კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით - სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ" - პატრიარქი
"ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით - სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ" - პატრიარქი

ხალ­ხი და­ით­რგუ­ნა მუდ­მი­ვი უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­კეტვით, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით - მარ­თა­ლია, მსხვერ­პლი დი­დია და სიფრ­თხი­ლე ყოვ­ლა­და­უ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ სა­სო­წარ­კვე­თას არ უნდა მი­ვე­ცეთ და არც შევ­შინ­დეთ. უნდა გან­გვამ­ტკი­ცოს რწმე­ნამ იმი­სა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს არ­სე­ბო­ბის შე­წყვე­ტას, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რეს სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი.

ეპის­ტო­ლეს თა­ნახ­მად, თუ დიდი ტკი­ვი­ლი ან გან­საც­დე­ლი შეგ­ხვდათ, ადა­მი­ან­თა ბო­რო­ტე­ბის, მტრო­ბის, შუ­რის, ღა­ლა­ტის მსხვერ­პლნი გახ­დით, გული არ გა­ი­ტე­ხოთ. მი­ი­ღეთ ეს, რო­გორც თქვენ­თვის სარ­გო მწა­რე, მაგ­რამ მა­კურ­ნე­ბე­ლი წა­მა­ლი, მი­ი­ღეთ, რო­გორც თქვენ­გან გა­სავ­ლე­ლი გზის სა­ჭი­რო მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა. თუმ­ცა მისი ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თქვე­ნი გული და გო­ნე­ბა რო­გორ უპა­სუ­ხებს ასეთ გა­მოწ­ვე­ვებს.

„რა თქმა უნდა, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ჩვე­ნი ჯვა­რი გვაქვს სა­ტა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ არის სა­ერ­თო გან­საც­დე­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, დღეს პან­დე­მი­აა ასე­თი.

ხალ­ხი და­ით­რგუ­ნა მუდ­მი­ვი უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­კეტვით, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით ... მარ­თა­ლია, მსხვერ­პლი დი­დია და სიფრ­თხი­ლე ყოვ­ლა­და­უ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ სა­სო­წარ­კვე­თას არ უნდა მი­ვე­ცეთ და არც შევ­შინ­დეთ. უნდა გან­გვამ­ტკი­ცოს რწმე­ნამ იმი­სა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს არ­სე­ბო­ბის შე­წყვე­ტას, რად­გან ადა­მი­ა­ნის სული უკ­ვდა­ვია. მთა­ვა­რია, სუ­ლი­ე­რი სიკ­ვდი­ლის, მა­რა­დი­უ­ლი ტან­ჯვის მსხვერ­პლნი არ გავ­ხდეთ.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბას ვა­ვედ­რებ ჩვენ­გან წა­სულ ჩვენს სუ­ლი­ერ შვი­ლებს, რომ შე­ი­წყა­ლოს ისი­ნი და აცხოვ­ნოს.

სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მყოფთ, სა­ერ­თოდ, ყვე­ლას, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი და ვინც თავს ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის შვი­ლად მი­იჩ­ნევს, - გთხოვთ, იცხოვ­რეთ ერ­თმა­ნე­თი­სა და სამ­შობ­ლო­სათ­ვის.

ჩვენ, ღვთის გან­გე­ბით, ერთ სივ­რცე­ში, ერთ პე­რი­ოდ­ში იმი­ტომ მოგ­ვი­წია ყოფ­ნა, რომ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში უნდა გა­მო­ვი­ცა­დოთ, უნდა შევ­ძლოთ ღვთის სა­დი­დებ­ლად „ურ­თი­ერ­თას სიმ­ძი­მე ვიტ­ვირ­თოთ და ეს­რეთ აღ­ვას­რუ­ლოთ სჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი“ (გა­ლატ. 6.2).

ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან, მშობ­ლებ­თან, და-ძმებ­თან, ახლო თუ შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, ნე­ბის­მი­ერ სხვა პი­როვ­ნე­ბას­თან, ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სნე­ულ­თა, პა­ტი­მარ­თა და გა­ჭირ­ვე­ბულ­თად­მი, პი­რა­დი და საქ­ვეყ­ნო საქ­მი­სად­მი, გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და წი­ნაპ­რე­ბი­სად­მი, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და გა­რე­მო­სად­მი ... უდი­დე­სი გა­მოც­დი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს, რად­გან სა­დაც არ უნდა ვი­ყოთ და ვინც არ უნდა ვი­ყოთ, ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ძნე­ლია ასეთ დიდ სივ­რცე­ში იმოქ­მე­დო და შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვა. ჩვე­ნი ეგო­ის­ტუ­რი "მე“ ხომ მუდ­მი­ვად უძებ­ნის გა­მარ­თლე­ბას ჩვენს ცოდ­ვებს, არას­წორ საქ­ცი­ელს ... ამას­თან, სა­კუ­თარ თავს ად­ვი­ლად ვპა­ტი­ობთ იმას, რა­ზეც სხვას მკაც­რად ვთხოვთ პა­სუხს. ხში­რად კი, სა­ერ­თო­დაც ვერ ვხე­დავთ ჩვენს ცოდ­ვებს”, - წე­რია პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sss
1

უწმინდესი, უნეტარესი!..... სასწორი, ზუსტი სასწორი, ძაან ზუსტი სასწორი!... ეს მარტო ქართველებს შეუძლიათ!

: )))))))
4

ისიც დროა ჩვენო უწმინდესო, ეკლესიაში დასრულდეს გაზულუქებულ მაფიოზთა ბოგინი და ჯიპებით გრიალი, მაგრამ აშკარად პირიქით ხდება 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით - სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ" - პატრიარქი

"ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით - სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ" - პატრიარქი

ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით - მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

ეპისტოლეს თანახმად, თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის, შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორც თქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს.

„რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი.

ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით ... მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ.

ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, - გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის.

ჩვენ, ღვთის განგებით, ერთ სივრცეში, ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა, რომ ამ მოცემულობაში უნდა გამოვიცადოთ, უნდა შევძლოთ ღვთის სადიდებლად „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2).

ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი ... უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია.

ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს ... ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს”, - წერია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.