პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ზაფხულში სოფო და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ" - უკრაინული გამოცემის სკანდალური სტატია სააკაშვილი-ნიჟარაძის შესახებ
"სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ზაფხულში სოფო და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ" - უკრაინული გამოცემის სკანდალური სტატია სააკაშვილი-ნიჟარაძის შესახებ

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო სკან­და­ლუ­რი ამ­ბე­ბის სე­რია არ სრულ­დე­ბა. რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია, ხში­რად წერს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. 1 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­სა­უბ­რო თემა მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც.

აქამ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ჭო­რე­ბის სა­ხით იყო ცნო­ბი­ლი. მა­გა­ლი­თად სოფო ნი­ჟა­რა­ძი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ლავ სთო­რი­ზე“ ჯერ კი­დევ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­უბ­რობ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც მე­დი­ა­ში და­ი­წე­რა მისი და დუ­მის დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად ჭო­რე­ბი­სა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით მუდ­მი­ვად რჩე­ბო­და სან­დრა რუ­ლოვ­სი, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, რო­მე­ლიც მის მხარ­დამ­ჭე­რებს დღე­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ. 1 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სან­დრა მი­შას გვერ­დით აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. სან­დრას როლი შე­იც­ვა­ლა, რო­გორც მან ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ
22:36 / 29-12-2021

"ჩემსა და მიშას შორის ისეთი ძლიერი ბმაა, რომელსაც უბრალოდ ვერ წაშლი... " - სანდრა რულოვსი

12:24 / 31-12-2021

"სანდრა მისტირის, სოფო უმღერის, ლიზა ათენებს რუსთავის ციხესთან... " - როგორ ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის ქალიშვილის გამოჩენას "ფეისბუქზე"?

12:42 / 03-01-2022

"ბოროტების, ინტრიგების, ადამიანების ღალატის ოდენობამ ბოლო თვეებსა და კვირებში დრამატულად იმატა" - ლიზა იასკოს წერილი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს არ ახსენებს

08:44 / 12-02-2022

"მაგიდაზე დგება და იქიდან თითს გვიქნევს, უფროსია ჩვენი... სამი ენა ესმის, ძალიან სწრაფად დადის" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის შესახებ პირველად საუბრობს

21:56 / 15-03-2022

"მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ... საერთოდ არ მაინტერესებს მის წარსულში რა იყო" - რას ამბობს ლიზა იასკო ექსპრეზიდენტისა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით მე­უღ­ლის ამ­პლუ­ა­ში ლიზა იას­კო გა­მოჩ­ნდა. ქალი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თხელ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა ახალ წელს და შო­ბას ის უკ­რა­ი­ნა­ში შეხ­ვდა და ბოლო მი­მარ­თვებ­ში საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი აღარ უხ­სე­ნე­ბია. შე­საძ­ლოა ამის მი­ზე­ზი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ 31 დე­კემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყოს, რომ­ლი­თაც მან სა­ბო­ლო­ოდ წერ­ტი­ლი და­უს­ვა ჭო­რებს მისი და მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ერ­თო შვი­ლის შე­სა­ხებ და ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო.

4 იან­ვარს უკ­რა­ი­ნულ მე­დია strana.news-მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე სკან­და­ლუ­რი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის­გან შე­ძე­ნი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი აღი­ა­რა. ის (სოფო ნი­ჟა­რა­ძე) გა­სულ ზა­ფხულს მას­თან იყო ოდე­სა­ში..." - ასე არის და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი სტა­ტია, რო­მე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენ­ტსა და სოფო ნი­ჟა­რა­ძე­ზე გვიყ­ვე­ბა. წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის წინ სწო­რედ strana-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც წერ­დნენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა ლიზა იას­კო გახ­ლდათ.

უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა, 36 წლის სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ღე­რა ახა­ლი წლის ღა­მეს ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ არხზე. სო­ფია ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, იგი წარ­მო­ად­გენ­და თა­ვის ქვე­ყა­ნას "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" და სამი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იჯდა ტე­ლეპ­რო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში. სოფო რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­თან, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს­თან ერ­თად.

რო­გორც ჩანს, მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა ჯერ კი­დევ 2010 წელს წერ­და, რომ გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და მო­მა­ვალ­ში კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტსაც დაჰ­პირ­დნენ. თუმ­ცა, ეს ისევ ჭო­რე­ბად დარ­ჩა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლი კვამ­ლი გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და 4 წლის შემ­დეგ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მომ­ღე­რალს ნიუ-იორკში 2 000 000 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა უყი­და.

2020 წლის ივ­ნის­ში სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ამე­რი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე შვილ­თან ერ­თად შტა­ტებ­ში ცხოვ­რობ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამა­ვე დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი ჯერ კი­დევ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი სან­დრა რუ­ლოვსზე, რომ­ლის­გა­ნაც ორი ზრდას­რუ­ლი ვაჟი ჰყავს, ედუ­არ­დი და ნი­კო­ლო­ზი. მი­ხე­ილ­მა შე­მოდ­გო­მა­ზე ვი­დე­ო­თი გა­მო­ა­ცხა­და, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო ლიზა იას­კოს­თან, რა­დას დე­პუ­ტატ­თან, რო­მე­ლიც ორ­ჯერ უმ­ცრო­სია მას­ზე.

გა­სულ ზა­ფხულს "სტრა­ნამ" გა­და­ი­ღო ფოტო, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია "იდუ­მა­ლი ქალი", რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სის აპარ­ტა­მენ­ტებ­ში გა­მოჩ­ნდა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­კაშ­ვილს აქვს პენ­ტჰა­უ­სი ელი­ტა­რულ ცა­თამბჯენ­ში, რო­მე­ლიც შავ ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებს. აპარ­ტა­მენ­ტე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოხ­დე­ნი­ლი, შავგვრე­მა­ნი ქალი ტრი­ა­ლებ­და, რო­გორც ჩანს, სა­უზ­მის შემ­დეგ მა­გი­დას ალა­გებ­და.

ასე­ვე სახ­ლში იყო მუქ ხა­ლათ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ჰგავ­და სა­ა­კაშ­ვილს. მი­ხე­ი­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მყო­ფი გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თველ მომ­ღე­რალს. მარ­თლაც, სო­ფოს სუ­რა­თე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამ ზა­ფხულს ის და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოდე­სა­ში ის­ვე­ნებ­დნენ, პარ­კებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში სე­ირ­ნობ­დნენ და სა­ნა­პი­რო­ზეც იყ­ვნენ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ იმ დროს სა­ა­კაშ­ვილს უკვე ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ლიზა იას­კოს­თან. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიშა და ლიზა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი-ორი წე­ლია ერ­თად არი­ან" - წე­რია "სტრა­ნას" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 31 დე­კემ­ბერს ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც მისი უმ­ცრო­სი შვი­ლი, ისე გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ლიზა იას­კო მე­დი­ას­თან აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი ექი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით კვლა­ვაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. ის რუს­თა­ვის ცი­ხე­ში ახალ წლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­და­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 131 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
10

რა საყვარელია მიხაილოვნა

ირა
17

კლინტონს ფლირტისთვის იმპიჩმენტს უწყობდნენ და ბოდიშები ახდვინეს დაუდასტურებელი კავშირისთვის და ამ უჯიშომ საყვარლების მთელი ინტერნაციონალი დაგვახვია თავს. ასე ორმაგი სტანდარტებით გვაძულებენ დასავლეთს და ამის ავანგარდში მიშა და ნაცებია რომლებშიც ვი რამდენჯერ არის გათხოვილი და მერამდენე ცოლი ჰყავს სათვალავი აერიათ და ამას თავისუფლების მანტიით ფუთავენ ეს უნამუსოები. მათთვის წმინდა არაფერი არ არსებობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ზაფხულში სოფო და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ" - უკრაინული გამოცემის სკანდალური სტატია სააკაშვილი-ნიჟარაძის შესახებ

"სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ზაფხულში სოფო და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ" - უკრაინული გამოცემის სკანდალური სტატია სააკაშვილი-ნიჟარაძის შესახებ

უკვე რამდენიმე თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო სკანდალური ამბების სერია არ სრულდება. როგორც ქართული, ასევე უკრაინული მედია, ხშირად წერს ექსპრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. 1 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოების სასაუბრო თემა მხოლოდ სააკაშვილის დაპატიმრება არ ყოფილა, ასევე გამორჩეულად საინტერესო გახდა მისი პირადი ცხოვრებაც.

აქამდე მიხეილ სააკაშვილის გატაცებების შესახებ მხოლოდ ჭორების სახით იყო ცნობილი. მაგალითად სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის "ლავ სთორიზე“ ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საუბრობდნენ.

მოგვიანებით კი, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად, წელიწადზე მეტია, რაც მედიაში დაიწერა მისი და დუმის დეპუტატ ლიზა იასკოს სასიყვარულო ურთიერთობაზე.

მიუხედავად ჭორებისა, მიხეილ სააკაშვილის გვერდით მუდმივად რჩებოდა სანდრა რულოვსი, ყოფილი პირველი ლედი, რომელიც მის მხარდამჭერებს დღესაც განსაკუთრებულად უყვართ. 1 ოქტომბრის შემდეგ სანდრა მიშას გვერდით აღარ გამოჩენილა. სანდრას როლი შეიცვალა, როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში თავად თქვა.

მიხეილ სააკაშვილის გვერდით მეუღლის ამპლუაში ლიზა იასკო გამოჩნდა. ქალი ექსპრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ არაერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. თუმცა ახალ წელს და შობას ის უკრაინაში შეხვდა და ბოლო მიმართვებში საყვარელი მამაკაცი აღარ უხსენებია. შესაძლოა ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მიერ 31 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაცია იყოს, რომლითაც მან საბოლოოდ წერტილი დაუსვა ჭორებს მისი და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილის შესახებ და ელის მარია სააკაშვილი საზოგადოებას გააცნო.

4 იანვარს უკრაინულ მედია strana.news-მა მიხეილ სააკაშვილზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა.

"მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მომღერლისგან შეძენილი ქალიშვილი აღიარა. ის (სოფო ნიჟარაძე) გასულ ზაფხულს მასთან იყო ოდესაში..." - ასე არის დასათაურებული სტატია, რომელიც ექსპრეზიდენტსა და სოფო ნიჟარაძეზე გვიყვება. წელიწადზე მეტი ხნის წინ სწორედ strana-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ახალი გატაცება ლიზა იასკო გახლდათ.

უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

"ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, 36 წლის სოფო ნიჟარაძემ, ქალიშვილთან ერთად იმღერა ახალი წლის ღამეს ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე. სოფია ძალიან პოპულარულია საქართველოში, იგი წარმოადგენდა თავის ქვეყანას "ევროვიზიაზე" და სამი სეზონის განმავლობაში იჯდა ტელეპროექტ "ნიჭიერის" ჟიურიში. სოფო რამდენჯერმე გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის მეგობართან, ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად.

როგორც ჩანს, მას მიხეილ სააკაშვილთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. ადგილობრივი პრესა ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, სააკაშვილის დახმარებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული და მომავალში კულტურის მინისტრის პოსტსაც დაჰპირდნენ. თუმცა, ეს ისევ ჭორებად დარჩა. როგორც ამბობენ, ცეცხლი კვამლი გარეშე არ არსებობს და 4 წლის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მომღერალს ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა.

2020 წლის ივნისში სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში იმშობიარა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე შვილთან ერთად შტატებში ცხოვრობდა. შეგახსენებთ, რომ ამავე დროს, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ჯერ კიდევ ოფიციალურად არის დაქორწინებული სანდრა რულოვსზე, რომლისგანაც ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავს, ედუარდი და ნიკოლოზი. მიხეილმა შემოდგომაზე ვიდეოთი გამოაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო ლიზა იასკოსთან, რადას დეპუტატთან, რომელიც ორჯერ უმცროსია მასზე.

გასულ ზაფხულს "სტრანამ" გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილია "იდუმალი ქალი", რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის აპარტამენტებში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს აქვს პენტჰაუსი ელიტარულ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. აპარტამენტების სამზარეულოში მოხდენილი, შავგვრემანი ქალი ტრიალებდა, როგორც ჩანს, საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა.

ასევე სახლში იყო მუქ ხალათში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავდა სააკაშვილს. მიხეილის სამზარეულოში მყოფი გოგონა ძალიან ჰგავს ქართველ მომღერალს. მართლაც, სოფოს სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ზაფხულს ის და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ, პარკებსა და რესტორნებში სეირნობდნენ და სანაპიროზეც იყვნენ. გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს სააკაშვილს უკვე ჰქონდა ურთიერთობა ლიზა იასკოსთან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიშა და ლიზა წელიწადნახევარი-ორი წელია ერთად არიან" - წერია "სტრანას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 31 დეკემბერს ელის მარია სააკაშვილი, როგორც მისი უმცროსი შვილი, ისე გააცნო საზოგადოებას, ლიზა იასკო მედიასთან აღარ გამოჩენილა.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ექიმების შეფასებით კვლავაც არასახარბიელოა. ის რუსთავის ციხეში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს.