სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექაურის ბრძოლა, ტალახაძის რეკორდები, ქართველი "გლადიატორები", ყვითელაშვილის ცეცხლი ყინულზე და ა.შ. - ის, რაც გვახარებდა და გვაერთიანებდა
ბექაურის ბრძოლა, ტალახაძის რეკორდები, ქართველი "გლადიატორები",  ყვითელაშვილის ცეცხლი ყინულზე და ა.შ. - ის, რაც გვახარებდა და გვაერთიანებდა

ურ­თუ­ლე­სი წე­ლი­წა­დი მო­ვი­ტო­ვეთ უკან, ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ქა­ო­სი და უი­მე­დო­ბა სუ­ფევ­და. სფე­რო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მეტი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა, სპორ­ტია. 2021 წელს არა­ერ­თი მიღ­წე­ვა, მე­და­ლი და რე­კორ­დი შევ­მა­ტეთ სპორ­ტულ ყუ­ლა­ბას. ეს გა­მარ­ჯვე­ვე­ბია სწო­რედ ის, რაც და­თი­თო­კა­ცე­ბულ ქვე­ყა­ნას აერ­თი­ა­ნებს ხოლ­მე...

  • ქარ­თვე­ლე­ბის ოლიმ­პი­უ­რი მო­ნა­გა­რი

ჯერ იყო და ჩვე­ნე­ბუ­რებ­მა ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ჩვე­ნი პა­წა­წი­ნა ქვე­ყა­ნა ბუმ­ბე­რაზ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე წინ წა­მოს­წი­ეს. ჯამ­ში 8 მედ­ლით ისეთ ქვეყ­ნებ­ზე წინ აღ­მოვ­ჩნდით, რო­გო­რი­ცაა, არ­გენ­ტი­ნა, სა­ბერ­ძნე­თი, ის­რა­ე­ლი, ყა­ტა­რი და ასე შემ­დეგ...

ლაშა ბე­ქა­ურ­მა 20 წლის ასაკ­ში ძი­უ­დო­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ფი­ნა­ლამ­დე უპ­რობ­ლე­მოდ გა­ვი­და და გერ­მა­ნე­ლი ედუ­არდ ტრი­პი­ე­ლი უშან­სოდ და­ა­მარ­ცხა. ქა­რიზ­მა­ტულ­მა ჩემ­პი­ონ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­ა­ბედ­ნი­ე­რა, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ა­ხა­რა ნათ­ლია, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი, რო­მელ­მაც 17 წლის წინ, ამა­ვე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში (90კგ), ათენ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ოქრო მო­ი­პო­ვა.

ბე­ქა­უ­რის­თვის ახლა წინ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტია, რომ­ლის­თვი­საც გულ­მოდ­გი­ნედ ემ­ზა­დე­ბა. მედ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სივ­რცეს ზუს­ტად მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქრო აკ­ლია. შე­გახ­სე­ნებთ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­სა და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის უმაღ­ლე­სი სინ­ჯის მე­და­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლია. 2022 წლის აგ­ვის­ტო­ში, ტაშ­კენ­ტში ლაშა თა­ვის მიზ­ნის­თვის იბ­რძო­ლებს და რა თქმა უნდა, საკ­მა­ოდ დიდი შან­სია, რომ მედ­ლე­ბის კო­ლექ­ცია სრულ­ყო­ფი­ლი გა­ხა­დოს.

ოლიმ­პი­ა­და­ზე ასე­ვე, თავი გა­მო­ი­ჩი­ნეს: ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა და გუ­რამ თუ­შიშ­ვილ­მა, რომ­ლებ­მაც ძი­უ­დო­ში ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს, ან­ტონ პლეს­ნოი ძა­ლოს­ნო­ბა­ში ბრინ­ჯა­ოს და­ე­უფ­ლა. თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტულ ორ­თაბ­რძო­ლა­ში ვერ­ცხლი აიღო. შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გი გვქონ­და ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში, სა­დაც ია­კობ ქა­ჯა­ი­ამ, ასე­ვე, ვერ­ცხლი მო­ი­პო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს...

ლაშა, რომ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი არ არის, მსოფ­ლი­ომ უკვე დიდი ხნის წინ შე­ი­ტყო. მას­თან ას­პა­რე­ზო­ბამ კი ყო­ველ­გვა­რი აზრი და­კარ­გა, ვი­ნა­ი­დან უხე­ში ენით რომ ვთქვათ, სხვე­ბი რა წო­ნი­თაც სა­ტი­ტუ­ლო პო­ზი­ცი­ე­ბის­თვის იბ­რძვი­ან, ტა­ლა­ხა­ძე ამ წო­ნე­ბით მო­თელ­ვებს აკე­თებს. პრაქ­ტი­კუ­ლად ამ სპორ­ტში მარ­ტო დარ­ჩა და თა­ვის თავს უპი­რის­პირ­დე­ბა - ერთი მე­ო­რეს მი­ყო­ლე­ბით სა­კუ­თარ რე­კორ­დებს აუმ­ჯო­ბე­სებს. ასე მოხ­და ოლიმ­პი­ა­და­ზეც და ზუს­ტად ანა­ლო­გი­უ­რი სცე­ნა­რი ვი­ხი­ლეთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. წელს ტა­ლა­ხა­ძემ ორი ოქ­როს - ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მედ­ლით და­ას­რუ­ლა, გახ­და წლის სპორ­ტსმე­ნი და კა­რი­ე­რა­ში უდა­ოდ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი გა­მარ­თა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ambebi.ge-ს მკი­თხველ­მა ის წლის ადა­მი­ა­ნად და­ა­სა­ხე­ლა.

ტა­ლა­ხა­ძის ეს სა­ო­ცა­რი დო­მი­ნან­ტო­ბა ძვე­ლი სკო­ლის ლე­გენ­დე­ბის დროს გვახ­სე­ნებს, როცა კონ­კრე­ტულ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებ­ში ქარ­თვე­ლე­ბის ეპო­ქა იდგა და შე­დე­გე­ბით მათ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­საც კი ვე­რა­ვინ ბე­დავ­და. ადრე იყო სა­ნე­ე­ვი­სა და თე­დი­აშ­ვი­ლის ეპო­ქე­ბი, აღ­ბეჭ­დი­ლი არა­ერ­თი ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო­თი, ახლა კი ლა­შას დროა.

როცა ბოლო წლე­ბის სპორ­ტულ წარ­მა­ტე­ბებ­ზე ილა­პა­რა­კე­ბენ, გა­იხ­სე­ნე­ბენ ჩემ­პი­ო­ნებს, მაგ­რამ არას­დროს უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ამ წარ­მა­ტე­ბებ­ში ერთი ადა­მი­ა­ნის შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლიც. ეს ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის ექი­მი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლია, არა­მედ გარ­კვე­ულ­წი­ლად სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­როს ხერ­ხე­მა­ლიც არის. ის ტრავ­მე­ბის მო­შუ­შე­ბას­თან ერ­თად, სპორ­ტსმე­ნებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც მუხ­ტავს. ლაშა ბე­ქა­ურ­მა ივ­ნის­ში მსოფ­ლი­ოს გუნ­დურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მხრის ტრავ­მა მი­ი­ღო და ტო­კი­ო­ში მისი ას­პა­რე­ზო­ბა დიდი კი­თხვის ნი­შა­ნის ქვეშ იდგა, თუმ­ცა ექი­მე­ბის შტაბ­მა, ზუ­რას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა და ბე­ქა­უ­რი მწყობ­რში და­აბ­რუ­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­მა­ხოვ­რე­ბე­ლი იყო კა­ხაბ­რიშ­ვი­ლის ფოტო ილიმ­პი­ა­დი­დან, რო­მე­ლიც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იხი­ლა.

სპორ­ტუ­ლი მოვ­ლე­ნა იყო მი­ზან­ში მსრო­ლე­ლი ნინო სა­ლუქ­ვა­ძის ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე ას­პა­რე­ზო­ბაც. ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის­თვის ეს მე­ცხრე ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი იყო. იშ­ვი­ა­თი პრე­ცე­დენ­ტია, რო­დე­საც ათ­ლეტს მა­ღალ დო­ნე­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ამ­დე­ნი წელი შე­უძ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნინო მედ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა, დაგ­ვე­თან­ხმე­ბით და ოლიმ­პი­ა­და­ზე 9-ჯერ გა­მოს­ვლა მის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე მე­ტყვე­ლებს, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ის ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბის სრულ კომ­პლექტს ფლობს. ნი­ნომ 1988 წელს, სე­ულ­ში და­იმ­სა­ხუ­რა ოქ­როს და ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი, ხოლო 2008 წელს, პე­კინ­ში ბრინ­ჯა­ოც მო­ი­გო.

  • ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი - გა­მარ­ჯვე­ბე­ბი სკან­და­ლის მიღ­მა

სკან­და­ლე­ბით სავ­სე და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბით გა­წე­ლი­ლი წლის მი­უ­ხე­და­ვად, კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი ჰქონ­და ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს. ნამ­დვი­ლი ჩემ­პი­ო­ნე­ბის ხა­სი­ა­თიც ხომ მა­შინ მჟღავ­ნდე­ბა, რო­დე­საც დიდი ზე­წო­ლა, წნე­ხი და რთუ­ლი პე­რი­ო­დი დგე­ბა, ჰოდა, ნი­კამ, სპორ­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ეს გა­მოც­და ათი­ან­ზე ჩა­ა­ბა­რა.

ბა­სი­ლამ დო­ჰას ტურ­ნირ­ზე სპორ­ტის ერთ-ერთი დიდი ხატი, რო­ჯერ ფე­დე­რე­რი და­ა­მარ­ცხა, შემ­დეგ კი ჩემ­პი­ო­ნა­ტიც მო­ი­გო.

მან 2021 წლის მა­ის­ში, მი­უნ­ხე­ნის 250 - ქუ­ლი­ან ტურ­ნირ­შიც იმარ­ჯვა.

სამ­წუ­ხა­როდ, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დას ნა­ად­რე­ვად და­ემ­შვი­დო­ბა, როცა მერ­ვე­დფი­ნალ­ში ალექ­სან­დრე ზვე­რევ­თან და­მარ­ცხდა, თუმ­ცა მთლი­ა­ნო­ბა­ში, ბა­სი­ლას სა­უ­კე­თე­სო წელი ჰქონ­და.

  • ქარ­თვე­ლი "გლა­დი­ა­ტო­რე­ბი"

ქარ­თვე­ლებ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე გლა­დი­ა­ტო­რე­ბის სამ­ყა­რო­შიც თა­ვი­სი სი­ტყვა თქვეს. შე­რე­უ­ლი ორ­თა­ბძო­ლე­ბის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში UFC-ში, გიგა ჭი­კა­ძემ და მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი მო­ი­პო­ვეს და რე­ი­ტინ­გში და­წი­ნა­ურ­დნენ. ჭი­კა­ძემ კაბ სუ­ან­სო­ნი და ედოსნ ბარ­ბო­სა და­ა­ნო­კა­უ­ტა, ხოლო მე­რაბ­მა სა­ოც­რად დრა­მა­ტულ შეხ­ვედ­რა­ში, ბრა­ზი­ლი­ე­ლი მარ­ლონ მო­რა­ე­სი და­ა­მარ­ცხა. წლე­ბის წინ ქარ­თვე­ლე­ბის მოხ­ვედ­რა UFC-ში სა­ნატ­რე­ლი იყო, ახლა კი ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი თა­ვი­სი წო­ნის სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მყა­რად არი­ან და ტი­ტუ­ლის­კენ წარ­მა­ტე­ბით მი­დი­ან.

გიგა იან­ვარ­ში კელ­ვინ კა­ტარს შეხ­ვდე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტოპ 3 მებ­რძოლ­თან ბრძო­ლას გა­ი­ნაღ­დებს. მე­რა­ბის შემ­თხვე­ვა­ში სი­ტუ­ა­ცია სხვაგ­ვა­რა­დაა. ნა­ხევ­რად მსუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი ალჯო სტერ­ლინ­გია, რო­მე­ლიც დვა­ლიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნამ ალჯო ჩემ­პი­ო­ნია, მე­რა­ბი ტი­ტუ­ლის­თვის ვერ იბ­რძო­ლებს. თუმ­ცა სხვა არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო ვა­რი­ან­ტე­ბი ელო­დე­ბა და 2022 წელს მისი შეს­რუ­ლე­ბით არა­ერთ გა­სა­ო­ცარ შეხ­ვედ­რას ვი­ხი­ლავთ.

  • ნო­ნას "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტი"

2021 წელი სკან­და­ლით და­ი­წყო ჭად­რაკ­ში ხუთგზის ჩემ­პი­ონ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის­თვი­საც. ის მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ ამე­რი­კულ სა­მა­უ­წყებ­ლო და საპ­რო­დუქ­ციო კომ­პა­ნია Netflix-თან და­წყე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო და­ვით მო­ექ­ცა. საქ­მე შე­ე­ხე­ბა 2020 წელს გა­და­ღე­ბულ Netflix-ის მი­ნი­სე­რი­ალ "ლა­ზი­ე­რის გამ­ბიტს", რო­მელ­შიც ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლიც არის ნახ­სე­ნე­ბი, ოღონდ... მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც "არის რუ­სე­თი­დან" და რო­მელ­საც "არას­დროს უთა­მა­შია მა­მა­კა­ცი მო­ჭად­რა­კე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ".

24 იან­ვარს სარ­ჩე­ლის ზე­პი­რი გან­ხილ­ვა გა­ი­მარ­თე­ბა. "ნეთფლიქსთან“ ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ის, ნო­ემ­ბერ­ში, სლო­ვე­ნი­ა­ში გა­მარ­თულ ვე­ტე­რან მო­ჭად­რა­კე­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ვე­ტე­რან­თა შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი მეშ­ვი­დედ გახ­და.

  • მო­რის ყვი­თე­ლაშ­ვი­ლი და ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა

თავი გა­მო­ვი­ჩი­ნეთ ზამ­თრის სპორ­ტშიც, კერ­ძოდ კი ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში. 26 წლის მო­რის ყვი­თე­ლაშ­ვი­ლი სო­ჭის გრან-პრი­ზე მამ­კაც ფი­გუ­რის­ტებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო გახ­და.

ბევ­რის­თვის ეს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ეთერ თუთ­ბე­რი­ძის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ­მა ვარ­ჯი­შებ­მა და მო­რი­სის შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ ოპო­ნენ­ტებს შან­სი არ და­უ­ტო­ვა. ის ზამ­თრის სა­ხე­ო­ბებს შო­რის 2021 წლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­სა­ხელ­და. დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ცი­გუ­რაო კავ­შირ­მა, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გუ­ლი ქუ­ლე­ბი­სა და ოლიმ­პი­ა­დის შე­სარ­ჩევ ეტა­პებ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ 10 ქვეყ­ნის ნუს­ხა, რო­მე­ლიც 2022 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე იას­პა­რე­ზებს გუნ­დურ შე­ჯიბ­რე­ბა­ში.

ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გუნ­დუ­რი ას­პა­რე­ზო­ბე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლომ, პირ­ვე­ლად, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვა ოლიმ­პი­ა­დის ამ სეგ­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა და ოთხი­ვე სა­ხე­ო­ბა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ე­ბით (ოთხი­ვე ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბა კი მხო­ლოდ 7-მა ქვე­ყა­ნამ შეძ­ლო ) და ჯა­მუ­რი 1472 ქუ­ლით ისე­თი ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, რო­გო­რე­ბი­ცაა: რუ­სე­თი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, კა­ნა­და, ია­პო­ნია, ჩი­ნე­თი, იტა­ლია, გერ­მა­ნია, ჩე­ხე­თი და უკ­რა­ი­ნა. პე­კი­ნის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზე გუნ­დუ­რი ას­პა­რე­ზო­ბა 2022 წლის 4-7 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­მოს­ვლე­ბი კი 8 თე­ბერ­ვლი­დან 19 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით გას­ტანს. ჩვენს ოლიმ­პი­ე­ლებს დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ!

ambebi.ge - ს მკი­თხველ­სა და სპორ­ტის გულ­შე­მატ­კი­ვარს წარ­მა­ტე­ბულ წელს გი­სურ­ვებთ, წინ დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბია... ასე­ვე გი­სურ­ვებთ: ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე­სა­ვით უმ­სუ­ბუ­ქე­სად აგ­ვე­წი­ოს და სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბი ასე მარ­ტი­ვად გაგ­ვე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნოს.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

დიმა
0

ყველაფერი გაიხსენეს შერმადინის გარდა.ნეტავ კიდევ თუ გახდება ჩვენი კალათბურთელი ესპანეთის ლიგის საუკეთესო .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ბექაურის ბრძოლა, ტალახაძის რეკორდები, ქართველი "გლადიატორები", ყვითელაშვილის ცეცხლი ყინულზე და ა.შ. - ის, რაც გვახარებდა და გვაერთიანებდა

ბექაურის ბრძოლა, ტალახაძის რეკორდები, ქართველი "გლადიატორები",  ყვითელაშვილის ცეცხლი ყინულზე და ა.შ. - ის, რაც გვახარებდა და გვაერთიანებდა

ურთულესი წელიწადი მოვიტოვეთ უკან, ქვეყანაში თითქმის ყველა მიმართულებით ქაოსი და უიმედობა სუფევდა. სფერო, რომელმაც საქართველოს ყველაზე მეტი სიხარული მოუტანა, სპორტია. 2021 წელს არაერთი მიღწევა, მედალი და რეკორდი შევმატეთ სპორტულ ყულაბას. ეს გამარჯვევებია სწორედ ის, რაც დათითოკაცებულ ქვეყანას აერთიანებს ხოლმე...

  • ქართველების ოლიმპიური მონაგარი

ჯერ იყო და ჩვენებურებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩვენი პაწაწინა ქვეყანა ბუმბერაზ სახელმწიფოებზე წინ წამოსწიეს. ჯამში 8 მედლით ისეთ ქვეყნებზე წინ აღმოვჩნდით, როგორიცაა, არგენტინა, საბერძნეთი, ისრაელი, ყატარი და ასე შემდეგ...

ლაშა ბექაურმა 20 წლის ასაკში ძიუდოში ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე უპრობლემოდ გავიდა და გერმანელი ედუარდ ტრიპიელი უშანსოდ დაამარცხა. ქარიზმატულმა ჩემპიონმა მთელი ქვეყანა გააბედნიერა, თუმცა, განსაკუთრებულად გაახარა ნათლია, ზურაბ ზვიადაური, რომელმაც 17 წლის წინ, ამავე წონით კატეგორიაში (90კგ), ათენში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოქრო მოიპოვა.

ბექაურისთვის ახლა წინ მსოფლიო ჩემპიონატია, რომლისთვისაც გულმოდგინედ ემზადება. მედლებისთვის განკუთვნილ სივრცეს ზუსტად მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო აკლია. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების უმაღლესი სინჯის მედალი მოპოვებულია. 2022 წლის აგვისტოში, ტაშკენტში ლაშა თავის მიზნისთვის იბრძოლებს და რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი შანსია, რომ მედლების კოლექცია სრულყოფილი გახადოს.

ოლიმპიადაზე ასევე, თავი გამოიჩინეს: ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა, რომლებმაც ძიუდოში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ანტონ პლესნოი ძალოსნობაში ბრინჯაოს დაეუფლა. თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ორთაბრძოლაში ვერცხლი აიღო. შთამბეჭდავი შედეგი გვქონდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც იაკობ ქაჯაიამ, ასევე, ვერცხლი მოიპოვა.

რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს...

ლაშა, რომ უბრალო ადამიანი არ არის, მსოფლიომ უკვე დიდი ხნის წინ შეიტყო. მასთან ასპარეზობამ კი ყოველგვარი აზრი დაკარგა, ვინაიდან უხეში ენით რომ ვთქვათ, სხვები რა წონითაც სატიტულო პოზიციებისთვის იბრძვიან, ტალახაძე ამ წონებით მოთელვებს აკეთებს. პრაქტიკულად ამ სპორტში მარტო დარჩა და თავის თავს უპირისპირდება - ერთი მეორეს მიყოლებით საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებს. ასე მოხდა ოლიმპიადაზეც და ზუსტად ანალოგიური სცენარი ვიხილეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. წელს ტალახაძემ ორი ოქროს - ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატის მედლით დაასრულა, გახდა წლის სპორტსმენი და კარიერაში უდაოდ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი გამართა. აღსანიშნავია, რომ ambebi.ge-ს მკითხველმა ის წლის ადამიანად დაასახელა.

ტალახაძის ეს საოცარი დომინანტობა ძველი სკოლის ლეგენდების დროს გვახსენებს, როცა კონკრეტულ სპორტის სახეობებში ქართველების ეპოქა იდგა და შედეგებით მათთან მიახლოებასაც კი ვერავინ ბედავდა. ადრე იყო სანეევისა და თედიაშვილის ეპოქები, აღბეჭდილი არაერთი ოლიმპიური ოქროთი, ახლა კი ლაშას დროა.

როცა ბოლო წლების სპორტულ წარმატებებზე ილაპარაკებენ, გაიხსენებენ ჩემპიონებს, მაგრამ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ამ წარმატებებში ერთი ადამიანის შეტანილი წვლილიც. ეს ზურაბ კახაბრიშვილია, რომელიც არა მხოლოდ ოლიმპიური ნაკრების ექიმი და დამსახურებული მწვრთნელია, არამედ გარკვეულწილად სპორტული სამყაროს ხერხემალიც არის. ის ტრავმების მოშუშებასთან ერთად, სპორტსმენებს ფსიქოლოგიურადაც მუხტავს. ლაშა ბექაურმა ივნისში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მხრის ტრავმა მიიღო და ტოკიოში მისი ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშანის ქვეშ იდგა, თუმცა ექიმების შტაბმა, ზურას ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, სასწაული მოახდინა და ბექაური მწყობრში დააბრუნა. განსაკუთრებით დასამახოვრებელი იყო კახაბრიშვილის ფოტო ილიმპიადიდან, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა.

სპორტული მოვლენა იყო მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობაც. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენისთვის ეს მეცხრე ოლიმპიური თამაშები იყო. იშვიათი პრეცედენტია, როდესაც ათლეტს მაღალ დონეზე ასპარეზობა ამდენი წელი შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ნინო მედლის გარეშე დარჩა, დაგვეთანხმებით და ოლიმპიადაზე 9-ჯერ გამოსვლა მის უმაღლეს დონეზე და პროფესიონალიზმზე მეტყველებს, არ დაგვავიწყდეს, რომ ის ოლიმპიური მედლების სრულ კომპლექტს ფლობს. ნინომ 1988 წელს, სეულში დაიმსახურა ოქროს და ვერცხლის მედლები, ხოლო 2008 წელს, პეკინში ბრინჯაოც მოიგო.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი - გამარჯვებები სკანდალის მიღმა

სკანდალებით სავსე და სასამართლო პროცესებით გაწელილი წლის მიუხედავად, კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონი ჰქონდა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს. ნამდვილი ჩემპიონების ხასიათიც ხომ მაშინ მჟღავნდება, როდესაც დიდი ზეწოლა, წნეხი და რთული პერიოდი დგება, ჰოდა, ნიკამ, სპორტული თვალსაზრისით, ეს გამოცდა ათიანზე ჩააბარა.

ბასილამ დოჰას ტურნირზე სპორტის ერთ-ერთი დიდი ხატი, როჯერ ფედერერი დაამარცხა, შემდეგ კი ჩემპიონატიც მოიგო.

მან 2021 წლის მაისში, მიუნხენის 250 - ქულიან ტურნირშიც იმარჯვა.

სამწუხაროდ, ტოკიოს ოლიმპიადას ნაადრევად დაემშვიდობა, როცა მერვედფინალში ალექსანდრე ზვერევთან დამარცხდა, თუმცა მთლიანობაში, ბასილას საუკეთესო წელი ჰქონდა.

  • ქართველი "გლადიატორები"

ქართველებმა თანამედროვე გლადიატორების სამყაროშიც თავისი სიტყვა თქვეს. შერეული ორთაბძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში UFC-ში, გიგა ჭიკაძემ და მერაბ დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს და რეიტინგში დაწინაურდნენ. ჭიკაძემ კაბ სუანსონი და ედოსნ ბარბოსა დაანოკაუტა, ხოლო მერაბმა საოცრად დრამატულ შეხვედრაში, ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. წლების წინ ქართველების მოხვედრა UFC-ში სანატრელი იყო, ახლა კი ჩვენებურები თავისი წონის საუკეთესო ათეულში მყარად არიან და ტიტულისკენ წარმატებით მიდიან.

გიგა იანვარში კელვინ კატარს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ტოპ 3 მებრძოლთან ბრძოლას გაინაღდებს. მერაბის შემთხვევაში სიტუაცია სხვაგვარადაა. ნახევრად მსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯო სტერლინგია, რომელიც დვალიშვილის უახლოესი მეგობარია, შესაბამისად, სანამ ალჯო ჩემპიონია, მერაბი ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს. თუმცა სხვა არანაკლებ საინტერესო ვარიანტები ელოდება და 2022 წელს მისი შესრულებით არაერთ გასაოცარ შეხვედრას ვიხილავთ.

  • ნონას "ლაზიერის გამბიტი"

2021 წელი სკანდალით დაიწყო ჭადრაკში ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილისთვისაც. ის მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ამერიკულ სამაუწყებლო და საპროდუქციო კომპანია Netflix-თან დაწყებული სასამართლო დავით მოექცა. საქმე შეეხება 2020 წელს გადაღებულ Netflix-ის მინისერიალ "ლაზიერის გამბიტს", რომელშიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილიც არის ნახსენები, ოღონდ... მოხსენიებულია როგორც მოთამაშე, რომელიც "არის რუსეთიდან" და რომელსაც "არასდროს უთამაშია მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ".

24 იანვარს სარჩელის ზეპირი განხილვა გაიმართება. "ნეთფლიქსთან“ ბრძოლა გრძელდება, თუმცა მანამდე ის, ნოემბერში, სლოვენიაში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეშვიდედ გახდა.

  • მორის ყვითელაშვილი და ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების წარმატება

თავი გამოვიჩინეთ ზამთრის სპორტშიც, კერძოდ კი ფიგურულ სრიალში. 26 წლის მორის ყვითელაშვილი სოჭის გრან-პრიზე მამკაც ფიგურისტებს შორის საუკეთესო გახდა.

ბევრისთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ეთერ თუთბერიძის მიერ შემუშავებულმა ვარჯიშებმა და მორისის შრომისმოყვარეობამ ოპონენტებს შანსი არ დაუტოვა. ის ზამთრის სახეობებს შორის 2021 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. დეკემბრის დასაწყისში საერთაშორისო საციგურაო კავშირმა, მსოფლიო რეიტინგული ქულებისა და ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპებზე მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობის გათვალისწინებით, ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 10 ქვეყნის ნუსხა, რომელიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს გუნდურ შეჯიბრებაში.

ოლიმპიური თამაშების გუნდური ასპარეზობების ისტორიაში, საქართველომ, პირველად, დამსახურებულად მოიპოვა ოლიმპიადის ამ სეგმენტში მონაწილეობის მიღების უფლება და ოთხივე სახეობაში მოპოვებული ლიცენზიებით (ოთხივე ლიცენზიის მოპოვება კი მხოლოდ 7-მა ქვეყანამ შეძლო ) და ჯამური 1472 ქულით ისეთი ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, როგორებიცაა: რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, ჩინეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი და უკრაინა. პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდური ასპარეზობა 2022 წლის 4-7 თებერვალს გაიმართება, ხოლო ინდივიდუალური გამოსვლები კი 8 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით გასტანს. ჩვენს ოლიმპიელებს დიდ წარმატებას ვუსურვებთ!

ambebi.ge - ს მკითხველსა და სპორტის გულშემატკივარს წარმატებულ წელს გისურვებთ, წინ დიდი გამოწვევებია... ასევე გისურვებთ: ცხოვრებისეული მძიმე პრობლემები ლაშა ტალახაძესავით უმსუბუქესად აგვეწიოს და საკუთარი მიღწევები ასე მარტივად გაგვეუმჯობესებინოს.

ავტორი: ანრი კურტანიძე