სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ თუ ცუდად გახდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში - ეს არის წამების გაგრძელება" - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ თუ ცუდად გახდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში - ეს არის წამების გაგრძელება" - ადვოკატი

"დღეს, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვედ­რა­ზე ვე­ლო­დე­ბო­დით, შე­მო­ვი­და ბად­რა­გის თა­ნამ­შრო­მე­ლი და კა­რე­ბი გა­და­კე­ტა - ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ღია კარ­ში უფრო ბუ­ნებ­რი­ვი და გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ასე­თი და­ვა­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი და და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ", - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ რუს­თა­ვის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გო­რის ჰოს­პიტ­ლი­დან რუს­თა­ვის სა­პა­ტიმ­რო­ში გად­მოჰ­ყავ­დათ, რე­ა­ნი­მო­ბილ­ში მას გა­ნუ­მარ­ტეს, რომ თუ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­დე­ბო­და, მას გლ­და­ნის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვან­დნენ, რაც ად­ვო­კა­ტის თქმით, არის წა­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და უაღ­რე­სად სუს­ტად, გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ბად­რა­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და სა­უბ­რი­სას იყო ძა­ლი­ან სუს­ტად. შუ­ა­ღა­მი­სას მი­ად­გა ძა­ლი­ან ბევ­რი ფორ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, უთხრეს, უნდა წა­გიყ­ვა­ნოთ რუს­თა­ვის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიო. რაც ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რო­დე­საც გად­მოჰ­ყავ­დათ და რო­დე­საც წა­მო­იჭ­რა სა­კი­თხი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცუ­დად რომ გახ­დეს, რა უნდა ქნან, პა­სუ­ხი იყო, რომ მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­იყ­ვან­დნენ ანუ ეს არის წა­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ჩვენ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, ჩვე­ნი თვა­ლით ვნა­ხეთ, ჩვე­ნი ყუ­რით ვის­მი­ნეთ, რო­გორ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორს უწყობ­დნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­გო­რი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და მის წი­ნა­აღ­მდეგ და ამის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ძი­ე­ბა, რის გა­მოც სამ­სა­ხურს ხუ­რა­ვენ და ამ დროს, ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ეუბ­ნე­ბი­ან, თუ რა­ღაც დამ­ძიმ­და, მეთ­ვრა­მე­ტე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­გიყ­ვა­ნე­ნო. ეს არის წა­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­წე­რის თა­ო­ბა­ზე არის, რა თქმა უნდა, არა სა­მე­დი­ცი­ნო, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ეს გა­კე­თე­ბუ­ლია სა­ი­მი­სოდ, რომ გაგ­რძელ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წა­მე­ბა და ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­რა­ტი­ვი, რომ ახალ წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა შეხ­ვდეს მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ჩვენ ვე­ლო­დე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ვი­ზი­ტებს და იმე­დია, შე­ფერ­ხე­ბა არ ექ­ნე­ბათ, რო­გორც გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში ბოლო დღე­ებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, აკ­რძა­ლეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ვი­ზი­ტე­ბი და ვნა­ხოთ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი ამ ნა­წილ­ში.

დღეს, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვედ­რა­ზე ვე­ლო­დე­ბო­დით, შე­მო­ვი­და ბად­რა­გის თა­ნამ­შრო­მე­ლი და კა­რე­ბი გა­და­კე­ტა. რო­დე­საც ვსვამთ კი­თხვას, რა­ტომ არ გვეძ­ლე­ვა პი­რის­პირ სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და სა­უბ­რის თა­ვიც ისე, რომ მკა­ფი­ოდ ისა­უბ­როს შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ღია კარ­ში უფრო ბუ­ნებ­რი­ვი და გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ასე­თი და­ვა­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი და და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ,“ - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lika
0

ამას დაუდონ წინ ნაწამები მოლაშვილის, თეთრაძის, ყოლბაიას ფოტოები და მიხვდება რა არის წამება! ნაგავი თვითონ და მის დაცვაში მყოფი კრიმინალიც!

ვაი ამათ პატრონს!
0

შენ რომ უვიცი ადვოკატი, მატყუარა და ქარაქუცა ხარ და ამას გეუბნები, გაწამებ?

ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ თუ ცუდად გახდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში - ეს არის წამების გაგრძელება" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ თუ ცუდად გახდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში - ეს არის წამების გაგრძელება" - ადვოკატი

"დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე ველოდებოდით, შემოვიდა ბადრაგის თანამშრომელი და კარები გადაკეტა - ძალიან დასუსტებულია მიხეილ სააკაშვილი და ღია კარში უფრო ბუნებრივი და გასაგები იქნებოდა ჩვენი საუბარი, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ასეთი დავალება აქვთ მიღებული და დავალებას ასრულებენ", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის საპატიმროში გადმოჰყავდათ, რეანიმობილში მას განუმარტეს, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდებოდა, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, რაც ადვოკატის თქმით, არის წამების გაგრძელება.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიყურებოდა უაღრესად სუსტად, გადაადგილებისას ბადრაგის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ და საუბრისას იყო ძალიან სუსტად. შუაღამისას მიადგა ძალიან ბევრი ფორმიანი თანამშრომელი, უთხრეს, უნდა წაგიყვანოთ რუსთავის მე-12 დაწესებულებაშიო. რაც ძალიან საყურადღებოა, როდესაც გადმოჰყავდათ და როდესაც წამოიჭრა საკითხი, მიხეილ სააკაშვილი ცუდად რომ გახდეს, რა უნდა ქნან, პასუხი იყო, რომ მე-18 დაწესებულებაში მიიყვანდნენ ანუ ეს არის წამების გაგრძელება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი თვალით ვნახეთ, ჩვენი ყურით ვისმინეთ, როგორ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობდნენ მიხეილ სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში, როგორი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მის წინააღმდეგ და ამის ირგვლივ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება, რის გამოც სამსახურს ხურავენ და ამ დროს, ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ეუბნებიან, თუ რაღაც დამძიმდა, მეთვრამეტე დაწესებულებაში გადაგიყვანენო. ეს არის წამების გაგრძელება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიღებული გადაწყვეტილება გაწერის თაობაზე არის, რა თქმა უნდა, არა სამედიცინო, არამედ პოლიტიკური, პროპაგანდისტული გადაწყვეტილებები. ეს გაკეთებულია საიმისოდ, რომ გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის წამება და ეს არის ხელისუფლების ნარატივი, რომ ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი უნდა შეხვდეს მე-12 დაწესებულებაში.

ჩვენ ველოდებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვიზიტებს და იმედია, შეფერხება არ ექნებათ, როგორც გორის ჰოსპიტალში ბოლო დღეებში ფაქტობრივად, აკრძალეს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტები და ვნახოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებები ამ ნაწილში.

დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე ველოდებოდით, შემოვიდა ბადრაგის თანამშრომელი და კარები გადაკეტა. როდესაც ვსვამთ კითხვას, რატომ არ გვეძლევა პირისპირ საუბრის შესაძლებლობა, ძალიან დასუსტებულია მიხეილ სააკაშვილი და საუბრის თავიც ისე, რომ მკაფიოდ ისაუბროს შეხვედრის განმავლობაში გართულებულია, შესაბამისად, ღია კარში უფრო ბუნებრივი და გასაგები იქნებოდა ჩვენი საუბარი, რასთან დაკავშირებითაც მათ განაცხადეს, რომ ასეთი დავალება აქვთ მიღებული და დავალებას ასრულებენ,“ - განაცხადა ბასილაიამ.