სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტვ პირველის" მიერ გადმოცემული მასალა არის დამახინჯებული და მტკნარი სიცრუე!" - ილია ღუდუშაური განცხადებას ავრცელებს
"ტვ პირველის" მიერ გადმოცემული მასალა არის დამახინჯებული და მტკნარი სიცრუე!" - ილია ღუდუშაური განცხადებას ავრცელებს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ილია ღუ­დუ­შა­ური სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რომ­ლი­თაც "ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში მას­ზე გა­სულ სი­უ­ჟეტს ეხ­მი­ა­ნე­ბა. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟე­ტებს, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია ჩემი სა­ხე­ლი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა არის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი და მტკნა­რი სიც­რუე! თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, მოკ­ლედ გა­ვაც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში:

1) "ოთმა ფურ­ნი­ტუ­რე"-სთვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი მის მიერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა გახ­და. კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას დარ­ღვე­უ­ლი ჰქონ­და მი­წო­დე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი ვადა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტამ­დე, ამა­ვე დო­კუ­მენ­ტში ჩა­დე­ბუ­ლი პი­რო­ბის თა­ნახ­მად, მას გა­ეგ­ზავ­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაფრ­თხი­ლე­ბის 9 წე­რი­ლი და პირ­გა­სამ­ტეხ­ლოც და­ე­კის­რა.

2) კომ­პა­ნი­ის მხრი­დან შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­ზე­ზად ტენ­დერ­ში მის მი­ერ­ვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არა­რე­ა­ლუ­რი ფასი სა­ხელ­დე­ბო­და. ამის გამო, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია ფა­სის მო­მა­ტე­ბას ითხოვ­და. სა­ტენ­დერო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ფა­სის მო­მა­ტე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი ნონ­სენ­სი და კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვაა - არ­ცერ­თი შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნოს.(სხვა­თა შო­რის, "ტვ პირ­ვე­ლის" მიერ მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მერ­ხე­ბის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია გა­ო­ცე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და).

3) მა­შინ, რო­დე­საც “ოთმა ფურ­ნი­ტუ­რეს” ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყდა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბის გამო, რიგ სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში ​ის უკვე "გა­შა­ვე­ბუ­ლი" იყო. სი­უ­ჟე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბამ­დე, "ტვ პირ­ველს" ვურ­ჩევ­დი, თა­ვი­სი­ვე არ­ქივს გა­და­ხე­დოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი შე­ვახ­სე­ნებ, რომ სექ­ტემ­ბრის თვე­ში ამა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ მო­ამ­ზა­და სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, თით­ქოს­და, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ მერ­ხე­ბის შე­ძე­ნა კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო "გა­შა­ვე­ბულ" კომ­პა­ნი­ას ანდო. რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "დელ­ტას­თან", ვა­დას­ტუ­რებ, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ვა­დე­ბით, თუმ­ცა, კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმით, რომ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კომ­პა­ნი­ის გამო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბას ხელი არ შეშ­ლო­და.

პ.ს. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ იხი­ლონ, ამ პე­რი­ოდ­ში რა შეს­ყიდ­ვე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, ღიაა ინ­ფორ­მა­ცია ხა­რის­ხი­სა და ფა­სე­ბის შე­სა­ხე­ბაც. ამ მოკ­ლე დრო­ში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­ზოგ­ვა მოხ­და. ვა­დას­ტუ­რებ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად მკაც­რი ვი­ყა­ვი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ყვე­ლა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კომ­პა­ნი­ას კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით შე­უ­წყდა. იგი­ვე მიდ­გო­მე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მექ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც, უკვე ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სა­დაც ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვე­ბი მაქვს".

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
0

ვერ გავიგე ამ ტელევიზიას ცილისწამებისთვის და დეზინფორმაციისთვის სასჯელი არ ეკუთვნის?

მედეა
10

იმედას----ტელეიმედი არ აჩვენებს თითქოს ყველაფერი კარგადაა.ისინიც სააკაშვილის ამბებით იწყებენ და ამთავრებენ ეთერს, 95 % გამომსვლელებისა იქაც მაგარი ნაცები არიან . მარტო 5 % ეთმობა მთავრობის წევრებსა და ქოცების მომხრეებს. ყველა ტელეეკრანზე მხოლოდ სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძის გამეხებული საყვედურები ისმის 18 წელია ვერ მოვესწარით დადებითსიტუაციურ ნარატივს დადიანების სახლში გამართულმა მეჯლისმა გაგვახარა დიდად, მადლობა ამ გამონაკლისის დაშვებისთვის,ისე ყ ვ ე ლ ა ტელესივრცე ამაზრზენია და არმოსაწონი რიგითი მოქალაქისთვის.

ავტორი:

"ტვ პირველის" მიერ გადმოცემული მასალა არის დამახინჯებული და მტკნარი სიცრუე!" - ილია ღუდუშაური განცხადებას ავრცელებს

"ტვ პირველის" მიერ გადმოცემული მასალა არის დამახინჯებული და მტკნარი სიცრუე!" - ილია ღუდუშაური განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც "ტვ პირველის” ეთერში მასზე გასულ სიუჟეტს ეხმიანება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გამოვეხმაურო "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტებს, რომლებიც მიმართულია ჩემი სახელისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანიის მიერ გადმოცემული მასალა არის დამახინჯებული და მტკნარი სიცრუე! თავს ვალდებულად მივიჩნევ, მოკლედ გავაცნო საზოგადოებას, რა მოხდა სინამდვილეში:

1) "ოთმა ფურნიტურე"-სთვის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გახდა. კერძოდ, აღნიშნულ კომპანიას დარღვეული ჰქონდა მიწოდების ყველანაირი ვადა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ამავე დოკუმენტში ჩადებული პირობის თანახმად, მას გაეგზავნა ოფიციალური გაფრთხილების 9 წერილი და პირგასამტეხლოც დაეკისრა.

2) კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულების მიზეზად ტენდერში მის მიერვე დაფიქსირებული არარეალური ფასი სახელდებოდა. ამის გამო, ზემოხსენებული კომპანია ფასის მომატებას ითხოვდა. სატენდერო ხელშეკრულებაში ფასის მომატება იურიდიული ნონსენსი და კანონის უხეში დარღვევაა - არცერთი შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის უფლებამოსილი, აღნიშნული ქმედება ჩაიდინოს.(სხვათა შორის, "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში ძვირადღირებული მერხების შესახებ ტელეკომპანია გაოცებას გამოხატავდა).

3) მაშინ, როდესაც “ოთმა ფურნიტურეს” ხელშეკრულება შეუწყდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, რიგ საჯარო უწყებებში ​ის უკვე "გაშავებული" იყო. სიუჟეტების მომზადებამდე, "ტვ პირველს" ვურჩევდი, თავისივე არქივს გადახედოს. საზოგადოებას კი შევახსენებ, რომ სექტემბრის თვეში ამავე ტელეკომპანიამ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოსდა, განათლების სამინისტრომ მერხების შეძენა კორუფციული ინტერესის გამო "გაშავებულ" კომპანიას ანდო. რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებას სახელმწიფო კომპანია "დელტასთან", ვადასტურებ, რომ ხელშეკრულება გაფორმდა დაჩქარებული ვადებით, თუმცა, კანონის სრული დაცვით. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ უპასუხისმგებლო კომპანიის გამო სასწავლო პროცესის დაწყებას ხელი არ შეშლოდა.

პ.ს. სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი განათლების სამინისტროში და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ, ამ პერიოდში რა შესყიდვები განხორციელდა, ღიაა ინფორმაცია ხარისხისა და ფასების შესახებაც. ამ მოკლე დროში სახელმწიფო ბიუჯეტის რამდენიმე მილიონი ლარის დაზოგვა მოხდა. ვადასტურებ, რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად მკაცრი ვიყავი და ხელშეკრულება ყველა უპასუხისმგებლო კომპანიას კანონის სრული სიმკაცრით შეუწყდა. იგივე მიდგომები აუცილებლად მექნება მომავალშიც, უკვე ახალ თანამდებობაზე, სადაც ახალი საინტერესო გამოწვევები მაქვს".