სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალადობრივი ნაბიჯები, ეს მათი პასუხისმგებლობაა" - კლუბებში დღეს ღონისძიებები ჩატარდება
"თუ ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალადობრივი ნაბიჯები, ეს მათი პასუხისმგებლობაა" - კლუბებში დღეს ღონისძიებები ჩატარდება

კლუბ "ბა­სი­ა­ნის” მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საკ­ლუ­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და კლუ­ბის სტუმ­რე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

ისი­ნი შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის მხრი­დან კლუ­ბის და­ლუქ­ვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საკ­ლუ­ბო სექ­ტო­რის გახ­სნის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ.

რო­გორც საკ­ლუ­ბო სექ­ტო­რის ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ტატო გე­თი­ამ გა­ნა­ცხა­და, ისი­ნი დღეს სა­ღა­მოს კლუბ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბას მა­ინც ჩა­ა­ტა­რე­ბენ და ვინც კლუბ­ში მოვა შემ­დე­გი ფაქ­ტო­რი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, "რომ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო წა­ვი­დეს მტრულ ნა­ბიჯ­ზე”.

მისი თქმით, საკ­ლუ­ბო სექ­ტო­რი პან­დე­მი­ის გამო სა­კუ­თა­რი ნე­ბა­სურ­ვი­ლით და­ი­კე­ტა და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იჯა­რებს იხ­დიდ­ნენ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­მუ­შა­ვეს გეგ­მა, შრო­მის ისნ­პექ­ცი­ას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით უსაფრ­თხოდ გახ­სნის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც მი­ი­ღეს, რისი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც გა­აჩ­ნი­ათ. მი­სი­ვე თქმით, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით დას­ტურ­დე­ბა მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა, რომ კლუ­ბებს 17 დე­კემ­ბერს გახ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბო­დათ.

"17 დე­კემ­ბერს ჩა­ვა­ტა­რეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა. "ბა­სი­ან­ზე" მო­სუ­ლი იყო შრო­მის ინ­სპექ­ცია, გა­და­ი­ღეს ვი­დე­ო­ე­ბი და გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ცუ­ლი იყო. აქე­დან კმა­ყო­ფი­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ. 18 დე­კემ­ბერს კი დაგ­ვა­შან­ტა­შეს და გვი­თხრეს, რომ უნდა გა­დაგ­ვე­დო "ივენ­თე­ბი", რათა სამ­შა­ბათს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ყო. ჩვენ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით სა­ხელ­მწი­ფოს­თან სა­უბ­რის მხრივ და სა­ბო­ლო­ოდ პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, რომ არ გა­ვიხ­სნე­ბით. ეს არის ბოლო წერ­ტი­ლი, ან უნდა და­ვი­ხუ­როთ და ყვე­ლა წა­ვი­დეთ და სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვი­პო­ვოთ და­საყ­რდე­ნი ან ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სწო­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ვირუ­სის გა­და­ცე­მა არის და­ბა­ლი, ვი­ცავთ მაქ­სი­მა­ლუ­რად წე­სებს. ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი გახ­სნი­ლია, ყვე­ლა ბიზ­ნესს გზა აქვს გახ­სნი­ლი, ერ­თა­დერ­თი არის კლუ­ბი. ვი­ცით, რომ ადრე სა­ხელ­მწი­ფოს ამ ყვე­ლაფ­რის ნგრე­ვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, რო­გორც ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი ამის გაგ­რძე­ლე­ბაა, არა­ვინ ჩვენს გახ­სნას არ აპი­რებ­და და ორი წელი გვამ­ყო­ფეს ტყუ­ილ­ში. ახლა ჩვენ გვინ­და მშვი­დად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­დეს. თუ ამ ყვე­ლა­ფერს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მოჰ­ყვე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი, ეს მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ვიდ­რე ხალ­ხი ჩვენს გვერ­დი­თაა, წე­სე­ბის დაც­ვით გა­ვაგ­რძე­ლებთ ივენ­თე­ბის კე­თე­ბას.

დღეს "ივენ­თე­ბი" ჩა­ტარ­დე­ბა, "ბა­სი­ა­ნი” დღეს იმუ­შა­ვებს,ოღონდ, ვინც მოვა მინ­და ვუ­თხრა, იცო­დეთ, რომ ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღა­მო. აქ შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვეს, არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი. ვინც მოვა ყვე­ლამ იცო­დეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო წა­ვი­დეს მტრულ ნა­ბიჯ­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ტატო გე­თი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თუ ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალადობრივი ნაბიჯები, ეს მათი პასუხისმგებლობაა" - კლუბებში დღეს ღონისძიებები ჩატარდება

"თუ ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალადობრივი ნაბიჯები, ეს მათი პასუხისმგებლობაა" - კლუბებში დღეს ღონისძიებები ჩატარდება

კლუბ "ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე საკლუბო სექტორის წარმომადგენლები და კლუბის სტუმრები არიან შეკრებილები.

ისინი შრომის ინსპექციის მხრიდან კლუბის დალუქვას აპროტესტებენ და ხელისუფლებას საკლუბო სექტორის გახსნის მოთხოვნით მიმართავენ.

როგორც საკლუბო სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტატო გეთიამ განაცხადა, ისინი დღეს საღამოს კლუბში ღონისძიებას მაინც ჩაატარებენ და ვინც კლუბში მოვა შემდეგი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, "რომ შეიძლება სახელმწიფო წავიდეს მტრულ ნაბიჯზე”.

მისი თქმით, საკლუბო სექტორი პანდემიის გამო საკუთარი ნებასურვილით დაიკეტა და ორი წლის განმავლობაში იჯარებს იხდიდნენ. ამ დროის განმავლობაში შეიმუშავეს გეგმა, შრომის ისნპექციასთან კოორდინაციით უსაფრთხოდ გახსნის რეგულაციებიც მიიღეს, რისი დოკუმენტაციაც გააჩნიათ. მისივე თქმით, დოკუმენტაციით დასტურდება მიცემული პირობა, რომ კლუბებს 17 დეკემბერს გახსნის შესაძლებლობა ექნებოდათ.

"17 დეკემბერს ჩავატარეთ ღონისძიება. "ბასიანზე" მოსული იყო შრომის ინსპექცია, გადაიღეს ვიდეოები და გაოცებულები იყვნენ, რომ ყველაფერი დაცული იყო. აქედან კმაყოფილები წავიდნენ. 18 დეკემბერს კი დაგვაშანტაშეს და გვითხრეს, რომ უნდა გადაგვედო "ივენთები", რათა სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე ეს გადაწყვეტილება დადასტურებულიყო. ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით სახელმწიფოსთან საუბრის მხრივ და საბოლოოდ პასუხი მივიღეთ, რომ არ გავიხსნებით. ეს არის ბოლო წერტილი, ან უნდა დავიხუროთ და ყველა წავიდეთ და სხვა ქვეყანაში ვიპოვოთ დასაყრდენი ან ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს შემუშავებული სწორი რეგულაციები, დადასტურებულია, რომ ვირუსის გადაცემა არის დაბალი, ვიცავთ მაქსიმალურად წესებს. ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, ყველა ბიზნესს გზა აქვს გახსნილი, ერთადერთი არის კლუბი. ვიცით, რომ ადრე სახელმწიფოს ამ ყველაფრის ნგრევის მიზანმიმართული მცდელობა ჰქონდა, როგორც ჩანს ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა, არავინ ჩვენს გახსნას არ აპირებდა და ორი წელი გვამყოფეს ტყუილში. ახლა ჩვენ გვინდა მშვიდად მუშაობის საშუალება გვქონდეს. თუ ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალადობრივი ნაბიჯები, ეს მათი პასუხისმგებლობაა. ვიდრე ხალხი ჩვენს გვერდითაა, წესების დაცვით გავაგრძელებთ ივენთების კეთებას.

დღეს "ივენთები" ჩატარდება, "ბასიანი” დღეს იმუშავებს,ოღონდ, ვინც მოვა მინდა ვუთხრა, იცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი საღამო. აქ შეიძლება, რაღაც გართულებები მოჰყვეს, არაფერია გამორიცხული. ვინც მოვა ყველამ იცოდეთ, რომ შეიძლება სახელმწიფო წავიდეს მტრულ ნაბიჯზე”, - განაცხადა ტატო გეთიამ.