სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაერთი მოჭადრაკე, მათ შორის ანატოლი კარპოვი, სიმართლის მხარეს დადგა. რაც შეეხება კასპაროვს..." - როგორ გრძელდება საქმე: ნონა გაფრინდაშვილი Netflix - ის წინააღმდეგ?
"არაერთი მოჭადრაკე, მათ შორის ანატოლი კარპოვი, სიმართლის მხარეს დადგა. რაც შეეხება კასპაროვს..." - როგორ გრძელდება საქმე: ნონა გაფრინდაშვილი Netflix - ის წინააღმდეგ?

"გამ­ბი­ტი" უკვე ვნა­ხეთ. საქ­მე ენდშპი­ლის­კენ მი­დის და იმე­დია, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი-Netflix-ის დუ­ე­ლიც ისე­თი­ვე შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა, რო­გორც ნო­ნას მატ­ჩე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი - ნამ­დვი­ლი დე­დოფ­ლის გა­მარ­ჯვე­ბით!

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლა­პა­რა­კია 2020 წელს ამე­რი­კუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო და საპ­რო­დუქ­ციო კომ­პა­ნია Netflix-ის მი­ნი­სე­რი­ა­ლის - "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის" შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლიც არის ნახ­სე­ნე­ბი, ოღონდ... მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც "არის რუ­სე­თი­დან" და რო­მელ­საც "არას­დროს უთა­მა­შია მა­მა­კა­ცი მო­ჭად­რა­კე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ".

ცნო­ბილ ამე­რი­კელ ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტე­ბიც იცა­ვენ. სწო­რედ იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია BLB-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­ვი­ტყვეთ სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბოლო სი­ახ­ლე­ე­ბი. ად­ვო­კატ მაია მწა­რი­აშ­ვი­ლის თქმით, Netflix-მა სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. ლა­პა­რა­კია Anti-SLAPP კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი თა­ო­ბა­ზე, რაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ის პირ­ვე­ლი შეს­წო­რე­ბით და­ცუ­ლი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. Netflix-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ჭად­რა­კის პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი და­ა­ზი­ა­ნეს. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც რა­ი­მე შეგ­ვე­შა­ლა, შე­საძ­ლოა მხო­ლოდ ის, რომ "დროს რამ­დე­ნი­მე წლით ავ­ცდი­თო". მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­და­ვო წი­ნა­და­დე­ბა არ არის დე­ფა­მა­ცი­უ­რი და რაც ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რია, გა­ნა­ვი­თა­რეს ნა­რა­ტი­ვი, თით­ქოს ფრა­ზა­ში ობი­ექ­ტურ დამ­კვირ­ვე­ბელს უნდა ეგუ­ლის­ხმა, რომ ნო­ნას "არას­დროს უთა­მა­შია მა­მა­კაც მო­თა­მა­შე­ებ­თან საბ­ჭო­თა ტურ­ნი­რებ­ზე და საბ­ჭო­თა დი­დოს­ტა­ტებ­თან". Netflix-ის იუ­რის­ტე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ არა­თუ და­აკ­ნი­ნეს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მიღ­წე­ვე­ბი, პი­რი­ქით, აღი­ა­რეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი", - ამ­ბობს მწა­რი­აშ­ვილ­მა.

ქარ­თვე­ლი ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე კმა­ყო­ფი­ლია საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით, სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტი­სა და პრო­დი­უ­სე­რის ფრენკ სკო­ტის გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ: "სკოტ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღი­ა­რა, რომ იცო­და სი­მარ­თლე ნო­ნას მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ. და­კი­თხვის დროს პრო­დი­უ­სე­რი ძა­ლი­ან იყო არე­უ­ლი, მისი პა­სუ­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­ცავ­და ფრა­ზებს: "არ ვიცი", "არ მახ­სოვს". ვი­ცო­დი, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ არ მახ­სოვს, რო­დის გა­ვი­გე და ვინ მი­თხრაო და სხვ. მის ჩვე­ნე­ბას ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნებთ და შე­ვეც­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს და­ვა­ნა­ხოთ, რომ Netflix-მა იცო­და სი­მარ­თლე და ის გან­გებ შეც­ვა­ლა".

მაია მწა­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­სარ­ჩე­ლე მხა­რემ კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლოს 3 დე­კემ­ბერს წა­რუდ­გი­ნა სა­ბო­ლოო პო­ზი­ცია და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 24 იან­ვარს ღია მოს­მე­ნით გა­ი­მარ­თე­ბა.

- "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის" შე­სა­ხებ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ვე­ლა­პა­რა­კე. გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო: სე­რი­ა­ლის კონ­სულ­ტან­ტი გარი კას­პა­რო­ვი ყო­ფი­ლა და მას ნამ­დვი­ლად არ შე­ეძ­ლო ასე­თი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბაო. თვი­თონ კას­პა­რო­ვი რას ამ­ბობს?

- სა­ჭად­რა­კო სამ­ყა­როს არა­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მათ შო­რის ანა­ტო­ლი კარ­პოვ­მა, სა­ჯა­როდ და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია და სი­მარ­თლის მხა­რეს დად­გა. რაც შე­ე­ხე­ბა კას­პა­როვს, არა მგო­ნია, ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა მის კონ­სულ­ტა­ცი­ას მოჰ­ყო­ლო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე გვაქვს რე­ჟი­სო­რის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას­თან ან თა­ვი­სე­ბურ ხედ­ვას­თან სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რის მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­საზ­რდე­ლად. სხვა­თა შო­რის, სე­რი­ა­ლი ჯერ ახა­ლი გა­და­ღე­ბუ­ლი იყო, როცა ფი­ლი­პი­ნელ­მა ჭად­რა­კის მოყ­ვა­რულ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნო­ნას ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი - აი, თუ არ თა­მა­შობ­და მა­მა­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო! ფი­ლი­პი­ნელ­მა! და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ჩვენ რა რე­აქ­ცია გვექ­ნე­ბო­და?! წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

შე­გახ­სე­ნებთ ცნო­ბილ­მა მო­ჭად­რა­კემ, მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თგზის ჩე­მი­პონ­მა ანა­ტო­ლი კარ­პოვ­მა გა­ნა­ცხა­და:"არ ვიცი, კას­პა­რო­ვას ასე­თი შეც­დო­მა რო­გორ გა­ე­პა­რა, ის ხომ ფილ­მის კონ­სულ­ტან­ტი იყო. შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა ეპი­ზო­დი არ უნა­ხავს ან ყვე­ლა­ფერს არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, თო­რემ მან ხომ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი დი­დოს­ტა­ტი გახ­და, რო­გორც ქა­ლებ­ში, ასე­ვე - კა­ცებ­ში. ის კა­ცებ­ში დი­დოს­ტა­ტის წო­დე­ბას ვე­რაფ­რით მი­ი­ღებ­და, კა­ცე­ბის ტურ­ნი­რებ­ში რომ არ ეთა­მა­შა. ასე რომ, ამ ამ­ბავ­ში ნონა სრუ­ლი­ად მარ­თა­ლია".

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SL
0

საინტერესოა რა პოზიცია ექნებოდა კასპაროვს, სცენარში რომ მოხვედრილიყო რუსი, ვიმეორებ რუსი მსოფლიო ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანიც?

sake
1

vasili--შენი ნაწერი შინაარსობრივად სწორია,თუმცა გულღრძოობა აშკარაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არაერთი მოჭადრაკე, მათ შორის ანატოლი კარპოვი, სიმართლის მხარეს დადგა. რაც შეეხება კასპაროვს..." - როგორ გრძელდება საქმე: ნონა გაფრინდაშვილი Netflix - ის წინააღმდეგ?

"არაერთი მოჭადრაკე, მათ შორის ანატოლი კარპოვი, სიმართლის მხარეს დადგა. რაც შეეხება კასპაროვს..." - როგორ გრძელდება საქმე: ნონა გაფრინდაშვილი Netflix - ის წინააღმდეგ?

"გამბიტი" უკვე ვნახეთ. საქმე ენდშპილისკენ მიდის და იმედია, გაფრინდაშვილი-Netflix-ის დუელიც ისეთივე შედეგით დასრულდება, როგორც ნონას მატჩების უდიდესი ნაწილი - ნამდვილი დედოფლის გამარჯვებით!

შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია 2020 წელს ამერიკული სამაუწყებლო და საპროდუქციო კომპანია Netflix-ის მინისერიალის - "ლაზიერის გამბიტის" შესახებ, რომელშიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილიც არის ნახსენები, ოღონდ... მოხსენიებულია როგორც მოთამაშე, რომელიც "არის რუსეთიდან" და რომელსაც "არასდროს უთამაშია მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ".

ცნობილ ამერიკელ ადვოკატებთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ქართველი იურისტებიც იცავენ. სწორედ იურიდიული კომპანია BLB-ის წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ სარჩელთან დაკავშირებული ბოლო სიახლეები. ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა. ლაპარაკია Anti-SLAPP კანონმდებლობის გამოყენები თაობაზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული სიტყვის თავისუფლების რეალიზაციას უკავშირდება. Netflix-ის წარმომადგენლებს არ მიაჩნიათ, რომ ლეგენდარული მოჭადრაკის პროფესიული მიღწევები დააზიანეს. თუ მაინცდამაინც რაიმე შეგვეშალა, შესაძლოა მხოლოდ ის, რომ "დროს რამდენიმე წლით ავცდითო". მიიჩნევენ, რომ სადავო წინადადება არ არის დეფამაციური და რაც ყველაზე უცნაურია, განავითარეს ნარატივი, თითქოს ფრაზაში ობიექტურ დამკვირვებელს უნდა ეგულისხმა, რომ ნონას "არასდროს უთამაშია მამაკაც მოთამაშეებთან საბჭოთა ტურნირებზე და საბჭოთა დიდოსტატებთან". Netflix-ის იურისტები ირწმუნებიან, რომ არათუ დააკნინეს ნონა გაფრინდაშვილის მიღწევები, პირიქით, აღიარეს მისი დამსახურებები", - ამბობს მწარიაშვილმა.

ქართველი ადვოკატის განცხადებით, მოსარჩელე მხარე კმაყოფილია საქმის მიმდინარეობით. განსაკუთრებით, სერიალის სცენარისტისა და პროდიუსერის ფრენკ სკოტის გამოკითხვის შემდეგ: "სკოტმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ იცოდა სიმართლე ნონას მიღწევების შესახებ. დაკითხვის დროს პროდიუსერი ძალიან იყო არეული, მისი პასუხების უმრავლესობა მოიცავდა ფრაზებს: "არ ვიცი", "არ მახსოვს". ვიცოდი, რომ ნონა გაფრინდაშვილი რეალური ადამიანი იყო, მაგრამ არ მახსოვს, როდის გავიგე და ვინ მითხრაო და სხვ. მის ჩვენებას ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ და შევეცდებით სასამართლოს დავანახოთ, რომ Netflix-მა იცოდა სიმართლე და ის განგებ შეცვალა".

მაია მწარიაშვილის განცხადებით, მოსარჩელე მხარემ კალიფორნიის სასამართლოს 3 დეკემბერს წარუდგინა საბოლოო პოზიცია დამატებითი მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომა 24 იანვარს ღია მოსმენით გაიმართება.

- "ლაზიერის გამბიტის" შესახებ ნონა გაფრინდაშვილს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ველაპარაკე. გაოცებული იყო: სერიალის კონსულტანტი გარი კასპაროვი ყოფილა და მას ნამდვილად არ შეეძლო ასეთი შეცდომის დაშვებაო. თვითონ კასპაროვი რას ამბობს?

- საჭადრაკო სამყაროს არაერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის ანატოლი კარპოვმა, საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და სიმართლის მხარეს დადგა. რაც შეეხება კასპაროვს, არა მგონია, ფაქტების დამახინჯება მის კონსულტაციას მოჰყოლოდა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს რეჟისორის ინტერპრეტაციასთან ან თავისებურ ხედვასთან სერიალის მთავარი გმირის მნიშვნელობის გასაზრდელად. სხვათა შორის, სერიალი ჯერ ახალი გადაღებული იყო, როცა ფილიპინელმა ჭადრაკის მოყვარულმა გამოაქვეყნა ნონას ძველი ფოტოები - აი, თუ არ თამაშობდა მამაკაცების წინააღმდეგო! ფილიპინელმა! და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რა რეაქცია გვექნებოდა?! წაიკითხეთ სტატია სრულად

შეგახსენებთ ცნობილმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს არაერთგზის ჩემიპონმა ანატოლი კარპოვმა განაცხადა:"არ ვიცი, კასპაროვას ასეთი შეცდომა როგორ გაეპარა, ის ხომ ფილმის კონსულტანტი იყო. შეიძლება, ყველა ეპიზოდი არ უნახავს ან ყველაფერს არ ეუბნებოდნენ, თორემ მან ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილი დიდოსტატი გახდა, როგორც ქალებში, ასევე - კაცებში. ის კაცებში დიდოსტატის წოდებას ვერაფრით მიიღებდა, კაცების ტურნირებში რომ არ ეთამაშა. ასე რომ, ამ ამბავში ნონა სრულიად მართალია".