მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეყვარებული ვარ" - რას ჰყვება ჯეკოს როლის შემსრულებელი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"?
"შეყვარებული ვარ" - რას ჰყვება ჯეკოს როლის შემსრულებელი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"?

"შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ" - ჯე­კოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სე­რი­ლი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" უკვე სტუ­დენ­ტია

"ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს, გა­რე­მოს დაც­ვა­ში დიდ როლს შე­ვი­ტან­დი. ეს პრობ­ლე­მა მწვა­ვედ დგას არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ - მსოფ­ლი­ო­ში და ძა­ლი­ან მა­ღელ­ვებს", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე. რა არის მისი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე, რა ენატ­რე­ბა, რას არ გა­ა­კე­თებს არას­დროს არა­ნა­ი­რი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, არის თუ არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და რა არ მოს­წონს სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- 2001 წლის 15 ნო­ემ­ბე­რი

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ფეხ­ბურ­თე­ლი. ძა­ლი­ან ცოტა ხანი დავ­დი­ო­დი ფეხ­ბურთზე, 1 წელი სა­ბურ­თა­ლოს გუნდში ვთა­მა­შობ­დი. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა სე­რი­ალ­ში თა­მა­ში და­ვი­წყე, გა­და­ღე­ბებ­მა ხელი შე­მი­შა­ლა და ბო­ლოს სა­ერ­თოდ შე­ვეშ­ვი. ახლა სტუ­დენ­ტი ვარ, ბიზ­ნე­სის მე­ნე­ჯმენტს ვსწავ­ლობ.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...კარ­გი ხა­სი­ა­თი აქ­ვსო. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მეს­მის.

- ჩემი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია...

- ...კარ­გი ხა­სი­ა­თი.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...გე­ი­მე­რი გა­მო­ვი­დო­დი. მსა­ხი­ო­ბო­ბის პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი არას­დროს მქო­ნია.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო...

- ...წლე­ბის წინ, როცა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­და­მი­ღეს.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით...

- ...გა­დამ­ღებ ჯგუ­ფის წევ­რებს და მე. თა­ვად რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა ვერ მო­მეხ­დი­ნა, ისე არა­ვინ გა­და­მი­ღებ­და.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ბედ­ნი­ე­რი ვარ? ძა­ლი­ან მინ­და ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად იყოს, რო­გორც ჩემს, ასე­ვე სხვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა ეს გან­ცდა ხში­რად არ მაქვს. არა­და, ძა­ლი­ან სა­ჭი­როა, რო­გორც სხე­უ­ლის­თვის, ასე­ვე - მენ­ტა­ლო­ბის­თვის.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ამა­ზე არას­დროს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. შე­იძ­ლე­ბა იუ­მო­რი და­ვა­სა­ხე­ლო, რა­ტო­მაც არა?! ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ჩემი იუ­მო­რით, ხუმ­რო­ბე­ბით გარ­შე­მო მყო­ფე­ბი კარგ ხა­სი­ათ­ზე და­ვა­ყე­ნო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შეყვარებული ვარ" - რას ჰყვება ჯეკოს როლის შემსრულებელი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"?

"შეყვარებული ვარ" - რას ჰყვება ჯეკოს როლის შემსრულებელი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"?

"შეყვარებული ვარ" - ჯეკოს როლის შემსრულებელი სერილიდან "ჩემი ცოლის დაქალები" უკვე სტუდენტია

"ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, გარემოს დაცვაში დიდ როლს შევიტანდი. ეს პრობლემა მწვავედ დგას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიოში და ძალიან მაღელვებს", - ამბობს მსახიობი გიორგი ბარბაქაძე. რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე, რა ენატრება, რას არ გააკეთებს არასდროს არანაირი თანხის სანაცვლოდ, არის თუ არა შეყვარებული და რა არ მოსწონს საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 2001 წლის 15 ნოემბერი

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი. ძალიან ცოტა ხანი დავდიოდი ფეხბურთზე, 1 წელი საბურთალოს გუნდში ვთამაშობდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა სერიალში თამაში დავიწყე, გადაღებებმა ხელი შემიშალა და ბოლოს საერთოდ შევეშვი. ახლა სტუდენტი ვარ, ბიზნესის მენეჯმენტს ვსწავლობ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კარგი ხასიათი აქვსო. უმეტეს შემთხვევაში, დადებითი შეფასებები მესმის.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...კარგი ხასიათი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...გეიმერი გამოვიდოდი. მსახიობობის პროფესიულ დონეზე შესწავლის სურვილი არასდროს მქონია.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...წლების წინ, როცა "ჩემი ცოლის დაქალებში" გადამიღეს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...გადამღებ ჯგუფის წევრებს და მე. თავად რომ საკუთარი თავის რეალიზება ვერ მომეხდინა, ისე არავინ გადამიღებდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ბედნიერი ვარ? ძალიან მინდა ბედნიერების განცდა რაც შეიძლება ხშირად იყოს, როგორც ჩემს, ასევე სხვების ცხოვრებაში. ახლა ეს განცდა ხშირად არ მაქვს. არადა, ძალიან საჭიროა, როგორც სხეულისთვის, ასევე - მენტალობისთვის.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. შეიძლება იუმორი დავასახელო, რატომაც არა?! ყოველთვის ვცდილობ, ჩემი იუმორით, ხუმრობებით გარშემო მყოფები კარგ ხასიათზე დავაყენო. გააგრძელეთ კითხვა