პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქიტექტორი, რომელმაც თბილისის ძველი უბნების უნიკალურობა ფოტოებზე აღბეჭდა - კოლექცია დედაქალაქის ახალ და განსხვავებულ შტრიხებს გაჩვენებთ (ფოტოები)
არქიტექტორი, რომელმაც თბილისის ძველი უბნების უნიკალურობა ფოტოებზე აღბეჭდა - კოლექცია დედაქალაქის ახალ და განსხვავებულ შტრიხებს გაჩვენებთ (ფოტოები)

ნო­დარ სუმ­ბა­ძე თბი­ლის­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კა­ცია. მას ამ ქა­ლაქ­ში ბევ­რი იც­ნობს და ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტიც ერთხელ უკვე ყო­ფი­ლა. პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი, ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე თბი­ლი­სის ძველ უბ­ნებ­ში ფე­ხით და­დის და უნი­კა­ლურ კო­ლექ­ცი­ას ქმნის. ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დავს ქა­ლა­ქის ძველ არ­ქი­ტექ­ტუ­რას, მის სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხებ­სა და დე­ტა­ლებს, თუმ­ცა წლე­ბის წინ, მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი და ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ესა თუ ის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, დღეს უკვე შე­იძ­ლე­ბა აღარც იყოს, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლის­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის გამო და­ინ­გრა და მათ ად­გი­ლას უკვე ახა­ლი შე­ნო­ბე­ბიც გაჩ­ნდა.

ბა­ტო­ნი ნო­და­რის მდი­დარ კო­ლექ­ცი­ა­სა თუ არ­ქივ­ში კი მათ ნამ­დვი­ლად იპო­ვით, ამი­ტო­მაც არის ეს კო­ლექ­ცია კი­დევ უფრო ღი­რე­ბუ­ლი.

ამას­თან, ნო­დარ სუმ­ბა­ძემ 500-მდე ძველ შე­ნო­ბას ვი­ზუ­ა­ლუ­რი პას­პორ­ტი გა­უ­კე­თა, ისი­ნი სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლით ყვე­ლა მხრი­დან გა­და­ი­ღო. მოკ­ლედ, ასე ნელ-ნელა შექ­მნი­ლი თბი­ლი­სის სიძ­ვე­ლი­სა და უნი­კა­ლურ ხა­სი­ა­თის ამ­სახ­ვე­ლი კო­ლექ­ცია, ცოტა ხნის წინ, ავ­ტო­რის მო­რიგ წიგ­ნად სა­ხელ­წო­დე­ბით - "თბი­ლი­სუ­რი კა­ტა­ლო­გი“ გა­მო­ი­ცა.

"ამ ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას, გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ "თბი­ლი­სურ სტილს" აღ­მო­სავ­ლურ-და­სავ­ლურ-ევ­რო­პულ-აზი­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მიქ­სი და ლო­კა­ლუ­რი გე­ოგ­რა­ფი­ულ-კლი­მა­ტუ­რი სპე­ცი­ფი­კა ქმნის“ - ამ­ბობს ნო­დარ სუმ­ბა­ძე.

გთა­ვა­ზობთ ეპი­ზო­დებს წიგ­ნი­დან "თბი­ლი­სუ­რი კა­ტა­ლო­გი“.

ლო­მე­ბი

თბი­ლი­სე­ლი ლო­მე­ბი - აი, უკვე 150 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, თვი­ნი­ე­რად და­რა­ჯო­ბენ სო­ლო­ლა­კი­სა და მთაწ­მინ­დის, ჩუ­ღუ­რე­თი­სა და ავ­ლაბ­რის სახ­ლებ­სა და ეზო­ებს. დიდი ხა­ნია, აღარ არი­ან ამ ქვე­ყა­ნა­ზე არც მათი გამ­კე­თებ­ლე­ბი, არც ისი­ნი, ვინც პირ­ვე­ლად შო­რე­ულ ევ­რო­პა­ში და­ი­ნა­ხა ისი­ნი ეტ­ლი­დან და სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა მათი თბი­ლის­ში ჩა­მო­ტა­ნი­სა და გა­ცო­ცხლე­ბის. აღარც ის თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, ვინც აქამ­დე უნა­ხა­ვი უცხო ცხო­ვე­ლის თავი და­ი­ნა­ხა თა­ვი­სი ქუ­ჩის კე­დელ­ზე და აღ­ტა­ცე­ბულ­მა საჩ­ქა­როდ შვი­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნა მის სა­ნა­ხა­ვად.

ხის მო­ა­ჯი­რე­ბი

ხის აივ­ნე­ბი და შუ­შა­ბან­დე­ბი ჯერ კი­დევ მხნედ იყუ­რე­ბი­ან მრუ­დე ქუ­ჩე­ბი­დან და შე­სახ­ვე­ვე­ბი­დან, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. უკვე აღარ სხე­დან ტახ­ტებ­ზე დარ­ბა­ი­სე­ლი ჩო­ხო­სა­ნი მო­ხუ­ცე­ბი და ჩიხ­ტი­კო­პი­ა­ნი ქა­ლე­ბი, გაქ­რნენ სელ­ბან­ტე­ბი­ა­ნი და კოხ­ტა ულ­ვა­შე­ბი­ა­ნი ოფიც­რე­ბი გი­ტა­რე­ბი­თა და ყან­წე­ბით ხელ­ში... აღარ თა­მა­შო­ბენ ნარდს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ორ­დე­ნე­ბი­ა­ნი, კი­ტელ შეხ­სნი­ლი დაღ­ლი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი და აღარ ჩა­ნან შა­ვებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი დარ­დით სავ­სე თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ქა­ლე­ბი. და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი აივ­ნე­ბი დუ­მან. მხო­ლოდ დაჭ­რე­ლე­ბუ­ლი მო­ა­ჯი­რე­ბი არ იც­ვლე­ბა..

ხეში ნაქ­სო­ვი ქა­ლა­ქის ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი ხა­ლი­ჩა ქარ­თუ­ლი ხეზე კვე­თი­ლო­ბი­დან რბი­ლად გა­და­ე­დი­ნე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე თბი­ლი­სის სპე­ცი­ფი­კით გაჟ­ღენ­თილ აღ­მო­სავ­ლურ მაქ­მა­ნებ­ში“...

ფოს­ტის ჩა­საგ­დე­ბი

ჭრი­ლი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით იზო­ლი­რე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მო­ში შე­მო­დი­ო­და სი­ახ­ლე გარე სამ­ყა­რო­დან. რუ­სეთ­სა და ევ­რო­პა­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ფოს­ტო ჭრი­ლე­ბი იმ­დრო­ინ­დე­ლი მხატ­ვრულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და მო­დის ჩარ­ჩო­ებ­ში იყო გა­და­წყვე­ტი­ლი და სა­დარ­ბა­ზოს კა­რის სტი­ლის­ტი­კა­ში ჯდე­ბო­და. რამ­დე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ელო­და ფოს­ტა­ლი­ო­ნის შე­მო­ცუ­რე­ბულ, მიჯ­ნუ­რის სუ­ნა­მოს არო­მა­ტით გაჟ­ღენ­თილ ბა­რათს, ან რამ­დე­ნი დედა ელო­და სამ­კუ­თხე­დად და­კე­ცილ სა­ფოს­ტო შე­ტყო­ბი­ნე­ბას მსოფ­ლიო ომე­ბის ფრონ­ტე­ბი­დან.

კა­რი­ა­ტი­დე­ბი

თბი­ლი­სის ძველ ქუ­ჩებ­ში მორ­ბე­ნალ ბავ­შვებს უკვე 150 წე­ლია, ზამ­თარ-ზა­ფხულ სევ­დი­ა­ნად დაჰ­ყუ­რებს ზე­მო­დან მი­თუ­რი თმა­გაშ­ლი­ლი ქალღმერ­თე­ბი­სა და წელ­ზე­მოთ გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი გმი­რი ატ­ლან­ტე­ბის მთე­ლი არ­მია... მათ თვალ­წინ ჩა­ი­ა­რა თბი­ლი­სე­ლი ბურ­ჟუ­ა­ზი­ის გაბრ­წყი­ნე­ბის ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდ­მა, მათ ყუ­რებ­ში ჯერ კი­დევ ჟღერს რუ­სე­თის მე-11 არ­მი­ის ცხე­ნე­ბის ფლოქ­ვე­ბის ხმა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში მი­მა­ვა­ლი ახალ­გაზ­რდე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი "სტუ­დე­ბე­კე­რე­ბის“ ძრა­ვე­ბის ხმა­უ­რი, ბე­ლა­დის ხსოვ­ნის გან­სა­დი­დებ­ლად შე­წი­რუ­ლი ბი­ჭე­ბის კვნე­სა... დრო მიქ­რის, მათ­თვის კი არა­ფე­რი იც­ლე­ბა, მხო­ლოდ ხან­და­ხან, ვინ­მეს კაპ­რი­ზით ერ­თი­ა­ნად იც­ვლი­ან ხოლ­მე ფერს, მაგ­რამ არა გან­წყო­ბი­ლე­ბას.

ციფ­რე­ბი

ციფ­რე­ბი აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლად თან გვდე­ვენ სამ­ყა­რო­ში მოს­ვლი­დან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ყო­ლე­ბა­ზე. მსგავ­სად ხა­ზი­სა და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღებს შო­რის, ადა­მი­ა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბაც, ალ­ბათ, ემ­სა­ხუ­რე­ბა სი­ცა­რი­ე­ლის შევ­სე­ბას ჩვენ­ში არ­სე­ბუ­ლი უზარ­მა­ზა­რი ციფ­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ცალ­კე­ულ სეგ­მენ­ტებს შო­რის... წამი, წუთი, სა­ა­თი, კვი­რა, თვე, წელი, სან­ტი­მეტ­რი, მეტ­რი, კი­ლო­მეტ­რი... სახ­ლის, ბი­ნის, პას­პორ­ტის ვი­ზის, ბი­ლე­თის, მან­ქა­ნის ნომ­რე­ბი... ბავ­შვე­ბის, მე­გობ­რე­ბის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი. გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბის, წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა... ციფ­რე­ბის უსას­რუ­ლო, გრან­დი­ო­ზუ­ლი სამ­ყა­რო გო­ნე­ბის სტრუქ­ტუ­რის ხერ­ხე­მა­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში კი მეგ­ზუ­რი და გზამ­კვლე­ვი.

სა­დარ­ბა­ზოს კა­რის და­ბო­ლო­ე­ბა

სა­დარ­ბა­ზო­ში შე­მოჭ­რი­ლი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის მზის სხი­ვი სწვდე­ბა კუ­თხე­ში შე­ყუ­ჟულ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რე­ბენ 1910 წელს ბრუ­ნო ტე­ლინ­გა­ტე­რის მიერ მო­ხა­ტულ კედ­ლებს მსოფ­ლი­ოს 4 მხა­რის სა­ოც­რე­ბა­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით... ძმე­ბი სე­ი­ლა­ნო­ვე­ბის კუთ­ვნი­ლი სახ­ლი სა­დარ­ბა­ზო­დან იწყე­ბა, რო­მელ­ში­აც ხვდე­ბით კა­რის შე­ღე­ბის შემ­დეგ და სა­დაც ად­ვი­ლად შეღ­წე­ვა დღეს ბევ­რგან პრობ­ლე­მა ხდე­ბა... სო­ლო­ლა­კი­სა და ჩუ­ღუ­რე­თის ულა­მა­ზე­სი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი თან­და­თა­ნო­ბით იკე­ტე­ბა. ცოტა ხან­ში მათი გან­თქმუ­ლი სი­ლა­მა­ზის ხილ­ვას მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე ჩა­ნა­წე­რით, ტი­ლო­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი­თა და ფირ­ზე გა­და­ღე­ბულს მო­ვა­ხერ­ხებთ...

სალ­ვე

SALVE CAESAR! დი­დე­ბა კე­ი­სარს! რომ­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ეს მი­სალ­მე­ბა, მაგ­რამ უკვე გა­და­კე­თე­ბუ­ლი და მორ­გე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებ­ზე, პირ­ვე­ლად 1894 წელს გა­მოჩ­ნდა ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქე­ბის სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში. თავ­და­პირ­ველ­მა ლა­თი­ნურ­მა salvus -მა ("კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა“-ს აზ­რით) სვლა და­ი­წყო მსოფ­ლი­ოს ქა­ლა­ქებ­ში. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­სა­ყა­რის თბი­ლი­სე­ლი ბურ­ჟუ­ა­ზი­ის იშ­ვი­ა­თი სახ­ლი არ ესალ­მე­ბო­და სტუ­მარს სა­დარ­ბა­ზოს ია­ტაკ­ზე გა­მო­ნა­თე­ბუ­ლი ამ ლა­თი­ნუ­რი წარ­წე­რით. ის დღე­საც ბევ­რგან არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი და წლე­ბის სიღ­რმი­დან მო­აქვს ჩვენ­თან სახ­ლის პატ­რო­ნის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სით­ბო.

აგუ­რი

ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე მე-3 მე-2 ათას­წლე­ულ­ში ეგ­ვიპ­ტე­სა და მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში გა­მო­გო­ნილ­მა გა­მომ­წვა­რი თი­ხის აგურ­მა უმაღ­ლეს გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას ან­ტი­კუ­რი რო­მის ტრი­უმ­ფა­ლურ თა­ღებ­ში მი­აღ­წია და სტრა­ბო­ნის აღ­წე­რი­ლი იბე­რი­ის ნა­გე­ბო­ბე­ბი­დან უკვე ქარ­თუ­ლი, კვად­რა­ტუ­ლი აგუ­რის სა­ხით მოგ­ვევ­ლი­ნა. დღე­საც თბი­ლის­ში მე-19 სა­უ­კუ­ნის ბევ­რი აგუ­რის შე­ნო­ბას შევ­ხვდე­ბით, თუმ­ცა ნა­გებს უკვე კარ­გად ნაც­ნო­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო, ჩვენ­თან რუ­სუ­ლის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი აგუ­რის­გან...1913 წელს კა­პი­ტა­ლიზ­მის სა­თა­ვე­ებ­თან მდგარ სა­ქარ­თვე­ლო­ში 30 მი­ლი­ო­ნი ასე­თი აგუ­რი აწარ­მო­ეს... ამე­რი­კელ­მა რე­ი­მონ ჩე­იზ­მა კი ვა­შინგტონ­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლურ მუ­ზე­უმს აგუ­რის 1800 ნა­ირ­სა­ხე­ო­ბის­გან შემ­დგა­რი კო­ლექ­ცია გა­დას­ცა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო
0

ძალიან საინტერესო რუბრიკაა და რა ხატოვნად დაწერილი. მადლობა და პატივისცემა ჩემგან ბატონ ნიკოლოზს!

თეა აბრამიძე
0

დიდი არქიტექტორ ლონგინოზ სუმბაძის ვაჟი,რომელიც გ. ჩიტაიას სახ. მუზეუმის გენ. პროექტის ავტორია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

არქიტექტორი, რომელმაც თბილისის ძველი უბნების უნიკალურობა ფოტოებზე აღბეჭდა - კოლექცია დედაქალაქის ახალ და განსხვავებულ შტრიხებს გაჩვენებთ (ფოტოები)

არქიტექტორი, რომელმაც თბილისის ძველი უბნების უნიკალურობა ფოტოებზე აღბეჭდა - კოლექცია დედაქალაქის ახალ და განსხვავებულ შტრიხებს გაჩვენებთ (ფოტოები)

ნოდარ სუმბაძე თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცია. მას ამ ქალაქში ბევრი იცნობს და ჩვენი რესპონდენტიც ერთხელ უკვე ყოფილა. პროფესიით არქიტექტორი, ათწლეულების მანძილზე თბილისის ძველ უბნებში ფეხით დადის და უნიკალურ კოლექციას ქმნის. ფოტოზე აღბეჭდავს ქალაქის ძველ არქიტექტურას, მის სახასიათო შტრიხებსა და დეტალებს, თუმცა წლების წინ, მის მიერ გადაღებული და ფოტოზე აღბეჭდილი ესა თუ ის შენობა-ნაგებობა, დღეს უკვე შეიძლება აღარც იყოს, რადგან თანამედროვე თბილისში გაჩაღებული მშენებლობის გამო დაინგრა და მათ ადგილას უკვე ახალი შენობებიც გაჩნდა.

ბატონი ნოდარის მდიდარ კოლექციასა თუ არქივში კი მათ ნამდვილად იპოვით, ამიტომაც არის ეს კოლექცია კიდევ უფრო ღირებული.

ამასთან, ნოდარ სუმბაძემ 500-მდე ძველ შენობას ვიზუალური პასპორტი გაუკეთა, ისინი სხვადასხვა დეტალით ყველა მხრიდან გადაიღო. მოკლედ, ასე ნელ-ნელა შექმნილი თბილისის სიძველისა და უნიკალურ ხასიათის ამსახველი კოლექცია, ცოტა ხნის წინ, ავტორის მორიგ წიგნად სახელწოდებით - "თბილისური კატალოგი“ გამოიცა.

"ამ ქალაქის იერსახის განსაკუთრებულობას, განუმეორებელ "თბილისურ სტილს'' აღმოსავლურ-დასავლურ-ევროპულ-აზიური არქიტექტურული მიქსი და ლოკალური გეოგრაფიულ-კლიმატური სპეციფიკა ქმნის“ - ამბობს ნოდარ სუმბაძე.

გთავაზობთ ეპიზოდებს წიგნიდან "თბილისური კატალოგი“.

ლომები

თბილისელი ლომები - აი, უკვე 150 წელიწადზე მეტია, თვინიერად დარაჯობენ სოლოლაკისა და მთაწმინდის, ჩუღურეთისა და ავლაბრის სახლებსა და ეზოებს. დიდი ხანია, აღარ არიან ამ ქვეყანაზე არც მათი გამკეთებლები, არც ისინი, ვინც პირველად შორეულ ევროპაში დაინახა ისინი ეტლიდან და სურვილი გაუჩნდა მათი თბილისში ჩამოტანისა და გაცოცხლების. აღარც ის თანამოქალაქეები არიან, ვინც აქამდე უნახავი უცხო ცხოველის თავი დაინახა თავისი ქუჩის კედელზე და აღტაცებულმა საჩქაროდ შვილები მოიყვანა მის სანახავად.

ხის მოაჯირები

ხის აივნები და შუშაბანდები ჯერ კიდევ მხნედ იყურებიან მრუდე ქუჩებიდან და შესახვევებიდან, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. უკვე აღარ სხედან ტახტებზე დარბაისელი ჩოხოსანი მოხუცები და ჩიხტიკოპიანი ქალები, გაქრნენ სელბანტებიანი და კოხტა ულვაშებიანი ოფიცრები გიტარებითა და ყანწებით ხელში... აღარ თამაშობენ ნარდს მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული ორდენებიანი, კიტელ შეხსნილი დაღლილი მამაკაცები და აღარ ჩანან შავებში გამოწყობილი დარდით სავსე თვალცრემლიანი ქალები. დაცარიელებული აივნები დუმან. მხოლოდ დაჭრელებული მოაჯირები არ იცვლება..

ხეში ნაქსოვი ქალაქის ხუროთმოძღვრული ხალიჩა ქართული ხეზე კვეთილობიდან რბილად გადაედინება საუკუნეების განმავლობაში უკვე თბილისის სპეციფიკით გაჟღენთილ აღმოსავლურ მაქმანებში“...

ფოსტის ჩასაგდები

ჭრილი, რომლის მეშვეობით იზოლირებულ საცხოვრებელ გარემოში შემოდიოდა სიახლე გარე სამყაროდან. რუსეთსა და ევროპაში დამზადებული საფოსტო ჭრილები იმდროინდელი მხატვრულ-არქიტექტურული ტენდენციებისა და მოდის ჩარჩოებში იყო გადაწყვეტილი და სადარბაზოს კარის სტილისტიკაში ჯდებოდა. რამდენი შეყვარებული ელოდა ფოსტალიონის შემოცურებულ, მიჯნურის სუნამოს არომატით გაჟღენთილ ბარათს, ან რამდენი დედა ელოდა სამკუთხედად დაკეცილ საფოსტო შეტყობინებას მსოფლიო ომების ფრონტებიდან.

კარიატიდები

თბილისის ძველ ქუჩებში მორბენალ ბავშვებს უკვე 150 წელია, ზამთარ-ზაფხულ სევდიანად დაჰყურებს ზემოდან მითური თმაგაშლილი ქალღმერთებისა და წელზემოთ გაშიშვლებული გმირი ატლანტების მთელი არმია... მათ თვალწინ ჩაიარა თბილისელი ბურჟუაზიის გაბრწყინების ხანმოკლე პერიოდმა, მათ ყურებში ჯერ კიდევ ჟღერს რუსეთის მე-11 არმიის ცხენების ფლოქვების ხმა, მეორე მსოფლიო ომში მიმავალი ახალგაზრდებით დატვირთული "სტუდებეკერების“ ძრავების ხმაური, ბელადის ხსოვნის განსადიდებლად შეწირული ბიჭების კვნესა... დრო მიქრის, მათთვის კი არაფერი იცლება, მხოლოდ ხანდახან, ვინმეს კაპრიზით ერთიანად იცვლიან ხოლმე ფერს, მაგრამ არა განწყობილებას.

ციფრები

ციფრები აკვიატებულად თან გვდევენ სამყაროში მოსვლიდან მთელი ცხოვრების გაყოლებაზე. მსგავსად ხაზისა დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს შორის, ადამიანის მეხსიერებაც, ალბათ, ემსახურება სიცარიელის შევსებას ჩვენში არსებული უზარმაზარი ციფრული ინფორმაციის ცალკეულ სეგმენტებს შორის... წამი, წუთი, საათი, კვირა, თვე, წელი, სანტიმეტრი, მეტრი, კილომეტრი... სახლის, ბინის, პასპორტის ვიზის, ბილეთის, მანქანის ნომრები... ბავშვების, მეგობრების დაბადების თარიღები. გატანილი გოლების, წაკითხული წიგნების რაოდენობა... ციფრების უსასრულო, გრანდიოზული სამყარო გონების სტრუქტურის ხერხემალია, თანამედროვე ურბანულ გარემოში კი მეგზური და გზამკვლევი.

სადარბაზოს კარის დაბოლოება

სადარბაზოში შემოჭრილი მეოცე საუკუნის 50-იანი წლების მზის სხივი სწვდება კუთხეში შეყუჟულ ბავშვებს, რომლებიც გაოგნებული შეჰყურებენ 1910 წელს ბრუნო ტელინგატერის მიერ მოხატულ კედლებს მსოფლიოს 4 მხარის საოცრებათა გამოსახულებით... ძმები სეილანოვების კუთვნილი სახლი სადარბაზოდან იწყება, რომელშიაც ხვდებით კარის შეღების შემდეგ და სადაც ადვილად შეღწევა დღეს ბევრგან პრობლემა ხდება... სოლოლაკისა და ჩუღურეთის ულამაზესი სადარბაზოები თანდათანობით იკეტება. ცოტა ხანში მათი განთქმული სილამაზის ხილვას მხოლოდ ქაღალდზე ჩანაწერით, ტილოზე დაფიქსირებული ნახატითა და ფირზე გადაღებულს მოვახერხებთ...

სალვე

SALVE CAESAR! დიდება კეისარს! რომში გაჟღერებული ეს მისალმება, მაგრამ უკვე გადაკეთებული და მორგებული ქალაქის მაცხოვრებლებზე, პირველად 1894 წელს გამოჩნდა ევროპის დედაქალაქების სადარბაზოებში. თავდაპირველმა ლათინურმა salvus -მა ("კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“-ს აზრით) სვლა დაიწყო მსოფლიოს ქალაქებში. საუკუნეების გასაყარის თბილისელი ბურჟუაზიის იშვიათი სახლი არ ესალმებოდა სტუმარს სადარბაზოს იატაკზე გამონათებული ამ ლათინური წარწერით. ის დღესაც ბევრგან არის შემორჩენილი და წლების სიღრმიდან მოაქვს ჩვენთან სახლის პატრონის გამოგზავნილი სითბო.

აგური

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 მე-2 ათასწლეულში ეგვიპტესა და მესოპოტამიაში გამოგონილმა გამომწვარი თიხის აგურმა უმაღლეს გამოხატულებას ანტიკური რომის ტრიუმფალურ თაღებში მიაღწია და სტრაბონის აღწერილი იბერიის ნაგებობებიდან უკვე ქართული, კვადრატული აგურის სახით მოგვევლინა. დღესაც თბილისში მე-19 საუკუნის ბევრი აგურის შენობას შევხვდებით, თუმცა ნაგებს უკვე კარგად ნაცნობი საერთაშორისო, ჩვენთან რუსულის სახელით ცნობილი აგურისგან...1913 წელს კაპიტალიზმის სათავეებთან მდგარ საქართველოში 30 მილიონი ასეთი აგური აწარმოეს... ამერიკელმა რეიმონ ჩეიზმა კი ვაშინგტონში, ნაციონალურ მუზეუმს აგურის 1800 ნაირსახეობისგან შემდგარი კოლექცია გადასცა.