პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია
პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია

პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში, სახ­ლის აივ­ნი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით, შემ­თხვე­ვით მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი 50 წლის ქალი მოკ­ლა, თა­ვი­სუ­ფა­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს. მე­დი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ად­გი­ნა, რომ პო­ლი­ცი­ელს სა­პყრო­ბი­ლე­ში მხო­ლოდ 1 წლი­სა და 3 თვის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია.

მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვეს 8 წელი მი­უ­სა­ჯა, ხოლო სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას ბრა­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­და და სა­პა­ტიმ­რო 1 წელ­სა და 3 თვე­ში და­ტო­ვა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლი სოსო გაბ­რი­ა­ძე და­კა­ვე­ბი­დან 15 თვე­ში, 2021 წლის ივ­ლის­ში ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ამას­ვე ადას­ტუ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სექ­ტემ­ბერ­ში მისი და მისი მე­უღ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. სუ­რა­თებ­ზე ჩანს, რომ ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ ერთ სა­ზღვაო კუ­რორტზე იმ­ყო­ფე­ბა. თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის ოჯახ­მა გაბ­რი­ა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და­ზუს­ტე­ბით რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან შე­ი­ტყო, მა­ხალ­დი­ა­ნის მე­უღ­ლემ გვი­თხრა, რომ ამის შე­სა­ხებ ყურ­მოკ­ვრით იცო­და, თუმ­ცა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი და ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის დრო არ იცოდ­ნენ", — იუ­წყე­ბა მე­დია.

ცნო­ბის­თვის, 2020 წლის აღ­დგო­მის დღეს, თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, სახ­ლის აივ­ნი­დან ნას­ვამ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით, შემ­თხვე­ვით მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი 50 წლის ქალი მოკ­ლა. ქა­ლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ე­ლი იმა­ვე წლის 20 აპ­რილს და­ა­კა­ვეს

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეეეეხ
2

დააწინაურებენ ალბათ

იორამი
0

ასე იქნება მანამ, სანამ მოსამართლეებს არ მოსთხოვენ პასუხს აშკარად დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებებზე. მერე გამოდიან მავანნი და გაიძახიან მოსამართლეებს როგორ უწესებთ დისციპლინარულ პასუხისმგებლობასო კანინი ყველასათვის უნდა კანონობდეს. აღნიშნულის გარდა, რა გამართლება უნდა ქონდეს პრეზიდენტისაგან იმ მკვლელის (მკვლელთა)შეწყალების ფაქტს, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია

პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია

პოლიციელი, რომელმაც თბილისში, სახლის აივნიდან სამსახურებრივი იარაღიდან გასროლით, შემთხვევით მეზობელ კორპუსში მცხოვრები 50 წლის ქალი მოკლა, თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. მედიამ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ პოლიციელს საპყრობილეში მხოლოდ 1 წლისა და 3 თვის გატარება მოუწია.

მედიის ცნობით, საქალაქო სასამართლომ დამნაშავეს 8 წელი მიუსაჯა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ბრალი შეუმსუბუქდა და საპატიმრო 1 წელსა და 3 თვეში დატოვა.

"რადიო თავისუფლებისთვის" ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში ციხიდან გაათავისუფლეს.

"ამასვე ადასტურებს სოციალურ ქსელში სექტემბერში მისი და მისი მეუღლის გამოქვეყნებული ფოტოები. სურათებზე ჩანს, რომ ოჯახი საქართველოს ერთ ერთ საზღვაო კურორტზე იმყოფება. თიკა მახალდიანის ოჯახმა გაბრიაძის გათავისუფლების შესახებ დაზუსტებით რადიო თავისუფლებიდან შეიტყო, მახალდიანის მეუღლემ გვითხრა, რომ ამის შესახებ ყურმოკვრით იცოდა, თუმცა დადასტურებული ფაქტი და ციხიდან გამოსვლის დრო არ იცოდნენ", — იუწყება მედია.

ცნობისთვის, 2020 წლის აღდგომის დღეს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სახლის აივნიდან ნასვამმა პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან გასროლით, შემთხვევით მეზობელ კორპუსში მცხოვრები 50 წლის ქალი მოკლა. ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი იმავე წლის 20 აპრილს დააკავეს