სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს რიგ რაიონებში, მათ შორის თბილისში, თოვს
საქართველოს რიგ რაიონებში, მათ შორის თბილისში, თოვს

სი­ნოპ­ტი­კოს­თა პროგ­ნო­ზი ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ გა­მარ­თლდა და სა­ქარ­თვე­ლოს რიგ რე­გი­ო­ნებ­ში და თბი­ლის­შიც უკვე თოვს. გა­თოვ­და გლ­და­ნის, სა­ბურ­თა­ლოს, ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნებ­ში, თემ­ქა­ზე. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 21-23 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, ძლი­ე­რი ქარი.

ამინ­დი გა­უ­ა­რეს­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­შიც. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მთა­ში ძლი­ე­რი თოვა, ნის­ლი და ქარ­ბუ­ქი, ზღვა­ზე შტორ­მი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლი, ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­ზე შე­მოყი­ნუ­ლო­ბა, მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა.

"სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­ი­ზღუ­დე­ბა ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა. 23-26 დე­კემ­ბერს კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის -4, -6 გრა­დუ­სამ­დე და­წე­ვა, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ციტ­რუ­სო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ამ დრო­ის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვა შემ­დეგ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე მოქ­მე­დებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მცხე­თა–სტე­ფან­წმინ­და–ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის საფრ­თხის დონე მა­ღა­ლია, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

ამა­ვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მლე­თა-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

კარგია ჰაერი გაიწმინდება და იქნებ ვირუსმაც თავი დაგვანებოს

ზურა
1

სად თოვს? გავიხედე ფანჯარაში..არ თოვს..სადაა თოვლი?

ავტორი:

საქართველოს რიგ რაიონებში, მათ შორის თბილისში, თოვს

საქართველოს რიგ რაიონებში, მათ შორის თბილისში, თოვს

სინოპტიკოსთა პროგნოზი ამინდის გაუარესების შესახებ გამართლდა და საქართველოს რიგ რეგიონებში და თბილისშიც უკვე თოვს. გათოვდა გლდანის, საბურთალოს, ნაძალადევის რაიონებში, თემქაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი.

ამინდი გაუარესდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც. მოსალოდნელია მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება იქნება.

"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. 23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა შემდეგ საავტომობილო გზებზე მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.