სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფლება არ მქონდა ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის - "ტვ პირველისთვის" - რას ამბობს ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე მომზადებულ დასკვნაზე?
"უფლება არ მქონდა ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის - "ტვ პირველისთვის" - რას ამბობს ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე მომზადებულ დასკვნაზე?

კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მო­ვი­ქე­ცი. ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვის ინ­ტე­რე­სი და მი­ზა­ნი არ მქონ­და, - ამის შე­სა­ხებ „ტვ პირ­ვე­ლის“ მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მან ოპე­რა­ტორ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­მა­ზა­დე­ბულ დას­კვნა­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც გე­ჯა­ძე გან­მარ­ტავს, დას­კვნის პრო­ექ­ტი მის­თვის 30 დე­კემ­ბრამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იყო ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ცა დამ­კვე­თის­თვის, კერ­ძოდ, "ტვ პირ­ვე­ლის­თვის".

"30 დე­კემ­ბრამ­დე 1 კვი­რის ინ­ტერ­ვა­ლით შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ და­მი­კავ­შირ­და სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კო­ლე­გა, ვის­თან ერ­თა­დაც გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ხელ­მო­უ­წე­რე­ლი დას­კვნის პრო­ექტს გა­ვე­ცა­ნი და შე­ვის­წავ­ლე. ჩავ­რთე და კონ­სულ­ტა­ცია გავ­წიე "ვექ­ტო­რის" ექ­სპერ­ტებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, 30 დე­კემ­ბერს მო­ვა­წე­რე ხელი ამ დას­კვნას. 3 იან­ვარს სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მივ­მარ­თე, სა­დაც მო­ვი­თხო­ვე სრუ­ლი ას­ლის გად­მო­ცე­მა. 4 იან­ვარს ავი­ღე ხელ­ზე დას­კვნა.

ამ შემ­თხვე­ვა­ში დამ­კვე­თი იყო სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, გა­მო­ძი­ე­ბა, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კი სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო ცენ­ტრი. მე ვი­ყა­ვი კო­მი­სი­ა­ში მოწ­ვე­უ­ლი და ჩარ­თუ­ლი. დამ­კვე­თი გა­მო­ძი­ე­ბა იყო. სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ გა­მო­ამ­ზე­უ­რებ­და, არ გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფ­ლე­ბა არ მქონ­და რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია მი­მე­ცა ჩემი დამ­კვე­თის­თვის - "ტვ პირ­ვე­ლის­თვის".

მე კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მო­ვი­ქე­ცი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვის არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი და მი­ზა­ნი არ მქონ­და. მე არც გა­მო­ძი­ე­ბის, არც "ტვ პირ­ვე­ლის", არც სამ­ხა­რა­უ­ლის, არა­მედ ჩემი მო­რა­ლის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბით ვმოქ­მე­დებ­დი”,- აღ­ნიშ­ნავს გე­ჯა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა მო­ამ­ზა­და. ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნის თა­ნახ­მად, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნით“ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
1

უზომო სირეგვენე, თუ უტიფარი ტყუილი? დაკითხულ პირს, თუ ექსპერტს გამოძიება უკრძალავს მიცემული ჩვენების თუ დაწერილი დასკვნის გასაჯაროებას არსებული კანონის საფუძველზე; ასე მოხდა ახლაც. ჭიჭე ჭუტა აზრზე ვერაა, გეჯაძე მისი მსახური კი არ გახდა დადებული ხელშეკრულებით, არამედ დაიცვა გარდაცვლილის უფლებები და ვთქვათ და თუ ვინმეს ჰქონდა დასკვნის გაყალბების სურვილი, ამის სადარაჯოზე იდგა! სექტა კი თხოულობს, რომ გეჯაძემ შავზე თქვას თეთრიაო და ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად ცემა დაასახელოს

შესაბამისი წრეები ამბობენ, რომ გეჯაძე კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანია და მეცოცხეებს სიყალბეში არ აყვა; არ აყვა და წამოვიდა მის მიმართ ლაფი!

ცოცხისტანის სურვილია, რომ ნარკოტიკით დაღუპულისგან გმირი შექმნას და ვინც არგუმენტირებულად სხვას იტყვის, ყველა პუტინის აგენტია. მათ უნდათ ტყუილილებით ცრუ მითი შექმნან და ვინც სიმართლეს ამბობს, იმას ამუნათებენ, შეხეთ გარდაცვლილზე რას ამბობსო.

ეს ახალი ხომ არაა, ესაა სექტის ცხოვრების წესი - 

მამო
1

ღმერთმა გაანათლოს ალექსანდრეს სული,კიდევ ერთხელ Ვუსამძიმრებ მის დედას,ქალბატონო მხოლოდ თქვენ შეგიᲮლიათ,რომ წერტილი დაუსვათ ამ მარაზმსს ,როგორ ცდილობენ გარᲓაცვლილი თქვენი შვილით ქულების დაწერას ეს ყველაფერზე წამსვლელი სექტა,გამოდით (რა თქმა უნდა ძნელი იქნება ეს თქვენთვის)და თქვით სიმართლე,მითუმეტეს,როგორც Ვიცისამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ბრძანდებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"უფლება არ მქონდა ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის - "ტვ პირველისთვის" - რას ამბობს ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე მომზადებულ დასკვნაზე?

"უფლება არ მქონდა ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის - "ტვ პირველისთვის" - რას ამბობს ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე მომზადებულ დასკვნაზე?

კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ინფორმაციის დამალვის ინტერესი და მიზანი არ მქონდა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რითაც მან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით მომაზადებულ დასკვნაზე ისაუბრა.

როგორც გეჯაძე განმარტავს, დასკვნის პროექტი მისთვის 30 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მას უფლება არ ჰქონდა ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, კერძოდ, "ტვ პირველისთვის".

"30 დეკემბრამდე 1 კვირის ინტერვალით შეთანხმებისამებრ დამიკავშირდა სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების კოლეგა, ვისთან ერთადაც გამოვიკვლიეთ მიცვალებული. ხელმოუწერელი დასკვნის პროექტს გავეცანი და შევისწავლე. ჩავრთე და კონსულტაცია გავწიე "ვექტორის" ექსპერტებთან. შესაბამისად, 30 დეკემბერს მოვაწერე ხელი ამ დასკვნას. 3 იანვარს სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებას მივმართე, სადაც მოვითხოვე სრული ასლის გადმოცემა. 4 იანვარს ავიღე ხელზე დასკვნა.

ამ შემთხვევაში დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, გამოძიება, შემსრულებელი კი სამხარაულის საექსპერტო ცენტრი. მე ვიყავი კომისიაში მოწვეული და ჩართული. დამკვეთი გამოძიება იყო. სანამ გამოძიება არ გამოამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის - "ტვ პირველისთვის".

მე კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ამ ინფორმაციის დამალვის არანაირი ინტერესი და მიზანი არ მქონდა. მე არც გამოძიების, არც "ტვ პირველის", არც სამხარაულის, არამედ ჩემი მორალის და პროფესიონალიზმის კანონიერი ინტერესებით ვმოქმედებდი”,- აღნიშნავს გეჯაძე.

ცნობისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.