15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული "ნიჭიერის“ კონექტიკუტის გამარჯვებულია. 21 ნოემბერს ქართველი ბიჭი სოფელ რუისიდან "ოქროს ღილაკით“ პირდაპირ ფინალურ შოუში მოხვდა.
ფინალი საქართველოს დროით დილის 4:25 საათზე დაიწყო და 7:30 წუთზე დასრულდა.
გუშინ ambebi.ge-მ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა მომღერლის დედასთან, რომელიც მოუთმენლად ელოდებოდა შვილის წარმატებას. გამარჯვების შემდეგ, ქალბატონ გულიკო ეგნატაშვილს კომენტარეზე დავუკავშირდით.
გულიკო ეგნატაშვილი:
- ლამის გული ამომვარდეს. ძალიან მინდა, ამ წუთებში ჩემ შვილს ჩავეხუტო და გულში ჩავიკრა. ადგილს ვერ ვპოულობ, მეორედ დავიბადე ამ ქვეყანაზე. უბედნიერესი ვარ და მინდა მეც ჩემი შვილის გვერდით ვიყო. გავიზიარო ეს სიხარული და ემოციები.
15 წლის ალექსანდრე სოფელ რუისიდან უკვე წლებია, რაც თავისი მიღწევებით სამშობლოს აოცებს. ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული "ვოისი"- ს.
ღმერთმა დიდი ნიჭი აჩუქა ამ ბავშვს და შური ვერაფერს დააკლებს, იმედია,
ალექსანდრე, ზურგის ქარი შენს საინტერესო ცხოვრებაში!!!
ზუსტად,აქ არ დააფასეს სათანადოდ,უსმინეთ მის გამოსვლებს და ვისაც ელემენტარული გაგეგებათ სიმღერაში მიხვდებით რა საოცარი ნიჭის,ხმის და სმენის პატრონია...არა ის ჯობია იურმალაზე კატა რომ ხაოდა საქართველოს მასშტაბით ფულიანი ბაბაიას წყალობით,სამარცხვინო კომენტარებს ნუ წერთ ...რაც არ გაგეგებათ იმ სფეროში