სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორ წელზე მეტია, საქართველოში არ ვყოფილვარ, სამწუხაროდ, ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ შვილიშვილებისთვის "საგარეო ბებია“ ვარ" - ახალი წელი სამშობლოში დროებით დაბრუნებულ ქეთი მითაიშვილთან ერთად
"ორ წელზე მეტია, საქართველოში არ ვყოფილვარ, სამწუხაროდ, ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ შვილიშვილებისთვის "საგარეო ბებია“ ვარ" - ახალი წელი სამშობლოში დროებით დაბრუნებულ ქეთი მითაიშვილთან ერთად

სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, ყო­ველ­თვის ახერ­ხებს, რომ მის გარ­შე­მო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ხა­როს, ყვე­ლას და­დე­ბი­თი მუხ­ტი გა­დას­დოს და თუნ­დაც თა­ვის ბი­ნა­ში სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლი მო­უ­წყოს, აი, ისე­თი, რაც უკვე მე­რამ­დე­ნე ახა­ლი წე­ლია, მის სახ­ლში მხვდე­ბა და სან­ტა კლა­უ­სის სო­ფელს მა­გო­ნებს. ეს რომ გა­ა­კე­თო, გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა გიყ­ვარ­დეს ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და, ალ­ბათ, ბავ­შვი­ვით უნდა გჯე­რო­დეს ახა­ლი წლის ჯა­დოს­ნუ­რო­ბის.

ამ სი­ლა­მა­ზის შე­მოქ­მე­დი - წლე­ვან­დე­ლი იუ­ბი­ლა­რის - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი არ­ხის სახე და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი დიქ­ტო­რი და გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნი ქეთი მი­თა­იშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ში­გა­და­შიგ ახერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას. ამ­ჯე­რად, ცო­ტა­თი და­უგ­ვი­ან­და, თუმ­ცა, სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცია არ და­არ­ღვია და სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გვეს­ტუმ­რა. მას­თან შინ მი­სულს, კი­დევ უფრო ლა­მა­ზი და ჯა­დოს­ნუ­რი სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლი დამ­ხვდა. გულ­წრფე­ლად მიკ­ვირს, რო­გორ ახერ­ხებს ქეთი ამ თვა­ლის­მომჭრე­ლი სი­ლა­მა­ზის შექ­მნას.

ქეთი მი­თა­იშ­ვი­ლი:

- ვა­ხერ­ხებ კი? ხან­და­ხან ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ტა­ფო­რი­აა, რად­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ასე გა­მო­დის, ძი­რი­თა­დი ფა­სე­უ­ლო­ბა ხომ მა­ინც სხვაა, მაგ­რამ... ამა­საც, ხომ თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს - სი­ლა­მა­ზეა, ეს­თე­ტი­კაა! გა­მო­გი­ტყდე­ბი და, წელს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მიძ­ნელ­დე­ბო­და ამის გა­კე­თე­ბა. ფი­ზი­კუ­რად ვერ ვი­ყა­ვი კარ­გად და რომ და­ვი­წყე ყვე­ლაფ­რის გა­მო­ლა­გე­ბა, ვი­ნა­ნე, მაგ­რამ... უკვე გვი­ა­ნი იყო. მერე ამას და­ვუ­პი­რის­პი­რე, - ღმერ­თო, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის გარ­და, კი­დევ რამ­დე­ნი ბავ­შვი გა­ი­ხა­რებს ამის ნახ­ვით-მეთ­ქი. ბავ­შვე­ბი კი არა, დი­დე­ბი ვხა­რობთ. თუნ­დაც შენ, რამ­დენ ფო­ტო­სე­სი­ას აწყობ ხოლ­მე. რამ­დენ ახ­ლო­ბელს ვუ­თხა­რი, მო­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვე­ბი და გა­და­უ­ღეთ ფო­ტო­ე­ბი-მეთ­ქი.

ბევ­რი რამ, რა­საც ხე­დავ, ე.წ. გა­რე­სე­ილ­ზე მაქვს შე­ძე­ნი­ლი - ოჯა­ხე­ბი სა­ხოვ­რე­ბელს რომ იც­ვლი­ან ან ვი­ღაც გარ­და­იც­ვლე­ბა, ყვე­ლა­ფერს გა­ცი­ლე­ბით ია­ფად ჰყი­დი­ან ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ეს პა­ტა­რა, ლა­მა­ზი ნაძ­ვის ხე კა­პი­კებ­ში ვი­ყი­დე, ასე, 70-80 წლის იქ­ნე­ბა. მერე უცებ ცრემ­ლი მო­მად­გა, ჩავ­ფიქ­რდი, ვთქვათ, მე ვი­ღა­ცის ოჯა­ხი­დან მერ­გო და ოკე­ა­ნის გა­დაღ­მი­დან ჩემს ოჯახ­ში მოხ­ვდა, ცას ხომ არ გა­მო­ვე­კე­რე­ბი და, ჩემს შემ­დეგ, ნე­ტავ, ვის­თან მოხ­ვდე­ბა-მეთ­ქი? რა­ღაც მო­მენ­ტში გუ­ლიც ჩა­მე­წუ­რა... მა­ღალ­ფარ­დო­ვან სი­ტყვე­ბად ნუ ჩა­მით­ვლის ვინ­მე, მაგ­რამ... ეს ყვე­ლა­ფე­რი ღი­რე­ბუ­ლია მა­შინ, რო­დე­საც იცი, რომ შენი ქვე­ყა­ნაც დამ­შვი­დე­ბუ­ლია. თით­ქოს, ამი­სიც გე­რი­დე­ბა, ადა­მი­ა­ნებს შიათ, სწყუ­რი­ათ და შენ კი­დევ ასეთ რა­მეს აწყობ, მაგ­რამ... ბავ­შვებს, ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს ამას ხომ ვერ ავუხ­სნი? ომის დროს თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბიც კი არ გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სტი­მუ­ლი რომ მი­ე­ცათ, ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაც ხომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სულს სჭირ­დე­ბა!

- რა­ღაც მო­მენ­ტში ეს, ხომ, ნი­ღა­ბიც არის?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ხან­და­ხან ვხუმ­რობ ხოლ­მე: ეს ბუ­ტა­ფო­რი­ე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბას ჰგავს, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბაც დე­კო­რა­ცი­აა-მეთ­ქი. შე­იძ­ლე­ბა, ეს რა­ღა­ცის­გან თავ­დაც­ვა­ცაა, მაგ­რამ, იცი, რა? ხან­და­ხან ჯო­ბია, ადა­მი­ან­მა ნი­ღა­ბი აი­ფა­რო და ეს დე­კო­რა­ცია გქონ­დეს, ვიდ­რე სულ მოთ­ქვამ­დე და გო­დებ­დე. შენი ტკი­ვი­ლი­სა და სევ­დის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად არ­სე­ბობს უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის წრე, სა­დაც ტკი­ვილს იტყვი და და­იც­ლე­ბი. ჩემი სა­ხალ­ხო წუ­წუ­ნით სხვა რა­ტომ უნდა დავ­ტან­ჯო? შე­იძ­ლე­ბა სხვას­თან შე­და­რე­ბით რა­ღა­ცით უკეთ ვარ ან უკეთ ვჩან­ვარ, მაგ­რამ... ყვე­ლა­ფე­რი რა­ღა­ცის ხარ­ჯზე ხდე­ბა. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ვიყო იმა­ზე უკე­თე­სი ადა­მი­ა­ნი, ვიდ­რე ვარ. რამ­დე­ნად გა­მომ­დის, არ ვიცი, თუმ­ცა რომ ვხე­დავ, ბევ­რს ვა­ხა­რებ, ალ­ბათ, ძა­ლაც მე­მა­ტე­ბა. ღმერ­თმა ქნას, რომ ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად დიდ­ხანს შევ­ძლო ეს.

და­ახ­ლო­ე­ბით, ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ - პან­დე­მი­ას ჩემი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბაც და­ემ­თხვა და ამან და­მაბ­რკო­ლა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ავად­მყო­ფო­ბამ ჩა­ი­ა­რა და ჩა­მო­ვე­დი კი­დეც. ერთ თვე­ზე მე­ტია, აქ ვარ, თუმ­ცა სამ­სა­ხუ­რის გამო მალე ისევ მი­წევს ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბა.

- კარ­გია, რომ ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტე და მა­ინც სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდს და­ამ­თხვიე ჩა­მოს­ვლა.

- რო­გორც შენ არ უღა­ლა­ტე ტრა­დი­ცი­ას და სა­ა­ხალ­წლოდ მეს­ტუმ­რე. ახ­ლა­ხან ჩვე­ნი 5 წლის წი­ნან­დე­ლი სა­ა­ხალ­წლო შეხ­ვედ­რის ფო­ტო­ებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და ნოს­ტალ­გია მო­მე­ძა­ლა. ზო­გა­დად, ცო­ტა­თი სევ­დის მომ­გვრე­ლი­ცაა ეს პე­რი­ო­დი ყვე­ლას­თვის და ყვე­ლაფ­რის­თვის, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ პან­დე­მი­ამ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვა­კარ­გვი­ნა, თუნ­დაც - ჩემი კო­ლე­გე­ბი­დან. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ ვარ და თე­მურ ჩხიკ­ვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა არც გა­მი­გია. ჩემს აქ ყოფ­ნას კი და­ემ­თხვა ჩემი მალ­ხაზ გე­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ისე­თი ტკი­ვი­ლია ეს და იმ­დე­ნად სევ­დის მომ­გვრე­ლი, რომ თით­ქოს სი­ხა­რუ­ლი­სა და ხა­ლი­სის შეგ­რძნე­ბა დავ­კარ­გეთ.

თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ნა­ჭუ­ჭი გვაქვს - ზოგი ჩა­კე­ტი­ლი ვართ, ზოგი გახ­სნი­ლი, ზო­გიც - ზედ­მე­ტად გახ­სნი­ლი, ზო­გიც - აგ­რე­სი­უ­ლი... ეს უკა­ნას­კნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი და ტე­ლე­ვი­ზი­ის დიქ­ტო­რი ვი­ყა­ვი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი არ იყო. ალ­ბათ, გუ­ლის შე­ტე­ვა მექ­ნე­ბო­და, იმ­დენ აგ­რე­სი­ას, იმ­დენ ღვარ­ძლს ბოღ­მას ვხე­დავ, რომ... ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი აგე­ბუ­ლი არის "ლა­ი­ქებ­სა“ და "დის­ლა­ი­ქებ­ზე“. ამას რომ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, ისე გავ­ღი­ზი­ან­დი, რომ... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა და ვი­ღაც რომ და­წერს, ნა­თე­ლი და­ად­გე­სო ან გა­ბედ­ნი­ერ­დე­ბა ვი­ღაც და ულო­ცა­ვენ, გამ­რავ­ლე­ბას უსურ­ვე­ბენ, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ისე­თე­ბი, ვინც იმ­დენ სა­ში­ნე­ლე­ბას და­წე­რენ, გული გა­გი­ჩერ­დე­ბა. თუნ­დაც ცუდს ფიქ­რობ­დე, ხომ შე­იძ­ლე­ბა, სულ არა­ფე­რი და­წე­რო?! ამი­ტომ მგვრის ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სევ­დას. ყო­ველ­თვის გა­მო­უს­წო­რე­ბელ ოპ­ტი­მის­ტად მი­მაჩ­ნდა თავი და ახლა თით­ქოს ძა­ლი­ან მი­წი­ე­რი გავ­ხდი, ალ­ბათ, ჩემი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის ბრა­ლი­ცაა.

ქეთი ცოტ­ნეს­თან ერ­თად

- ამე­რი­კი­დან და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო რო­გო­რია შენ­თვის, მით უფრო, ამ ბო­ლოს ძა­ლი­ან რომ გა­გი­ხან­გრძლივ­და იქ ყოფ­ნა?

- რა უნდა და­ვი­ნა­ხო, რო­დე­საც იქაც და აქაც ერთი მთლი­ა­ნო­ბით ვცხოვ­რობ, რა­საც უპირ­ვე­ლე­სად, ჩემი მიწა-წყა­ლი, ჩემი ოჯა­ხი, ჩემი ხალ­ხი და ჩემი სა­მე­გობ­რო ჰქვია. ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ფერ­თან და ყვე­ლას­თან არის შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი და ამი­ტომ დი­დად არც არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ყოფა-ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ისიც ვთქვათ, რომ და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ყო­ველ­თვის იყო და არის. შე­იძ­ლე­ბა ახლა ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა ას­პექ­ტში, მაგ­რამ ჩემ­თვის იმი­ტომ არ შეც­ვლი­ლა, რომ ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ხალ­ხი - თქვენ არ შეც­ვლილ­ხართ. ყო­ველ­თვის ასე იყო და არის და ვიცი, რომ ყო­ველ­თვის იმ სით­ბო­თი შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, რაც გვქონ­და. გა­სა­გე­ბია, რომ წლე­ბი გა­დის, ასა­კი გვე­მა­ტე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას ძვე­ლე­ბუ­რი აღარ გვაქვს, ვი­ღა­ცას მე­ტად გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ იც­ვლე­ბა. თო­რემ გა­რე­მო რო­გორ არ შე­იც­ვა­ლა. ადრე ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თბი­ლის­ში სა­მა­თხოვ­როდ ხელ­გაწ­ვდილ ბავ­შვებს თუ და­ვი­ნა­ხავ­დი... აბა, რა უნდა და­ვი­ნა­ხო იქი­დან იმის გარ­და, რომ გული მე­წუ­რე­ბა, მტკი­ვა ამ­დენ და­ვი­და­რა­ბა­ში, არე­უ­ლო­ბა­ში, ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა­ში, გა­უ­ტან­ლო­ბა­ში... ცოტა მეტი ადა­მი­ა­ნუ­რი სით­ბო და რო­გორც ერთ ლექსშია, ცოტა ნიჭი რომ მოგ­ვცა ერ­თმა­ნე­თის გა­ტა­ნის...

- ახა­ლი წელი ისე­დაც ჯა­დოს­ნუ­რია... სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა "ჯა­დოს­ნუ­რი ეკ­რა­ნი“ გა­მახ­სენ­და...

- ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც დი­ლით გა­და­ცე­მა ჩავ­წე­რე და სა­ღა­მოს ვიმ­შო­ბი­ა­რე - ტყუ­პი საბა და ცოტ­ნე რომ და­ი­ბა­და.

- ვა­ტყობ, შენ და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან და­მე­გობ­რდით, ბავ­შვე­ბიც ხში­რად არი­ან შენ­თან. აშ­კა­რად ტკბი­ლი ბე­ბია ხარ, რად­გან ბავ­შვებს ძა­ლი­ან უხა­რი­ათ აქ ყოფ­ნა და გა­ტყობ, შენც კარ­გად გრძნობ მათ­თან თავს... ბავ­შვე­ბი სა­ხე­ლებ­საც კი გარ­ქმე­ვენ... ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი იმ სამ­ყა­რო­დან მო­დის, რა­საც თა­ვად უქ­მნი ამ პა­ტა­რებს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ცხოვ­რე­ბამ ისე მო­ი­ტა­ნა, რომ მე მათ­თვის "სა­გა­რეო ბე­ბია“ ვარ - დიდი ხნით და ხში­რად ვერ ჩა­მოვ­დი­ვარ. მა­ტა­სი 5 წლის არის და მა­ნამ­დე ორ­ჯერ მყავ­და ნა­ნა­ხი. და მა­ინც, ბე­ბია-შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის სამ­ყა­რო მა­ინც სულ სხვაა - შენი შვი­ლე­ბის პა­ტა­რა­ო­ბას ხე­დავ და უბ­რუნ­დე­ბი იმ ასაკს, შენი შვი­ლე­ბის ანაფ­ლეთს ხე­დავ და ეს ისე­თი ემო­ცი­უ­რია, რომ... მა­გა­ლი­თად, ცოტ­ნეს ზუს­ტად მა­მა­სის - სა­ბას მსგავ­სი ჯდო­მა და სი­ა­რუ­ლი აქვს და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბაა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ბავ­შვე­ბი ჩემი კალ­თის ქვეშ არ გაზ­რდი­ლან, მაგ­რამ, ღვთის მად­ლით, ერ­თის­თვის თუ წიწი ვარ, მე­ო­რეს­თვის, ცი­ცი­ნა­თე­ლა და ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. შენ­თვის კი­დევ რა ვარ, ბები? (მა­ტა­სის მი­უბ­რუნ­და).

მა­ტა­სი და ცოტ­ნე

მა­ტა­სი ბე­ბი­ას:

- ჭი­ა­მა­ი­ას ყვა­ვი­ლი, პუ­ჭუ­ნა, პუტ­კუ­ნა, და წი­წი­კუ­რა. მე ყვე­ლა­ფე­რი სა­ხე­ლი და­გარ­ქვი.

ამ დროს მა­ტა­სის ძმა, ქე­თის ვა­ჟის, საბა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მე­ო­რე შვი­ლი, მე­სა­მეკ­ლა­სე­ლი ცოტ­ნეც შე­მოგ­ვი­ერ­თდა:

- მე ქეთი ბე­ბოს ორი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი - წიწი და ცი­ცი­ნა­თე­ლა, და კი­დევ - დრო­ის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი.

ქეთი:

- სა­ო­ცა­რია, არ ვიცი, რა­ტომ და­მარ­ქვეს ეს სა­ხე­ლე­ბი.

- ბავ­შვე­ბო, შე­გიძ­ლი­ათ, ამიხ­სნათ, რა­ტომ უნდა ერ­ქვას ქეთი ბე­ბოს ეს სა­ხე­ლე­ბი?

მა­ტა­სი:

- მე ქეთი ბებო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ჭკუ­ას მას­წავ­ლის ხოლ­მე. იცი, სა­მო­ლეს აღარ ვამ­ბობ და ვამ­ბობ - სა­ლო­მეს... და კი­დევ, ასე ვამ­ბობ: თუ შე­იძ­ლე­ბა წყა­ლი და­მის­ხით. ბებო, ნახე, "შე­იძ­ლე­ბაც“ ვთქვი და "თ“-ც ვთქვი...

ქე­თიმ მა­ტა­სის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და სახ­ტად დამ­ტო­ვა ამ პა­ტა­რა, ლა­მა­ზი გო­გოს პა­სუხ­მა, - დიდი გოგო გა­ი­ზარ­დეო. იქვე ცოტ­ნე­მაც არ და­ა­ხა­ნა: - იცი, მე კაი ადა­მი­ა­ნე­ბი მომ­წონს და წიწი ბებო არის ძაან კაი ადა­მი­ა­ნიო!

ქეთი:

- ვა­ი­მე, გე­ნაც­ვა­ლეთ თქვენ, ორი­ვეს. ამა­თაც თუ ჩა­წერ­დი, ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა. იცი, მა­ტა­სიმ გა­მო­მი­ცხა­და, მე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი აღარ ვარ, მი­თა­იშ­ვი­ლი გავ­ხდი. შენ გოგო არ გყავს და მი­თა­იშ­ვი­ლი არა­ვინ არის, ამი­ტომ მე ვიქ­ნე­ბი მი­თა­იშ­ვი­ლი და ცო­კუ­ტა - ასე ეძა­ხის თა­ვის ძმას, ცოტ­ნეს - იყოს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნიო (ქე­თიმ ძა­ლი­ან სცა­და, ლა­პა­რა­კით თა­ვი­სი ემო­ცია და­ე­ფა­რა, მაგ­რამ აშ­კა­რად შევ­ნიშ­ნე, რო­გორ აუ­ჩუყ­და გული და აუც­რემ­ლდა თვა­ლე­ბი. ვფიქ­რობ, მისი ახა­ლი წე­ლიც და სა­უ­კე­თე­სო სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რიც ბავ­შვე­ბის ეს გულ­წრფე­ლი სი­ტყვე­ბი იყო - ი.ხ.)...

ამ ბავ­შვებს არა­ფე­რი აკ­ლი­ათ, მე­ო­რე მხრი­დან ბე­ბი­ე­ბი არა­ფერს აკ­ლე­ბენ, მეც ვუ­კე­თებ, რაც შე­მიძ­ლია, მაგ­რამ მეც ხომ მინ­დო­და, მათ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბით სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა მათ აღ­ზრდა­ში... სამ­წუ­ხა­როდ, ამას ვერ ვა­ხერ­ხებ. მათ მო­მა­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო ოც­ნე­ბე­ბი მაქვს, მაგ­რამ რას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რას - არა და რო­გორ აე­წყო­ბა მათი ცხოვ­რე­ბა, წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ გან­ვსა­ზღვრავთ, მაგ­რამ იმე­დია - ძა­ლი­ან ბე­დიღ­ბლი­ა­ნად.

- ქეთი, გი­ლო­ცავ ახალ 2022 წელს და ბედ­ნი­ერ დღე­ებს გი­სურ­ვებ, ისეთს, რა­საც ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ შენი სი­კე­თი­თა და ზღვა სიყ­ვა­რუ­ლით. რო­გორ შეხ­ვდი ახალ წელს და ახლა რომ იმ ჯა­დოს­ნურ ყუთ­ში იჯდე, ტე­ლე­ეკ­რანს რომ უწო­დებ­დნენ ოდეს­ღაც, რო­გორ მი­უ­ლო­ცავ ახალ წელს შენს სამ­შობ­ლოს - დღეს?

- ლა­მაზ სიზ­მრად რჩე­ბა ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც წარ­სულ­ში იყო, თუნ­დაც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ყოფ­ნის ლა­მა­ზი წლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­საკ­ვი­რი იყოს, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად დიდი ოჯა­ხი­სა, ამ ლა­მა­ზად მორ­თუ­ლი სახ­ლი­სა და მისი გა­რეგ­ნუ­ლი ეფექ­ტე­ბი­სა, ამ­დენ­მა და­ნა­კარ­გმა, რაც პან­დე­მი­ას მოჰ­ყვა, ძა­ლი­ან დიდი სევ­და გა­ა­ჩი­ნა. ამი­ტომ წელს გა­დავ­წყვი­ტე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი წელი მქო­ნო­და - დიდ ხმა­ურს გა­ვე­რი­დე და გან­მარ­ტო­ე­ბით, არაგ­ვის პი­რას, 3 წლის წინ ჩემი უფ­რო­სი ვა­ჟის - გი­ორ­გის­თვის შე­ძე­ნილ პა­წა­წი­ნა სახ­ლში შევ­ხვდი 2022-ს. მარ­თა­ლია, გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, მხო­ლოდ ვი­დე­ო­კად­რე­ბით იც­ნობს ამ სახ­ლს, თუმ­ცა უკვე ძა­ლი­ან უყ­ვარს და 2023-ში ერ­თად ვა­პი­რებთ აქ ჩა­მოს­ვლას. გი­ორ­გის სახ­ლი კი მეც ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და, იქა­უ­რი სიმ­ყუდ­რო­ვე, იქა­უ­რი მიწა, არაგ­ვის ჩხრი­ა­ლი ენერ­გი­ით მავ­სებს. ზო­გა­დად, ჩემი შვი­ლე­ბის სა­ხით სა­კუ­თა­რი კვა­ლი უკვე დავ­ტო­ვე ამ­ქვეყ­ნად, მერე ისი­ნი რას შექ­მნი­ან და რას და­ტო­ვე­ბენ, არ ვიცი, მაგ­რამ ახლა, რო­დე­საც აქ ვარ, ვცდი­ლობ, იმ მი­წას მივ­ხე­დო, მი­ვე­ფე­რო, იქა­უ­რო­ბა გა­ვა­ლა­მა­ზო და ჩე­მე­უ­ლი კვა­ლი დავ­ტო­ვო.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ლოც­ვას, ყვე­ლა­ზე მე­ტად, მინ­და, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც დღეს სა­ერ­თოდ არ ეა­ხალ­წლე­ბათ, ვი­საც ისე უჭირთ, რომ წამ­ლის ფული არ აქვთ და ვი­ღაც ჰყავთ გა­და­სარ­ჩე­ნი, ყო­ფის მო­წეს­რი­გე­ბა ვუ­სურ­ვო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ოჯახს კი - ხორ­ცის სი­ჯან­მრთე­ლე, სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე და მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი არ მოჰ­კლე­ბო­დეს, და­ლოც­ვი­ლი და ფეხ­ბედ­ნი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყოს 2022 წელი ყვე­ლას­თვის - იქ, სა­დაც იმე­დი არ­სე­ბობს, ადა­მი­ა­ნიც ცო­ცხლობს!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamar archvadze
0

მამას ტყუპები სად არიან

ინკვიზიტორი
3

ეგეთ "საგარეო ბებიაზე" ერთი ჩემნაირი "საგარეო პაპა" მადლი იქნებოდა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ორ წელზე მეტია, საქართველოში არ ვყოფილვარ, სამწუხაროდ, ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ შვილიშვილებისთვის "საგარეო ბებია“ ვარ" - ახალი წელი სამშობლოში დროებით დაბრუნებულ ქეთი მითაიშვილთან ერთად

"ორ წელზე მეტია, საქართველოში არ ვყოფილვარ, სამწუხაროდ, ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ შვილიშვილებისთვის "საგარეო ბებია“ ვარ" - ახალი წელი სამშობლოში დროებით დაბრუნებულ ქეთი მითაიშვილთან ერთად

საოცარი ადამიანია, ყოველთვის ახერხებს, რომ მის გარშემო ბევრი ადამიანი გაახაროს, ყველას დადებითი მუხტი გადასდოს და თუნდაც თავის ბინაში საახალწლო დღესასწაული მოუწყოს, აი, ისეთი, რაც უკვე მერამდენე ახალი წელია, მის სახლში მხვდება და სანტა კლაუსის სოფელს მაგონებს. ეს რომ გააკეთო, განსაკუთრებით უნდა გიყვარდეს ყველა და ყველაფერი და, ალბათ, ბავშვივით უნდა გჯეროდეს ახალი წლის ჯადოსნურობის.

ამ სილამაზის შემოქმედი - წლევანდელი იუბილარის - საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სახე და დიდი ხნის განმავლობაში მისი დიქტორი და გადაცემების წამყვანი ქეთი მითაიშვილია, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და შეძლებისდაგვარად, შიგადაშიგ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას. ამჯერად, ცოტათი დაუგვიანდა, თუმცა, საახალწლო ტრადიცია არ დაარღვია და სწორედ ამ პერიოდში გვესტუმრა. მასთან შინ მისულს, კიდევ უფრო ლამაზი და ჯადოსნური საახალწლო დღესასწაული დამხვდა. გულწრფელად მიკვირს, როგორ ახერხებს ქეთი ამ თვალისმომჭრელი სილამაზის შექმნას.

ქეთი მითაიშვილი:

- ვახერხებ კი? ხანდახან ვფიქრობ, ეს ყველაფერი ბუტაფორიაა, რადგან, საბოლოო ჯამში, მაინც ასე გამოდის, ძირითადი ფასეულობა ხომ მაინც სხვაა, მაგრამ... ამასაც, ხომ თავისი დატვირთვა აქვს - სილამაზეა, ესთეტიკაა! გამოგიტყდები და, წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მიძნელდებოდა ამის გაკეთება. ფიზიკურად ვერ ვიყავი კარგად და რომ დავიწყე ყველაფრის გამოლაგება, ვინანე, მაგრამ... უკვე გვიანი იყო. მერე ამას დავუპირისპირე, - ღმერთო, ჩემი შვილიშვილების გარდა, კიდევ რამდენი ბავშვი გაიხარებს ამის ნახვით-მეთქი. ბავშვები კი არა, დიდები ვხარობთ. თუნდაც შენ, რამდენ ფოტოსესიას აწყობ ხოლმე. რამდენ ახლობელს ვუთხარი, მოიყვანეთ ბავშვები და გადაუღეთ ფოტოები-მეთქი.

ბევრი რამ, რასაც ხედავ, ე.წ. გარესეილზე მაქვს შეძენილი - ოჯახები სახოვრებელს რომ იცვლიან ან ვიღაც გარდაიცვლება, ყველაფერს გაცილებით იაფად ჰყიდიან ხოლმე. მაგალითად, ეს პატარა, ლამაზი ნაძვის ხე კაპიკებში ვიყიდე, ასე, 70-80 წლის იქნება. მერე უცებ ცრემლი მომადგა, ჩავფიქრდი, ვთქვათ, მე ვიღაცის ოჯახიდან მერგო და ოკეანის გადაღმიდან ჩემს ოჯახში მოხვდა, ცას ხომ არ გამოვეკერები და, ჩემს შემდეგ, ნეტავ, ვისთან მოხვდება-მეთქი? რაღაც მომენტში გულიც ჩამეწურა... მაღალფარდოვან სიტყვებად ნუ ჩამითვლის ვინმე, მაგრამ... ეს ყველაფერი ღირებულია მაშინ, როდესაც იცი, რომ შენი ქვეყანაც დამშვიდებულია. თითქოს, ამისიც გერიდება, ადამიანებს შიათ, სწყურიათ და შენ კიდევ ასეთ რამეს აწყობ, მაგრამ... ბავშვებს, ჩემს შვილიშვილებს ამას ხომ ვერ ავუხსნი? ომის დროს თეატრალური წარმოდგენებიც კი არ გაუჩერებიათ, ადამიანებისთვის სტიმული რომ მიეცათ, ესთეტიკური სიამოვნებაც ხომ აუცილებელია, სულს სჭირდება!

- რაღაც მომენტში ეს, ხომ, ნიღაბიც არის?

- რასაკვირველია. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე: ეს ბუტაფორიები ჩემს ცხოვრებას ჰგავს, მთელი ჩემი ცხოვრებაც დეკორაციაა-მეთქი. შეიძლება, ეს რაღაცისგან თავდაცვაცაა, მაგრამ, იცი, რა? ხანდახან ჯობია, ადამიანმა ნიღაბი აიფარო და ეს დეკორაცია გქონდეს, ვიდრე სულ მოთქვამდე და გოდებდე. შენი ტკივილისა და სევდის გასაზიარებლად არსებობს უახლოესი მეგობრების წრე, სადაც ტკივილს იტყვი და დაიცლები. ჩემი სახალხო წუწუნით სხვა რატომ უნდა დავტანჯო? შეიძლება სხვასთან შედარებით რაღაცით უკეთ ვარ ან უკეთ ვჩანვარ, მაგრამ... ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო იმაზე უკეთესი ადამიანი, ვიდრე ვარ. რამდენად გამომდის, არ ვიცი, თუმცა რომ ვხედავ, ბევრს ვახარებ, ალბათ, ძალაც მემატება. ღმერთმა ქნას, რომ ფიზიკურად და სულიერად დიდხანს შევძლო ეს.

დაახლოებით, ორწელიწად-ნახევარია, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ - პანდემიას ჩემი ხანგრძლივი ავადმყოფობაც დაემთხვა და ამან დამაბრკოლა. საბედნიეროდ, ავადმყოფობამ ჩაიარა და ჩამოვედი კიდეც. ერთ თვეზე მეტია, აქ ვარ, თუმცა სამსახურის გამო მალე ისევ მიწევს ამერიკაში გამგზავრება.

- კარგია, რომ ტრადიციას არ უღალატე და მაინც საახალწლო პერიოდს დაამთხვიე ჩამოსვლა.

- როგორც შენ არ უღალატე ტრადიციას და საახალწლოდ მესტუმრე. ახლახან ჩვენი 5 წლის წინანდელი საახალწლო შეხვედრის ფოტოებს ვათვალიერებდი და ნოსტალგია მომეძალა. ზოგადად, ცოტათი სევდის მომგვრელიცაა ეს პერიოდი ყველასთვის და ყველაფრისთვის, ალბათ იმიტომ, რომ პანდემიამ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვაკარგვინა, თუნდაც - ჩემი კოლეგებიდან. სოციალურ ქსელების აქტიური მომხმარებელი არ ვარ და თემურ ჩხიკვაძის გარდაცვალება არც გამიგია. ჩემს აქ ყოფნას კი დაემთხვა ჩემი მალხაზ გელაშვილის გარდაცვალება. ისეთი ტკივილია ეს და იმდენად სევდის მომგვრელი, რომ თითქოს სიხარულისა და ხალისის შეგრძნება დავკარგეთ.

თითოეულ ადამიანს საკუთარი ნაჭუჭი გვაქვს - ზოგი ჩაკეტილი ვართ, ზოგი გახსნილი, ზოგიც - ზედმეტად გახსნილი, ზოგიც - აგრესიული... ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მძიმეა. ხანდახან ვფიქრობ, რა ბედნიერებაა, რომ იმ პერიოდში, როცა საქართველოში ვცხოვრობდი და ტელევიზიის დიქტორი ვიყავი, სოციალური ქსელები არ იყო. ალბათ, გულის შეტევა მექნებოდა, იმდენ აგრესიას, იმდენ ღვარძლს ბოღმას ვხედავ, რომ... ფაქტობრივად, ყველაფერი აგებული არის "ლაიქებსა“ და "დისლაიქებზე“. ამას რომ მივაქციე ყურადღება, ისე გავღიზიანდი, რომ... წარმოიდგინეთ, ადამიანი გარდაიცვლება და ვიღაც რომ დაწერს, ნათელი დაადგესო ან გაბედნიერდება ვიღაც და ულოცავენ, გამრავლებას უსურვებენ, ორივე შემთხვევაში გამოჩნდებიან ისეთები, ვინც იმდენ საშინელებას დაწერენ, გული გაგიჩერდება. თუნდაც ცუდს ფიქრობდე, ხომ შეიძლება, სულ არაფერი დაწერო?! ამიტომ მგვრის ამგვარი დამოკიდებულებები სევდას. ყოველთვის გამოუსწორებელ ოპტიმისტად მიმაჩნდა თავი და ახლა თითქოს ძალიან მიწიერი გავხდი, ალბათ, ჩემი შინაგანი მდგომარეობის ბრალიცაა.

ქეთი ცოტნესთან ერთად

- ამერიკიდან დანახული საქართველო როგორია შენთვის, მით უფრო, ამ ბოლოს ძალიან რომ გაგიხანგრძლივდა იქ ყოფნა?

- რა უნდა დავინახო, როდესაც იქაც და აქაც ერთი მთლიანობით ვცხოვრობ, რასაც უპირველესად, ჩემი მიწა-წყალი, ჩემი ოჯახი, ჩემი ხალხი და ჩემი სამეგობრო ჰქვია. ჩემთვის საქართველო ყველაფერთან და ყველასთან არის შესისხლხორცებული და ამიტომ დიდად არც არაფერი შეცვლილა. ყოფა-ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ დადებითი და უარყოფითი ყოველთვის იყო და არის. შეიძლება ახლა ყველაფერი განსაკუთრებით გამძაფრებულია, ყველა ასპექტში, მაგრამ ჩემთვის იმიტომ არ შეცვლილა, რომ ჩემ გარშემო მყოფი ხალხი - თქვენ არ შეცვლილხართ. ყოველთვის ასე იყო და არის და ვიცი, რომ ყოველთვის იმ სითბოთი შევხვდებით ერთმანეთს, რაც გვქონდა. გასაგებია, რომ წლები გადის, ასაკი გვემატება, შეიძლება ჯანმრთელობას ძველებური აღარ გვაქვს, ვიღაცას მეტად გაუჭირდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები არ იცვლება. თორემ გარემო როგორ არ შეიცვალა. ადრე ვერც წარმოვიდგენდი, თბილისში სამათხოვროდ ხელგაწვდილ ბავშვებს თუ დავინახავდი... აბა, რა უნდა დავინახო იქიდან იმის გარდა, რომ გული მეწურება, მტკივა ამდენ დავიდარაბაში, არეულობაში, ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში, გაუტანლობაში... ცოტა მეტი ადამიანური სითბო და როგორც ერთ ლექსშია, ცოტა ნიჭი რომ მოგვცა ერთმანეთის გატანის...

- ახალი წელი ისედაც ჯადოსნურია... სატელევიზიო გადაცემა "ჯადოსნური ეკრანი“ გამახსენდა...

- ეს ის პერიოდია, როდესაც დილით გადაცემა ჩავწერე და საღამოს ვიმშობიარე - ტყუპი საბა და ცოტნე რომ დაიბადა.

- ვატყობ, შენ და შვილიშვილები ძალიან დამეგობრდით, ბავშვებიც ხშირად არიან შენთან. აშკარად ტკბილი ბებია ხარ, რადგან ბავშვებს ძალიან უხარიათ აქ ყოფნა და გატყობ, შენც კარგად გრძნობ მათთან თავს... ბავშვები სახელებსაც კი გარქმევენ... ალბათ, ყველაფერი იმ სამყაროდან მოდის, რასაც თავად უქმნი ამ პატარებს?

- სამწუხაროდ, ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ მე მათთვის "საგარეო ბებია“ ვარ - დიდი ხნით და ხშირად ვერ ჩამოვდივარ. მატასი 5 წლის არის და მანამდე ორჯერ მყავდა ნანახი. და მაინც, ბებია-შვილიშვილების სამყარო მაინც სულ სხვაა - შენი შვილების პატარაობას ხედავ და უბრუნდები იმ ასაკს, შენი შვილების ანაფლეთს ხედავ და ეს ისეთი ემოციურია, რომ... მაგალითად, ცოტნეს ზუსტად მამასის - საბას მსგავსი ჯდომა და სიარული აქვს და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. სამწუხაროა, რომ ეს ბავშვები ჩემი კალთის ქვეშ არ გაზრდილან, მაგრამ, ღვთის მადლით, ერთისთვის თუ წიწი ვარ, მეორესთვის, ციცინათელა და ეს ძალიან სასიამოვნოა. შენთვის კიდევ რა ვარ, ბები? (მატასის მიუბრუნდა).

მატასი და ცოტნე

მატასი ბებიას:

- ჭიამაიას ყვავილი, პუჭუნა, პუტკუნა, და წიწიკურა. მე ყველაფერი სახელი დაგარქვი.

ამ დროს მატასის ძმა, ქეთის ვაჟის, საბა მაჭავარიანის მეორე შვილი, მესამეკლასელი ცოტნეც შემოგვიერთდა:

- მე ქეთი ბებოს ორი სახელი დავარქვი - წიწი და ციცინათელა, და კიდევ - დროის შემაჩერებელი.

ქეთი:

- საოცარია, არ ვიცი, რატომ დამარქვეს ეს სახელები.

- ბავშვებო, შეგიძლიათ, ამიხსნათ, რატომ უნდა ერქვას ქეთი ბებოს ეს სახელები?

მატასი:

- მე ქეთი ბებო ძალიან მიყვარს, ჭკუას მასწავლის ხოლმე. იცი, სამოლეს აღარ ვამბობ და ვამბობ - სალომეს... და კიდევ, ასე ვამბობ: თუ შეიძლება წყალი დამისხით. ბებო, ნახე, "შეიძლებაც“ ვთქვი და "თ“-ც ვთქვი...

ქეთიმ მატასის მადლობა გადაუხადა და სახტად დამტოვა ამ პატარა, ლამაზი გოგოს პასუხმა, - დიდი გოგო გაიზარდეო. იქვე ცოტნემაც არ დაახანა: - იცი, მე კაი ადამიანები მომწონს და წიწი ბებო არის ძაან კაი ადამიანიო!

ქეთი:

- ვაიმე, გენაცვალეთ თქვენ, ორივეს. ამათაც თუ ჩაწერდი, ნამდვილად არ მეგონა. იცი, მატასიმ გამომიცხადა, მე მაჭავარიანი აღარ ვარ, მითაიშვილი გავხდი. შენ გოგო არ გყავს და მითაიშვილი არავინ არის, ამიტომ მე ვიქნები მითაიშვილი და ცოკუტა - ასე ეძახის თავის ძმას, ცოტნეს - იყოს მაჭავარიანიო (ქეთიმ ძალიან სცადა, ლაპარაკით თავისი ემოცია დაეფარა, მაგრამ აშკარად შევნიშნე, როგორ აუჩუყდა გული და აუცრემლდა თვალები. ვფიქრობ, მისი ახალი წელიც და საუკეთესო საახალწლო საჩუქარიც ბავშვების ეს გულწრფელი სიტყვები იყო - ი.ხ.)...

ამ ბავშვებს არაფერი აკლიათ, მეორე მხრიდან ბებიები არაფერს აკლებენ, მეც ვუკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ მეც ხომ მინდოდა, მათთან ხშირი ურთიერთობით საკუთარი წვლილი შემეტანა მათ აღზრდაში... სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებ. მათ მომავალზე საუკეთესო ოცნებები მაქვს, მაგრამ რას გაითვალისწინებენ, რას - არა და როგორ აეწყობა მათი ცხოვრება, წინასწარ ვერავინ განვსაზღვრავთ, მაგრამ იმედია - ძალიან ბედიღბლიანად.

- ქეთი, გილოცავ ახალ 2022 წელს და ბედნიერ დღეებს გისურვებ, ისეთს, რასაც ნამდვილად იმსახურებ შენი სიკეთითა და ზღვა სიყვარულით. როგორ შეხვდი ახალ წელს და ახლა რომ იმ ჯადოსნურ ყუთში იჯდე, ტელეეკრანს რომ უწოდებდნენ ოდესღაც, როგორ მიულოცავ ახალ წელს შენს სამშობლოს - დღეს?

- ლამაზ სიზმრად რჩება ის ყველაფერი, რაც წარსულში იყო, თუნდაც ტელევიზიაში ყოფნის ლამაზი წლები. შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ, მიუხედავად დიდი ოჯახისა, ამ ლამაზად მორთული სახლისა და მისი გარეგნული ეფექტებისა, ამდენმა დანაკარგმა, რაც პანდემიას მოჰყვა, ძალიან დიდი სევდა გააჩინა. ამიტომ წელს გადავწყვიტე, განსხვავებული ახალი წელი მქონოდა - დიდ ხმაურს გავერიდე და განმარტოებით, არაგვის პირას, 3 წლის წინ ჩემი უფროსი ვაჟის - გიორგისთვის შეძენილ პაწაწინა სახლში შევხვდი 2022-ს. მართალია, გიორგი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, მხოლოდ ვიდეოკადრებით იცნობს ამ სახლს, თუმცა უკვე ძალიან უყვარს და 2023-ში ერთად ვაპირებთ აქ ჩამოსვლას. გიორგის სახლი კი მეც ძალიან შემიყვარდა, იქაური სიმყუდროვე, იქაური მიწა, არაგვის ჩხრიალი ენერგიით მავსებს. ზოგადად, ჩემი შვილების სახით საკუთარი კვალი უკვე დავტოვე ამქვეყნად, მერე ისინი რას შექმნიან და რას დატოვებენ, არ ვიცი, მაგრამ ახლა, როდესაც აქ ვარ, ვცდილობ, იმ მიწას მივხედო, მივეფერო, იქაურობა გავალამაზო და ჩემეული კვალი დავტოვო.

რაც შეეხება მილოცვას, ყველაზე მეტად, მინდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს საერთოდ არ ეახალწლებათ, ვისაც ისე უჭირთ, რომ წამლის ფული არ აქვთ და ვიღაც ჰყავთ გადასარჩენი, ყოფის მოწესრიგება ვუსურვო, საქართველოში ყველა ოჯახს კი - ხორცის სიჯანმრთელე, სულიერი სიმშვიდე და მრავალჟამიერი არ მოჰკლებოდეს, დალოცვილი და ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2022 წელი ყველასთვის - იქ, სადაც იმედი არსებობს, ადამიანიც ცოცხლობს!

ავტორი: ირმა ხარშილაძე