­ი­ქი­რა­ვა ტვ პირ­ველ­მა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა ტვ პირ­ველ­თან. ბა­ტო­ნი გე­ჯა­ძე ახლა ამ­ტკი­ცებს რომ 30 დე­კემ­ბერს ლექ­სოს სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზებ­ზე ხელი მო­ა­წე­რა სა­ხელ­მწი­ფო ექ­სპერ­ტი­ზის (სამ­ხა­რა­უ­ლის) სა­ბო­ლოო დას­კვნას, თუმ­ცა ეს დას­კვნა დამ­კვეთს და­უ­მა­ლა!!!

დას­კვნას ხელი მო­ე­წე­რა 30'ში, არ გვი­თხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იან­ვარს. ამ ფურ­ცლის არ­სე­ბო­ბის ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ გუ­შინ სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ის ვებ გვერ­დი­დან.

ჩვენ­თვის ჩვე­ნი­ვე და­ქი­რა­ვე­ბულ ექ­სპერტს არ უც­ნო­ბე­ბია არც ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის და არც დას­კვნა­ზე ხელ­მო­წე­რის შე­სა­ხებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბა­დებს გო­ნივ­რულ ეჭვს რომ "დას­კვნა" სას­წრა­ფოდ შე­თხზეს, უკა­ნა თა­რი­ღით, მას შემ­დეგ, რაც იუ­ნეს­კომ ლექ­სო მოკ­ლუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა" - წერს ვატო წე­რე­თე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა მო­ამ­ზა­და. ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნის თა­ნახ­მად, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნით“ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.

ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბა დღეს გა­ა­კე­თა. მისი თქმით, დას­კვნის პრო­ექ­ტი მის­თვის 30 დე­კემ­ბრამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იყო ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ცა დამ­კვე­თის­თვის, კერ­ძოდ, "ტვ პირ­ვე­ლის­თვის".

"ამ შემ­თხვე­ვა­ში დამ­კვე­თი იყო სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, გა­მო­ძი­ე­ბა, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კი სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო ცენ­ტრი. მე ვი­ყა­ვი კო­მი­სი­ა­ში მოწ­ვე­უ­ლი და ჩარ­თუ­ლი. დამ­კვე­თი გა­მო­ძი­ე­ბა იყო. სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ გა­მო­ამ­ზე­უ­რებ­და, არ გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფ­ლე­ბა არ მქონ­და რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია მი­მე­ცა ჩემი დამ­კვე­თის­თვის - "ტვ პირ­ვე­ლის­თვის".

მე კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მო­ვი­ქე­ცი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვის არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი და მი­ზა­ნი არ მქონ­და. მე არც გა­მო­ძი­ე­ბის, არც "ტვ პირ­ვე­ლის", არც სამ­ხა­რა­უ­ლის, არა­მედ ჩემი მო­რა­ლის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბით ვმოქ­მე­დებ­დი”,- აღ­ნიშ­ნავს გე­ჯა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქვეყნის გულშემატკივარი
2

დემაგოგებო, დაასვენეთ ის კაცი თავის სასუფეველში.ნუ აწვალებთ მის სულს თქვენი პირადი ინტერესების გამო, ნურც იმ უბედურ დედას უქმნით ცრუ ილუზიებს. ყველაფერი თვალნათელია და ცოტა სირცხვილი იქონიეთ.

ვაი ამათ პატრონს!
1

ეს რეგვენი ვერ გაიგებს, მაგრამ სხვებმა ხომ იცით, რომ გამოძიებას აქვს უფლება დაკითხულ პირს, თუ ექსპერტს გარკვეული ვადით აუკრძალოს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელება. ასე მოხდა აქაც! დაქირავებული ექსპერტის მოვალეობა იყო და არის ვინმეს მხრიდან სიყალბე არ დაუშვას; სიმართლე თქვას და დაამტკიცოს; მაგრამ როცა სიყალბეს ითხოვენ, მაშინ გეჯაძე აღარ მოსწონთ

ავტორი:

"ჩვენმა დაქირავებულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ დასკვნა დაგვიმალა... ეს ბადებს ეჭვს, რომ "დასკვნა" შეთხზეს" - რას წერს ვატო წერეთელი ლაშქაარავას საქმეზე?

"ჩვენმა დაქირავებულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ დასკვნა დაგვიმალა... ეს ბადებს ეჭვს, რომ "დასკვნა" შეთხზეს" - რას წერს ვატო წერეთელი ლაშქაარავას საქმეზე?

"ტვ პირველის“ დირექტორი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ მათ ლექსო ლაშქარავას საქმეზე მომზადებული დასკვნა დაუმალა.

მისი თქმით, ეს ბადებს ეჭვს, რომ დასკვნა შეთხზეს მას შემდეგ, რაც "იუნესკომ" ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

"ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა ტვ პირველმა, ხელშეკრულება გააფორმა ტვ პირველთან. ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა!!!

დასკვნას ხელი მოეწერა 30'ში, არ გვითხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ სამთავრობო მედიის ვებ გვერდიდან.

ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ. ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა" - წერს ვატო წერეთელი.

ცნობისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება დღეს გააკეთა. მისი თქმით, დასკვნის პროექტი მისთვის 30 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი, თუმცა, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, მას უფლება არ ჰქონდა ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, კერძოდ, "ტვ პირველისთვის".

"ამ შემთხვევაში დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, გამოძიება, შემსრულებელი კი სამხარაულის საექსპერტო ცენტრი. მე ვიყავი კომისიაში მოწვეული და ჩართული. დამკვეთი გამოძიება იყო. სანამ გამოძიება არ გამოამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის - "ტვ პირველისთვის".

მე კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ამ ინფორმაციის დამალვის არანაირი ინტერესი და მიზანი არ მქონდა. მე არც გამოძიების, არც "ტვ პირველის", არც სამხარაულის, არამედ ჩემი მორალის და პროფესიონალიზმის კანონიერი ინტერესებით ვმოქმედებდი”,- აღნიშნავს გეჯაძე.